ციფრული მარკეტინგის ტოპ 10 ექსპერტი

ციფრული მარკეტინგის სამყარო, თანამედროვე ტექნოლოგიურ ერაში შეიქმნა. ბიზნესის გაუმჯობესებისათვის, ეს მუდმივად მზარდი ინდუსტრია, ახალ ციფრულ ტრენდებსა და სტრატეგიებს განუწყვეტლივ ქმნის.

Social aims solutions-ის თანახმად, ბიზნესის მფლობელებისა და მეწარმეებისათვის, ინფორმაციის მიღების ერთი მარტივი გზა არსებობს – მარკეტინგის ექსპერტთან თანამშრომლობა. უძლიერეს მარკეტინგულ პროფესინალებთან ურთიერთობა თქვენს ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა და შენარჩუნებაში დაეხმარება.

ამჟამად, ციფრული მარკეტინგის არენა გადავსებულია და მასებისაგან ნამდვილი ექსპერტების გამორჩევა რთული ამოცანაა. სწორედ ამიტომ, შევადგინეთ შემდეგი სია:

  1. შაჰრეზ ჰაიდერი. (@Shahrezhayder)

შაჰრეზ ჰაიდერი OptemaGOLD marketing-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელია. ეგრეთწოდებული „სისტემების მეფე“, 8 ფიგურიან ბიზნესებს მარტივად, ფაქტიურად არაფრისგან აშენებს.

ჰაიდერი დაუმარცხებელ სისტემებს – მოწინავე ბიზნეს მარკეტინგული სტრატეგიებისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის დახმარებით ქმნის. იმის შემდეგ, რაც შაჰრეზი თავის გუნდთან ერთად იწყებს მუშაობას, გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნეს სტრატეგიების რე-ინჟინირებას ახდენს, რათა დაბრკოლებებით სავსე კომპანია საწარმო ფულის გამომუშავების მანქანად აქციოს. ყველაფერთან ერთად, შარაზის მრავალი ქსელური კავშირები, ბიზნესებს ავტორიტეტულ პუბლიკაციებში ახვედრებს როგორებიცაა; forbs, Entrepreneur, და INC. შარაზი ასევე, ექსკლუზიურ ტრენინგებს უტარებს იმ მეწარმეებს, რომლებიც თავიანთი ბიზნესის გაზრდას და აზროვნების შემდეგ დონეზე ოპტიმაზაციას ცდილობენ.

  1. ნიკ თერიოტი. (@Nicktheriot)

ნიკ თერიოტი Theriot Solutions-ის დამაარსებელია ,რომელიც ბრენდებს მასშტაბის გაზრდაში ეხმარება. იგი, თანამშრომლობს ბიზნესებთან, რომელთა შემოსავალიც თვეში მხოლოდ 25.000-50.000 დოლარი გახლავთ. თვეში, ნიკის კომპანია Facebook რეკლამირების ფარგლებში, მრავალი კლიენტის ანგარიშიდან 6 ფიგურას მართავს. Theriot Solutions არა მხოლოდ Facebook რეკლამირებაზე, არამედ მთლიან გაყიდვებზე არის ორიენტირებული. კომპანიის მიზანი კლიენტებისათვის შედეგების მაქსიმუმ რაოდენობამდე გაზრდაა. ნიკი და მისი გუნდი Theriot Solutions- ში e-com ბიზნესის იმედგაცრუებულ, მწირე შემოსავლიან მფლობელებს, სწორი გზის ჩვენებით და სტრატეგიის შემუშავებით ეხმარება.

  1. ბრენდონ მური. (@bmo.saubi)

ბრენდონ მურის სპეციალობა უცნობი ბიზნესმენების, ინდუსტრიაში ცნობილ ავტორიტეტებად გარდაქმნაა. ბრენდონი მუდმივად ცდილობს ციფრული მარკეტინგის საზღვრების გაფართოებას და მუშაობს ინდუსტრიის გიგანტების გვერდით, როგორიცაა ჯერემი ჰეინსი (Megalodon marketing-ის CEO და ათასობით მეწარმის მენტორი). წარსულში ბრენდონი, კლიენტებს მათი ბიზნესის მასშტაბის 444% ით გაზრდაში დაეხმარა, რის გამოც მისი სტრატეგიები Disrupt-ში გამოქვეყნდა. ამასთან ერთად, მისი სააგენტო Netmore Marketing, ბრენდონის უსაყვარელი სტრატეგიის, “ცისფერი ოკეანის სტრატეგიის” – ის გამოყენებით, 7-ფიგურიანი ბიზნესის, მხოლოდ 18 თვეში შექმნაზეა პასუხისმგებელი.

  1. ჰიუ ჰოანგი. (@HughHoang)

ჰიუ ჰოანგი აღმასრუელებელი დირექტორი და დამაარსებელია More sales online – მარკეტინისა და გაყიდვების აუტომატიზაციის კომპანიის, რომელიც მომსახურეობაზე დაფუძნებულ ბიზნესებს ემსახურება. იმის შემდეგ რაც, ჰიუმ სხვადასხვა ინდუსტრიების გარშემო, ბიზნესებს წარმატებული შედეგები მოუტანა, გადაწყვიტა რომ 2021 წელს, ფინანსური მრჩევლების დახმარებას მიუძღვნის, რათა მათ კვალიფიცირებულ წინამწღოლებთან ერთად მთლიანი გაყიდვების პროცესის აუტომიტიზაცია მოახდინონ. ჰიუს და მის კომპანიას სხვებისაგან განასხვავებს ის, რომ იგი მოგებას მხოლოდ იმ შედეგებიდან იღებს, რაშიც მონაწილეობის დამტკიცება შეუძლია. ამით, იგი კლიენტებს ზედმეტი ხარჯის რისკისგან ანთავისფულებს. ჰიუ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის კლიენტებს უფრო მეტი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა გაუჩინოს და ამავდროულად მათ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვის თავისუფლებას უქმნის.

  1. შაიან ტერანი. (@Shayantehrani)

შაიან ტერანი ციფრული მარკეტინგის სააგენტო Top lion marketing-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც იპოთეკური გირაობის პროფესიონალებს მათი ბრენდისა და გაყიდვების სწრაფად გაზრდაში ეხმარება. მისი სააგენტო მზად არის, რომ იპოთეკურ ბროკერებს, LO და აგენტებს მათი ბრენდის მეშვეობით უზარმაზარი ბერკეტების სისტემების შექმნაში დაეხმაროს. ეს იგულისხმებს მასშტაბური ურთიერთობების შექმნას და ბაზრის ლიდერის სტატუსის მიღწევას, გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიების საშუალებით. მუშაობის დაწყებიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში, მისმა კლიენტურამ ბიზნესის ჭარბი ფინანსური ცვალებადობა ნახა. შემოსავლის თვეში 30.000 დოლარიანი ზრდა ამ გუნდისათვის სიახლეს არ წარმოადგენს. მათი 14 შეხვედრით წარმატების გარანტია პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ კომპანიის კლიენტებმა ბიზნესსა და ცხოვრების წესში თავისუფლება და ძალაუფლება დაამყარონ. თუ იპოთეკური გირაობის პროფესიონალი ხართ და გსურთ თქვენი ბიზნესის წარმატების გზაზე დაყენება შაიანი თქვენთვის საჭირო მარკეტოლოგია.

  1. Avenue media-ს გუნდი. (@to)

დანიკა ჯოკისი, ენრიკიუ ტოსკანო და ოლივერ კორიცი წარუძღვებიან Avenue media-ს გუნდს – სრული მომსახურეობის ციფრულ მარკეტინგულ კომპანიას, რომლის სპეციალიზაცია უძრავი ქონების, საამშენებლო და საწარმო კომპანიებიებისათვის პროექტების შემუშავებაა. Avenue media-ს გუნდი კომპანიების მოძველებულ იმიჯებს, თანამედროვე ტრენდულ და რელევანტურ ბრენდებად გარდაქმნის, რომელთა სტრატეგიაც მარკეტინგულ მონაცემების და კვლვების შედეგებს ეფუძნება. ისინი კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობებს ქმნიან და ეხმარებიან მიზნების მიღწევაში. Avenue Media-ს წინდახედული გუნდი აყალიბებს მკაფიო მოლოდინებს და უზრუნველყოფს მუშაობის ხარისხის ნდობასა და საიმედოობას. ფირმის მომსახურეობა მოიცავს ბრენდის სტრატეგიის სრულფასოვან განხორციელებას და კონკურენტების ანალიზს, ლოგოსა და აქტივების დიზაინს, პროექტის პოზიციონირების კონსულტაციას და ბრენდის სტანდარტების შექმნას, ვებსაიტების დიზაინსა და განვითარებას, ციფრულ და ბეჭდურ რეკლამის და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას. გუნდის ანალიტიკოსები, კონკრეტული მონაცემების საფუძველზე სამომავლო მუშაობის გეგმას ქმნიან. როდესაც თქვენ სტრატეგიის შექმნაში დაგჭირდებათ დახმარება, გახსოვდეთ, რომ Avenue media მტკიცე გეგმის შექმნა და განხორციელებაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა.

  1. ენდრიუ გაიქვადი. (@andrew.the.explorer)

ენდრიუ გაიქვადი Kainyx-ის დამაარსებელია- წამყვანი whitelabel კომპანიის, რომელიც სხვა მარკეტინგულ სააგენტოებს პოტენციური მომხმარებლების გამომუშავებაში ეხმარება. მან ასობით ბიზნეს მფლობელი, რეკლამირების უზარმაზარი თავის ტკივილისგან გადაარჩინა, რათა მათ ყურადღება მხოლოდ კლიენტთა შეძენა და შენარჩუნებაზე გაემახვილებინათ. მისი კომპანია სააგენტოებისათვის თვიურად, Facebook და Instagram რეკლამირების 250.000 დოლარის ხარჯს მართავს. ენდრიუ არაერთ სააგენტოს მფლობელს 6 დან 7 ფიგურამდე run rates გაზრდაში დაეხმარა. ასევე, ენდრიუ გაიქვადი ტრენინგებს, სააგენტოებთა მფლობელებს და მეწარმეებს, bottlenecks შესრულებაში და ბიზნეს განვითარებაში უტარებს.

  1. ჰასან მოჰაიდლი. (@hassanmohaidly)

ჰასან მოჰაიდლი Hassan Mohaidly marketing inc.-ის დაამარსებელია, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგული კომპანიის, რომელიც მწვრთნელებს და ინფლუენსერებს მათი ბიზნესის მასშტაბის გაზრდაში ეხმარება. მეტსახელად „ელ. ფოსტის არქიტექტორი“ ჰასანი ის მარკეტოლოგია, რომლისგანაც მწვრთნელები და ინფლუენსერები დახმარებას ითხოვენ, რათა დაბრკოლებებით სავსე ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი კლიენტთა და გამომწერთა სავსე სიად გარდაქმნან.

წვერა ჰასანი, თავისი „ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის დაწყება და განაწილების 7 ადაპტირებული საფეხური სისტემის“-ს საშუალებით, კლიენტებს 6-ციფრიანი განაკვეთების მიღებაში ეხმარება. მისმა ყურადღებამ დეტალებისადმი, ერთგულებამ და კლიენტურ წარმატებაზე შეპყრობილობამ ცნობილი მეწარმეების, გავლენის მქონე და მედიის წამყვანი პირების მზერა მიიბყრო, მათ შორის ; დენ ლოკის, სკოტ იენსის, პიტერ სეიჯის, თინა ჰეისს, სტეფან ჯეიმსის, ნიკ ჰალიკის, როს კამერონის. , კოლინ სპრეიკის და ა.შ.

  1. გუნარ კოლრუდი, ალი კამელი და ტიბა ბროპლეჰი. (@conversion_pr)

გუნარ კოლრუდი, ალი კამელი და ტიპა ბროპლეჰი Conversion academy-ის დაამარსებლები არიან. კომპანია ეხმარება უძრავი ქონების აგენტებს ბიზნესის გაფართოებაში-რეკლამირებისა და პირდაპირი მარკეტინგის მეშვეობით. სააგენტო კონკრეტულად, უძრავი ქონების მეწარმეებთან მუშაობს, რომლებსაც რეკლამირების მეშვეობით, ბაზარში სანდო ავტორიტეტად გახდომის სურვილი აქვთ. Conversion academy-ის კავშირები ითვალისწინებენ Forbes, ABC, მეწარმე, Yahoo Finance და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთან თანამშრომლობამდე, უძრავი ქონების აგენტებს არანაირი ციფრული ნარატივი არ გააჩნდათ, რის გამოც მასებისაგან არ გამოირჩეოდნენ. მთლიანობაში, Conversion academy-სთან მუშაობის შემდეგ კლიენტებს მარკეტინგული ხარჯვის მომგებიანობა 10x უფიქსირდებათ, პუბლიკაციიდან 6-12 თვემდე. გუნდის წევრები ამაყობენ თავიანთი პროფესიონალიზმით, მუდმივი კომუნიკაციით, და მოწესრიგებული მომსახურეობით.

  1. ჯეიკ ტაჩერი. (@jaketacher)

ჯეიკ ტაჩერი Credibility PR-ის დამაარსებელია – PR კომპანიის, რომლის ძირითადი ფოკუსი მედია პუბლიკაციები და პოდკასტებია. იგი ეხმარება ისეთ მეწარმეებს, რომლებსაც კონკურენტებისაგან არაფერი განასხვავებთ, ინდუსტრიაში ავტორიტეტებად გახდომაში. მისმა კომპანიამ კლიენტები ისეთ პუბლიკაციებში მოახვედრა როგორებიცაა: Forbes, Yahoo!, MarketWatch, ABC, NBC და FOX. ჯეიკი ასევე ბიზნესებს მარკეტინგულ სტრატეგიებში და გაყიდვებში უტარებს კონსულტაციას. ჯეიკი კომპანიას 9 ფიგურამდე გაზრდაშიც კი დახმარებია.

არსებული სია სრული არაა. ამ მარკეტერების სტრატეგიები და ტაქტიკა ბევრს საინტერესოს გვასწავლის.

თუ მათ დავაკვირდებით მათ ინსტაგრამ აქაუნთებს, შესაძლოა ჩვენც 6 ციფრიანი ანგარიშის მფლობელი გავხდეთ .

სალი ლეისი