2021 წლის მარკეტინგული ტრენდები: ორი პოპულარული პროგნოზი ექსპერტებისაგან
ქალბატონი პოებე ბაინი(Phoebe Bain) ცნობილი მარკეტერია, მე მას ტვიტერიდან ვიცნობ, აი მისი აზრები მარკეტინგის განვითერების შესახებ 2021 წელს.
მაქვს პირადი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წელი მარკეტოლოგებსათვის, მაგრამ იმ შემთხვევაშ თუ ეს წელიც უპრეცედენტო აღმოჩნდა, მირჩევნია ისინი არ გავაჟღერო.
ამის მაგივრად, 2021 წლის ექპერტების ყველაზე ხშირ მარკეტინგულ წინასწარმეტყველებს შევხედოთ:
სოციალური კომერსი – გზა წარმატებისაკენ.
სოციალური მედიების მიერ, მათი e-commerce საშუაელებების გაზრდა, 2021 წლის ყველაზე პოპულარული პროგნოზია.
Instagram: Facebook-ის უსაყვალესმა ქმნილებამ, შესაძლოა TikTok-ზე ლაივ შოპინგის და პროდუქტის ერთი დაწკაპუნებით შესყიდვის ოფციები დაამატოს, ხოლო შემქნელებისათვის, ახალი გზები, რომლებიც გამომწერებს პირდაპირი ყიდვის საშუალებას მისცემს.
Facebook: ბევრმა სოციალური მედიის ექსპერტმა განაცხადა, რომ Facebook-ის მთავარი ფოკუსი 2021 წელს მაღაზიები და ახლაც განვითარებადი Facebook Pay იქნება.
- ზოგიერთი მარკეტინგის ექსპერტის პროგრნოზის მიხედვით Facebook E-commerce ინიციატივებს განახორციელებს – მაგალითად cross პლატფორმების სარეკლამო კამპანიას Facebook messanger-ისა და Instagram-ის შორის.
TikTok- 2021 წელს, Walmart-ის ლაივ სავაჭრო ღონისძიება TikTok-ის წარმატების მისაღწევ გზას წარმოადგენს. TikTok-მა მათი ტოპ კონტენტ შემქნელებისათვის, ფულის კეთების გზები უნდა გამონახოს, თორემ ისინი სხვა პლატფორმებზე გადაინაცვლებენ, სადაც რეალური ფინანსების გამომუშავებას შეძლებენ. – წერს ენდრიუ ჰათჩირსონი Social media today-ში.
ციტირება, რომელიც ყველაფერს აჯამებს: ჯოშ კოულმა – Sky zone-ის CMO-მ განაცხადა:
„2021 წლის პროგნოზის მიხედვით, ორივე – პანდემიით გამოწვეული ზრდა ecommerce-ში და მასთან კავშირში მყოფი, გავლენა რეკლამირების ბიუჯეტის განაწილებაზე, გაგრძელდება. eMarketer-ის მიხედვით 2020 წელს რეკლამირება ecommerce პლათფორმებზე 39%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს კიდევ 30%-ით გაიზრდება, რაც აშშ-ს ციფრული ხარჯების 13% შეადგენს. “
მრავალფეროვნებამ და ინკლუზიურობამ ინდუსტრიაში ფესვი გაიდგა.
ინდუსტრიის მიერ რასიზმთან ანგარიშის გასწორებამ, მარკეტოლოგებს უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური სტრუქტურების მქონე კომპანიის პატრონობის სურვილი გაუჩინა. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, მარკეტოლოგებს ეს სურვილი სწორედ 2021 წელს აუსრულდებათ.
ოფისში: 2020 წელმა პრობლემი წამოჭრა, ხოლო 2021 წელი მათ აღმოფხვრას დაეთმობა.
- 2021 წელს, მრავალი კომპანია, წინა წელს დასახულ მიზნებს მიაღწევს. სააგენტოები და ბრენდები დაკვირვების ქვეშ იქნებიან, არა მხოლოდ ახალი თანამშრომლების შეძენის სიხშირით, არამედ მათი შენარჩუნების შესაძლებლობით. – წერს ჯანინი პოგი Ad age-ში.
საზოგადოებაში: სამუშაო ძალას უფრო მეტი Z თაობა შეემატება – რაც ექსპერტების პროგნოზით, ბრენდებს სოციალური პრობლემების გათვალისწინებას აიძულებს.
- ბრენდების მარკეტოლოგები შთაგონებულნი იქნებიან და აიძულებენ კომპანიებს სოციალურ სფეროში მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავებას.- წერს კოული Gen Z-დან
- ამგვარი აზროვნება ბევრ ინიციატივაზე მოახდენს გავლენას, მაგალითად HBCU-ს Peloton-ში ინტეგრირების ბენეფიტების მსგავს პარტნიორობის პროგრამებს მოიტანს.- აგრძელებს კოული.
ჩემი მოსაზრება: ისინი, ვინც ფიქრობენ რომ D&I-ს მცდელობები მარკეტინგულ ინდუსტრიაში გაძლიერდებიან, შეიძლება იმ შემთხვევაში შეცდენ, თუ ეს მოძრაობა პოპულარობას დაკარგავს. მათი პროგნოზი იმ შემთხვევაში ახდება, თუ ადამიანები ცალკეულად და სხვების დახმარებით ანტირასიზმზე ცნობიერებას აიმაღლებენ.
ტრეისი ჯონსი