ივან ბოსნიაკი (Ivan Bosnjak) – ლიდერი ციფრული მარკეტინგის სამყაროში

ციფრული მარკეტინგი ნებისმიერისათვის, ვისაც ბიზნესის მართვა სურს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და Ivan Bosnjak – ამ სფეროს ლიდერია.

ნებისმიერს, რომელსაც მცირე ბიზნესის მართვა სურს, უნდა დარწმუნდეს, რომ ციფრულ სამყაროში სტაბილურად და ძლიერად არის წარმოდგენილი. რეალობა იმგვარია, რომ ადამიანების უმრავლესობა პროდუქტებისა და სერვისების შერჩევისას ინტერნეტს მიმართავს. ისინი საძიებო სისტემაში შედიან, კრიფავენ ფრაზას და უყურებენ რა გამოვა. კომპანიებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მათი ვებ-გვერდები სულ უფრო მეტი პოტენციური კლიენეტების გენერირებას შეძლებენ. ამგვარად, ციფრულ მარკეტინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ივან ბოსნიაკი Ivan Bosnjak ციფრული მარკეტინგის სფეროს ექსპერტი და ლიდერი საკუთარ კლიენტებს თვალსაჩინო შედეგების მიღწევაში ეხმარება.

ლიდერი ქმნის ტენდეციებს  

იმისათვის, რომ ამ სფეროში საკუთარი არსებობა გაემყარებინა, ივან ბოსნიაკი თავდაუზოგავად მუშაობდა. ათი წლის განმავლობაში ის, უშუალოდ ციფრულ ბიზნესზე იყო კონცენტრირებული. მან ბევრ კომპანიას ბაზური HTML-საიტების განახლებაში დახმარება გაუწია, რაც კომპანიებს უფრო პროგრესული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში დაეხმარა. გარდა ამისა, ის საკუთარ კლიენტებს მოუწოდებს გამოიყენონ, ამ სფეროში არსებული უახლესი ტაქტიკები. დამოუკიდებლად იმისა, არსებული კომპანიები აპირებენ თუ არა სოციალური ქსელების გამოყენებას, მარკეტინგული სტრატეგიის „ძაბრს“ და სხვას, ის თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მის კლიენტებს ციფრული მარკეტინგის სამყაროში საუკეთესო ინსტრუმენტებზე ჰქონდათ წვდომა.

აქედან გამომდინარე, ისინი საუკეთესო შედეგებს აღწევდნენ, რაც თავისთავად შემოსავლებშიც აისახებოდა.

ივანი კომპანია Beconcept – ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. კომპანიის ლოკაციის ადგილი იტალიაა. მისი გუნდი რვა პროფესიონალისაგან, პროგრამისტებისაგან, სოციალური ქსელების მენეჯერებისაგან, მარკეტოლოგებისა და დიზაინერებისაგან შედგება. სტრატეგია კომპანიებისათის მრავალმხრივ უნარებზეა კონცენტრირებული. ამ გუნდს შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერი ბიზნესი, ციფრულ სამყაროში შესამჩნევი შედეგების მიღწევისკენ მიმართოს.

სტრატეგია და ტაქტიკა  რომელსაც ბოსნიაკი იყენებს:

Ivan Bosnjak-ს სურს დარწმუნდეს, რომ საკუთარი კლიენტებისათვის აპრობირებულ სტრატეგიებს და ტაქტიკას იყენებს.

  • ის ეყრდნობა ობიექტურ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელსაც იყენებს, რათა თითოეული კომპანია თანმიმდევრული ზრდის პროცესისაკენ მიმართოს. საბოლოო ჯამში, ეს შემოსავლის ზრდას იწვევს.
  • იგი საკუთარ გუნდთან ერთად მთლიან სტრატეგიაზე მუშაობს, სადაც შედის ყველაფერი – დაწყებული ლიდებთან (პოტენციური კლიენტი) კონტაქტებით და ხელმომწერებზე გაყიდვებით დამთავრებული. შემთხევითობაზე არაფერია არ არის გათვლილი.
  • მისი ციფრული სტრატეგია, რომელიც ძირითადი მარკეტინგული არხებით მიეწოდება ბაზარს, იძლევა გარანტიას, რომ კლიენტი საკუთარი რესურსების ინვესტირებით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწევს.
  • რაც ივან ბოსნიაკის ციფრული მარკეტინგის კომპანიას კუნკურენტებისაგან განასხვავებს არის შემდეგი – ის საფასურს მხოლოდ სამუშაოს შესრულების შემდეგ იღებს. ანუ კლიენტები თანხას მხოლოდ იმ მიზნებისთვის იხდიან, რომელსაც კომპანიასთან ერთად მიაღწევენ.
  • ამგვარად, Ivan Bosnjak-ს საკუთარი და კლიენტების ინტერესები  შესაბამისობაში მოჰყავს, რათა დარწმუნდეს, რომ მათი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს.
  • ივან ბოსნიაკი ფიქრობს, რომციფრული მარკეტინგი საყოველთაო ბიზნესის  მომავალია. მისი შედეგებზე და ობიექტურ მონაცემებზე ორიენტირება კლიენტებისთვის საკმაოდ მოსახერხებელია.
  • ძალიან ხშირად, ციფრულ მარკეტინგში ინვესტირებისას, კომპანიებს არ ესმით, თუ რაში იხდიან ფულს. სწორედ ამიტომ, მისი მიდგომა განსხვავებული, გულწრფელი და გამჭირვალეა.

სწორედ ამგვარი მიდგომები კლიენტებს აძლევს გარანტიას, ზუსტად იცოდნენ, რა შედეგები ექნებათ მათ მომავალში.

ივანე კერესელი

ტრეისი ჯონსი