ტურისტული აპლიკაცია Biliki

ავტორი: დავით ბეკურიშვილი

საქართველოს ეკონომიკა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. გამუდმებით მზარდი საგარეო ვალები და არასტაბილური შიდა გარემო პერსპექტიულ მეწარმეებს მაინც და მაინც ვერ აძლევს სტიმულს სიახლეებისა და ინოვაციებისაკენ. შედეგად, ან ყველა ახალი სტარტაპი ოდნავ გადასხავფერებული ძველია ან უბრალოდ თაროზე შემოდებული ბიზნეს გეგმაა. განსაკუთრებით რთულია ისედაც მცირე რაოდენობის ინოვაციურ სტარტაპებში საუკეთესოს გამორჩევა. საუკეთესო სერვისი/პროდუქტი გამორჩეული უნდა იყოს ყოველმხრივ, უნდა პასუხობდეს მომხმარებელთა მოთხოვნებს, იყოს დახვეწილი და თანამედროვე და ამავდროულად, უნდა იყოს კომფორტული და მისაღები. რთულია წლების განმავლობაში ფორმირებულ ბაზარსა და მომხმარებელთა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გემოვნებას რაიმე ახალი შეაყვარო. ბუნებრივია, საუკეთესო პროდუქტი ხალხის მიერ აღიარებულიც უნდა იყოს, უნდა ერგებოდეს საბაზრო სტანდარტებს და მიმდინარე მდგომარეობას. იდეის მოფიქრება ძალიან მარტივია, მითუმეტეს ნებისმიერ მარკეტოლოგმა იცის რა სურს ბაზარს. თუმცა, იდეის მოფიქრებიდან წლის საუკეთესო სტარტაპის წამოწყებამდე ვრცელი გზაა. ეს იქნება იდეის სწორად ფორმირება, მოსალოდნელი გამოხმაურების გამოკვლევა, ბაზრის შერჩევა, ორგანიზაციის სტრუქტურისა და მიზნის/მისიის ჩამოყალიბება, მისი პრომოცია, ბაზარზე პოზციონირება და ბიზნესის სწორად მართვა. ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლების ყოველი პუნქტის კარგი ცოდნა, ან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ხალხის დაქირავება, ამასთანავე სჭირდება იმ სექტორის შესწავლა სადაც შენი ბიზნესი ოპელირებს: ეს იქნება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, კვების წარმოება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქციის წარმოება და ასე შემდეგ. ასევე, საქართველოში ყველაზე პრობლემური საკითხია დაფინანსების მოპოვება საკუთარი ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად. ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე უცხოელი ინვესტორების სიმცირეა, ხოლო ადგილობრივების დაინტერესება ინოვაციებით, რომელთაც წარმატებას დიდი რისკები ახლავს რთულია. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ სფეროში TBC ბანკის როლი და ჩართულობა, რომელიც თავის შემადგენლობაში არსებული სხვა დასხვა ფინანსური ინსტიტუტებით აქტიურად იკვლევს, აღმოაჩენს და ეხმარება სტარტაპერებს განვითარებაში. ამისთვის TBC capital-მა არაერთი საერთაშორისო და ქართული პრიზიც დაიმსახურა და ალბათ ლოგიკური იქნებოდა საუკეთესო სერვისად მათი მომსახურება დამესახელებინა. მაგრამ, ქართული ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე უფრო განსხვავებული, სრულიად ახალი, ჯერ ქართულ ბაზარზე არ არსებული, მომხმარებელზე მორგებული და ერთი სიტყვით, სრულყოფილი სტარტ აპი შევარჩიე, რომელიც სწორად TBC ბანკის დახმარებით გახდა პოპულარული.

წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ერთ-ერთი უცხოელი ტურისტი, ან ქართველი მოგზაური და გადაწყვიტეთ საქართველოში მოგზაურობა. ლოგიკურია პირველ რიგში გაეცნობით ქვეყნის ფასეულობებს, სანახაობას შეუსაბამებთ თქვენს გემოვნებას, გათვლით პერსპექტიულ ხარჯებს, დაიწყებთ ტურ ოპერატორის, გიდების, ტრანსპორტისა და სასტუმროების ძებნას და შემდეგ წლობით კვლევის შემდეგ ან მოაბამთ თავს ან ვერა. ან აიღებთ თქვენს საკრედიტო ბარათს, რადგან სადებიტო შეიძლება ვერ ეყოს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და ჩამოხვალთ საქართველოში, სადაც უამრავ პრობლემას გადააწყდებით. ამ ყველაფრის ერთიი წკაპით მოგვარებისათვის მინდა წარმოგიდგინოთ ქართული, ინოვაციური მობილური აპლიკაცია Biliki. დიახ, ეს არის ყოველი ტურისტის, მოგზაურის თუ უბრალოდ საქართველოს ღირშესანიშნაობებით დაინტერესებული პირების ოცნება. სანამ უშუალოდ სტარტ აპის იდეას შევეხები, მინდა მოგიყვეთ რამ განაპირობა მისი ჩემს ფავორიტ კომპანიებს შორის მოხვედრა. Biliki ჩემთვის არის ყველაზე მეტად ნააზრევი და ინოვაციური სტარტ აპი. ეს არ ჰგავს იმ ბიზნესებს, რომლებიც იღბალს მინდობით იწყებს ფუნქციონირებას და შემდეგ კარგი მენეჯერების ხელშ ან ახერხებს ადაპტირებას და ბაზარზე ადგილის მოპოვებას, ან იწყებენ ლიკვიდირებას. ამასთანავე, ეს არის სტარტაპი, რომლის საწყისი კაპიტალიც წარმოუდგენლად მცირეა. ამერიკულ რეალობაში 100$-ად დაწყებული ბიზნესები არავის უკვირს, თუმცა საქართველოში ესაც დიდი ნაბიჯია. ამასთან ამ სტარტ აპის შტატებს შეადგენს ოთხი თანამშრომელი(CEO, CTO, GIS & tourism expert, Digital marketer) და ამ ოთხმა ადამიანმა შეძლო და შექმნა ქართულ ტურიზმში სრულიად ახალი, ყოვლის მომცველი და დიფერენცირებული სერვისი. თუ ბიზნეს იდეა ინოვაციური და მოთხოვნადია, თუ მარტივად დასაწყებია, საკუთარი კაპიტალით უზრუნველყოფით, ოპელირებს მზარდ ბაზარზე, შესვლისთანავე ხდება ვარსკვლავი და თავის მხრივ სერვისს უწევს როგორც სამომხმარებლო ბაზარს(ტურისტებსა და მოგზაურებს), ასევე ბიზნეს ბაზრებს(სასტუმროებსა და ტურისტულ ცენტრებს) რათქმაუნდა საუკეთესოა.

ახლა კი მოგიყვებით Biliki-ს სერვისის შესახებ და ამაში თავად დარწმუნდებით. აპლიკაციის შექმნამდე შემქმნელებმა დიდი გზა გაიარეს. მათ აპლიკაციაზე მუშაობა 2019 წეს დაიწყეს. კერძოდ, მარკეტინგის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ტურიზმის ექსპერტმა ცირამუების ოჯახმა ისედაც მათთვის კარგად ცნობილი სექტორი, უკეთ შეისწავლეს. მათ გამოიკვლიეს და აღწერეს თითოეული ქართული ტურის ღირშესანიშნაობები, არსებული სასტუმროებით, რესტორნებით, დასასვენებელი ზონებით, მათი რუკებით და ფასებით. აპლიკაცია 100-მდე ქართულ ტურს გვთავაზობს. მიკრომარკეტინგის დანერგვით გადაწყვიტეს პერსპექტიული მომხმარებლები გემოვნების მიხედვით დაეყოთ. უფრო კონკრეტულად, მათ შეისწავლეს მოგზაურთა ვიზიტის ძირითადი მიზნები, ესენია: ზამთრის კურორტები, სამთო გზები(off-road), ეკო ტურები, ქალაქები, საშოპინგე სივრცეები, კულტურული მემკვიდრეობები, რელიგიური ცენტრები, ქართული ღვინის მარნები და ლაშქრობები. მათ მიერ გამოკვლეული 100 ტური დააჯგუფეს აღნიშნულ კატეგორიებად და აპლიკაციით სარგებლობას, ტურის შერჩევის გასაადვილებლად, იწყებ საკუთარი ინტერესის სფეროს მითითებით. ასევე, შეგიძლია ტურების სხვა კატეგორიებად ფილტრირება ეს იქნება მისი სირთულე, ხანგრძლივობა, გადაადგილების საშუალება თუ ვიზიტის ადგილი. აქვე შეგიძლია გაეცნო რომელ ადგილებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად აპლიკაციის მომხმარებლები. ყოველ ტურს ახლავს ვიზუალური მასალები ტურის შესახებ, რათა წინასწარ იცოდე რის ნახვას აპირებ, ასევე აქვეა ტურის საორიენტაციო რუკა, ტურის შეფასება მომხმარებელთა მიერ, გასავლელი დისტანცია, ხანგრძლივობა და ტურის მოკლე აღწერა. რადგანაც აპლიკაცია მოგზაურებისთვისაა, იგი აქტიურად იყენებს GPS და ინტერნეტს. შესაბამისად მუდმივად აახლებს ინფორმაციას და რუკაზე გაჩვენებთ თქვენს ადგილმდებარეობას, თუმცა ყველგან ინტერნეტი არ არის, რაც სხვა რუკებისთვის პრობლემაა. უინტერნეტობის შემთხვევაში თქვენ უბრალოდ კარგავთ ორიენტირს და რუკა უფუნქციო ხდება, საქართველოსთვის კი არცერთი ხაზგარეშე ხელმისაწვდომი მოილური რუკა არ არსებობს. თუმცა ამაზეც იზრუნეს ჩვენმა ექსპერტებმა და აპლიკაციაში ჩაშენებულია ხაზგარეშე რუკები, რომლებიც მხოლოდ თქვენი GPS-ის გამოყენებით გეხმარებათ ორიენტირებაში. ასევე, აპლიკაცია ტურის ირგვლივ გვიზიარებს მინიშნებებსა და დახმარებებს, იგი მოგზაურობის ყოველ ეტაპს ჩვენთან ერთად გადის. შეგვიძლია მივიღოთ რჩევები რა უნდა წავიღოთ თან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, გვაცნობს კოვიდ მდგომარეობას, შეზღუდვებსა და სტატისტიკებს. ასევე, ურთიერთ თანამშრომლობის პირობებში შეგვიძლია აპლიკაციის საშუალებით დავიქირავოთ ტრანსპორტი და მივიღოთ 10%-იანი, ექსკლუზიური, ფასდაკლება ჩვენთვის სასურველ ავტომობილის მოდელზე და რაც ყველაზე მთავარია, უზრუნველყოფილია მომხმარებელთათვის არჩევნის მრავალფეროვნება და ინფორმაციის სანდოობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ტურის დაგეგმვისა და დროის შერჩევისას, ალბათ, მაინც ამინდია და არც ამაზე უწევს აპლიკაციის მომხმარებელს სხვაგან ძებნა და ძიება. აპლიკაცია ტურის ფარგლებში არსებულ მიმდინარე სრული კვირის ამინდის პროგნოზსაც გვიზიარებს. არ შეიძლება ამ სერვისის აღწერამ არ იმოქმედოს ნებისმიერ მომხმარებელზე. სერვისი სრულად შეესაბამება შემქმნელთა განცხადებას, რომ ისინი ქმნიან ტურებს, რომელთაც უბრალოდ შეიძლება მიყვეს მოგზაური: „we have created up to 100 tours that travellers can ‘just follow’.“ აპლიკაციის ყოვლისმომცველობა ტყუილად არ მიხსენებია, იგი მოიცავს როგორც სრულყოფილ და ყოვლის მომცველ სერვისს, ასევე, მათი ტურებიც ტერიტორიულად ყოვლის მომცველია. აპლიკაციის მნიშვნელობა არა მხოლოდ კომერციულ ინტერესებით შემოიფარგლება, არამედ იგი საგანმანათლებლოცაა და საქართველოს, როგორც ტურისტული ცენტრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

თუმცა, ჩემი შეფასებით წლის საუკეთესო სტარტ აპს რამდენიმე შეცდომა ვუპოვე, თუმცა რამდენად შეცდომად ითვლება გასარკვევია. ძირითადად ეს საკითხები მარკეტინგს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ციფრულ მარკეტინგს ეხება, პირველ რიგში აპლიკაცია უნდა იყოს გამართული და ხელმისაწვდომი. რაც უფრო მარტივად გასაგები და ადაპტირებადია პროგრამა, მით მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს შეიძლება მარკეტინგულ სიბეცედაც ჩაითვალოს. როდესაც, ტურიზმის ექსპერტი იკვლევს ტურიზის სფეროს, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ძირითადად რომელი ქვეყნებიდან მოემართებიან საქართველოში და რომელ ენაზე მეტყველებენ ისინი. საკმაოდ ბევრი უკრაინელი, რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ისეთი ქვეყნიდან ჩამოდიან ტურისტები, რომლებიც საკომუნიკაციოდ რუსულ ენას ამჯობინებენ. აპლიკაცია კი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი და არათუ ლოკაციის გამოყენებით თავად ადაპტირებდეს და ადგილობრივ ენაზე გვთავაზობდეს, პარამეტრებიდან ენის შეცვლაც არ აქვს. შესაბამისად მიკრომარკეტინგი ყოველი ინტერესის მქონე მომხმარებლის მოცვის მხრივ მუშაობს, მაგრამ მათთან კომუნიკაციის მხრივ სრულიად კრახს განიცდის. ინგლისურ ენაზეა შეფასებებიც, სერვისიც, ინფორმაციებიც, რუკაც. ასევე, პრობლემურია მისი გამოყენებაც. მნიშვნელოვანია მსგავს აპლიკაციას ჰქონდეს უშუალო უკუკავშირის არხი ჩაშენებული. ანუ კომუნიკაციის საშუალება ონლაინ ოპერატორთან რომელიც მაქსიმუმ რამდენიმე საათში თქვენს დასმულ კითხვას უპასუხებს, ეს იქნება გაუმართავი სერვისის, აპლიკაციის პრობლემის, თუ მოხმარების შესახებ. მესამე და ყველაზე დიდ პრობლემად მივიჩნევ პრომოციასა და გავრცელებას. ინტერნეტ სივრცეში არ გვხვდება არავითარი რეკლამა აპლიკაციის შესახებ, რაც დაგვეხმარება მის აღმოჩენასა და შესწავლაში. ეფექტური რეკლამა მნიშვნელოვანი პეპელა და შემთხვევითი მომხმარებლების მოსაზიდად, რომლებიც შემდგომ გახდებიან ჩვენი ერთგული მომხმარებლები. ასევე, ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება აპლიკაციაზე. ეს არ არის უბრალო თამაში, ან რაიმე დესკტოპ აპლიკაცია რომელსაც ნებისმიერი ჩამოწერს, გამოცდის და შემდეგ გადაწყვეტს. ადრეული ამთვისებლები პროცენტულად ძალიან მცირეა ქართულ ბაზარზე, რომლებიც გამოცდიან მას ინტერესისდაგამო და შემდეგ გადაწ ყვეტენ ღირს თუ არა მისი მოხმარება. მნიშნელოვანია ბაზარზე პოზიციონირება სანდოობითა და პატივისცემის მოპოვებით.

ამგვარად, ჩემი შეხედულებით, წლის საუკეთესო სერვისად დავასახელე ტურისტული აპლიკაცია Biliki, მისი აბსოლიტურად მომხმარებელზე მორგებული სერვისისა და ინოვაციური ბიზნეს იდეის გამო, რომლის მნიშვნელობაც და მიზანიც გასცდა კომერციულ სფეროს და არაპირდაპირ ეწევა კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პოპულარიზაციითა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით, რათა უფრო მარტივად დაუკავშირდნენ ტურისტებს, თუმცა აქვთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ციფრული მარკეტინგის მხრივ. მაგრამ, რადგანაც ჯერ ჩამოყალიბების პროესშია ეს სტარტაპი, ვიმედოვნებ ამ მხრივ იმუშავებენ და დაიხვეწება. მიმდინარე ინფორმაციით აპლიკაციას 10000-ზე მეტი ჩამოწერა აქვს და 4000-მდე ერთგული მომხმარებელი ჰყავს. სტარტაპი აშკარად უკონკურენტოა, მნიშვნელოვანია ბაზარზე პოზიცია შეინარჩუნონ მომხმარებელთა მაქსიმალური კმაყოფიებით და გააგრძელონ ბაზარზე წილის ზრდა. BCG მატრიცის მიხედვით როგორც მეწველი ძროხა ეს სერვისი არ განიხილება, რადგან ტურისტული ბაზარი საქართველოში, თუ პანდემიურ კრიზისს არ გავითვალისწინებთ, მზარდია და Biliki ან იქნება ვარსკვლავი ან კითხვის ნიშანი, რომლის ხანგრძლივად გაგრძელება დიდ სარგებელს ვერ მოუტანს და გენიალური სტარტაპის ბანალურ დასასრულს ვიხილავთ.

თუ გაინტერესებს რა შეგიძლია ნახო საქართველოში და დაგეგმო სასურელი ტური ერთი კლიკით, შენი მობილურიდან ეწვიე და გაიცანი Biliki.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკაციაზე იხილეთ აქ.