პალიტრა L

ადამიანებს შორის არიან გამორჩეული ინდივიდები, ისინი სულ სხვა სამყაროში ცხოვრობენ, მათი ნიჭისა და წარმოსახვის უნარით შექმნილი წიგნები მკითხველს არამარტო ავტორის თვალით დანახულ და წარმოდგენილ სამყაროებს აჩვენებს, არამედ მკითხველს აგზავნის მოგზაურობაში მთავარ პერსონაჟებთან ერთად, სადაც ისინი ეცნობიან ადამიანების სხვადასხვა მხარეს, იხედებიან მათ გულში და ეცნობიან მათ ყველზე ბნელ და ყველაზე ლამაზ მხარეებს, ხვდებიან ღმერთებსა და უსახლკაროებს, გმირებსა და ბოროტმოქმედებს, არამიწიერ ქმნილებებსა და ეცნობიან სამყაროს საიდუმლოებებს. რაც თავი მახსოვს ჩემი უძვირფასესი მეგობარი ყოველთვის წიგნი იყო, წიგნების მომჯადოებელი სამყარო იმდენად ჩამთრევი იყო, რომ ძილი მავიწყდებოდა, და ძილშიც კი ის მესიზმრებოდა და მისი ნაწილი ვხვდებოდი. ყოველთვის მხიბლავდა ავტორების მიერ შექმნილი სამყაროები და მათი მომაჯოდოვებელი საიდუმლოებები, თუმცა წიგნები მარტო წარმოსახივით სამყაროებს არ აჩვენებს. ჩემი პირველი შემეცნებით წიგნები იყო „პალიტრა L“ -ის სერიის „ეს საინტერესოა“-ს წიგნები. მათ მე მაჩვენეს დედამიწის საოცარი ბინადრები და მათი საოცარი თვისებები, გამაცნეს ამინდის საიდუმლოებები, რომელიც ადამიანებმა ამოხსნეს და ძველი პერიოდის და ამ პერიოდის ადამიანების შექმნილი საოცრებები.

„პალიტრა L“ დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ 15 წელზე მეტია რაც მკითხველებს სხვადასხვა ჟანრის წიგნებს აწვდის. „პალიტრა L“ ამ ეტაპზე 400-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნებს გამოსცემს.

„პალიტრა L“ მხოლოდ მხატვრული ლიტერატურით არ შემოიფარგლება, ის ასევე უშვებს დოკუმენტურ, საგანმანათლებლო და შემეცნებით წიგნებს მეცნიერების სხვადასხვა დარგებზე როგორიცაა ბიოლოგია, ისტორია, ხელოვნება და ბიზნესი. მათ შორის ასევე ბევრი წიგნი აქვს გამოშვებული რელიგიასა და კულინარიაზე.

ამასთან „პალიტრა L“, თანამშრომლობს ისეთ წამყვან სააგენტოებთან, როგორიცაა: Disney, Marvel, Penguin Random House,  Harper Collins, Curtis Brown, Bloomsbury, Oxford, Scolastic და სხვა.

მას ამ თანამშრომლობებით შექმნილი აქვს სხვადასხვა სერია:

  • ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის_ ამ სერიის წიგნები დაკავშირებულია სხვადასხვა პრობლემებთან, რომლებიც დიდ საფიქრალს წარმოადგენენ დღეს ადამიანებისათვის: წონის დაკლება; დიაბეტი; სტრესი; ფობია და შფოთვა; ალერგია; დეპრესია; გულისა და წნევის პრობლემები. თითოეული მათგანი მარგებული დღესდღეობით არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებს, ისინი ინფორმაციას აწვდიან მკითხველს სიმპტომებზე, მათ საფრთხეებზე და თუ როგორ გავუმკლავდეთ და ავირიდოთ ისინი. მათი მიზანია ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
  • Marvel სუპერგმირების კოლექცია_ ეს კოლექცია მოიცავს „მარველის“ საოცარ გმირებზე შექმნილ კომიქსებს ქართულად. მისი წყალობით ახლა ქართველ ბავშვებსაც შეუძლიათ წაიკითხონ სტენ ლის მიერ შექმნილ საოცარ სამყაროს (Marvel-საოცრება/სასწაული) და მის მამაც გმირებს.
  • Disney_ ვის არ უყვარს დისნეის სამყარო?! ამ სერიით ბავშვებს შეუძლიათ წაიკითხონ დისნეის მულტფილმები და ამ მულტფილმის პერსონაჟების ჯერ არ გაგონილ თავგადასავლებზე გაიგებენ. დისნეის პერსონაჯების პატარა ფანებს ასევე შეუძლიათ აქ იპოვონ გასაფერადებლები და თავსატეხები, მუსიკალური წიგნი და საიდუმლო წიგნიც კი. ეს სერია პატარებს დისნეის სამყაროში წიგნების მიშვეობით აგზავნის.

„პალიტრა L“-ის ასევე გააჩნია 3 დამოუკიდებული პროექტი-იმპრინტი:

  1. ლურჯი ოკეანე_ გამოცემლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას აცნობს საქართველოს. ეს წიგნები ყურადღებას ამახვილებს მსოფლის გარშემო ყველაზე წარმატებულ ადამიანებზე, წარმატების საიდუმლოებებზე და მკითხველებს ბიზნესრჩევებს აძლევს. წიგნში ყველაფერი პრაქტიკულადაა განმარტებული, რის გამოც ის პრაქტიკული სახელმძღვანელოა ბიზნესსფეროში გასარკვევად, თვითგანვითარებისათვის და მომავალი ბიზმესმენებისათვის მოტივაციის მისაცემად. ეს სერია ზრუნავს საქრთველოს ბიზნესგარემოს განვითარებაზე
  2. Liberteens_ სახელიდან გამომდინარე ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ რაზეა ეს სერია. „ლიბერთინსი“ სპეციალურად შექმნილია მოზარდებისათვის. ამ პროექტმა დიდი წვრილი შეიტანა მოზარდებში წიგნის კითხვის კულტურა, რადგან წლების წინ არ არსებობდა სპეციალურად თინეიჯერიბისათვის განკუთვნილი ლიტერატურა საქართველოში. „პალიტრა L“ პირველი იყო ამ მიმართულებით. ამ სერიაში მოცემული წიგნების მთავარი პერსონაჟები თინეიჯერები არიან და სწორედ თინეიჯერებისათვის არიან შექმნილი. თითოეული „ლიბერთინის“ წიგნი იწყება კითხვით: „რას ფიქრობს Liverteens ამ წიგნზე?“ რასაც მოზარდების პასუხები მოჰყვება. ეს პროექტი მოზარდებში ამკვიდრებს კითხვის კულტურას და მათ აძლევს საშულაებას ერთმანეთს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარონ და რეკომენდაცია მისცენ. ტექნოლოგიებით სავსე სამყაროში ეს პროექტი მნიშვნელოვანია ლიტერატურული სამყაროსთვისა და მომავალისათვის.
  3. პორტალი_ ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები წიგნის თაროებზე უახლეს რომანებს ყოველთვის ოპერატიულად პოულობენ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ „პორტალს“ შეაქვს. აქ შევხვდებით ისეთ ლიტერატურას, როგორიცაა ჯ.რ.რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ და სხვა შემოქმედებები, რომლებიც დღემდე აოცებს და ხიბლავს. ამ სერიის წიგნები ნამდვილი პორტალია ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტაზის სამყაროში.

ამ გამომცემლობას ასევე სხვა მრავალი სერიაა აქვს შექმილი:

  • „ჩემი რჩეული მსოფლიო“_ „გამომცემლობა პალიტრა L“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სერია, რომელიც მოიცავს მსოფლიოსა და საქართველოს ფარგლებში აღიარებული ლიტერატურას, სადაც თითოეული ავტორისათვის ტომებია მიძღვნილი. მკითხველთა შორის განსაკუთრებულია ამ ბოლო წლებში გამოშვებული ტომეულები, რადგანაც ავტორებისათვის განკუთვნილი ტომებიდან ყველა წიგნის შეძენის შემთხვევაში მათ წიგნების თაროზე სხვადასხვა სურათი ისახება.
  • „ნამდვილი დეტექტივი“_ დექტექტიური წიგნების სერია, რომლებიც განკუთვნილია, როგორც სერიის სახელი მიანიშნებს, ამ ჟანრის ნამდვილი მოყვარულებისათვის. პალიტრა L-მ სერიის პირველ ხუთ წიგნში ჩადო ხუთი სხვადასხვა წერილი, რომლებშიც თავსატეხები და დაშიფრული ტექსტები იყო მოცემული. მკითხველი-დეტქეტივი, რომელიც ხუთივე წერილის შეაგროვებდა პასუხსაც იპოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი მაინდამაინც ამაღელვებელი არ იყო, მკითხველებმა განაცხადეს, რომ ცხოვრებაში პირველად იმხიარულეს ასე ძალიან და მთელი ეს გამოძიების პროცესი მათთვის დაუვიწყებელია.
  • „კლასიკოსები ბავშვებისათვის“_ პალიტრა L-ს არაერთი სერია აქვს შექმნილი კლასიკური ლიტერატურისათვის, თუმცა ამჯერად ეს სერია არის მათი გამარტივებული ვერსიები, რათა ბავშვებმაც შეძლონ მათი წაკითხვა და ადრეული ასაკიდანვე გაეცნონ ამ საოცარ წიგნებსა და მათ გენიოს ავტორებს.

პალიტრა L მუშაობის კიდევ სხვა უამრავ სერიაზე, როგორებიცაა, 50 პერსონა_ 50 პიროვნება, რომელმაც შექმნეს და შეცვალეს ისტორია, წიგნში ბევარად უფრო მეტია ვიდრე ისტორია და ფაქტები, ის თითოეული მათგანის ცხოვრებას ჰყვება. „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები“_ მკითხველი მოგზაურობს მუზეუმებში და ეცნობა მათი და იქ არსებული კოლექციების ისტორიას და შეისწავლის მათ.

გამომცემლობა პალიტრა L-ის მისია არის ლიტერატურის, შესაბამისად ცოდნის გავრცელება და წიგნიერების ამაღლება ქართულენოვან საზოგადოებაში, და ის ასრულებს კიდევაც ამ მისიას, პალიტრა L დიდ ყურადღებას აქცევს მსოფლიო და ქართულ კლასიკებს, არაერთხელ გამოუშვა ისინი ახალ-ახალ სერიებში, გამარტივებული ვერსიებიც შექმნა, რათა ბავშვებმაც შეძლონ მათი წაკითხვა. პალიტრა L-ის მრავალფეროვანი კოლექციაში თითქმის ყველაფერზე მოიძებნება წიგნი და საშუალებას გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ისტორიას, რელიგიას, სამზარეულოსა და ლიტერატურას. გამომცემლობა ამ მხრივ დიდ ყურადღებას აქცევს ქართულსა და საქართველოს: არაერთი სერია აქვს შექმნილი საქართველოს ისტორიაზე და ქართულ კლასიკურ ლიტერატურაზე, გამოშვებული აქვს ბიბლიები განმარტებებით, ქართული სამზარეულოზე უამრავი წიგნი და საქართველოს ატლასი აქვს გამოშვებული.

„გამომცემლობა პალიტრა L“  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრია. ის აქტიურად მონაწილეობს წიგნის ფესტივალებსა და ბაზრობებზე თბილისში, ფრანკფურტში, ბოლონიაში, ლაიფციგსა და ლონდონში. მისი ერთ-ერთი პროექტია „გახდი ბესტსელერის ავტორი“.სამი წლის განმავლობაში პროექტით „გახდი ბესტსელერის ავტორი“ არაერთი ავტორის წიგნი დაბეჭდილა, რომელებმაც აღიარება მოიპოვეს. ეს არის კონკურსი,  რომლის მთავარი მიზანია ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.

გამომცემლობის ასევე აქვს მნიშვენლოვანი CSR პროექტი „მაკულატურა“. როგორც ვიცით წიგნის წარმოებისათვის უამრავი ხე იჭრება, რაც გარემოს აზიანებს, თუმცა მეორეული ქაღალდით შესაძლებელია ახალი ქაღალდის წარმოება.

ეს პროექტი შეიქმნა, რათა ერთთდროულად შენარჩუნდეს გარემო და მკითხველებმა შეძლონ უსარგებლო მაკულატურის საინტერესო წიგნებად გადაქცევა. მაკულატურის ყოველი 1 კგ-ის ჩაბარებაზე მიიღება 1 ნერგი, საჭირო რაოდენობის ნერგების დაგროვების შემდეგ მათი გადაცვლა შესაძლებელია სასურველ წიგნზე. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ერთდროურად იცავს ბუნებას განახლებადი რესურსების გამოყენებით და  მკითხველებს აძლევს საშუალებას მოიცილოს „ზედმეტი ტვირთი“ და სანაცვლოდ მიიღოს წიგნი.

ავტორი: გვანცა ჭაფოძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

გამოყენებული მასალა

L, გ. პ. (2021, 05 26). პალიტრა L. Retrieved from palitral: https://www.palitral.ge