წლის საუკეთესო ქართული პროდუქტი

ავტორი: მარიამ ბაღათურია 

ზაფხულის დადგომა ყველასთვის სასიხარულოა. ეს სეზონი საუკეთესოა განტვირთვისა თუ დასვენებისთვის. თბილი ამინდები, საცურაო აუზები, ზღვა, ლაშქრობები თუ სხვადსხვა გასართობი ღონისძიებები, ეს ის ჩამონათვალია, რომლებიც ახასიათებს ზაფხულს.მაგრამ ამასთან ერთად ყველას მოგეხსენებათ, რომ ზაფხულისთვის ასევე დამახასიათებელი ნიშანი და პროდუქტია გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღებს მეტად სასიამოვნოს ხდის. დღეს ვისაუბრებთ სწორედ ერთ-ერთ  გამაგრილებელ სასმელზე. გემრიელ ლუკმას, ხომ ბოლოსთვის იტოვებენ?! ხოდა, 2020 წლის  ბოლოს შესანიშნავი სიახლეც შევიტყვეთ. პირველი, ქართული ბოტანიკურ – გამაგრილებელი სასმელი „კაი“ გამოვიდა.რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. რას ნიშნავს ბოტანიკური სასმელი და რა მიზნებით შემოდის ქართულ ბაზარზე?

“ბოტანიკური სასმელი” ახალი სიტყვაა ქართული გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე და ზუსტად იმას გულისხმობს, რის ასოციაციასაც პირველივე გაგონებისას გიქმნით –მცენარეული გაზირებული სასმელი, რომელიც ქიმიური მინარევების ნაცვლად, არც მეტი დ არც ნაკლები, მხოლოდ მცენარეებისგან შედგება.  მის შემადგენლობაშია 16 უნიკალური მცენარის კომბინაციაა, რასაც ემატება თაფლი, საფერავის ყურძნის წვენი და ა.შ.  მოკლედ, ამ პროდუქტში მთელი ბოტანიკური ბაღია, სიმწვანეა და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ პროდუქტი ბუნებრივად შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს და შესაბამისად, „კაი“ ბუნებრივად შეიცავს სარგებელს ადამიანისთვის.

ჩაანაცვლე ქიმია ბოტანიკით – ეს არის კომპანია „ბოტანისტის“ მიზანიც და მისიაც, რომელშიც თავისთავად სოციალური და კეთილი განზრახვები დევს, რაც მომხმარებელთა ცუდი ჩვევების შეცვლას გულისხმობს. ერთ-ერთი ცუდი ჩვევა კი სწორედ ქიმიაზე დამოკიდებულებაა.

კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ მცენარე, რომლის საფუძველზეც მზადდება „კაი“-ს სასმელი, საქართველოს ალპურ მხარეში მოიპოვება. კომპანია მათ ინდივიდუალური მეწრმეებისგან და კოოოპერატივებისგან ყიდულობს, რომლებიც თავის მხრივ ამ მცენარეებს ფარმაცევტული დანიშნულებისთვის იყენებენ. სასმელში შემავალი თაფლი კი ერთ-ერთ მონასტერში მზადდება.

„ერთადერი „არაჯანსაღი“ კომპონენტი, რაც ძალიან ცოტაა, ეს შაქარია. თუმცა 2021 წლიდან ჩვენ ნატურალური დამატკბობლის გამოყენებას დავიწყებთ, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი კომპანია „მანუფრი“ აწარმოებს,“ – აღნიშნავს „ბოტანისტის“ დირექტორი.

კომპანია „ბოტანისტმა“ პანდემიის პერიოდში ქართულ ბაზარზე პირველი ბოტანიკური სასმელი „კაი“ შემოიტანა, რომელიც დღეისთვის უკვე რეგიონებშიც ხელმისაწვდომია. გაზირებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოების პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია.  საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. წარმოების მოცულობა კი დღე-ღამეში 100 ათასი ბოთლია, თუმცა წარმოების გაზრდასთან ერთად გაიზრდება წარმადობაც და დასაქმებულთა მაჩვენებელიც. კომპანია დღეისთვის აქტიურად ითვისებს ქსელურ მარკეტებს, როგორიცაა “აგროჰაბი”, “ნიკორა”, “გუდვილი”, “სპარი” და ა.შ. სამი კვირაა, რაც რეგიონების მიმართულებითაც გააქტიურდა, და აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კარგი შედეგი აქვს“, კომპანიის ხელმძღვანელის  თქმით, პანდემიის პერიოდში ახალი პროდუქტის ბაზარზე შემოტანა საპასუხისმგებლო იყო და მიიჩნევს, რომ ვინაიდან COVID-19-მა ჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა ბოტანიკური სასმელი „კაი“-ც საჭირო დროს გაჩნდა თაროზე.

„იქიდან გამომდინარე რომ კომპანიის მთავარი მიზანი ჯანსაღი პროდუქტის პოპულარიზაციაა, ვფიქრობ, რომ „კაი“ მომხმარებლის ყურადღებასა და სიყვარულს დაიმსახურებს. ჩვენი მიზანი 2021 წლის ბოლოსთვის, გამაგრილებელ სასმელებში ლოკალური ბაზრის 4%-ის ათვისებაა”, – ამბობობს BM.GE-ის „ბოტანისტის“ ხელმძღვანელი.

შიდა ბაზართან ერთად კომპანია სამომავლოდ ექსორტზე გასვლას ფიქრობს.“საექსპორტო მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პირველი სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილია და სულ მალე ექსპორტიც განხორციელდება. ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარს აშშ-ი და კანადა წარმოადგენს, რადგან ყოველდღიურად ამ ბაზრებზე ჯანსაღი გამაგრილებელი სასმელების პოპულარობა სტაბილურად მზარდია. თავისი განსაკუთრებულობითა და ფუნქციურობით დარწმუნებული ვარ „კაი“ თავის ნიშას დაიკავებს“, – ამბობს კომპანიის მენეჯერი.

ვფიქრობ, თითოეული მოქალაქის მხრიდან მისაღები და მისასალმებელია ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების გაგრილებაში დაგვეხმარება ასევე სრულიად უსაფთხო და სასარგებლოა. COVID-19-ის პირობებში უამრავი კომპანია დაზარალდა და დაიხურა.ეკონომიკას ქონდა მძიმე ჩავარდნები. ამის ფონზე  გარისკო და შექმნა ახალი პროდუქტი, მითუმეტეს ასეთი წარმატებული დიდი რისკი და წინ გადადგმული ნაბიჯია. პანდეემის პირობებში მეტად მოთხოვნადი გახდა ჯანსაღი საკვები, აქედან გამომდინარე ჯანსაღი, ბოტანიკური სასმელი სწორი სტრატეგიული ნაბიჯია წარმატებისთვის.კომპანია არამხოლოდ მოსახლეობას აწოდებს თავის პროდუქტს, ასევე სხვა კომპანიებს აძლევს სტიმულს რომ მიუხედავად ასეთი პერიოდისა, მათ შეუძლიათ განაგრძონ თავისი საქმიანობა, აწარმოონ პროდუქტები, სწორი მარკეტინგისა და მენეჯმენტის დახმარებით.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ რომ კომპანია”ბოტანისტი” და მისი პროდუქტი “კაი” მართლაც წლის საუკეთესო პროდუქტია.