ახალი მარკეტინგული ტაქტიკა უძრავი ქონების ბაზარზე გამარჯვებისათვის
უძრავი ქონება ის ინდუსრტიაა, რომელიც კომპანიას კონკურენტებისაგან გამორჩევის დიდ ასპარეზს აძლევს, ამაში კი დიდ როლს მარკეტინგი ასრულებს. იქნება იგი კომერციული თუ საცხოვრებელი, უძრავი ქონება ყოველთვის მოთხოვნაშია და კონკურენტი კომპანიებისა და პირების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ მომხმარებლის ყურადღების მიქცევას, მუდამ იზრდება.
როგორ შეუძლიათ უძრავი ქონების აგენტებს და სააგენტოების ლიდერებს გამარჯვებისათვის – მარკეტინგის გამოყენება? აქ ჩამოთვლილია 5 მარკეტინგული ტაქტიკა, რათა უძრავი ქონების ინდუსტრიაში, თქვენმა ინვესტიციებმა, მაქსიმალური შედეგები გამოიღონ:
- კაპიტალი პროფესიონალურ და მარტივად მართვად ვებსაიტში ჩადეთ
ესთეტიურად სასიამოვნო და ფუნქციონალური ვებსაიტი, დიდ როლს თამაშობს პოტენციური მომხმარებლის გაჩენასა და საბოლოო ჯამში, კერძო საკუთრების გაყიდვაში. სწორედ ამიტომ, კარგად გამართული ვებსაიტი ნებისმიერი უძრავი ქონების აგენტისა ან კომპანიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვებსაიტი თქვენი სხვა მარკეტინგული – ციფრული თუ ბეჭდური ძალისხმევის ცენტრალური ნაწილია, რადგან პოტენციური მომხმარებლებისათვის ძირითად ბაზას წარმოადგენს ,რომელშიც ისინი კერძო საკუთრებების ხილვას, დამატებითი ინფორმაციის მოძიებასა და ღრმა ინტერესის შემთხვევაში, თქვენთან შეხვედრის მოთხოვნას შესძლებენ.
- სათანადოდ დააფასეთ კარგი ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის ღირებულება
გაითვალისწინეთ, რომ ხარისხიან ან უხარისო ფოტოგრაფიას პოტენციური მყიდველის ინტერესის გაღრმავება ან პირიქით გაქრობა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფიასა და ვიდეოგრაფიაში ინვესტიცია უაღრესად მნიშვნელოვანია. იქნება ეს ფართოკუთხოვანი ლინზით , ვირტუალური თუ ვიდეო ტურებით ან თუნდაც სამ განზომილებიანი სკანირებით, უძრავი ქონების კარგი ფოტოები პოტენციურ მყიდველს უფრო სიღრმისეულად აწვდის ინფორმაციას სახლის ვიზუალის შესახებ.
- შეიმუშავეთ პოტენციურ მყიდველთა ყურადღების მოქცევის სტრატეგია
პოტენციურ მყიდველთა მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ვებსაიტის სტუმრების ელ-ფოსტის მისამართების შეგროვებაა. თქვენს საიტზე განთავსებული მსგავსი მექანიზმი, მომხმარებლის მოზიდვაში და სამომავლოდ თქვენს ელექტრონული ფოსტების მარკეტინგულ ძალისხმევაში, დაგემხარებათ.
მსგავსი ტაქტიკების მაგალითებია :
- ბლოგ პოსტების წერა;
- შესავსები ფორმების შექმნა და საიტზე განთავსება,
- ვიქტორინების ან გამოკითხვების ჩატარება, რომლებიც ვებსაიტის სტუმრებისაგან ელექტრონული ფოსტის მისამართის შეყვანას მოითხოვენ;
- ციფრული საინფორმაციო ფურცლის დაგზავნა ხელმომწერი კლინტებისათვის;
- მიმზიდველი ვიდეოს შექმნა და მისი ატვირთვა კომპანიის უკეთ გასაცნობად;
- კონტენტ მრკეტინგის გამოყენება საინტერესო შიგშავსის შესაქმნელად.
როდესაც ელ-ფოსტების შეგროვება, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენება, ბლოგირება და მყიდველთა მოპოვების სხვა გზები ერთმანეთს სტრატეგიულად უკავშირდებიან, წარმოიქმნება უძრავი ქონების მარკეტინგის უკიდურესად წარმატებული მექანიზმი.
- გაზარდეთ „ტრეფიკი“ თქვენს ვებსაიტზე PPC რეკლამირებით
PPC (Pay-per-click) რეკლამირება „ტრეფიკის“ ვებსაიტზე მოზიდვის ხერხია, რომელიც ხშირად გამოიყენება კერძო საკუთრებებით ვაჭრობისას. იგი იგულისხმებს ვებსაიტის სტუმრების თანხის ანაზღაურებას, მისი ძვირადღირებულება კი თქვენს მიერ გაკეთებულ ინვესტიციებსა და სათანადო ანალიტიკური სისტემის არსებობაზეა დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, პოტენციური მომხმარებლის ძიება PPC საძიებო სისტემის გამოყენებით, ფინანსურად დაუჯერებლად მომგებიანია. თუ მოახერხებთ კარგი მარკეტინგული პარტნიორის გამონახვას, რომელიც PPC რეკლამირებაში დაგეხმარებათ, დიდ წარმატებებს მიაღწევთ.
- შექმენით Google my business გვერდი.
Google my business გვერდის შექმნა კრიტიკულია თქვენი უძრავი ქონების მარკეტინგული ღონისძიებებისათვის. გვერდის შექმნა უფასოა, ხოლო მის ოპტიმიზაციას მინიმალური დრო სჭირდება. Google my business გვერდის შექმნა გაპირობებს იმას, რომ მომხმარებელს „უძრავი ქონების აგენტის“ ძიებისას Google_ი თქვენს გვერდს ამოუგდებს.
რჩევები უძრავი ქონების ROI (ROI –დაბრუნებადობა ინვესტიციებიდან) მარკეტინგისათვის:
- განახორციელეთ „content“ მარკეტინგის სტრატეგია
„Content“ მარკეტინგი შესანიშნავი გზააა პოტენციური უძრავი ქონების მყიდველების ყურადღებისა და ნდობის მოსაპოვებლად. მისი მიზანი, არ არის მხოლოდ უძრავი ქონების მყიდველის ან გამყიდველის ყურადღების მოპოვება, რადგან ასევე გულისხმებს პოპულარულ ინდუსტრიის საიტებზე გამოსადეგი და რელევანტური მასალის შექმნას, მის განთავსებას და ამ ყველაფრის თქვენს საიტზე არსებულ იგივე შინაარსის მატარებელ მასალასთან დაკავშირებას. გასათვალისწიებელია ის, რომ თქვენს საიტზე არსებული მასალა აუცილებლად რელევანტური და ამომწურვადი უნდა იყოს.
- იმუშავეთ ადგილობრივი ძიების სისტემის ოპტიმიზაციაზე (SEO)
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – „ტრეფიკს“, ბრენდის ონლაინ ხილვადობის „დაბუსტვის“ მეშვეობით ზრდის. პატარა ზომის ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების სააგენტოებისთვის – SEO ხელსაყრელი მექანიზმია. იმ შემთხვევაში, თუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია გეძნელებათ, შეგიძლიათ კარგი ადგილობრივი SEO მარკეტინგის პარტნიორის ან სრული მომსახურეობის მარკეტინგული სააგენტოს დაქირავება.
- ეფექტურად გამოიყენეთ სოციალური მედია
მარკეტინგში, აუცილებელია იქ მუშაობა სადაც ხალხია, დღევანდელ „დიჯიტალურ სამყაროში“ კი იგი სოციალურ მედიაშია. სწორედ ამიტომ, გაწევრიანდით სოც. მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე, არხებზე და ეცადეთ თქვენს გამომწერებთან მუდმივ კონტაქტში იყოთ. ამ გზით თქვენ საკუთარი კერძო საკუთრების რეკლამირებას და სასარგებლო შინაარსის მატარებელი მასალის გაზიარებას შეძლებთ, რაც პოტენციური მომხმარებლების ყურადღების მობყრობაში დაგეხმარებათ.
- მაქსიმალურად დაიხმარეთ ადგილობრივი მედია
მედიაში არამარტო რეკლამების განთავსება, არამედ ხალხთან – პოტენციურ მყიდველებთან, დასაკავშირებელი უნიკალური გზების მოძიება შეგიძლიათ. ამით თქვენ შეძლებთ საკუთარი უძრავი ქონების ან ბრენდის რეკლამირებას, ვებინარებისა და პოდკასტების მეშვეობით საკუთარი გამოცდილების თუ იდეების გაზიარებას და ა.შ.
- შექმენით სისტემა, რომელიც მომხმარებელს შეფასების ან რეკომენდაციის გაწევის საშუალებას მისცემს
თქვენი უძრავი ქონების მარკეტინგული ძალისხმევა უდიდეს შედეგს ნახავს იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს რეკომენდაციის გაწევის სივრცეს შეუქმნით. ამასთან ერთად, კლიენტებს თქვენს google my business გვერდზე, yelp-ზე და Facebook-ზე ონლაინ მიმოხილვის, შეფასების დატოვებაც სთხოვეთ.
სამანტა პაილი