„მოვლენების მარკეტინგი“ & სანტე

ავტორები: ლანა ჯალაღონია
იაკობ ჯანგავაძე

მოვლენების მარკეტინგი აღწერს, ემატური გამოფენის, ჩვენების ან პრეზენტაციების შემუშავების პროცესს პროდუქტის, მომსახურების ან ორგანიზაციის პოპულარიზაციისთვის. ის იყენებს პირად ჩართულობას მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. მოვლენები შეიძლება განხორციელდეს, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში.

ღონისძიებების, როგორც მარკეტინგული არხის გამოყენება პოტენციურ კლიენტებს აძლევს უნიკალურ საშუალებას, უშუალო ურთიერთობი დაამყაროს კომპანიასთან.

ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გამოირჩეოდეს „სხვებისგან“ (კონკურენტებისგან) და ღონისძიებების მარკეტინგი შესანიშნავი საშუალებაა დასაწყისისთვის.

ღონისძიების მარკეტინგი არა მხოლოდ აკავშირებს კომპანიას მომავალ ან/და დაბრუნებულ მომხმარებლებთან, არამედ ეხმარება ამ უკანასკნელს შეგროვებული მონაცემებით, თითოეულ კლიენტს მასზე მორგებული ინდივიდუალური მომსახურება შესთავაზოს.„სანტე“-ც საკმაოდ ეფექტურად იყენებს ღონისძიებების მარკეტინგს, რაც გამოიხატება იმაში, რომ კომპანიამ 2018 წელს დაიწყო კამპანია „გაიცანი სანტინოს ფერმერები“, მათივე განმარტებით – „ეს პროფესია ძალიან დიდ შრომას მოიცავს და დასაფასებელია“.

ამასთან, კომპანიას აქვს პოტენციალი ღონისძიებები ჩაატაროს, მათი პროდუქციის ირგვლივ, მომხმარებლებისთვის რძის ნაწარმებზე მეტი ინფორმაციის მიწოდებით.

ასევე, ახალი პროდუქციის გამოტანამდე მათი დეგუსტირება მომხმარებლებისთვის, კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებით და ასე საზოგადოებაში მათი პროდუქციის მიმართ ნდობის ამაღლებით.

სპონსორობა & სანტე

სპონსორობა PR-ის ერთ-ერთ ინსტრუმენტად შეიძლება ჩაითვალოს. ხშირია, როცა სპონსორობა სარეკლამო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ ის მარკეტინგის შემადგენელი ნაწილია, არსებობს სპონსორობის სხვადასხვა სახე: ინდივიდუალური და კოლექტიური. კოლექტიურ სპონსორობას ხშირად გრანდიოზული ღონისძიებების ჩასატარებლად მიმართავენ ხოლმე. მაგ. საახალწლო კონცერტი, მსოფლიო ჩემპიონატი და ა. შ. თუ დავაკვირდებით არსებულ სიტუაციას მსოფლიოში, სპონსორობის როლი თანდათან იზრდება და ამასთანავე ის რჩება PR-ის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.

რაც შეეხება სანტეს სპონსორობის თვალსაზრისით : ბრენდი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სასპონსორო კამპანიებში, რათა ცნობადობა აიმაღლოს მის პირდაპირ სეგმენტზე. მაგალითისთვის მოვიყვან, საქართველოში ყველა პოპულარულ სატელევიზიო გადაცემა – მასტერშეფს, რომლის გენერალური სპონსორია სანტე. სანტე ამ PRM-ით იღებს საკმაოდ დიდ სარგებელს და ყოველ კვირეულად პოზიციონირებს შოუში, რომელსაც 20 000 + ერთდროული მაყურებელი ჰყავს.