ანტი ფეიკური მარკეტინგი

როგორ განვსაზღვროთ ონლაინ ინსტრუმენტებით და სხვა მეთოდებით ფეიკ შეფასებები Amazon-ზე?

შესყიდულ პროდუქციაზე იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია Amazon-ზე ფეიკ შეფასებების ამოცნობა.

რამდენიმე განსხვავებული მეთოდის და ინსტრუმენტის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიან ფეიკ შეფასებების განსაზღვრა, რაც Amazon-ზე ფეიკ შეფასებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. მართლაც, Amazon-ი თავის მომხმარებლებს ამგვარი შეფასების სანაცვლოდ, თუ ეს შეფასება ტექსტური შეტყობინებაში მკაფიოდაა აღნიშნული, უფასო პროდუქტებსაც სთავაზობს.

როგორც წესი, ზედმეტად პოზიტიური, ან ნეგატიური შეფასებების მიმართ, სადაც დეტალები სრულყოფილად ასახული არ არის, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ამაზონი თავის მომხმარებლებს ასეთი წინადადებით მიმართავს:

„თუ თქვენ, პრაქტიკულად, დედამიწაზე მცხოვრებლების მსგავსი ხართ, მაშინ Amazon-ს წელიწადში რამდენიმე შესყიდვის განხორციელების მიზნით იყენებთ, ხოლო თუ ადამიანების უმრავლესობას გავხართ, მაშინ საცალო ვაჭრობის ინტერნეტ გიგანტს ენდობით, სადაც თვენთვის საჭირო პროდუქციის უმრავლესობას უკვეთავთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ შეძენის გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად Amazon-ზე არსებულ გამოხმაურებებსა და რეიტინგებზეა დამოკიდებული.

რაშია პრობლემა?

PCMag-ის რედაქტორის მოადგილის Jason Cohen-ის სიტყვებით, Amazon-ის შეთავაზებები სინამდვილეში ფეიკ შეფასებებით გადატვირთულია. ფეიკების აღმოჩენის ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეგვეძლება განსაზღვროთ, როდის დავაჭიროთ ღილაკს „შესყიდვა“ ან გავაგრძელოთ ძიება.

„Amazon-ის „შეამოწმეთ შეკვეთა“ ფეიკ შეფასებებისაგან გამოწვეული შეშფოთების შემსუბუქებისთვისაა განკუთვნილი, – განაცხადა Cohen-მა, – მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სანაცვლოდ, ფეიკ შეფასებების გასანეიტრალებრად და უფრო საიმედო რეიტინგების მისაღებად, არსებობს მესამე მხარის ინსტრუმენტები.

როგორ განსვსაზღროთ Amazon-ზე ფეიკ შეფასებები:

  • ყოველთვის, ყურადღება მიაქციეთ პროდუქტზე მცირე რაოდენობის ზომიერად დადებით გამოხმაურებებს. ასევე პროდუქტებს, რომლებიც სამი ან ოთხი ვარსკვლავითაა შეფასებული, და რომლებსაც აქვთ რამდენიმე კარგი შეფასება ან ორი ვარსკვლავი და ლეგიტიმური საჩივრები.
  • ერთი ვარსკვლავით შეფასებისას დარწმუნდებით, რომ ადამიანური პრობლემა თავად პროდუქტთან იყო დაკავშირებული და არა მომსახურებასთან ან სხვა სახის მიზეზთან, მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემები (მაგრამ, პრობლემა პროდუქტით არ იყო გამოწვეული).

შემდეგ, რათქმაუნდა, თქვენ შეგიძლიათ (აგრეთვე უნდა შეძლოთ) Amazon-ის გარდა, სხვა საიტებზე მსგავსი ან იგივე პროდუქტის მოძიება და მომხმარებლების გამოხმაურებების გაცნობა, შედარება აგრეთვე შეძლების და მიხედვით, პროდუქტზე ექსპერტული მოსაზრებების შესწავლა.

გაეცანით ფეიკებზე ზოგად გაფრთხილებებს ან საუკეთესო შემთხვევაში, Amazon-ზე არაგულწრფელ შეფასებებს – მათ სათანადო ყურადღება მიაქციეთ. სავარაუდოდ თქვენ პროდუქტის ხარისხში დაეჭვდებით და სასურველი შენაძენის გაკეთების მიზნით ძიებას გააგრძელებთ.

მაგრამ მუდამ დაგაეჭვებთ:

  • შეფასებების მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით ანალოგიურ პროდუქტთან მიმართებაში.
  • თუ ყველა შეფასება ან უმრავლესობა ახალია;
  • რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი ან ერთვარსკვლავიანი შეფასება, რომელსაც მოკლე ტექსტი ახლავს.
  • თუ თქვენ დარწმუნდით, რომ ფეიკ შეფასებას კითხულობთ, მაშინ ეკრანის წინ, მარტო შეშფოთება საკმარისი არ არის. ბატონი Cohen-ი შეგვახსენებს, რომ „თუ თქვენ აღმოაჩინეთ ფეიკ შეფასება, შეგიძლიათ კომპანიას შეატყობინოთ, მოსთხოვოთ დაიწყონ გამოძიება და გაუქმება.“
  • ფეიკ შეფასების აღმოსაჩენად შესაძლებელი მესამე მხარის საიტების გამოყენება. ეს საიტები ფეიკ შეფასების განსაზღვრისათვის, ენის და რეცენზენტის შესყიდვების ისტორიის ანალიზისათვის ალგორითმებს იყენებენ.
  • „ფეიკ შეფასებების გაუქმების მიზნით და უფრო სანდო რეიტინგების მისაღებად, ყოველთვის გამოიყენეთ მესამე მხარის ინსტრუმენტები, „ – განაცხადა Cohen-მა. საიტები, როგორიცაა Fakespot და Review Meta, სავარაუდო ფეიკ შფასებების ამოსაცნობად, ენის და რეცენზენტების შესყიდვების ისტორიის ანალიზისათვის ალგორითმებს იყენებს. ინსტრუმენტის მუშაობიდან გამომდინარე, პროდუქტის რეიტინგის გადაფასების მიზნით, პროდუქტის გვერდის საიმედოობა უნდა შეფასდეს.

მოკლედ ყველაფერი, რაც უნდა მომხმარებელმა უნდა გააკეთოს არის რეცენზიის კოპირება და პროდუქტის URL-მისამართის საიტის ამოცანების პანელში ჩასმა. ამის შემდეგ მიიღებთ პოტენციურ ნდობისა ან მისი არარსებობის შესახებ ანგარიშს.

ეს ანგარიშები დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ – საჭირო გახდება დამატებითი კვლევა თუ ყიდვის დრო დადგა.

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა