სახლიდან მუშაობა ცვლის ეკონომიკას და ბაზარს

Microsoft, Google და Zoom სახლიდან დისტანციურად მუშაობის უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობენ.

ვინაიდან კომპანიები და სკოლები ონლაინ მუშაობის რეჟიმში გადადიან, სამუშაო ადგილების პროგრამული უზრუმველყოფა საფრთხის ქვეშ დადგა.

ვინაიდან ახალი კორონავირუსით გამოწვეული ლეტალური შედეგების და ინფექციების რიცხვი მკვეთრად იზრდება, მთელ მსოფლიოში მთავრობები, სკოლები და კომპანიები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სულ უფრო რადიკალურ ზომებს იღებენ. ეს ნაბიჯები, კომპანიებს აიძულებს, ისედაც სახლიდან გაუსვლელად მუშაობის მზარდი ტენდენციები დააჩქარონ. ამის თაობაზე, კომპანიებმა წინა თვეს განაცხადეს, მაგრამ ეხლა ეს სამუშაო ადგილებზე პროგრამული უზრუნველყოფის უფრო ფართოდ გამოყენებაში ვლინდება.

კარანტინმა, ანულირებებმა და სახლიდან მუშაობის პოლიტიკამ ვიდეო და ჩატისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც ადამიანებს, გარკვეულწილად, ბიზნეს-საქმიანობის„მსგავსის“ შენარჩუნებაში დაეხმარება. ამის საპასუხოდ, სამუშაო ადგილებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემამუშავებელმა კომპანიებმა, როგორიცაა Zoom, Microsoft და Google, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა უფასოდ შესთავაზეს და მომხმარებლების მხრიდან მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ძალ-ღონე არ დაიშურეს.

Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, ჩინეთში, იანვრიდან დაწყებული, შეხვედრების, ზარების და კონფერენციების რიცხვი 500%-ით გაიზარდა. ასევე, აშშ-ში Microsoft-ის თანამშრომლებს შორის პროგრამის გამოყენება გაიზარდა, ვინაიდან ბევრმა მუშაობა სახლიდან გაუსვლელად დაიწყო. გასულ კვირას Microsoft Teams-ის ჩატის მოცულობა 50%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ვიდეო და აუდიო სეანსები, იმავე პერიოდთან შედარებით – 37%-ით.

Zoom-მა მომხმარებლების რაოდენობის ზრდაზე სპეციალური კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა Kelly Steckelberg-მა, ორშაბათს Yahoo Finance-ს განუცხადა-“ იანვრის ბოლოს, თუ თქვენ, იმ მომენტში, ჩვენი წუთების გამოყენების სიჩქარეს გადახედავთ, დაინახავთ, რომ აქციონერების ყოველწლიური შეკრების 100 მლრდ. წუთის დონეზე გავედით. ამ წუთს, ანუ ჩვენი საუბრის მიმდინარეობისას, ეს მაჩვენებლი უკვე შეცვლილია.“

Slack-მა, კომპანიის მომავალი შემოსავლების გარშემო მშვიდი პერიოდის მოშველიებით, მომხმარებლის რაოდენობის ზრდაზე კომენტარი არ გააკეთა.

მესამე მხარის მონაცემები ამ პროდუქტების გამოყენების პიკურ სიტუაციაზე მიუთითებს. Productiv, ფირმა რომელიც კომპანიებს, მათი თანამშრომლების მიერ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მონიტორინგის საშუალებას აძლევს, თებერვლის დასაწყისიდან, Zoom გამოყენება დამსაქმებლებისათვის, რომლებმაც მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესეს, 30%-ზე მეტით გაიზარდა. Zoom-ის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა მათთვისაც, ვინც სხვადასხვა შეზღუდვები დააწესა. მარტის პირველ კვირაში, კლიენტებს შორის Microsoft Teams გამოყენება, თებერვლის პირველ კვირასთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

რათქმაუნდა, კორონავირუსმა ამ აპლიკაციებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, თუმცა Zoom, Microsoft, Google და Slack-თვის ამას ხელი არ შეუშლია – კომპანიები საკუთარი პროდუქტების ბევრ ფუნქციას უფასოდ სთავაზობს. Zoom-მა, ჩინეთის, აგრეთვე იაპონიის, იტალიის და აშშ-ს სკოლებში (მოთხოვნიდან გამომდინარე) ვიდეოზარების უფასო ვერსიებზე შეზღუდვები მოხსნა.

„ჩვენ რეალურად გვსურს გავაკეთოთ ის, რაც ამ სიტუაციაში ყველაზე სწორია და უფრო მეტი ადამიანის მოზიდვის საშუალება ხელიდან არ გავუშვათ. როგორც ვფქირობთ, მომავალში Zoom ბევრ სიკეთეს მოიტანს“ – განაცხადა Steckelberg-მა

გასულ თვეს Zoom-ის აქციები 20%-ზე მეტით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი გამონაკლისია, ვინაიდან, მთლიანობაში საფონდო ბაზარი მკვეთრად ეცემა, ხოლო რეცესიასთან დაკავშირებული საფრთხეები – იზრდება.

Microsoft ყველა მსურველს Teams-ის პრემიუმ ვერსიას ექვსი თვის განმავლობაში უფასოდ სთავაზობს და მომხმარებლებისათვის მის უფასო ვერსიაზე შეძღუდვები მოხსნა. premium Teams პროდუქტი მატთთვის ვინც საოფისე პაკეტისთვის თანხას იხდიდა, ნებისმიერი დამატებითი ხარჯების გარეშე უკვე ხელმისაწვდომია. სკოლების უმრავლესობისთვისაც ეს პროგრამა უფასო გახდა.

მსგავსად ზემოაღნიშნულისა, Google-მა, გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ვიდეოკონფერენციის და კავშირის კორპორატიულ ფუნქციებს – მაგალითად, უფრო ფართო შეხვედრები, დაახლოებით 250 კაცზე და ჩაწერის შესაძლებლობა – 2020 წლის 1 ივლისამდე, G Suite და G Suite for Education მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზებს.

Slack-ს არსენალში უფასო ვერსია ყოველთვის იყო. ბოლო დროს კომპანია ახალი მომხმარებლების ნაკადის გაზრდას ცდილობს, სთავაზობს უფასო ინტერნეტ კონფერენციებს, ცოცხალი კითხვა – პასუხებით, სატელეფონო კონსულტაციებს და სახლიდან გაუსვლელად მუშაობის თანამედროვე მეთოდებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft და Google-მა კონფერენციებზე და ერთობლივი მუშაობის პროცესში პრემიალური აპლიკაციების უფასოდ გამოყენება დაუშვეს, Microsoft Teams და Google Hangouts კომპანიებისათვის, რომლებიც, ჩვეულებრივ, მსგავს მომსახურებაზე ფულს არ იხდიან, კარგი ინსტრუმენტი გახდება“, – განაცხადა App Annie-ის უფროსმა მენეჯერმა Lexi Sydow-მ.

ჩამოტვირთის რაოდენობის გათვალისწინებით, ამ აპლიკაციების პოპულარობის ზრდა ნათელია. აშშ-ში, პირველად ამ კვირაში iOS-ზე Zoom ყველაზე ჩამოტვირთად ბიზნეს აპლიკაციად იქცა და ეს სხვა 11 ბაზარმაც აღიარა. (აშშ-ში ბიზნესთან დაკავშირებულ საიტებს შორის #1 ადგილი სამუშაოს მოძიების საიტს ეკავა). Teams-მა App Store-ში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მაშინ როდესაც Hangouts Meet და Slack, შესაბამისად 10-ე და 11-ე ადგილებზე დარჩნენ. ანალოგიური სიტუაცია ნარჩუნდება Google Play Store-ც დაკავშირებით.

იტალიაში ბიზნეს აპლიკაციები, როგორიცაა Google Hangouts Meet და Classroom, ყველა კატეგორიის აპლიკაციებს შორის, ყველაზე ჩამოტვირთადი იყო. გასულ კვირას App Annie-მ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბიზნეს აპლიკაციების ჩამოტვირთვის ბუმია, ხოლო თებერვლის ერთი კვირა „ისტორიის მანძილზე ბიზნეს აპლიკაციების ჩამოტვირთვის რაოდენობით ისტორიული გახდა“. მსგავსი ტენდენციაა ჩინეთშიც, სადაც ბიზნეს და საგანმანათლებლო აპლიკაციები აპლიკაციების კატეგორიებს შორის ყველაზე მოთხოვნადი გახდა.

ყველა ეს გაზრდილი მოთხოვნა არაფერი იქნებოდა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომ არ ემუშავა. Zoom, Teams და Slack-მა განაცხადეს, რომ მათ სერიოზული პრობლემები არ აქვთ და მზარდი მოთხოვნების წინაშე მუდმივ მზადყოფნაში არიან. კომპანია Downdetector-მა Zoom, Teams და Slack-ის სამუშაო პროცესში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა, მაგრამ ისინი საკმარისად სერიოზული არ აღმოჩნდა. ხარვეზებს მომხმარებლების შემცირება და სახლიდან გაუსვლელად პროგრამულ უზრუნველყოფაზე ნეგატიური გამოხმაურება არ მოყვა.

„ის, რასაც ჩვენ სამზარეულოში ვაკეთებთ, რეალურად გარანტიაა, რომ უფასო და რათქმაუნდა, ფასიანი მომხმარებლების მხარდასაჭერად შესაძლებლობები გაგვაჩნია“, განაცხადა Steckelberg-მ. ჩვენი მიზანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაცემების დამუშავების ჩვენს ცენტრებს საკმარისი სიმძლავრეებით გააჩნდეს, აგრეთვე მომხმარებლის კეთილდღეობის და მხარადჭერის გუნდებს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გამტარუნარიანობით უზრუნველყოფაა.“

უახლოეს ბლოგ-პოსტში Microsoft-მა Teams შეუფერხებლად მუშაობისათვის და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის მიზნით საკუთარი ძალისხმევები დეტალურად აღწერა.

Slack-ც თავის ბლოგში დაწერა, რომ მისი „მაღალგანვითარებული“ სისტემა, სამუშაო ძალის სიჭარბე და ხშირი ტესტირება Slack-ის სამუშაო მდგომარეობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, „როდესაც თანამშრომლები ოფისში, ერთობლივი მუშაობიდან ინდივიდუალურზე გადადიან, ჩვენი ინფრასტრუქტურისადმი მოთხოვნები არ იცვლება; დატვირთვა ჩვენ სისტემაზე გავლენას ვერ მოახდენს. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ოფისიდან, მობილურიდან თუ სახლიდან ერთვება.“

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა (Tracey Jones)