მერსედესი – ყველაფერი ერთში

21-ე საუკუნეა და ყველამ ვიცით, რომ იმისათვის რათა პროდუქტი ბაზარზე ლიდერი და უკონკურენტო იყოს, საჭიროა ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილის, როგორც სატრანსპორტო ფენომენის გამოგონებამ შექმნა ახალი ერა და მსოფლიო განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. დღეს ავტოინდუსტრიაში უამრავი ბრენდი ცდილობს თავის დამკვიდრებას, თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ლიდერი ამ სფეროში აშკარაა. ეს არის ბრენდი, რომელმაც შეძლო გაეერთიანებინა და დაეკმაყოფილებინა საზოგადოების მოთხოვნილებები. ამ ყველაფრის სრულყოფა კი ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ, მერსედესმა შეძლო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებისთვის ფუნქციონირებდა. საუბარია იმაზე, რომ გარდა საზოგადების ან ტვირთის ტრანსპორტირებისა, მსგავს პროდუქტზე სხვა ტიპის მოთხოვნილებები არ არსებობდა. თუმცა 1926 წლიდან ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გერმანელმა ინჟინერებმა,კარლ ბენცმა და გოტლერ დაიმლერმა, შექმნეს ახალი ავტომობილი, მერსედეს ბენცი, რომლის დევიზიც იყო „ საუკეთესო ან არაფერი“. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ეს ბრენდი თავიდანვე ევოლუციას გეგმავდა ავტო ინდუსტრიაში.

მერსედესის ყველასათვის ცნობილი ლოგო, რომელსაც სამი წვერი აქვს და სამივე მიმართულია სხვადასხვა მხარეს, აღწერს და ასახიერებს იდეალურობის მისაღწევად დამაკმაყოფილებელ სამ სტანდარტს: „მდგრადობა, ელეგანტურობა, სიძლიერე“. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეს ბრენდი უკვე ლოგოდანვე მიგვანიშნებს მის იდეალურობასა და შეუდარებლობაზე.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერსედესი კონვერგენციის მიმდევარია. ეს ბრენდი არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტოინდუსტრიით და აწარმოებს მაღალი ხარისხის, როგორც საზღვაო-სახმელეთო, ისე საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებს.

მერსედესი დაარსებიდანვე ცდილობს დააკმაყოფილოს ყველა ტიპის მომხმარებელი და შესთავაზოს მას მისთვის სასურველი მოდელი. ის აწარმოებს ბიზნეს კლასის, მაღალი გამავლობის, სპორტულ და კომბინირებულ ბრენდებს. ამით იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი არის ინდივიდუალური და აქვს რესურსი იმისა, რომ შესთავაზოს თავისი პროდუქტი ყველა სახის მომხმარებელს. სწორედ მისი უნივერსალურობა განაპიროებს იმ ფაქტს, რომ ეს ბრენდი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია.

საინტერესოა როგორ თანხვედრაშია ეს ბრენდი კარლ გუსტავ იუნგის არქეტიპებთან. შეიძლება ითქვას, რომ თორმეტი არქეტიპიდან ყველაზე ახლოს მერსედესთან „ლიდერია“, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ის არის კონვერგენტი და ცალსახად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მას ყველა არქეტიპთან შესაბამისობაში მყოფი მოდელი ჰყავს წარმოდგენილი:

Caregiver- “G-CLASS” – გიქმნის მაქსიმალურ კომფორტს და ზრუნავს შენზე, აქვს 24-ზე მეტი დამცავი ბალიში, რაც მძღოლს და მგზავრებს მეტ უსაფრთხოებას პირდება.

Creator – “E-CLASS”- ყოველწლიურად ცდილობს გააუმჯობესოს მისი წინამორბედი და ქმნის ახალს და ინოვაციურს.

Ruler – “GLE” – საუკეთესო და ლიდერი ბიზნეს კლასში, რომელიც მძღოლს აგრძნობინებს, რომ მისი მფლობელობის დროს მას აქვს უკეთესი მმართველობის უნარი და შესაძლებლობა.

Member – “B-CLASS” – როგორც ყველა ბრენდს, მერსედესსაც ჰყავს ისეთი მოდელი, რომელმაც ვერ გაამართლა და ხალხის სიმპატია ვერ დაიმსახურა. ის უბრალოდ ამ მოდელების ერთ-ერთი წევრია.

Lover – “SL-ROADSTER” – დაკავშირებულია სიყვარულთან და ჰარმონიასთან, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებებს და მოგონებებს საყვარელ ადამიანებთან ერთად. მსგავსი სიუჟეტის ფილმებსა თუ ვიდეოებში, სწორედ ამ მოდელს იყენებენ.

Juster – “V-CLASS” – ერთი შეხედვით შეიძლება მის ვიზუალზე გაგვეცინოს, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს ამ მოდელს. მისი კომფორტის შეგრძნების შემდეგ, ვიზუალის სასაცილო მხარე გვავიწყდება.

Warrior – “C-CLASS” – მანქანა რომელიც უბრალოდ ყოველთვის ოპტიმალურ მდგომარეობაშია და მომხმარებელს მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ ნაკლები დანახერჯებით მიაღებინოს სიამოვნება.

Outlaw – “CLS” – 8 ცილინდრიდან 12 ცილინდრზე გადასვლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი ახალ სიტყვას ამბობს და ცდილობს შექმნას სრულიად განსხვავებული პროდუქტი.

Magic – “GLC” – უბრალოდ ზედმეტად კარგი, ზღაპრული.

Innocent – “A-CLASS” – შეიძლება ითქვას,რომ განსაკუთრებული მას არაფერი აქვს, თუმცა იგი წარმოადგენს სტაბილურობასა და მდგრადობას.

Explorer – “X-CLASS” – ეს ეგრედწოდებული „პიკაპი“ მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი შეუცვლელია წევრია. მისი პროტოტიპი და აგებულება სრულ კომფორტს და საშუალებას აძლევს ამ დარგის სპეციალისტებს, შეასრულონ თავიანთი საქმიანობა.

Sage – “AMG GLC” – ოპტიმიზაციისა და უნივერსალობის ეტალონი. შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ლოგოში იკითხება, სრულიად არის წარმოდგენილი ამ მოდელში, რაც მას სრულყოფილს ხდის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მერსედესი ინფლუენსერებად იყენებს,მეტწილად, ჩვეულებრივ, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ პირებს. მას ისე აქვს სახელი მოხვეჭილი და განთქმული, რომ ამ ბრენდს რეკლამას უწევს ისეთი ხალხი, რომელსაც არავითარი კავშირი აქვს ამ კომპანიასთან, გარდა ზემოთხსენებული მარკის შეხებისა. ეს შეიძლება ითქვას, რომ მათი მხრიდან სწორი პარკეტინგული ნაბიჯია, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი თავისი ტიპის ადამიანს უფრო ენდობა, ვიდრე ცნობილ სახეს, რომელსაც ფულს უხდიან პროდუქციის გარეკლამებაში. რაც შეეხება სპონსორს, მერსედესი აქაც მოწოდების სიმაღლეზე დგას და სხვა ბრენდებისგან განსხვავებით იგი არ არის ბევრი სპორტული გუნდისა თუ რაიმე ღირსშესანიშნაობის სახე. ის მხოლოდ საუკეთესოებს ირჩევს. მერსედესი ასპონსორებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერეს ნაკრებს – გერმანიას. საინტერესოა ისიც, რომ იგი პრომოციას უწევს თავისი ქვეყნის ბრენდს.

რაც შეეხება რეკლამებს, რომელიც ყველა კომპანიის მარკეტინგისთვის უმნიშვნელოვანესია, მერსედესი აქაც გვაოცებს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს. მათი ვიდეორგოლების ყურების შემდეგ რთულია არ დაგეუფლის საოცარი ემოცია და არ მოგინდეს, თუნდაც ერთხელ მაინც გამოსცადო ეს პროდუქტი.

საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მერსედესმა თავისი სწორი სტრატეგიით შეძლო მისი სახელის გალიდერება და უკვდავ ბრენდად ჩამოყალიბება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრენდს მსოფლიოს თითოეულ ნაწილში ისევე კარგად იცნობენ, როგორც მის მშობლიურ ქვეყანაში, გერმანიაში. მერსედესმა მისი იდეალურობით შთაგვაგონა და მოგვცა იმის შესაძლობება, რომ მოგვეფიქრებინა „ჩვენებური სლოგანი“ – ALL IN ONE( ანუ ყველაფერი ერთში)

მუშაობდნენ: ლუკა ანჯაფარიძე, საბა ქებურია