საფრანგეთი საქართველოში – ანუ ბრენდი სახელწოდებით ს ა რ ა ჯ ი შ ვ ი ლ ი – III

4.სტრატეგია (Strategy)

„სარაჯიშვილის“ სტრატეგია ეფუძნება გრძელვადიან წარმატებას, რომელიც გამოირჩევა ხარისხის გაუმჯობესებით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით. კომპანიას აქვს ბრწყინვალე სტრატეგია თავისი პროდუქციის დახვეწისა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. „სარაჯიშვილი“ არ არის მხოლოდ ბიზნესში წარმატებული ბრენდი, არამედ კულტურის, ტრადიციების და ხარისხის ნაზავია,რაც მას განასხვავებს სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისგან.

„სარაჯიშვილის“ მთავარი სტრატეგია  ხარისხზე ორიენტირება და მისი მუდმივად გაუმჯობესებაა. კომპანიის ყველა პროდუქტი, მათ შორის კონიაკი, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მზადდება მაღალტექნოლოგიური პროცესებით. ამ გზით ბრენდი ახერხებს მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.

 „სარაჯიშვილი“ აქტიურად პოზიციონირდება,როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. სტრატეგია ითვალისწინებს ბრენდის პოპულარიზაციას და უფრო დიდი გაყიდვების განსახორციელებლად ახალ ბაზრებზე შესვლას.

„სარაჯიშვილი“ თავის სტრატეგიაში არაერთხელ უსვამს ხაზს ეკოლოგიის დაცვასა და მდგრადობას. კომპანია გამუდმებით იყენებს ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა რესურსებს, რათა შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება. ამასთანავე, „სარაჯიშვილი“ მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კეთილდღეობაზე და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განვითარებას.კომპანია ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებლების ერთგულებას და ლოიალურობას. „სარაჯიშვილი“ არ გამოტოვებს შანსს, რათა შექმნას თავისი მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური და გამორჩეული პროდუქტი, როგორიცაა კოლექციური და ლიმიტირებული სერიები. ეს კიდევ უფრო ზრდის ბრენდის მიმზიდველობას.

 

N4.პორტერის ხუთი ძალის ანალიზი 

„სარაჯიშვილი“ არის   ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი ბრენდი საქართველოში, ის მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას სპირტიანი სასმელების ინდუსტრიაში. თავისი მდიდარი ისტორია და ტრადიციები ბრენდს საშუალებას აძლევს იყოს გამორჩეული. თუმცა, კომპანიის წარმატება არ არის დამყარებული მხოლოდ სახელსა და ისტორიაზე-მათი სტრატეგია, რომელიც მოიცავს პორტერის ხუთი ძალის ანალიზს, ხელს უწყობს პიზიციების გამყარებასა და მუდმივ ზრდას ბაზარზე.პორტერის მიერ გამოვლენილი 5 ძალა ხშირად გამოიყენება, როგორც ბაზარზე კონკურენციის ინტენსიურობის, მიმზიდველობისა და მომგებიანობის გასაზომად. განვიხილოთ სათითაოდ ეს ძალები:

  1. ინდუსტრიაში არსებული კონკურენცია (Industry Rivalry)

რაც უფრო დიდია კონკურენტების რაოდენობა, მით ნაკლებ ძალაუფლებას ფლობს კომპანია,ამიტომ “სარაჯიშვილი” ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონკურენციას. ქართული ბაზარზე არსებობს,როგორც ადგილობრივი,ასევე იმპორტირებული სხვა სპირტიანი სასმელის ბრენდები, თუმცა “სარაჯიშვილი” მათგან გამოირჩება თავისი ხარისხით, კულტურითა და ტრადიციებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიები, როგორიცაა „მარტელი” და „ასკანელი“, ცდილობენ პირველობა მოიპოვონ ბაზარზე, სარაჯიშვილი წარმატებულად იყენებს თავის ისტორიულ მემკვიდრეობას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის მუდმივ განვითარებას ლიდერობის შესანარჩუნებლად.

  1. მომხმარებელთა ძალა (Bargaining Power of Buyers)

მომხმარებლებს ფართო არჩევნის საშუალება აქვთ სპირტიანი სასმელების პროდუქციაზე,როგორც ადგილობრივ,ასევე საერთშორისო ბაზარზე. ისინი გავლენას ახდენენ ბრენდზე, რადგან  მუდმივად აფასებენ და ეძებენ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას მისაღებ ფასში .

“სარაჯიშვილი” ბაზარზე  ცნობადი და ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ბრენდია, რომლის პროდუქციასაც ფართო მომხმარებელთა ბაზა ჰყავს, რაც ნაწილობრივ ამცირებს თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ გავლენას ფასებზე.  მას გააჩნია ნდობა  და ერთგულება მომხმარებლების მხრიდან,რაც ბრენდს  ეხმარება,შეინარჩუნოს მაღალი მოთხოვნა,მაგრამ კონკურენტული გარემოს გამო, სარაჯიშვილს უწევს მუდმივად ინოვაციების შემუშავება, ხარისხის შენარჩუნება და ახალი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარება, რათა მომხმარებლები არ დაკარგოს და გაუძლოს კონკურენციას.

3.მომწოდებელთა ძალა (Bargaining Power of Suppliers)

სარაჯიშვილი განაგრძობს ურთიერთობას თავის მომწოდებლებთან და დისტრიბუტორებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხის კონტროლისთვის. თუმცა, მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა და დიდ ბაზარზე ყოფნისა, “სარაჯიშვილი” მაინც ახერხებს გამორჩეული მომწოდებლების მოძიებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან პროდუქციას. ეს აძლევს ბრენდს საშუალებას, რომ ეფექტურად მართოს ჯაჭვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განაწილების ოპერაციების ეფექტურობისთვის.

  1. ინდუსტრიაში ახალი შემომსვლელების პოტენციალი (Threat of New Entrants)

სარაჯიშვილსაქვს ძლიერი ისტორია და მომხმარებელთა ნდობა, რაც ახალ კომპანიებს კონკურენციას ურთულებს, ამის პარარელურად ალკოჰოლური სასმელების წარმოება ექვემდებარება მკაცრ კანონებსა და ლიცენზიებს, რაც ახალი კონკურენტული კომპანიებისთვის დამატებითი ბარიერს წარმოადგენს.საჭიროა დიდი ინვესტიციები,გამოცდილება ხარისხიანი ნედლეულის წყაროების მოსაპოვებლად  და წარმოების სერტიფიკაცია.

ამრიგად,  ახალი კომპანიების ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე შესვლა სირთულეებით არის სავსე. „სარაჯიშვილი“  ბაზარზე ლიდერობას  ახერხებს ბრენდის სიმტკიცით, მაღალი ხარისხით, დისტრიბუციური ქსელის გაძლიერებით და საერთაშორისო გაფართოებით. კომპანია აქტიურად ადაპტირდება ბაზრის ცვლილებებზე და ინოვაციებით ინარჩუნებს მომხმარებელთა ნდობას.

  1. ჩანაცვლების საფრთხე (Threat of Substitutes)

სარაჯიშვილისთვის ჩანაცვლების საფრთხე ზომიერია, რადგან მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ ალტერნატივები. თუმცა, ბრენდი ცდილობს მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, მარკეტინგული სტრატეგიების გაძლიერებას და მუდმივ განვითარებას, რათა შეამციროს ჩანაცვლების რისკები.

სარაჯიშვილის ბრენდის ინდუსტრიის ტენდენციების ანალიზი, კონკურენტების ჯგუფების ქმედებების შესწავლა და კონკურენტული დაზვერვა (CI)

ინდუსტრიის ტენდენციების ანალიზი:

გლობალური ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე რამდენიმე ძირითადი ტენდენცია შეინიშნება:

  • პრემიუმიზაცია: მომხმარებლები უფრო ხშირად ირჩევენ მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის სასმელებს, რომლებიც უნიკალურ გემოსა და წარმოების მეთოდებს სთავაზობენ.
  • ლოკალური და ავთენტური პროდუქტები: ადგილობრივი წარმოების, ტრადიციული მეთოდებით დამზადებული სასმელები უფრო პოპულარული ხდება, რაც „სარაჯიშვილის“ მსგავს კომპანიებს უპირატესობას ანიჭებს.
  • ინოვაცია და დივერსიფიკაცია: კომპანიები მუდმივად ცდილობენ ახალი პროდუქტების შექმნას, რათა დააკმაყოფილონ სხვადასხვა მომხმარებლის მოთხოვნები და გემოვნებები.

კონკურენტების ანალიზი კონკრეტულ სეგმენტში:

„სარაჯიშვილის“ ძირითად კონკურენტებს წარმოადგენენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონიაკის მწარმოებლები.

– ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია შედარებით ნაკლებია, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე კომპანიას უწევს კონკურენცია ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა „Hennessy“, „Rémy Martin“ და „Martell“.

– ამ კონკურენტებთან შედარებით, „სარაჯიშვილის“ უპირატესობა მდგომარეობს მის უნიკალურ ქართულ ტრადიციებსა და ადგილობრივ ვაზის ჯიშებზე დაფუძნებულ წარმოებაში.

კონკურენტული დაზვერვა (Competitive Intelligence – CI):

კონკურენტული დაზვერვა გულისხმობს კონკურენტების საქმიანობის, სტრატეგიებისა და ბაზრის ტენდენციების სისტემატურ შესწავლას, რაც კომპანიას ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

„სარაჯიშვილმა“ შეიძლება გამოიყენოს შემდეგი სტრატეგიები:

  • ბაზრის კვლევა: მუდმივი მონიტორინგი ბაზრის ტენდენციებზე, მომხმარებელთა პრეფერენციებზე და კონკურენტების ქმედებებზე, რათა სწრაფად მოახდინოს ადაპტაცია ცვლილებებზე.
  • მომხმარებელთა უკუკავშირი: მომხმარებელთა მოსაზრებებისა და მოთხოვნების ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის გაუმჯობესებას და ახალი პროდუქტების შექმნას.
  • ინოვაციები: ახალი პროდუქტების განვითარება, რომლებიც პასუხობენ ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს და მომხმარებელთა მოთხოვნებს.

ამგვარი მიდგომებით, „სარაჯიშვილს“ შეუძლია შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი პოზიციები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

TOWS ანალიზი – კომპანია „სარაჯიშვილი“

N1. Strengths (ძლიერი მხარეები) & Opportunities (შესაძლებლობები)SO სტრატეგია – ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული შესაძლებლობების გამოყენებ

  • საუკუნოვანი ტრადიცია და ბრენდის მაღალი რეპუტაცია – შესაძლებელია, ეს ძლიერი მხარე გამოყენებულ იქნას ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისთვის.
  • საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები → ეს ფაქტორი ხელს უწყობს გლობალური პარტნიორების მოძიებასა და დისტრიბუციის ქსელის გაფართოებას.
  • ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმა → ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით, შესაძლებელი ხდება ახალგაზრდა თაობის მომხმარებლების დაინტერესება.

2. Weaknesses (სუსტი მხარეები) & Opportunities (შესაძლებლობები)WO სტრატეგია – შესაძლებლობების გამოყენება სუსტი მხარეების დასაძლევა

  • დამოკიდებულება ტრადიციულ წარმოების მეთოდებზე – ინვესტიცია ინოვაციურ ტექნოლოგიებში, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის დივერსიფიკაციას და მწარმოებლურობის ზრდას.
  • შეზღუდული გლობალური ცნობადობა ახალი თაობის მომხმარებლებს შორის -ციფრული მარკეტინგის, ინფლუენსერ მარკეტინგისა და სოციალური მედიის გამოყენება, რათა ბრენდი გახდეს უფრო მიმზიდველი ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.
  • კომპანიის სახელი და ისტორია ნაკლებად ცნობილია დასავლეთ ევროპის და ამერიკის ბაზარზე – ახალი სამიზნე ბაზრებზე ბრენდის ცნობადობის ამაღლებისთვის სტრატეგიული კამპანიების განხორციელება.
  • დისტრიბუციის სირთულეები ახალ ბაზრებზე -პარტნიორული ქსელების გაძლიერება და საერთაშორისო გაყიდვების არხების დივერსიფიკაცია.

3. Strengths (ძლიერი მხარეები) & Threats (საფრთხეები)ST სტრატეგია – ძლიერი მხარეების გამოყენება საფრთხეების შესამცირებლა

  • გლობალური აღიარება და მრავალი ჯილდო -ძლიერი სარეკლამო კამპანიების შექმნა, რომელიც ხაზს გაუსვამს პროდუქტის უნიკალურობას და ხარისხს, რათა გაუმკლავდეს კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე.
  • ადგილობრივი მაღალი ხარისხის ნედლეული → ახალი ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული ხაზების შექმნა, რაც პასუხობს მწვანე ეკონომიკის მოთხოვნებს და იცავს ბრენდს გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებისგან.
  • პრემიუმ ხარისხის პროდუქცია → კონკურენციის დაძლევა მაღალი კლასის სეგმენტში, სადაც ფასი ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ხარისხი.

4. Weaknesses (სუსტი მხარეები) & Threats (საფრთხეები)WT სტრატეგია – სუსტი მხარეების შემცირება და საფრთხეებისგან დაცვ

  • დამოკიდებულება რამდენიმე მთავარ საექსპორტო ბაზარზე → ახალი ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა შემცირდეს ერთ ან რამდენიმე ბაზარზე დამოკიდებულების რისკი.
  • გლობალურ ბაზრებზე ცნობადობის ნაკლებობა → უფრო აგრესიული მარკეტინგული კამპანიების გატარება და ციფრული პლატფორმების გამოყენება საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად.
  • საწარმოო პროცესების არაეფექტიანობა შედარებით ახალი ბრენდების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებთან → ინვესტიცია წარმოების პროცესების ავტომატიზაციასა და მოდერნიზაციაში, რათა შემცირდეს დანახარჯები და გაიზარდოს ეფექტიანობა.
  • გლობალური ალკოჰოლის ბაზრის ცვლილებები და რეგულაციების გამკაცრება → ახალი ბაზრების რეგულაციებთან ადაპტაციისთვის იურიდიული და კომერციული სტრატეგიების ოპტიმიზაცია.

 

სარაჯიშვილის ბიზნესისა და პორტფელის სტრატეგი

„სარაჯიშვილი“ წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ გამორჩეულ და ისტორიულ კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ მთავარად ბრენდად.მისი ბიზნეს სტრატეგია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე, ტრადიციების შენარჩუნებასა და გლობალურ ბაზრებზე გაფართოებაზე.

ბიზნეს სტრატეგია:

სარაჯიშვილისთვის სხვადასხვა პროდუქტები, როგორიცაა კონიაკი, არაყი და ლიქიორები, შეიძლება ჩაითვალოს როგორც სტრატეგიული ბიზნეს ერთეულებად. თითოეული პროდუქტი მოითხოვს თავის სტრატეგიას, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ მომხმარებელზე. მაგალითად:

კონიაკი არის ძირითადი პროდუქტი, რომელიც გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე და შეიცავს  სტანდარტულ, პრემიუმ და სპეციალურ სერიებს.

არაყი და ლიქიორები კი ითვლება დამატებით პროდუქტებად, რომლებიც გავრცელებულია ფართო ბაზარზე და უფრო სწრაფად ავითარებს სარაჯიშვილის ბრენდს.

  • დიფერენციაცია: კომპანია იყენებს მაღალი ხარისხის ნატურალურ ინგრედიენტებს, უნიკალურ ტექნოლოგიებსა და ხანგრძლივ დაძველების პროცესს, რაც მის პროდუქტებს გამორჩეულსა და პრემიუმ სეგმენტზე ორიენტირებულს ხდის.
  • ბრენდის იმიჯის გაძლიერება: „სარაჯიშვილი“ აქტიურად ინარჩუნებს ბრენდის ელიტარულ იმიჯს, ხაზს უსვამს მის ისტორიას, ქართულ მემკვიდრეობას და საერთაშორისო აღიარებას.
  • ექსპორტზე ორიენტაცია: კომპანიის მიზანია, ქართული ბრენდის პოპულარიზაცია გლობალურად—მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში და სხვა მაღალმომგებიან ბაზრებზე.