პატივისცემის მარკეტინგი და მისი ამერიკული გამოვლინება

ეძღვნება პოლიციის მიერ სასტიკად მოკლულ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას

პერიოდულმა სტატისტიკურმა აღწერამ და ასევე 2019 წელს ჩატარებულმა სხვადასხვა გამოკითხვამ  აჩვენა, რომ აფროამერიკელები აშშ-ს მოსახლეობის 13,8 %-ს შეადგენენ და მათი მსყიდველობითი უნარი 2022 წლიდან  2,2 ტრ. დოლარამდე გაიზრდება . 2020 წლის COVID -19-ის პანდემიამ გარკვეულ წილად ეს ოპტიმიზმი ცოტაოდენ შეაფერხა, მაგრამ პერსპექტივში ოპტიმიზმს ვერაფერი დააკლო. ჩვენ მაინც ვფიქრობთ – აფრო-ამერიკელების შემოსავლები განუხრელად მოიმატებს და ამ ფაქტს მარკეტერების მხრიდან სპეციალური ყურადღება და პატივისცემა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილი ბები-ბუმერებზე, ათასწლეულის თაობაზე, ლათინოამერიკელებსა და სხვა დემოგრაფიულ და ფსიქოგრაფიულ ჯგუფებზეა მიმართული, კრიტიკოსების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კომპანიები აფრო-ამერიკული ბაზარზე ნაკლებად ეფექტურად არიან ორიენტირებულები.

ამ დროს შეიძლება ითქვას რომ აფრო-ამერიკელები დაეუფლნენ ყველა პროფესიას, მათ ფინანსურ პორტფელში იხილავთ ყველა სახის საპატიო, შრომით, შემოქმედებითი ბიზნესით, ხელოვნებით, სპორტით მიღებულ შემოსავალს.

აფრო-ამერიკელები წარმოადგენენ დღეს ყველა სახის განათლების სეგმენტს  და მათი გეოგრაფიული განფენილობა დივერსიფიცირებულია.

ამ ჯგუფის შეძლებული- 2,4 მლნ.  საპატიო ოჯახი (საერთო რაოდენობის 17%) აფროამერიკელების საერთო მსყიდველობითი უნარის 45%-ს შეადგენს. ვინაიდან, თითქმის ყველა აფრო-ამერიკელი მშობლიურ ენად ამერიკულ ინგლისურს, მიიჩნევს, ისინი ზოგადად მრავალრიცხოვან კაბელურ არხების ყველაზე ერთგული მაყურებლები არიან. მრავალი კომპანია, ამ სეგმენტზე მისაღწევად, განსაკუთრებულ მარკეტინგს ახორციელებს.

აფრო-ამერიკელების სამომხმარებლო ქცევები განსხვავებული და საინტერესოა  – ეს აუდიტორია უნიკალური ურთიერთობით და ლოგიკით ხასიათდება.

აფრო-ამერიკელების მედია ბოსი ტომას ბარელი, ჩიკაგოში სარეკლამო სააგენტოს Burrell-ის დამფუძნებელი და საპატიო ხელმძღვანელი, აცხადებს: „შავკანიანები მუქი კანის ფერის მქონე თეთრკანიანები არ არიან. ჩვენ განსხვავებული პრეფერენციები და ტრადიციები გვაქვს და განსაკუთრებულ ძალისხმევებს ვითხოვთ.“

ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს ამ ხალხისათვის – რელიგიის, ეკლესიის და ოჯახის მნიშვნელოვან როლს. საკუთარი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე აფროამერიკელები ხშირად ახდენენ მტკიცე ერთიანობის და საკუთარ მემკვიდრეობაზე სიამაყის დემონსტრირებას.

ისინი ასევე განიხილებიან, როგორც სტილის ლიდერები, რომლებიც ადგენენ მოდურ ტენდენციებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. აფრო-ამერიკელები ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და საოჯახო ელექტრონიკაზე საკუთარი შემოსავლების არაპროპორციულად დიდ ნაწილს ხარჯავენ. სავარაუდოდ, ისინი ფულს ფუფუნების საგნებზეც დახარჯავენ, როგორიცაა საკრუიზო გემზე შვებულების გატარება, ახალი ავტომობილები და დიაზინერების ტანსაცმელები.  ამ სამომხმარებლო პრეფერნციების ხარჯზე ბევრმა კომპანიამ სარგებელი მიიღო.

  • იმის გათვალისწინებით, რომ აფრო-ამერიკელები ყავაში შაქრის, ნაღების ან მშრალი ნაღების მეტ პორციას ანიჭებენ უპირატესობას, CoffeeMate-მა ამ სეგმენტზე მარკეტინგი შავკანიანებისთვის განკუთვნილი რადიოთი, ჟურნალებით და სარეკლამო ბილბორდებით დაიწყო, შესაბამისად გაყიდვებიც გაიზარდა.
  • იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში თმის მოვლაზე გაწეული ხარჯების 30% აფროამერიკელებზე მოდის, L’Oréal-მა, ამ მრავალმილიარდიანი ბაზრის დაპყრობა შენაძენი კომპანიებით Soft Sheen Products და Carson Products მეშვეობით სცადა.
  • იმის გათვალისწინებით, რომ Coke-ს ხშირად იძენენ ის აფრო-ამერიკელი ოჯახები, სადაც ერთი მშობელია, კომპანიამ მიზანში აფრო-ამერიკელი დედები ამოიღო დამათი, როგორც „ოჯახის ბურჯის“ როლს ხაზი გაუსვა.

აფრო-ამერიკელები არაპროპორციულად დიდი რაოდენობით მენთოლის შემცველ სიგარეტებს, განსაზღვრული სახეობის მაგარ ლიქიორებს , შოტლანდიური ვისკის, კონიაკს და ალაოსგან დამზადებულ ლუდს ყიდულობენ.

ალკოჰოლის და თამბაქოს კომპანიები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც სპეციალურად ამ ჯგუფზე იყო მიმართული, თუმცა ეს სტრატეგიები რამდენადმე საკამათო იყო. იმის გათვალისწინებით, რომ აფრო-ამერკელების ჯანმრთელობა გარკვეული რისკის ქვეშაა, ესეთია ჰიპერტონია და გულ-სისხძარღვთა დაავადებები, ხშირად კვების პროდუქტების და წამლების რეკლამა ასევე სპეციალურად ამ სეგმენტზეა მიმართული. St. Joseph-ის ასპირინის რეკლამაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ პროდუქტი აფროამერიკელი კარდიოლოგების ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ დოზას შეიცავს.

აფრო-ამერიკელებს შორის ბრენდის კაპიტალის აგების ამოცანა მდგოამრეობს იმაში, რომ შეიქმნას შესაბამისი მარკეტინგული პროგრამები და კომუნიკაციური კამპანიები, რომლებიც ზუსტად ასახავენ ბრენდის ინდივიდუალურობას, მომხმარებლებს და მომხმარებლების გამოსახულებას, შესაბამის არქეტიპს და სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ამასთან შეურაცხმყოფელ გრძნობებს ან ბაზრის სეგმენტების შერევას გაურბიან. ერთი, აფროამერიკელის კუთვნილი სააგენტოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აფრო-ამერიკელებისათვის მარკეტინგის ფორმულა აქტუალურობის, აღიარების და პატივისცემისაგან შედგება.

პატივისცემის მარკეტინგი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისათვის დღეს, გეოპოლიტიკური პრობლემით სავსე მსოფლიოს შეიძლება იმ წამლად მოევლინოს, რომელსაც ადამიანების გაერთიანება შეუძლია.

ივანე კერესელი
LUH- ბიზნესის ფაკულტეტი, გერმანია