მარკეტინგი, როგორც ბედნიერების ტალღა და მისი 6 ძირითადი წესი

არსებობს პირდაპირი მარკეტინგის მხოლოდ რამოდენიმე მარტივი და გასაგები წესი, რომელიც უნდა გავიზიაროთ და გაზიარების შემდეგ სასურველ გრძელვადიან სარგებელს მივიღებთ და ბიზნესისათვის მყარ საფუძველს შევქმნით.

ეს საფუძვლები ბევრი კომპანიის მიერ დავიწყებულია.

გაათვითცნობიერეთ, რომ არჩევანის საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ საკუთარი მარკეტინგული ლარები, მანეთები თუ დოლარები ეფექტურად აამუშავოთ. ამისათვის ადამიანებს ერთზე მეტ მიზეზს შესთავაზებთ, იმისათვის რომ მოგისმინონ. შეთავაზებას უნდა ახლდეს თავის სულიერება და ხასიათი. შეთავაზებისას უნდა გამოიყენოთ მზრუნველის არქეტიპი კარლ გუსტავ იუნგის არქეტიპების ბანკიდან. აი ამ შემთხვევაში დაგიგდებენ ყურს.

  • თუ მოგისმინეს შემდეგ 10%-იანი ალბათობით გამოგყვებიან;
  • თუ გამოგყვნენ მაშინ 8 % -იანი ალბათობით დაინტერესდებიან;
  • თუ დაინტერესდნენ, 67% -იანი ამბათობით თავად შეკრიბავენ დამატებით ცნობებს;
  • თუ მოიძიეს ახალი ინფორმაცია, მაშინ დიდი ალბათობით გასინჯავენ;
  • თუ გასინჯეს მაშინ 40% -ით 60 % -ის წინააღმდეგ იფიქრებენ, შეიძინონ თუ არა;
  • თუ შეიძინეს მაშინ 2 კვირა კმაყოფილები იქნებიან;
  • თუ ამ 2 კვირაში დაურეკავთ, მათ ბედნიერ ხმას მოისმენთ და შესძლებთ კიდევ ახალი მომხმარებელი აღმოაჩინოთ;
  • ბოლოს და ბოლოს ბედნიერი ხმის პატრონს ეყოლება გასაბედნიერებელი მეზობელი;
  • რომელსაც თქვენ დაარწმუნებთ და ყველაფერი ხელახლა დაიწყება.

მოკლედ მარკეტინგი ეს ბედნიერების ტალღაა, რომელიც უნდა შექმნათ!

ეხლა კი რა არის ამ ბედნიერების ტალღის შექმნის 6 მთავარი წესი:

რომელ სფეროშიც არ აწარმოებდეთ ბიზნესს, არსებობს ექვსი ძირითადი წესი, რომელიც უნდა გაათვითცნობიეროთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ. ეს ფუძემდებლური კონცეფციები სრულად უნდა იყოს გააზრებული, პრაქტიკაში გამოყენებული, მართული და გაძლიერებული.

  1. შეთავაზება განუმეორებელი უნდა იყოს

არსებობს პოპულარული გამოთქმა – კონტენტი – მეფეა. მე ვერ დავეთანხმები. გაყიდვებია – მეფე. მის გარეშე არც ბაზრის წილი, არც სამეფო გაქვთ, რომელიც თქვენ უნდა მართოთ. თქვენი სოციალური ქსელების მარკეტინგი შეთავაზებას საჭიროებს. შეთავაზება იდეალურ პოტენციურ მომხმარებელს ზუსტად მიუთითებს, რა უნდა გააკეთოს და რატომ სურს, ეხლავე ამის გაკეთება. ის განუმეორებელი და დროის მიმართ მგრძნობიარე უნდა იყოს და მომხმარებლებს, თუ რაიმე სახის აქტივობებით დაკავდებიან, გარკვეული სახის ტრანსფორმაციული ფასეულობა მისცეს.

საუკეთესო შემთხვევაში ეს, იმ ცნობილი „ნათლიმამის შეთავაზებაა – რაზეც უარს ვერ იტყვი“.

  1. „თითქმის“ – არა მთლიანად -დიახ

რეკლამასა და მარკეტინგში ფარული დანახარჯები და წარუმატებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი თითქმის დაარწმუნეს. მათ თითქმის უპასუხეს. ისინი პასუხს თითქმის მიუახლოვდნენ, მაგრამ მოსაფიქრებლად დრო მოითხოვეს, ან მომდევნო ჯერზე, როდესაც კომპიუტერს მიუსხდებოდნენ, კიდევ ერთხელ გადაამოწმებდნენ თავიანთ სისწორეს. როდესაც კრიტიკულ მდგომარეობას მიუახლოვდებიან, ხელი უნდა მოვკიდოთ მათ და კვლავ წარუძღვეთ. მომხმარებელს 100%-იანი დარწმუნება უნდა ჰქონდეს. აქ კი საჭიროა სისწრაფე.

  1. მარკეტინგის ნება უნდა იგრძნობოდეს

მითითებების გათვალისწინებით, ადამიანების უმრავლესობა დაკისრებულ ვალდებულებებს კარგად ასრულებს. ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებიც კი წითელზე ჩერდებიან და ქუჩას მწვანე ფერის დროს კვეთავენ, საჭიროებიდან გამომდინარე რიგში დგებიან, ავსებენ ბლანკებს, რომლის შევსებასაც მათ სთხოვენ და ტაშს უკრავენ, როდესაც ჩნდება ნიშანი „აპლოდისმენტები“. ადამიანების უმეტესეობა ბავშვობის ასაკიდან მიჩვეულია გააკეთოს ის, რასაც ეუბნებიან.

მარკეტოლოგების წარუმატებლობის და იმედგაცრუებების დიდი ნაწილი იმის შედეგია, რომ გაუგებარ მითითებებს იძლევიან – ან საერთოდ არანაირ მითითებას არ აკეთებენ. დაბნეული ან თავის თავში დაურწმუნებელი მომხმარებელი არაფერს აკეთებს და ადამიანები, მოთხოვნის გარეშე, რაიმე მნიშვნელოვანს იშვიათად ყიდულობენ. თავის თავად, კონტენტის ერთობლივ გამოყენებას თქვენი სოციალური ქსელებიდან გაზომვადი შედეგები არ მოაქვს. თქვენ თქვენი პოტენციური მომხმარებელი ხელი-ხელ ჩაკიდებული იმ გზით უნდა ატაროთ, რომელიც ორთავეს გსურთ.

  1. გამოიყენეთ მონიტორინგი და ზომვადობა

მარკეტინგიდან რეალური შემოსავლის მიღება თუ გსურთ, პირდაპირი და ზუსტი მონიტორინგის, ზომვადობის და ანგარიშვალდებულების გარეშე არანაირ სარეკლამო, მარკეტინგულ და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს არ განახორციელებთ. მოისმენთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „ჩართულობა“ და „დაპყრობა“, ასევე „სიცოცხლისუნარიანობა“, რაც მთავარია, არ არის მონაცემები, რომელიც შედეგებს დაადასტურებს. თქვენ გაიღიმებთ და ზრდილობიანად იტყვით: „სისულელეა“. თითოეული „ფურაჟზე“ განკუთვნილი დოლარი უკან დიდი რაოდენობით უნდა დაგვიბრუნდეს და/ან წინასწარ განსაზღვრულ მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს. არ დაუშვათ თქვენს გარშემო მუქთახორები და უსაქმურები. მხოლოდ მერიტოკრატიას დაენდეთ. დღეს მრავალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს მარკეტინგული დანახარჯების ეფექტურობის დათვლას. იაზროვნეთ ანალიტიკურად.

  1. საქმე თანმიმდევრულად შესრულდება

ზოგ ბიზნესმენს, „სათლში ბევრი ნახვრეტი აქვთ“. ადამიანები თქვენ სარეკლამო განცხადებებს კითხულობენ, თქვენგან წერილებს იღებენ, ხედავენ თქვენ აბრას, გპოულობენ ინტერნეტში, გირეკავენ და გსტუმრობენ სამუშაო ადგილზე, მდივანს ან პერსონალს კითხვებს უსმევენ და მორჩა, ამით ამოიწურა. აქ არ ხდება პოტენციური მომხმარებლის „დატყვევება – ჩართვა და გამოყენება“. ეს დანაშაულებრივი დანაკარგია.

ამგვარი უმოქმედება – ფულის უნიტაზში ჩაშვებას გავს.

  1. შედეგების წესი

თუ თქვენი ბიზნესი, თქვენივე სიცოცხლის სტილია, მაშინ შედეგები, რაოდენაც არ გაუკვირდეს მკითხველს, იქნება უფრო დიდი შრომის საჭიროება მომავალში. მთავარია ეს თქვენი საქმე იყოს და თქვენს საქმეში უფრო დიდი შრომა მიმზიდველიც კი იქნება.

ამიტომაც დღესვე იფიქრეთ იმაზე, რომ ბიზნესი თქვენი სულის ნაწილად იქცეს და შედეგებიც არ დააყოვნებს, ისიც სულისა და გულის ნაწილი გახდება.

განა შეუშინდებოდა შრომას კონსტანტინე არსაკიძე. არამც და არამც.

რადგანაც მხოლოდ შედეგებს აქვს მნიშვნელობა.

ავტორი: ტრეისი ჯონსი
GRW Consulting/Statistics