80 წლიანი წარმატების საიდუმლო

ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული, ყველასათვის საყვარელი, ბაზარზე ლიდერი კომპანია ,,მაკდონალდსი“ 80 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ჯერ კიდევ ინოვატორობს.

კომპანია 1940 წელს, ძმებმა, დიკ და მაკ მაკდონალდებმა დაარსეს, რომლებიც კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად ახალი მიზნებითა და ამბიციებით. მათ პირველი რესტორანი გახსნეს სან-ბერნარდინოში, სადაც მომხმარებელს სთავაზობდნენ სწრაფი კვების სერვისს(რომლის დამკვიდრებაშიც მათ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით) და მათი პირველი მენიუ იმდენად მწირი იყო, რომ მხოლოდ 15 ცენტიან ჰამბურგერს, შეიკებსა და ფრის შეიცავდა.

„მცირედითაც კმაყოფილი“ (წერეთელი)  ძმები იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ფრენჩაიზები გაეხსნათ, რადგან მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. ვფიქრობთ ამ შემთხვევაში მოთხოვნის დეტერმინანტი, სწორედ, მათი ფასი და ადამიანების გემოვნება იყო, რადგან ისინი ძალიან გემრიელ პროდუქციას სთავაზობდნენ მეტისმეტად იაფად.

პირველი ფრენჩაიზის გახსნა უკავშირდება რეი კროკს, რომელიც  შეიკების აპარატების დისტრიბუტორი იყო. სწორედ ამ აპარატების მაკდონალდსში მიტანის შემდეგ 1954 წელს, აღმოაჩინა ეს ბრენდი და მოიხიბლა რესტორნის სუფთა, თანამედროვე, მექანიზირებული, პროფესიონალი და  მოვლილი პერსონალით.

ამის შემდეგ, გახდა რეი კროკი მაკდონნალდსის ფრენჩაიზის აგენტი  და 1955 წელს გახსნა  პირველი რესტორანი სახელად „მაკდონალდსი“ ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში.

დღესდღეობით მათი პირველი ფრენჩაიზი კორპორაციის მუზეუმია, 1955 წელს  რეი კროკმა დაარეგისტრირა კომპანია, ხოლო 1960 წელს Mcdonald’s system inc-ს ეწოდა Mcdonald’s corporation. ერთი წლის შემდეკ კი კროკმა კომპანიის მართვის ყველა უფლება შეიძინა.

ძმებისგან განსხვავებით, კროკმა   დაინახა მაკდონალდსის პერსპექტივები და სწორედ ის გახდა მისი გლობალიზაციის ფუძემდებელი. მას სურდა, რომ, მხოლოდ ამერიკაში გაეხსნა 1000 რესტორანი და 1967 წლიდან, უშუალოდ, დაიწყო ამ ოცნებისთვის „ფრთების შესხმა“, დღესდღეობით კი, მართლაც, 36 000 ზე მეტი რესტორანი აქვს 100 ქვეყანაში.

მაკდონალდსი, ნამდვილად, სამაგალითო ბრენდია, თითოეული კომპანიისთვის, რადგან მისი ბაზარზე ხანგრძლივი მოღვაწეობა ძალიან ბევრ  ცოდნით მიღებულ, გამოცდილებით დადასტურებულ მაგალითებსა და არგუმენტებს შეიცვს. ყველაზე მარტივით, რომ დავიწყოთ, ბრენდის ისტორიაში ძალიან ბევრი რებრენდინგის შემთხვევა, მოიძებნება, მაგალითად, 1940-2007 წლებში სულ რებრენდინგს განიცდიდა.

COVID-19-ის გავრცელება, რამდენადაც მძიმე, იმდენად საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა ცნობილი კორპორაციების მარკეტოლოგებისთვის. მაკდონალდსი არც ახლა დაჯერდა უმოქმედობას და სოციალური დისტანციის პოპულარიზებისთვის ლოგოში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ვფიქრობ, მათ მარკეტინგულ, ახალ, დისტანციურ და უსაფრთხო სტრატეგიებს ძალიან შეეფერება ძველი იაპონური გამონათქვამი: ,,ვისაც სიმაღლეზე ასვლა უნდა, ის კიბესაც გამოიგონებს”.

ბიზნესმენებს სჯერათ, რომ კორპორაციას ისევე სჭირდება ფასეულობა და ღირებულებები, როგორც ადამიანს. ამ ყოველივეს გამოსაკრისტალებლად კი კარლ იუნგის არქეტიპები დაგვეხმარება. მაკდონალდსის 80 წლიანი მოღვაწეობა შეუძლებელია, რომ მხოლოდ ერთ არქეტიპს მოიაზრებდეს .  ამ კომპანიამ მოახერხა ისე განვითარება, დახვეწა, გაფაქიზება და ამაღლება, რომ თავისი და მომხმარებლის ფასეულობები გააერთიანა. ის ალბათ შემოქმედი, მზრუნველი, შეყვარებული და მკვლევარია. მისი მზრუნველობა და სიყვარული გამოიხატება თუნდაც, მის რეკლამაში, რომ ეს არის რესტორანი ოჯახისთვის, ის უკვე გვთავაზობს ფასეულობას ანუ ოჯახთან ერთად დროის გატარებასა და ერთმანეთზე ზრუნვას.

ასევე, საყურადღებოა, მისი, ნამდვილად, დიდი წვლილი ბუნების დაცვაში. ის უკვე მრავალი წელია პოლიეთილენის პარკებს უგულვებელყოფს და ქაღალდის შეფუთვებით სარგებლობს, რომელიც ბუნებისთვის საერთოდ არ არის მავნე და ძალიან მარტივი გადასამუშავებელია.

შემოქმედობა და მკვლევრობა კი ძალიან ნათელია, თუნდაც მის პროდუქციაში(1968 წელს მათ Bic Mac შექმნეს, 1983 წელს Chicken Nuggets,  93 ში მსოფლიოს პირველი Maccafe გაიხსნა, და ა.შ) ბრენდი სულ ცდილობს, რომ მომხმარებელს სიახლე არ მოაკლოს.  ამით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ამ იდეის მიმდევარი – „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა ჩემო თერგო“ (ჭავჭავაძე).

მათი წარმატების საიდუმლო სწორედ მათი შინაგანი „მე“ და ამბიციებია ანუ „მეო“. ისინი 80 წლის განმავლობაში არ შეჩერებულან და სულ ორიენტირებული იყვნენ წინსვლასა და წარმატებაზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაკდონალდსის ადმინისტრაციას შესისხლხორცებული აქვს, რომ „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ (რჩეულიშვილი).

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამის სტუდენტები:

მარიამ თვარაძე და ანი ზოზირაშვილი