თუ გსურს გახდე თვალსაჩინო პიროვნება, წაიკითხე აბრაამ მასლოუ

გენიოსად მიჩნეული აბრაამ მასლოუ, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი – იგონებს თვალსაჩინო პიროვნების „შექმნის“ მოდელს და ანგრევს ძველ მოძღვრებას რომელიც გვეუბნებოდა „გამორჩეულ პიროვნებად უნდა დაიბადოო“.

მასლოუ მუშაობდა ვრცელი/ექსპანსიური ადამიანის მოტივაციის თეორიაზე, რომელიც უნდა მორგებოდა ბიოლოგიისა და გარემოს მძლავრ გავლენას, ადამიანის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ამ რაციონალურ/მისტიური შრომის დროს „მოთხოვნილებათა იერარქიის თეორიამ“ საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიის დისციპლინის გაუმჯობესებას. გენიოსი დარწმუნებული იყო რომ ფსიქოლოგია გარკვეულწილად „ღალატობდა“ კაცობრიობას და იმედოვნებდა, რომ ის ერთხელაც,  მთლიანად შეცვლიდა ამ დისციპლინას.  დიადი მიზნით მან წამყვანი როლიც ითამაშა 1950-იანი წლების „ჰუმანისტური ფსიქოლოგიის“ დამკვიდრებაში. 1960-იან წლებში მასლოუს აქცენტი თვითგამოხატვისა და შეზღუდვების გადალახვის შესაძლებლობაზე კეთდებოდა და 1968 წელს მისი სახელი ცნობილი გახდა რადგან აღიარებული იქნა ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად.

მასლოუს თავდაპირველი ფსიქოლოგიური ორიენტაცია ბიჰევიორისტული ანუ ქცევითი იყო. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა მაიმუნების კოლონიაში სექსუალურ ქცევაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების შესწავლას. როგორც შედარებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტი, იგი ეყრდნობოდა რწმენას, რომ ცხოველების შესწავლამ შეიძლება საშუალება მოგვცეს გავიგოთ ადამიანის ქცევა, რადგან ადამიანებიც ცხოველებს მიეკუთვნებიან.

მოგვიანებით მასლოუმ   კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მოდელი, რომელიც ცხოველთან ან მანქანასთან ადამიანის ანალოგიას გულისხმობს.   მასლოუს ახალი მრწამსის ჩამოყალიბება დაიწყო 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც მან ხელი მოჰკიდა დომინანტობისა და თვითპატივისცემის შესწავლას. კვლევაში გაჩნდა მოსაზრევა, რომ ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია   სულიერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ იდეებმა განაპირობა მასლოუს ინტერესები მოტივაციისა და ჯანმრთელობის საკითხის მიმართ, რაც მთელი სიცოცლის განმავლობაში გაჰყვა.

შემდგომში მასლოუ დაინტერესდა ფენომენოლოგიით და აღმოსავლური ფილოსოფიით, კერძოდ ჩინური სისტემით, დაოიზმით.   მასლოუ მიჩნიევდა, რომ დასავლურ მეციერებაში არსებული მიდგომები მასალის ორგანიზაციისა და აღწერის მიმართ დამყარებულია აბსტრაქტულ სქემებზე და გონებაჭვრეტით სპეკულაციებზე. მათ სანაცვლოდ კი უნდა გამოვიყენოთ დაოს ჩაურეველობის შემეცება. ეს ნიშნავს ჭეშმარიტ წვდომას, გაგებას,   მკვლევარისა და ობიექტის შერწყმას. ობიექტი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ის გვეძლევა. მივიღოთ იგი უშუალო მოცემულობაში ანუ ექპერიენტულად. ასე უნდა იწყებოდეს ფსიქოლოგიური კვლევა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც დადგება ფენომენური გამოცდილების ორგანიზაციის, კლასიფიკაციისა თუ განზოგადების ამოცანა, მოვა ჰიპოთეზური კონსტრუქციების დროც.

ამოცანა მდგომარეობს ამ ორი მეთოდოლოგიის ოპტიმალურ ურთიერთშეთანხმებაში იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ   უშუალო სასიცოცხლო გამოცდილებასთან.

თვით-აქტუალიზირებული პიროვნების კვლევისას იგი იყენებდა კლინიკურ ანალიზთან ერთად ბიოგრაფიულ მეთოდსაც. ამ გენიოსმა შეისწავლა რიგი გამოჩენილი ადამიანის სასიცოცხლო გზა. მასლოუმ გამოჰყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალურ პიროვნებებს.  ამ თვისებებს შორისაა:

  • რეალობაზე ორიენტირებულობა,
  • მომთმენლობა და შემწყარებლობა,
  • უბრალოება და ბუნებრიობა,
  • სპონტანურობა,
  • პრობლემებსა და საქმეებზე ცენტრირება,
  • უმაღლესი ან მისტიკური განცდების ქონა,
  • დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა,
  • აღქმის სიცხოველე,
  • ზეშთაგონებულობა,
  • საზოგადოებრივი ინტერესი,
  • თანაგრძნობა,
  • ხასიათის დემოკრატიულობა,
  • სიკეთისა და ბოროტების,
  • მიზნისა და საშუალებების გამიჯვნა,
  • ფილოსოფიური იუმორის გრძნობა,
  • შემოქმედებითობა და შეურიგებლობა სიცრუის, ფორმალიზმის მიმართ

თვითაქტუალური პიროვნების მოტივაციურ სფეროში თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას დომინირებული ადგილი უკავია. ადამიანს აქვს მოთხოვნილება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული. თუ ადამიანში ჩადებულია მოაზროვნის, მეცნიერის თვისებები, მან უნდა მოახდინოს ამ თვისებათა რეალიზაცია. მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა უნდა ხატოს, პოეტური ნიჭით სავსემ-წეროს ლექსები, თუ რა თქმა უნდა ადამიანს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა სურს.

იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესს-თვითაქტუალიზაციის. რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა. მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ მაშინ, თუ დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. დაკმაყოფილების შემდეგ მოთხოვნილებას აქტუალობა ეკარგება და ინდივიდს შესაძლებლობა ეძლევა იზრუნოს შემდგომი დონის დაკმაყოფილებაზე. ადამიანთა უმეტესობის ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია არა თვითაქტუალიზაციაზე, არამედ დაბალი რიგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.

სწორედ ამიტომაც  თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ. მასლოუ ადასტურებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოთხოვნილებები ქცევის რაელური მოტივები ხდებიან დაბალი მოთხოვნილებების დაუკაყოფილებლობის პირობებშიც კი.

მოდელი მასლოუმ ჩაოაყალიბა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში „მოტივაცია და პიროვება“ (1954). იგი შემდეგშიც სრულყოფდა და ამდიდრებდა თავის შეხედულებებს ამ საკითხთან მიმართებაში. მის მიერ შესწავლილი პიროვნებები ასაკოვანი ხალხი გახლდათ, რომლისთვისაც თვითაქტუალიზაცია პიროვნული განვითარების შედეგს წამოადგენდა. მაგრამ როგორ შეიძლება დახასიათდეს ეს პიროვნებები თვითაქტუალიზაციის კუთხით, მათი ჩამოყალიბების განმავლობაში? აბრაამმა თავის მოდელში ე.წ. ზრდის მოტივაცია შეიტანა. ესაა განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივი ტენდენცია, რომლის უმაღლეს და საბოლოო სახეს აქტუალიზაცია შეადგენს.

მასლოუს ინტერესს შეადგენს არა თვითაქტუალიზაცია, როგორც ერთჯერადი აქტი, არამედ როგორც ცხოვრების სტილი, როგორც განვითარებული პიროვნების არსებობის ფორმა. თავის წიგნში „ყოფიერების ფსიქოლოგიისაკენ“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეტამოთხოვნილებებსა და ყოფიერების ღირებულებების ტერმინებზე.

მასლოუ მიჯნავს მოტივაციის ორ სახეს: პირველი ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვითაქტუალიზაციისათვის, ხოლო მეორე დამახასიათებელია თვითაქტუალური ადამიანისთვის.

მეტამოთხოვნილებათა როლს უმაღლესი ღირებულებები ანუ ყოფიერების ღირებულებები ასრულებენ. ბიოლოგიური მოთხოვნილბების მსგავსად ყველა ადამიანს ახასიათებს   იმთავითვე ყოფიერების ღირებულებებისადმი სწრაფვა.

მეტა-მოტივები ინსტიქტოიდური ხასიათისააა. გარემოს ფაქტორებს შეუძლია ხელი შეუწყონ ან შეაფერხონ მათი აქტუალიზაცია. მეტამოთხოვილებათა ქრონიკული ფრუსტრაცია იწვევს ფსიქიკურ დაავადებებს ანუ მეტაპათოლოგიებსროგორიცაა დეპრესია, აპათია, გაუცხოება და ა.შ.აბსოლიტურად ჯანმრთელი, ნორმალური, ბედნიერი ადამიანი მეტამოტივირებული პიროვებაა.

მასლოუს მიერ წარმოდგენილი ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის მიზანი „კარგი“ საზოგადოების შექმნაა. ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება და თვითაქტუალიზაცია.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა აქტიური ფსიქოკონსულტაცია   და ფსიქოკორექციული მუშაობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

მასლოუ თავად იყო ჰუმანისტური რეფორმების გატარების ინიციატორი ბიზნესისა და ინდუსტრიის სფეროში. მან სპეციალური შრომა მიუძღვნა მენეჯმენტის ფსიქოლოგიას, რომელიც ითვალისწინებდა ხელმძღვანელსა და შემსრულებელს შორის დემოკრატიული ურთიერთობების დამყარებას, უმაღლესი მოტივების შესაბამისად.

მასლოუს იდეები ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებრიობაში, თუმცა მის იდეებს ყველა არ იზიარებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა იერარქიულმა მოდელმა.  უმრავლესობა სამართლიანად სვამს საკითხს ამ მოდელის უნივერსალობის თაობაზე. პირველ რიგში ეს ეხება თვითაქტუალიზაციის პირობებს. მართლაც, აუცილებელია თუ არა ამ პირობების შესაქმნელად ყველა დანარჩენი მოთხოვილებების   დაკმაყოფილება, როგორც ამას მასლოუ ამტკიცებდა?

მასლოუ ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. კერძოდ, მან აღიარა, რომ ერთი დონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ავტომატურად არ იწვევს მასზე მაღალი დონის მოტივაციის აქტუალიზაციას. თვითაქტუალიზაციის ტენდენციაც არ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მოთხოვილებებია დაკმაყოფილებული. ამაზე მეტყველებდა დიდი ქართველი განმანათლებელი ილია ჭავჭავაძე, რომლის მთავარი გმირი – ლუარსაბ თათქარიძე, იმ დროის ანტიგმირი, მოთხოვნილებათა იერარქიაზე კი არ ადიოდა, არამედ მხოლოდ ბიოლოგიური/ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იყო ფოკუსირებული.

სწორედ აქ დაგვანახა დიდმა ილია ჭავჭავაძემ ლუარსაბის ფსიქო-სოციალური საიდუმლო, ეს გმირი უბრალოდ უმეცარი იყო. მისი გონება არ მიისწრაფვოდა განვითარებისაკენ. აქედან გამომდინარე თვით – აქტუალურობა სწორ მენეჯმენტს ექვემდებარება, მხოლოდ სუბიქეტის ინტელეტუალური მზაობისა და სურვილის შემთხვევაში.

მარიამ მწითური
IBSU, მარკეტინგის საგანმანათლებლო პროგრამა