როგორ უმკლავდება მიულერის იტალიური რესტორანი L’Oca d’Oro პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს

მიულერის რესტორნის თანა მფლობელები – ადამ ორმანი და შეფი ფიორე ტედესკო, მაშინ, როდესაც რესტორნები მთელი მსოფლიოს გარშემო იკეტებიან, ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების გამოკვებას უზრუნველყოფენ და ინდუსტრიაში ცვილებებს მოითხოვენ.

კოვიდ-19 პანდემია გრძელდება, ჩვენ კი ოსტინის საუკეთესო რესტორნებს ვსტუმრობთ, რათა გავიგოთ თუ როგორი გავლენა მოახდინა პანდემიამ ბიზნესზებზე, მათი მომსამხურეობის მოდელზე და ა.შ.

ინტერვიუერი: როგორ მოქმედებს კოვიდ-19 ბიზნესზე ამჟამად?

ადამი: L’Oca d’Oro ახლა არა რესტორანი, არამედ საჭმლის პროდუქციის   ფასილიტაციაა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სანამ კოვიდ-19 ის შემთხვევები რადიკალურად არ შემცირდებოდა, რესტორანს არ გავხსნიდით, რათა მომხმარებლების და თანამშრომლების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დაგვეყენებინა. შევთანხმდით იმაზეც, რომ ვერ მივცემდით რესტორნის  თანამშრომლებს უმოშევრობის არასანდო ბენეფიტებზე დამოკიდებულების უფლებას. თავაუღებლად ვცდილობდით ქალაქთან კონტრაქტის დამყარებას, რომელიც რესტორნებს, თანამრომლების სამსახურში დაბრუნებას, ნაკლები ფინანსების მქონე პოპულაციის გამოკვებას და სტაბილური შემოსავლის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. ბოლო 6 თვის განმავლობაში L’Oca D’Oro და სხვა რესტორნმებმა 300,000 მეტი საჭმელი, სხვადასხვა გრანტების და დონაციების ხელშეწყობით დაამზადეს.

როგორია ამჟამინდელი მომსახურეობის მოდელი?

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, სააბონენტო მომსახურეობა წამოვიწყეთ,  რომელიც ყოველკვირეულ და ყოველთვიურად საჭმლის და ღვინის სხვადასხვა ვარიანტების მომხმარებლებთან მიწოდებას იგულისხმებს. აბონენტებს პროდუქტების დაგზავნის კვირას, საინტრუქციო email-ს ვუგზავნით, რათა მათ საჭმლის მომზადება სახლში მოახერხონ. კერძის დამზადების გასაადვილებლად, შეფი ფიორე ტედესკო და მისი პატარა მეგობარი შეფი ლუიჯი (სათამაშო) ინსტრუქციულ ვიდეოსაც იღებენ.

გეგმავთ თუ არა სამომავლოდ რაიმე ცვლილებების განხორციელებას?

ამ ეტაპზე, ცვლილებების განხორციელება დავასრულეთ. გვაქვს სადღესასწაულო სააბონენტო პაკეტები. ჩვენ ხელს ვუწყობთ GWA-ს პროტოკოლებს, იმისათვის რომ მოსახლეობამ საჭმელი იმ ადგილობრივი რესტორნებიდან იყიდოს, რომლებიც ოსტინის უსაფრთხოებას განაპირობებენ. ჩვენ განვაგრძობთ კონტრაქტებისა და დახმარების მოძიებას, რათა ოსტინის დამოუკიდებელმა რესტორნებმა ამ კატასტროფის გადატანა, შემდეგ წლამდე მოახერხონ.

ამჯერად რა ხერხებს იყნებთ იმასთვის რომ კოვიდ-19 ის გავრცელება არ მოხდეს?

ჩვენი თანამშრომლები შენობაში მუდმივად პირბადეებს ატარებენ. რესტორანში 12 ადამიანზე მეტს არ ვუშვებთ, რის გამოც მოხმარებლებს დისტანციის დაცვა უადვილდებათ. მთლიან გუნდს PCR და ანტიგენის ტესტი რეგულარულად უატარდება. ასევე, თანამშრომლებმა სამუშაოს გარე საქმიანობის და კონტაქტების შესახებ, ჯანდაცვის დეკლარაციას მოაწერეს ხელი და რაიმე ცვლილების შემთხვევაში ვალდებულნი არიან რომ შეგვატყობინონ.

როგორ შეაფასებდით ბიზნესის მომგებიანობას 2020 წელს?

ჩვენი მოდელი მუშაობს, მაგრამ ხუთჯერ მეტ საჭმელს ვაკეთებთ, 12%-ით მეტი ხარჯით.