GM Pharma

ავტორები: მერი ჩეკურიშვილი და მარიამ დამენია

GM Pharma არის წამყვანი მწარმოებელი და №1 ფარმაცევტული კომპანია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის 20 წლიანი გამოცდილება და წარმოების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები საშუალებას იძლევა სრული საწარმოო ციკლის დაცვით შექმნან 200-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი მედიცინის თითქმის ყველა სფეროსთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მათი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც იწარმოება, გასაკვირი არაა, რომ კომპანიას ათზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს, 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი კი ათ საექსპორტო ქვეყანაში გადის. GMP-ისვე ეკუთვნის PSP-ს სააფთიაქო ქსელიც. აფთიაქში თქვენ ნახავთ ყველა სახის საჭირო წამალსა თუ ისეთი წამყვანი ბრენდების თავის მოვლის საშუალებებს, როგორებიცაა Sebamed, Ziaia, Lierac, Esthederm, Missha, Mizon, La Petit Olivier, Bio-Rom, Elizabeth arden, Bioderma, Vichy, Caudalie და სხვა.

GM Pharma წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში სადაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება მედიკამენტების და მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი. კომპანია უკვე 21 წლისაა, იგი 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორთფელს, GM Pharma-ს მედიკამენტები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა(ესპანეთი, შვეიცარია, გერმანია, პორტუგალია, შვედეთი, იტალია) და საქართველოს GMP სერთიფიცირებულ საწარმოებში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს GM Pharmas-ს მიერ ექსპორტზე გატანილმა პროდუქციამ 30 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

რაც შეეხება წარმოების პროცესს, მედიკამენტები იწარმოება უახლესი ესპანური, ფრანგული და გერმანული დანადგარების გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს იყვნენ დარწმუნებულები კომპანიის სანდოობაში.

ჟურნალ Forbes-ის 2019 წლის მონაცემებით საქართველოს ბაზარზე ლიდერი 100 უმსხვილეს კომპანიის სიას თუ გადავავლებთ თვალს, „ჯი-ემ-პის“ 49-ე ადგილას ვიპოვით, ხოლო „პე-ეს-პეს“ მე-5-ზე. ასეთი დიდი წარმატება კი კომპანიაში მომუშავე ადამიანების მაღალ კვალიფიციურობაზე მიანიშნებს. GMP-ს მისიის განაცხადის სრულყოფილებაც ამავეზე მიუთითებს. კომპანია აცხადებს : „ ჩვენი მისია ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვაა, იმისათვის, რომ გაიზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.“ ჩვენს საუკუნეში განსაკუთრებულად დაიწია სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლებმა, სწორად წარმოებული და შერჩეული მედიკამენტები კი ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კომპანიის განცხადებით, ამ მისიის შესასრულებლად მათ მთელი ძალისხმევა სიცოცხლეში ინვესტიციის ჩადებისკენ მიმართეს და დაარსებიდან დღემდე ამავე მიზანს ემსახურებიან. მისიიდან გამომდინარე, ადვილად მიხვდებოდით, რომ ეს კომპანია მასლოუს პირამიდაში პირველსა და მეორე საფეხურებზე – ფზიოლოგიურ მოთხოვნილებებსა და უსაფრთხოებას მიეკუთვნება. GMP-ის სააფთიაქო ქსელში – PSP-ს აფთიაქებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მედიკამენტების გარდა ყოველთვის ნახავთ თავის მოვლის საშუალებებს და სხვადასხვა დანიშნულების მქონე ისეთ ნივთებს, რომლებიც შესაძლოა ადამაინს ყოველდღიურ ცხოვრებაში დასჭირდეს. ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელი დაცულად გრძნობს თავს ქართული მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოყენებისას. რაც შეეხება ჩვენს გამოკითხვას, 30 რესპოდენტს ვთხოვეთ აეხსნათ, თუ რატომ იყენებდნენ სწორედ GMP-ს პროდუქციას და რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას PSP-ს სააფთიაქო ქსელს. 90%-მა აღნიშნა, რომ ეს კომპანია მართლაც მაღალკვალიფიციური გუნდითაა დაკომპლექტებული და მათ ყოველთვის იციან, რომ სანდო ხელში არიან, ხოლო რაც შეეხება აფთიაქებს, ყველა გამოკითხულმა აღნიშნა, როგორი კარგი მომსახურება და მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს PSP-ს მათთვის, ამის გამო კი მომხმარებელთა უდიდესი მხარდაჭერაც მოიპოვა ქსელმა. გამოკითხვაში მონაწილეებს ასევე ვთხოვეთ, გამოეყოთ კომპანიის მახასიათებელი ის ძირითადი თვისებები, რაც მათი აზრით უფრო მეტად შეესაბამება კომპანიებს, შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ GM Pharma-მ ხელშეკრულება გააფორმა ესპანურ კომპანია ,,კერნ ფარმასთან“, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. ჯი-ემ-პი ესპანეთში წარმოებულ მედიკამენტებს სხვადასხვა ქვეყნებში გაყიდის. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს GMP გეგმავს, ტექნოლოგიების გაუმჯობესებას და წარმოების მოცულობის გაზრდას.

კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ხარისხის მართვა, ისე კომპეტენტური პერსონალი, სწორედ ამიტომ ის მუდამ ზრუნავს თანამშრომელთა კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე, რაც ძირითადად კომპანიის წარმატებაშიც გამოიხატება. GMP თანამშრომლობს სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებთანაც. შედეგად კომპანიაში სულ ჰყავთ 500-ზე მეტი პროპესიონალი, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომელთა მიზნებიც ისევ და ისევ კომპანიის მიზნებს ემთხვევა – გააკეთონ თავიანთი ცოდნის და გამოცდილების ინვესტიცია სიცოცხლეში. დამეთანხმებით, როდესაც მომუშავეთა ინტერესები და სურვილები ემთხვევა კომპანიის სურვილებს, სწორედ მაშინ ხდება სამუშაო პროცესი ყველასათვის სასიამოვნო, თანამშრომლების პროდუქტიულობაც მეტად იზრდება და, აქედან გამომდინარე, საერთო წარმატებაც მალე მიიღწევა. საუკეთესო პროდუქტის წარმოებისთვის კვალიპიციურ კადრთან ერთად საჭიროა შესაფერისი ტექნოლოგიები და აღჭურვილობა. კომპანიაში ფუნქციონირებს კვლევის და განვითარების ცენტრი, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით ხდება ახალი ფორმულების, ანალიზური მეთოდებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავება. კომპანია სისტემატურად ატარებს ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს თუნდაც შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა თემატიკასთან დაკავშირებით, რაც ემსახურება როგორც თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას.

როგორც გამოკითხვის შედეგად გაირკვა, მომხარებელთა 43% უპირატესობას ანიჭებს GM Pharma-ს.

ახლა კი ვისაუბროთ კონკურენციაზე რაც ნებისმიერი კომპანიის როგორც საფრთხეს ისე მოტივაციას წარმოადგენს. საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი სწრაფად ვითარდება და ყველა სექტორში ცვლილებებს განიცდის. მნიშვნელოვანია, რომ განვითარების პროცესში მეტი ყურადღება მიექცეს კონკურენციის ზრდასა და ხარისხის გარანტიების შექმნას. რეალურად ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქტის რამდენიმე მომწოდებელია, რომლებსაც ბაზარი პრაქტიკულად გაყოფილი აქვთ და ფასწარმოქმნის მეტ-ნაკლებად ერთიან პოლიტიკას ატარებენ, შეიძლება ითქვას, ადგილი აქვს სუსტ ოლიგოპოლიას.

ბოლო ათწლეულში „პე-ეს-პე“, „ავერსი“ და „ჯი-პი-სი“ ბაზრის მთავარ მოთამაშეებად იქცნენ, ამასთან მართვის ეფექტიანი სტრატეგიით მათ ბაზრის წილებიც გაიფართოვეს.

2019 წელს TUV SUD-ის მიერ ჩატარებული აუდიტით GM Pharma-ს ხარისხის ახალი 3 წლიანი IOS სერთიფიკატი გადაეცა.

GM Pharma-სა და NNE-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება GM Pharma-ს არსებული ფარმაცევტული ქარხნის წარმოების მოცულობის გაზრდის და ახალ, მათ შორის, ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზრებზე შესვლისთვის. როგორც ვიცით, NNE(Novo Nordisk Engineering SA) არის დანიური საინჟინრო კომპანია და მასთან ურთიერთობა ქართული კომპანიისთვის დიდი წარმატების საწინდარია.

GM Pharma შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდოს ,,წლის ლიდერი 2019“ მფლობელი გახდა. ამ ჯიდლოს მფლობელი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: მოგება-ზარალი, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა, მათი საშუალო თვიური ანაზღაურება და სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები.

GM Pharma-ს უამრავი პარტნიორი ჰყავს ესენია: Lallemand Pharma, Azelis, Suanfarma, Alcala Farma, Welt Pharma და სხვ. კომპანიას ჯამში ჰყავს 27 პარტნიორი მსოფლიოს 12 ქვეყანაში.

როგორც ვიცით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მედიცინის სფერო პრიორიტეტს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისთვის. კომპანია GM Pharma მუდმივად ცდილობს, სამედიცინო პერსონალს გვერდში დაუდგეს და ამისათვის ატარებს სამეცნიერო ლაივ-კონფერენციების ციკლს დისტანციურ რეჟიმში. GM Pharma-მ ასევე გამართა კარდიოვასკულური დაავადებისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენციაც, რადგან COVID 19- ის დროს გულ-სისხლძარღვთა გართულებებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. კონფერენცია მთელი საქართველოს მაშტაბით მოიცავდა ექიმებს, მათ შორის რეგიონებიდანაც.

პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად GM Pharma-ს გუნდი კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება.

2020 წლის დასაწყისში GM Pharma გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტებისა და მასალების დიდი მარაგი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ GM Pharma-ში დანერგილია თანამედროვე სისტემები, რაც გამორიცხავს მედიკამენტების დეფიციტს.

რაც შეეხება იმპორტს, საშუალება გვაქვს გადავხედოთ ძველ მონაცემებს და ვნახოთ წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა ისინი 2012 წლის მონაცემების მიხედვით იმპორტის წილები ასე გადანაწილდა:

 

2019 წლის იმპორტის მონაცემებით კი ბაზრის 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული:

 

ჯი-ემ-პი და ავერსი რაციონალი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ფარმაცევტული წარმოების განვითარებაში, რადგან მათ ბაზრის 97% უკავიათ, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

აქვე ჩნდება კითხვა თუ რა არის ამ კომპანიების წარმატების საწინდარი და რატომ ინარჩუნებენ ისინი მუდმივად პირველობას? მათ გააჩნიათ მართვის ეფექტური სტრატეგია, რაც მათ მოგების მიღების საშუალებას აძლევს. ის ფინანსური რესურსები, რომლებიც მათ იმპორტიდან მიიღეს მათი აქტივობის გაფართოებას მოხმარდა.

 

 

როგორც ვხედავთ ჯი-ემ-პი აქაც პირველობას ინარჩუნებს წლების განმავლობაში, თუმცა 2017 წელს იმედი ფარმას ექსპორტის მაჩვენებელი მისას აღემატება.

GM Pharma-ს აქვს ოფიციალური ვებ გვერდი სადაც დეტალური ინფორმაციის ნახვა არის შესაძლებელი კომპანიის საქმიანობის, გეგმების, მისიის, პროდუქციის, პარტნიორების, მიღწევების, მომუშავე პერსონალის, სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ. ასევე საიტზე დეტალურად არის ახსნილი ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია, რომლებსაც კომპანია წარმოებისთვის იყენებს რაც ყველაზე მთავარია მომხმარებლისთვის მარტივად გასაგებ ენაზე. ინფორმაცია განთავსებულია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. http://gmp.ge/home/ka

რაც შეეხება მარკეტინგს, მისი სწორად წარმოება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია კომპანიის განვითარებისთვის. GM Pharma ამ მხრივაც ნამდვილად გამოირჩევა და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სწორად დაანახოს თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობა. დღესდღეობით სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ტელევიზიით, თუმცა ჯი-ემ-პი ცდილობს ორივე მიმართულებით აქტიურად იმუშაოს.

სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესახებ რეკლამები გვხვდება როგორც ინტერნეტში, ასევე ტელევიზიაში, ისინი ხშირად იყენებენ ინფლუენსერებს, რათა პროდუქტის პიარი მოახდინონ, რაც საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. თუ გადავხედავთ PSP-ს სოციალურ გვერდს, ვნახავთ რომ მას 293,591 გამომწერი ჰყავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ხოლო GM Pharma-ს 31,518. ასევე სააფთიაქო ქსელ PSP-ს აქვს ონლაინ მაღაზია(შეკვეთა ხდება აპლიკაციის საშუალებით), სადაც შეგვიძლია შევიძინოთ როგორც მედიკამენტები, ისე სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებები. ეს აპლიკაცია განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში, რადგან მომხმარებელს აძლევდა საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად შეეძინათ სასურველი პროდუქტი.

კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ადვილად მივხვდებით, რომ ნაკლები დანახარჯებით მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას და პრეპარატებს, აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ GMP Pharma იყენებს სტრატეგიას ,,მეტი-ნაკლებით“, რაც ძალიან გამოსადეგია დღევანდელ სიტუაციაში.

ახლა კი განვიხილოთ კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობა და საფრთხე.

GM Pharma-ს ძლიერ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ მისი მრავალწლიანი გამოცდილება და ასევე მომხმარებლის დამოკიდებულება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას მრავალი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც დარწმუნებულები არიან კომპანიის კეთილსინდისიერებაში.

რაც შეეხება შესაძლებლობებს, ეს შეიძლება იყოს მომავალში გაფართოებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობა.

როგორც ვნახეთ GM Pharma მრავალი წელია თავის სფეროში ლიდერობს და უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე მას არ გააჩნია ისეთი სუსტი მხარე, რომელიც ზიანს მოუტანს კომპანიის იმიჯს.

და ბოლოს, საფრთხე, რომელიც შეიძლება იყოს კონკურენცია, რადგან როგორც ვნახეთ ამ სფეროში კონკურენტების რიცხვი საკმაოდ მაღალია, თუმცა GMP ჯერჯერობით აგრძელებს პირველობას. ასევე საფრთხედ შეგვიძლია მივიჩნიოთ კორონა ვირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიც, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სახის საფრთხე მთელი მსოფლიოს პრობლემად იქცა.

საბოლოოდ კი, მას შემდეგ რაც განვიხილეთ კომპანიის მისია, მიზანი, გეგმები, პარტნიორები, სამომავლო გეგმები, სუსტი და ძლიერი მხარეები შეგვიძლია დავასკვნათ, რომ GM Pharma ერთ-ერთი უმსხილესი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მუდმივად ცდილობს მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებითა და ხარისხიანი მომსახურებით მომხმარებლის გული მოიგოს, ღირსეული კონკურეცნცია გაუწიოს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს, დანერგოს ახალი სტანდარტები და ინვესტიცია ჩადოს სიცოცხლეში, რასაც შესანიშნავად ართმევს თავს.