ნამცხვრისა და პიცის სახლი – SL Company

ავტორი: სოფია ზორბაიან

კვების ობიექტებთან ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ჩვენ მათი ხშირი მომხმარებელი ვართ.ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე,მსგავსი ობიექტები საქართველოში მომრავლდა და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მოგეხსენებათ დიდ ქალაქებში,როგორიცაა თბილისი,ბათუმი და სხვა. მდებარეობს უამრავი კვების ობიექტი მაგალითად თბილისში ერთ–ერთი ცნობილია ნამცხვრების მოყვარულთათვის ,,საკონდიტრო ბელა“, ბათუმში კი ,,საკონდიტრო დონა“. ეს ყველაფერი დიდ ქალაქებიში,ახლა კი მინდა ვისაუბრო ჩემს ქალაქში,ახალციხეში,არსებულ ერთ–ერთი ცნობილი ობიექტის ,,ნამცხვრისა და პიცის სახლის’’ შესახებ.

,,ნამცხვრისა და პიცის სახლი“ 12 წელია, უდიდესი სითბოთი და სიყვარულით ემსახურება თავის ერთგულ მომხმარებელს,ამისთვის კი მათ ყველანაირი პირობა აქვთ გარემოდან დაწყებული და მომსახურებით დამთავრებული.როდესაც ვსტუმრობთ მათ,იქ გვხდება ყოველთვის პოზიტიური გარემო რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია,რადგან თუ გარემო არ მოეწონება და მომსახურება მეორედ იმ ობიექტის სტუმარი აღარ იქნება,რაც ობიექტისთვის წამგებიანი იქნება.კომპანიის უდიდესი სითბო,სიყვარული და პატივისცემა მომხმარებლის მიმართ გამოიხატა 8 მარტს,ქალთა საერთაშორისო დღეს,როდესაც ერთგული მომხმარებლები კომპანიის დირექტორმა დაასაჩუქრა და ამით გამოხატა მადლიერების გრძნობა მომხმარებლებისადმი.,,ნამცხვრისა და პიცის სახლი“ დიდ ყურადღებას ანიჭებს მომხმარებლის აზრს,ამის დასტურია მომხმარებლის თხოვნით მათი მენიუს განახლება,მენიუს დაემატა უამრავი ახალი კერძი ამით მომხმარებელს მიეცა საშუალება დაეგემოვნებინათ,როგორც ახალი,ასევე ძველი კერძები.ნამცხვრის სახლის მენიუ მრავალფეროვანია,ყველაზე მეტად რაც მომხმარებელს აინტერესებს ეს არის სწორედ პროდუქტის ფასი,რადგან მომხმარებლის უმეტესი ნაწილი საბოლოოდ მაინც ფასის მიხედვით წყვეტს პროდუქციის ყიდვას.ამიტომ გადავხედე ნამცხვრის სახლის მენიუს და ფასები შემდეგია:

  • ტორტები, რომლის ფასიც მერყეობს 20-40 ლარამდე;
  • სალათების ფართო არჩევანი,რომლის ფასიც 8-16 ლარამდეა;
  • პასტა 8-9 ლარი;

ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქციის რასაც ,,ნამცხვრისა და პიცის სახლი“ამზადებს, მაგრამ ალბათ დასახელებიდან გამომდინარე დაგაინტერესებთ პიცის და ნამცხვრის ფასები.

პიცის ფართო არჩევანი აქვთ: სამარხო,ლორით,ჩორისო ,,ოთხი ყველით და საფირმო ფასი კი 13-15 ლარი.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ნამცხვრებია, რომლებსაც ნამცხვრის სახლი ყოველდღიურად ამზადეს ფასი –1-3 ლარამდე მერყეობს.

ჩემი აზრით ყველაზე კარგი და უმარტივესი გზა იმის დასადგენად თუ რამდენი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას ,,ნამცხვრისა და პიცის სახლს“ არის ანონიმური გამოკითხვა, რომელიც მე სოციალური ქსელის სახით ჩავატარე.გამოკითხულთაა რაოდენობაა 13 ადამიანი.გამოკითხვა იყო იმის შესახებ თუ რომელ კვების ობიექტს ირჩევდნენ,რა იყო ამის მიზეზი და რამდენად ხშირი სტუმრები იყვნენ. გამოკითხვის შედეგები კი შემდეგია: გამოკითხულთა უმრავლესობა არის 10-16 წლის და მათი ვიზიტის ხშირი მიზეზი არის სკოლის შემდგომ მეგობრებთან ერთად დროის გატარება. გამოკითხულთა 53,8%(7 ადამიანი) რაც გასაკვირი არც იყო,ირჩევს ნამცხვრის და პიცის სახლს მიზეზი კი ხარისხი და მომსახურებაა,გამოკითხულთა უმრავლესობა კი ხშირად სტუმრობს კვების ობიექტებს.

გამოკითხვის ლინკი:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSch99C-KnG35D0hIc0m7ZVNJH8ydhku0RDcuudbNTEsh5hTRw/viewform

დღევანდელმა მდოგმარეობამ, პანდემიამ, სრულიად შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრების რიტმი და დიდი გავლენა იქონია ნებისმიერ სფეროზე.პანდემიიდან გამომდინარე იკლო საზოგადოებრივ ადგილებში:სუპერმარკეტებში, კვების ობიექტებში და სხვა. ხალხის შეკრებამ,რადგან სახლიდან გამოუსვლელობა და დისტანციის დაცვა ერთადერთი გამოსავალი იყო.მიუხედავად ამისა ნამცხვრის სახლმა მაინც უწყვეტად განაგრძობდა მუშაობას მიტანის და გატანის სერვისით.

როდესაც ვსაუბრობთ კვების ობიექტებზე ერთ–ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანია ვებგვერდი რომლის საშუალებითაც მომხმარებელი იღებს აუცილებელ ინფორმაციას ობიექტის შესახებ და ამას ნამდვილად სჭირდება სწორი მარკეტინგული სტრატეგია.

როდესაც ,,ნამცხვრისა და პიცის სახლის“ ვებგვერდს ვესტუმრე დამხვდა სასიამოვნო დიზაინი და თითოეული პროდუქტის ფოტო,რომელიც მიიზიდავს მომხმარებელს.ასევე ფოტოები სამუშაო პროცესის რომელიც აქამდე არცერთ ვებგვერდზე არ მინახავს. ასევე აქტიურად არიან სოციალურ ქსელში,სადაც 46,149 მიმდევარი ჰყავს და შეფასებების უმრავლესობა დადებითი სახისაა. ასევე ის რაც მომეწონა,ვებგვერდზე შესვლის თანავე ჩნდება ფანჯარა სადაც ობიექტის მესენჯერი იხსნება და აღარ დაჭირდებათ მომხმარებელს მათი სოციალური გვერდის ძებნა.

რაც შეეხება მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით

  • კვების ობიექტები მასლოუს პირამიდის პირველ და მნიშვნელოვან საფეხურს ნამდვილად იკავებენ.
  • პირამიდის მეორე საფეხური უსაფრთხოების მოთხოვნილებაა,რაც ნამცხვრის სახლის პრიორიტეტია,რომ მათი სერვისი იყოს უსაფრთხო თითოეული მომხმარებლისთვის.
  • მესამე საფეხური სოციალური მოთხოვნილების,რა თქმა უნდა ამ საფეხურს ნამდვილად აკმაყოფილებს მოცემული ობიექტი.
  • მეოთხე საფეხური კმაყოფილების მოთხოვნა,რომლესაც ასევე აკმაყოფილებს.

ალბათ თუ უნდა გამოვყო რომელიმე საფეხური,ნამცხვრის სახლი ჩემი აზრით იქნება პირველ საფეხურზე.

რაც შეეხება ფასეულობათა განაცხადს ჩემი აზრით მათი განაცხადია:უსაფრთხოება,საიმედეობა და ხარისხი.ფასეულობათა ხარისხის მატრიციდან ავირჩევდი ,,მეტი ნაკლებით“,რადგან ყველაზე ხელსაყრელია და მომხმარებელს სთავაზობს უკეთეს მომსახურებას ამ ყველაფერს კი დაბალ ფასად.