კომპანია არქი

სტუდენტი: ლიზა ოდიშელიძე

“თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც მას შეუძლია დაბრუნდეს დარწმუნებით, რომ იქ მას უყვართ და ელიან.”

რა საინტერესოა და ამავდროულად როგორი ამაღელვებელი, როდესაც ფიქრობ და ხვდები, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სახლს ადამიანების ცხოვრებაში. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, სახლი პატარა ბუდეაო, სადაც ყველას თავის ცხოვრება აქვს. სიცოცხლის მანძილზე ადამიანები ვიზრდებით, ვითარდებით, ვიცვლით საცხოვრებელს, თუმცა მაინც ყველაზე მეტად გულში ის ერთი, ბავშობის, ან თუნდაც საოცარი მოგონებებით სავსე გვრჩება. უდაოა, სახლს ნივთები და კედლები კი არა, უფრო მეტად იქ მცხოვრები ადამიანები და მათი ხასიათი ქმნის, მაგრამ თუ ამასთან თანხვედრაშია სწორი კომპანია, რომელიც მუდმივად შენს ინტერესებზეა მორგებული, ცხოვრება გაცილებით მარტივი და სასიამოვნო ხდება.

წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, რისი მიღება გსურს თითოეული დღისგან.

თქვენთვის იდეალური სახლის წარმოდგენისას, ხედავთ მშვიდ გარემოს, სიმწვანეში ჩაფლულ ლამაზ სახლს, აუზით და სატრენაჟორო დარბაზით, ეზოში თქვენი ოთხფეხა მეგობრით, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულს ალერსით გეგეგებათ.

მაგრამ მერე ახელ თვალს და ხვდებით, რომ ქალაქში მსგავსი კომფორტული გარემოს შექმნა თითქმის შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ქალაქი სულ უფრო ნაკლებად გვაძლევს ამის საშუალებას, საბედნიეროდ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ისეთი სივრცეები, რომელიც ყველა პირობას გვთავაზობს იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება ჯანსაღ, მყუდრო და კომფორტულ გარემოში გავატაროთ. ჩემი დაინტერესება კი ამ მხრივ, კომპანია არქიმ შეძლო და დღეს სწორედ მასზე გესაუბრებით.

არქის ისტორია

არქი (არქი ჯგუფი) — საინვესტიციო კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2006 წლის მაისში. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო საინვესტიციო და საკონსულტაციო საქმიანობით, 2008 წლიდან კი აქტიურად შემოვიდა საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე; კომპანიას აქვს პარტნიორების ქსელი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

არქი ჯგუფი სამშენებლო პროექტებს თბილისის თითქმის ყველა უბანში ახორციელებს; დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში კი მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები. არქი ჯგუფს განხორციელებული აქვს რამდენიმე მასშტაბური პროექტი.

არქის შესახებ

როგორც უკვე აღვნიშნე, არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის და უკვე 18 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. არქის აქვს 29 დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი, რომლის საერთო სამშენებლო ფართი 540, 000 კვ. მ-ზე მეტია. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს 21 მიმდინარე მშენებლობას თბილისის ფაქტობრივად ყველა უბანში. უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია 10-ზე მეტი ახალი საცხოვრებელი სახლისა და რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა თბილისში და საქართველოს ზღვისა და მთის კურორტებზე. გარდა ამისა, არქიმ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად თბილისში Ytong-ის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ენერგოეფექტურ და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკს აწარმოებს. კომპანიის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში. არქის ყოველდღიურ აქტივობაში დიდი ადგილი უკავია სოციალურ პასუხისმგებლობას, კომპანიის მოგების 5% სწორედ ამ ინიციატივას ემსახურება. სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმარ-თულება გარემოს დაცვა, ბავშვებზე ზრუნვა, ქართული სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. აღნიშნული ინიციატივის დანერგვის შედეგად, აქტიურად იმართება კამპანია #არქელებიზრუნავენ, რომლის ფარგლებშიც კომპანია მაცხოვრებლებთან ერთად არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.

არქის მისია

კომპანიის მისია ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს მომხმარებელზე, არქის კომპანიაში კი აცხადებენ და გამოკვეთავენ ნათლად თავიანთ მისიას შემდეგი სიტყვებით:“არქის მთავარი ფილოსოფია ყოველთვის იყო მომხმარებლებლის კმაყოფილება, სწორედ ამიტომ, როდესაც არქის ბრენდის ცვლილებაზე დავიწყეთ მუშაობა, არქელებსა და არქის თანამშრომლებთან ერთად მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა ჩვენი ახალი ბრენდის მისია – ზრუნვა არქელებზე, გარემოსა და გარშემომყოფებზე და სწორედ ამ მთავარ მისიაზე იქნება დაყრდნობილი ჩვენი ყველა სტრატეგია და ქმედება, “-განაცხადეს კომპანიაში. იმაზე რომ არქი პირნათლად ასრულებს თავის მისიას და მართლაც ზრუნავს მომხმარებლების ჯანმრთელობაზე მეტყველებს მათ მიერ გამოყენებული სამშენებლო მასალაც.

მისიის შემოწმება

ცხადია, მისია შესაბამისი ორგანიზაციის ფართო ორიენტირებს ასახავს და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რა კონკრეტული და სპეციფიკური მისიის შესრულება უწევს ორგანიზაციას დროის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში. მისიის დასახვა მარტივია, მაგრამ მისი განხორციელება მეტად რთული, იმისთვის რომ შევამოწმოთ რამდენად კარგად ახორციელებს არქი ჯგუფი თავის მისიას განვიხილავ 6 კითხვას.

არქის მომხმარებლების პორტრეტი

არქის საცხოვრებელ კორპუსებში იყიდება ბინები, რომლებიც ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე ადამიანზეა გათვლილი. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ სავარჯიშო დარბაზი, აუზი, გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და სტადიონებით, ან სკოლა და საბავშვო ბაღი თქვენივე სახლის ეზოში, ამ ყველაფერს არქის პროფესიონალების გუნდი თქვენთვის ქმნის. კომპანიის ექსპერტები მუდმივად ზრუნავენ, რომ მომხმარებლებს ევროპული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა შესთავაზონ, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობის მოთხოვნა და სურვილი იყო.

მათ კარგად აქვთ ჩამოყალიბებული და გააზრებული საზოგადოების ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკონომიკური პორტრეტი. ისევე, როგორ ყველა ორგანიზაციისთვის, მათთვისაც დემოგრაფიული გარემო მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რადგან იგი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც თავის მხრივ ბაზრებს ქმნიან. საყურადღებოა ის ფაქტი, თუ როგორ ხდება არქი ჯგუფის დემოგრაფიული სეგემენტირება.

არქის ბინები გათვლილია საშუალო და საშალოზე მაღალი სეგმენტისთვის. შესაბამისად ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე, უმეტესად ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ბინადრები არიან არქის კომპლექსში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მათი ერთგული მომხმარებლები არ არიან სხვა რელიგიის მქონე ადამიანებიც. სოციალური პროლემების გათვალისწინებით კი, ასევე მნიშვნელოვანია იმისა განსაზღვრა, რომ უმეტესად არქის ბინადრები წარმოადგენენ საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელიც დასაქმებულია.

  • ასაკი- 20-30; 31-40; 41-50; 51-60; 65.
  • სქესი-მდედრობითი, მამრობითი
  • თვიური შემოსავალი 600 ლარიდან ზევით.
  • რელიგია_მართლმადიდებლები, კათოლიკე, პროტესტანტი, მუსულმანი, იუდეველი, ინდუსი და სხვა.
  • რასა-აზიელი, ესპანელი, შავკანიანები, თეთრკანიანები.
  • თაობა-ბეიბიბუმერები, X და Y თაობა.

რატომ არქი?

სახლი ის ადგილია, სადაც ჩვენი ისტორია იწყება. თუ როგორი იქნება ეს უკანასკნელი, ამას ჩვენ მიერ არჩეული საცხოვრისი განაპირობებს. როგორც ამბობენ, 4 კედელი და სახურავი არ არის ერთადერთი რამ, რასაც სახლს ვუწოდებთ ხოლმე. მყუდრო და ხარისხიან საცხოვრებელ გარემოში ისევ ჩვენ და ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, სახლის არჩევისას აუცილებელია ყველა ასპექტზე ვიფიქროთ. ესენია: უბანი, მისადგომობა, ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცე და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპორტული მოედნები თუ სათამაშო პარკები. არქი ცდილობს, რომ ყველა ეს ასპექტი თავის პროექტებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს და მობინადრეების სურვილებს აბსოლუტურად ზუსტად მოარგოს შესაბამისად კითხვაზე რატომ არქი და არა სხვა ნებისმიერი მისი პირდაპირი კონკურენი პასუხი მარტივია. მათი საცხოვრებელი სახლების უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები
  • საუკეთესო მდებარეობა
  • დახვეწილი არქიტექტურა
  • მომხმარებლების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პროექტები
  • ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა
  • მყუდრო და კომფორტული ბინები
  • რამდენიმედონიანი ავტოსადგომები
  • შემცირებული კომუნალური ხარჯები
  • ფასისა და ხარისხის შესაბამისობა

ტექნოლოგიური უპირატესობები

არქის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებია. კომპანია თითოეულ პროექტს გერმანული ბრენდის, YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით ახორციელებს.

YTONG-ი მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ბლოკების წარმოებაში.

ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით YTONG-ის ბლოკს 6–ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0, 012 ვტ/მ2), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%–ით ნაკლები ენერგია იხარჯება.

YTONG-ის მცირე წონა ამცირებს დაწოლას კონსტრუქციაზე, შესაბამისად აირბლოკის სიმსუბუქე განაპირობებს მაღალ უსაფრთხოების ფაქტორს სეისმური აქტივობის დროს.

YTONG-ის ბლოკის კიდევ ერთი უპირატესობა ხანძარგამძლეობაა. ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებისას ბლოკი ხანძარს 4 საათის განმავლობაში უძლებს, რაც სამშენებლო მასალების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლადაა მიჩნეული.

გარდა ამისა, მათ აქვთ ახალი სერვისი – არქი ფიქსი არქელებისთვის.

არქი ფიქსი არქის ახალი პროდუქტია, რომელიც არქელებს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. არქი ფიქსი შემდეგ სერვისებს აერთიანებს: სანტექნიკა, ელექტროობა, კანალიზაცია, გათბობა/კონდიცირება, კარ-ფანჯარა და საკეტები, სარემონტო და სხვა უნივერსალური სამუშაოები. არქი ფიქსის სერვისი თითოეულ მაცხოვრებელზეა მორგებული, რაზეც გადახდების მოქნილი და მარტივი პირობებიც მეტყველებს. პროფესიონალი კადრები და კონკურენტული ფასები მაღალი ხარისხის მომსახურებას ქმნიან.

შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორის სიტყვებშიც კიდევ ერთხელ ვხვდებით თუ რამდენად არგებენ მომხმარებლებს ინოვაციებს: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რა სერვისს შეეძლო მათი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება. საბოლოოდ კი შევქმენით ახალი პროდუქტი – არქი ფიქსი. ჩვენ ვართ პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც თავის მაცხოვრებელს მსგავს სერვისს სთავაზობს. არქი ფიქსის დახმარებით გამოცდილი და კვალიფიციური ხელოსნები არქელებს სახლის ყველა პრობლემას ოპერატიულად და ხარისხიანად მოუგვარებენ. “

კომპანიის სლოგანი

ზემოთ აღნიშნული საკითხების შემდეგ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კომპანიის დევიზში კვლავ მათ უნიკალურობაზე იქნება გასმული ხაზი და ასეც არის, მათი დევიზია – ჩემი შეუცვლელი სახლი.

შეიძლება ითქვას, რომ არქის ბინადრები დაპირებებითა და შემდგომ ამის შესრულებით განებივრებულები არიან. არქი ჯგუფის დაპირებაც არაფერია სხვა თუ არა, უფრო დახვეწილი და საზოგადოებაზე მორგებული სერვისის შეთავაზება.

არქის ადამიანური რესურსი

საინტერესოა რამდენი ადამიანური რესურსიით ახერხებს არქი თავისი მისიის შესრულებას. უნდა ითქვას, რომ მათი არსებობის განმავლობაში:

1000 დასაქმებულზე მეტი გადავიყვანეს საშუალო და მაღალ პოზიციებზე ქართულსა და საერთაშორისო კომპანიებში.

მიიღეს შესაბამისი გამოცდილება რათა გასულიყვნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რამდენად კარგად აკმაყოფილებს არქი ჯგუფი დასაქმებული პირების მოთხოვნებს, გავეცანი რამდენიმე მათგანის ინტერვიუს. ერთ ერთი მათგანი აცხადებს : „5 წლის განმავლობაში არქი მუდამ გვერდში მედგა. ვფიქრობ, რომ კომპანია თითოეულ ჩვენგანს პროფესიონალურად და ინდივიდუალურად გვეპყრობა, ჩვენს სურვილებს კი ყოველთვის ითვალისწინებს. მაგალითად, ჩემთვის განსაკუთრებული სტიმული არქის ყოველწლიური დაჯილდოებებია, სადაც დაჯილდოებაზე ჩემი შრომა ფასდება და კომპანია სხვადასხვა ჯილდოთი თუ საჩუქრით მასაჩუქრებს. იმხელა სიყვარული მოდის თვითონ თანამშრომლების მხრიდანაც, რომ ნებისმიერი სამუშაო დღე პოზიტივითა და სითბოთი არის სავსე ხოლმე“. იმავე ფაქტორს აღნიშნავენ სხვა დასაქმებუებიც, შესაბამისად აღნიშნულ პუნქტსაც სრულყოფილად ასრულებენ.

აქვე ავღნიშნავ, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში არქი სწრაფად გადაერთო დისტანციურ მუშაობაში და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, არქის ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა სამუშაო ადგილი და სრულად მიიღო კუთვნილი ხელფასი.

არქის წარმართველი ფილოსოფია.

არქის მთავარი ფილოსოფია ყოველთვის იყო მომხმარებლებზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ, როდესაც არქის ბრენდის ცვლილებაზე დაიწყეს მუშაობა, მათი ბრენდის იდენტობის ცენტრში მოაქციეს მომხმარებელზე ორიენტაცია და სწორედ ამ მთავარ ღირებულებაზე დააფუძნეს ყველა სტრატეგია და ქმედება. მათი მიზანია სწორედ ასეთი შეუცვლელი სახლი შესთავაზონ თითოეულ არქელს. შესაბამისად, მათი სახეშეცვლილი ბრენდის მთავარი მესიჯიც როგორც უკვე ვახსენე არის „არქი – ჩემი შეუცვლელი სახლი“.

6 კითხვაზე პასუხის შემდეგ ნათელია, თუ რაოდენ კარგად აქვთ არქი ჯგუფს გააზრებული საკუთარი მისია და რამდენად იაზრებენ რომ მისის შესრულება წარმატების საწინარია.

არქის მომხმარებლების კმაყოფილების თვისობრივი კვლევა

იმისთვის, რომ გამეგო თუ რამდენად კმაყოფილნი არიან არქელები და რამდენად გაუმართლდად მათ იმედები და მოლოდინები, ჩავატარე მათი კმაყოფილების თვისობრივი კვლევა. უნდა აღვნიშნო, რომ კითხვარი მოვამზადე წინასწარ და არქელების ჯგუფში 12 სრულიად უცხო ადამიანს ვთხოვე დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება.

პირველ რიგში, შევეცადე გამეგო არქელების საშუალო ასაკი და ყოველთვიური შემოსავალი, რათა უკეთ გამეგო რამდენად ხელმისაწვდომია მართლაც არქი ჯგუფის ფასები. შედეგები ასე გადანაწილდა, ჩემი 12 რესპოდენტიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6-მა ქალმა და 6-მა მამაკაცმა. მათი უმეტესობა, 35, 7% 45-54 წლის საზოგადოებაა, დანარჩენი შედეგები კი ასე გადანაწიდა:

რაც შეეხება შემოსავლის რაოდენოას, მათგან 40% აქვს 500-1000 ლარის შუალედში შემოსავალი, 33, 3%-ს 1000-2000, ხოლო 500 ლარამდე და 2000 ზე მეტი 13, 3%-13, 3%-ით გადანაწილდა. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ არქი მორგებულია ნებისმიერი ფენის, შემოსავლის მქონე ადამიანზე. ისინი მუდმივად ცდილობენ შეღავათი გაუკეთონ არქელებს, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ განვადების გასაკეთებლად პირველადი შენატანი არ არის საჭირო და თანხის 12 წლამდე გადანაწილებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია მყიდველის შესაძლებლობებზე მორგებული განვადების პირობების მიღებაც.

როგორც აღვნიშნეთ, არქის ნებისმიერ პროექტში ბინების ყიდვა ძალიან მარტივია. ბინების არჩევანი, პროექტების მრავალფეროვნება და მომხმარებელზე მორგებული გეგმარებები კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის არქიში ბინის შეძენას, რისთვისაც მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო. არქის ოფისში მისულს ადგილზე გხვდებათ ბინის რეგისტრაციის შესაძლებლობაც, რაც ამარტივებს ბინის შეძენის პროცესს. შესაბამისად არქიში ბინების ყიდვა ყველა გემოვნებისა და შესაძლებლობის ადამიანს შეუძლია.

აღსანიშნავია მომხმარებლის ნდობაც არქის მიმართ, რისი დასტურიც არის, ის ფაქტი რომ მშენებლობის დასრულებამდე არქის პროექტების ბინების 90%-ზე მეტი ყოველთვის გაყიდულია. არქის ყველა მშენებლობა დაფინანსებულია უცხოელი ინვესტიციებით, რაც იძლევა პროექტების დათქმულ ვადებში ჩაბარების გარანტიას. ჩემი გამოკითხული რესპოდენტების მოლოდინიც არქის პროექტებზე საკმაოდ მაღალი იყო მანამ სანამ შეიძენდნენ და კითხვაზე თუ რატომ დაინტერესდნენ არქის პროექტებით მივიღე შემდეგი პასუხები:

მოლოდინი ყოველთვის არ ამართლებს, იმისთვის რომ გამეგო არქელები ფიქრობდნენ თუ არა იმავეს ბინის შეძენის შემდგომაც, ვთხოვე მათ 5 ბალიანი სისტემით შეეფასებინათ რამდენად გაუმართლეს მათ იმედები. შედეგები ასეთია:

იმედია, აღნიშნული ნიშნული მალე 100% მიუახლოვდება. არქი ჯგუფი რომ საკუთარ მისიას მართლაც ღირსეულად ასრულებს, არქელების პასუხშიც გამოიხატება კითხვაზე, თუ რით გამოირჩეოდა აღნიშნული კომპანია სხვა სამშენებლო კონკურენტებისგან?

მოსალოდნელი ერთგულება

კმაყოფილების კვლევის შემდეგ ნათელია, არქის უკვე ყავს ერთგული მომხმარებლების, არქელების დიდი ჯგუფი. ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ხშირად ერთვებიან კომპანიის მეირ მოწყობილ გამწვანება-დასუფთავების სხვადასხვა აქციაში, რომლებიც „არქელები ზრუნავენ“ ფარგლებში ტარდება. არქის გარემოს დაცვის საკითხებში დიდი წვლილი შეაქვთ. მათი მთავარი პრიორიტეტი არა მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის ხარისხიანი საცხოვრებელი პირობების შექმნაა, არამედ ზრუნვა ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე.

მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არქის თითოეულ პროექტში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რეკრეაციული ზონა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო ეზოები თუ საფეხბურთო მოედნები. ეს უკანასკნელი კი მათი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. რეკრეაციული ზონის არსებობა კი მობინადრეებს ხელს შეუწყობს თავისუფალი დრო საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოშივე მყუდროდ და მშვიდად გაატარონ. შეიძლება ეს ერთერთი მიზეზიცაა, იმისა რომ არქელები ერთგულ მომხმარებლებს დღითიდღე იძენენ.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კომპანიებს, არქისაც ყავთ პეპელა მომხმარებლები. ე. ი ისინი, ვინც საკმარისია არქიმ შეწყვიტოს განვითარება ან აწიოს ფასები ისინი უპირატესობას სხვა სამშენებლო კომპანიას მიანიჭებენ. თუმცა არქი ჯგუფი ცდილობს, ყველას სურვილი და მოთხოვნილება გაითვალისწინოს, რათა არ დაუშვას ეს ფაქტი.

უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი დააზარალა სამშენებლო ბიზნესმა. თაღლითები და გამომძალველები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ კეთილსინდისიერი მყიდველების მოტყუებას. ეს სფერო იმდენად უკონტროლოა, რომ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩენილი ადამიანები თავიანთი უფლებების დასაცავად უწყებიდან უწყებაში დარბიან, თუმცა, ხშირად სამართალს ვერ პოულობენ. იმდენად სარისკო და ამავდროულად საყურადღებოა ახალი ბინის შეძენა, რომ შეიძლება მკაფიოდ ითქვას, არქის შემთხვევითი მომხმარებლები არ ყავს ვინაიდან საზოგადოების უმეტესობისთვის სახლის შეძენა დიდ გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, თითოეულ კომპანიას კონკურენტები ჰყავთ. ეს სულაც არაა გასასკვირი, ჩემი აზრით, კონკურენცია რაღაც მხრივ წარმატების საწინდარიცაა, შორს რომ არ წავიდე ცხადია, არქისაც სხვა მრავალი კონკურენტი ყავს, რომლებიც შეიძლება დაბალი ხარისხის მასალის ფონზე დაბალი ფასებით გამოირჩევიან, ზოგისთვის ეს შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს და არქის შედარებით მაღალი ფასების გამო, მხოლოდ ამ კომპანიის ფანად მოგვევლინოს. თუმცა როგორც უკვე არაერთხელ ვახსენე, არქი გამოირჩევა ხალხზე მორგებული გადახდის სისტემით.

ბაზრის ზრდისა და ბაზრის წილის მატრიცის მიხედვით (BCG) არქის სტრატეგიისა და სერვისის დახასიათება.

BCG მატრიცის სტრატეგიის თანახმად, ყველა პროდუქტი იყოფა ოთხ ტიპად:”ძაღლები”;”ვარსკვლავები”;”რთული ბავშვები”;”მეწველი ძროხა”. მატრიცის საშუალებით ხდება კორპორაციების ბიზნეს-ერთეულების ან სერვისების პოზიციების შეფასება, ანალიზი და განვითარების პერსპექტივების ჩამოყალიბება.

თავდაპირველად “რთული ბავშვებით” რომ დავიწყო ეს ის სერვისია, რომელიც მცირე საბაზრო წილს იკავებს, მაგრამ სწრაფად განვითარებად სეგმენტში. ამ ჯგუფს კიდევ ერთი სახელი აქვს – “მუქი ცხენები”. ეს იმის გამო ხდება, რომ მათ აქვთ პოტენციური განვითარების პერსპექტივა, მაგრამ ამავე დროს, მათი განვითარებისთვის საჭიროებენ მუდმივ ფულადი ინვესტიციებს. მაგალითისთვის შეიძლება ჩავთვალოთ არქის სურვილი არქელებს შესთავაზოს საკუთარ სახლში აუზის სერვისი. რა თქმა უნდა, აღნიშნული მართლაც იქნება პერსპექტიული, მაგრამ ხარჯი გადააჭარბებს მოგებას.

“ვარსკვლავები” – ეს არის ყველაზე წარმატებული ჯგუფი, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი აქვს სწრაფად მზარდ ბაზარზე. ეს სერვისები უკვე წარმოშობენ მნიშვნელოვან შემოსავალს, მაგრამ მათში ინვესტიცია კიდევ უფრო გაზრდის ამ შემოსავალს. არქის სწორად აქვს ვარკსვლავების ჯგუფი შერჩეული, მათ კარგად იციან რომ მოსახლეობას აწუხებს გამწვანების პრობლემა და ყველა მიისწრაფვის სუფთა ჰაერისკენ. როდესაც ქალაქში ახალი კორპუსები შენდება, ხშირია კრიტიკა ბუნებრივი საფარის დაზიანების შესახებ. ამ მხრივ, არქი ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც გარემოზე ზრუნავს. ისინი ახალ პრეცენდენტებს ქმიან, მაგალითად, ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ 1 ხეს რგავენ. ამჟამად დაახლოებით 3 500-ზე მეტი ხის ძირია დარგული. აღნიშნულ სერვისზე ინვესტიცია გაცილებით მეტ ადმაიანს დააინტერესებს, რაც თავის მხრივ გაზრდილს შემოსავალს.

თუ სერვიზებს თავს დავანებებთ და ზოგადად კომპანია არქიზე ვისაუბრებთ, უდაოა რომ ის თავისუფლად დაიკავებს ვარსკვლავების ჯგუფს, ვინაიდან ის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპელური კომპანიაა ბაზარზე.

არქის ფასეულობათა ჯაჭვი

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ტრანფორმაციის თანამედროვე ეტაპზე, სადაც არ არსებობს გამართული სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა რთულია შექმნა საინოვაციო აქტივობა, განსაკუთრებით კი იმ ბაზარში რომელიც ორიენტირებულია შიდა ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ არქი ჯგუფი უწყვეტი ფასეულობათა ჯაჭვით გამორჩევა და მუდმივად ცდილობენ არქელებს ინოვაცია შესთავაზონ.

მათ ფასეულობათა ჯაჭვში უდიდეს როლს იკავებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. არქიმ 6 კლინიკის 1000-მდე ექიმსა და ექთანს სააღდგომო საჩუქარი გადასცა გასულ წელს, არქის თანამშრომლები სამედიცინო კლინიკებს ესტუმრნენ და კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებსა და ექთნებს სიმბოლური საჩუქრებით მადლობა გადაუხადეს და წინასწარ მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. არქიმ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა საჭირო აღჭურვილობა და ინვენტარი. კომპანიას ამ მიმართულებით კიდევ ბევრი აქტივობა აქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად განახორციელებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას.

გარდა ამისა, არქი გამოეხმაურა თბილისის მერიის ინიციატივის მესამე ტალღას და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები.

ეს მხოლოდ ორი მაგალითია იმისა თუ რაოდენ იაზრებენ რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ფასეულობათა ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია.

კომპანიის მიკრო და მაკრო გარემო

ბაზარე კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია შეფასდეს აღნიშნული კომპანიის მიკრო და მაკრო გარემოც. კომპანიის მაკროგარემო ეს შეიძლება განისაზღვროს, როგორც საერთო გარემო, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვს კომპანიის საქმიანობასთან. კომპანია არ არის მარტო ბიზნესის წარმოებაში. იგი გარშემორტყმულია და მოქმედებს უფრო დიდ კონტექსტში; ამ კონტექსტს მაკროგარემოს უწოდებენ. იგი შედგება ყველა ძალისგან, რომლებიც ქმნიან შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე საფრთხეს უქმნიან ბიზნესს. ეს არის გარე ფაქტორების ერთობლიობა – როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, დემოგრაფიული, ტექნოლოგიური ფაქტორები და ა. შ. – რომლებიც უკონტროლო ხასიათისაა და გავლენას ახდენენ კომპანიის კომერციულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა არქი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მისთვის არანაირი გავლენა არ მოუხდენია პანდემიას, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა გამოიწვია მრავალი მაკრო გარემოს პრობლემა, ეკონომიკურ-პოლიტიკიდან დაწყებული სოციალურით დამთავრებული.

რაც შეეხება მიკრო გარემოს. კომპანიის მიკროგარემო ეხება ყველა მიკრო ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნესის სტრატეგიაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და შესრულებაზე. კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია მიკროგარემოს ანალიზის ჩატარება მისი გადაწყვეტილების მიღების პროცესამდე.

ეს შეესაბამება კომპანიის შიდა გარემოს. ეს მოიცავს ყველა დეპარტამენტს, როგორიცაა ადმინისტრაცია, ფინანსები, კვლევა და განვითარება, შესყიდვები, ბიზნეს ოპერაციები და ბუღალტერია. თითოეული ეს დეპარტამენტი ახდენს გავლენას მარკეტინგის გადაწყვეტილებებზე.

არქის მიკრო გარემოს თუ განვიხილავთ, პოზიციები ასე ნაწილდება: კვლევისა და განვითარების დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია პროდუქტის მახასიათებლების შესახებ, ხოლო საბუღალტრო სფერო ამტკიცებს მარკეტინგის გეგმებისა და ბიუჯეტის ფინანსურ ნაწილს კლიენტის დასაკმაყოფილებლად.

არქის სამომხმარებლო აუდიტი და კვლევა

იმას, რომ არქი მომხმარებლების სურილებსა და მოთხოვნებს იაზრებს და ითვალისწინებს უდაოა. ისინი კარგად იაზრებენ რომ მათი სამომხმარებლო აუდიტია, ის ვინც მათ წარმატებას განაპირობებს. იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად სწორად რეაგირებს არქი მომხმარებელზე და მის მოთხოვნაზე, რამდენად აქვთ ნდობა მოპოვებული მათში დავუსვი შემდეგი კითხვა:თუ რამდენად ენდობოდნენ არქის ხარისხში შედეგები კი ასე გადანაწილდა

რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც ითვალისწინებდა გამეგო რამდენად ინნარჩუნებს არქელების შთაბეჭდიებებს კომპანია, კითხვაზე თუ ექნებოდათ შანსი კიდევ შეიძენდნენ თუ არა არქის ბინას, 10-მა კაცმა უპასუხა დიახ.

ეს შედეგები კი ცხადყოფს რომ მომხმარებლის ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.

აქვე დავუსვი მათ შემდეგი შეკითხვა, მათი აზრით, როგორი იყო არქის პიროვნული მახასიათებლები ხუთი მახასიათებლის მიხედვით?უმეტესი 53, 3% კი კომპეტენტურობამ დაიმსახურა.

არქის სერვისები მასლოუ პირამიდის მიხედვით.

ახლა კი მასლოუს პირამიდის დახმარებით რომ ვისაუბრო, არქის სერვისები სხვადასხვა პოზიციაზე განლაგდებიან. მასლოუს პირამიდა ეს არის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული თეორია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანების მოთოვნილებების იაერარქიაზე. ამ დიაგრამზე წარმოდგენილია თუ რა თანმიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი მოთხოვნილებებს.

არქის სერვისების მიხედვით, ფიზოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს უბრალოდ მისი რეკლამები, პრომოციები, ვინაიდან აღნიშნული უმთავრესია იმისთვის, რომ შემდგომში დავინტერესდეთ არქის კომპანიით.

უსაფრთხოების მოთხოვნილების საუბრისას, ისმის კითხვა რომელი უსაფრთხოების ზომებია გათვალისწინებული არქის საცხოვრებელ სახლებში? არქი არის ერთ-ერთი დეველოპერული კომპანია, რომელიც თავის მშენებლობებში უსაფრთხოების ყველა იმ წესს იცავს, რაც კანონით არის გათვალისწინებული

მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მაცხოვრებლების უსაფრთხო, მყუდრო და მშვიდი ცხოვრების გარანტია. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა 41-ე დადგენილება. ეს დადგენილება უსაფრთხოების იმ ნორმებს ითვალისწინებს, რომლებსაც ყველა საცხოვრებელი სახლი უნდა აკმაყოფილებდეს. პროექტებში დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და დეტექტორები.

  • პროექტებში დამონტაჟებულია სახანძრო სიგნალიზაცია
  • გვაქვს სახანძრო სატუმბი სადგური, რაც წყლის რეზერვუარების არსებობას განაპირობებს. წყლის მარაგი კი მათში ყოველთვის არის.
  • როგორც საცხოვრებელი კორპუსის ლობიში, ასევე პარკინგზე დაყენებულია სახანძრო სადგურები, რომლებიც მოიცავს ცეცხლმაქრებს.
  • დამონტაჟებულია კვამლის გატანის სისტემა მიწისქვეშა პარკინგებიდან და საცხოვრებელი სახლების დერეფნებიდან.
  • როგორც კი დეტექტორები საფრთხეს აფიქსირებენ, 112-ს დაუყოვნებლივ გადაეცემა სიგნალი.

სახანძრო უსაფრთხოებასთან ერთად საცხოვრებელი პროექტი მიწისძვრის რეზისტენტული უნდა იყოს. არქის ბინები 8-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. ამას, ერთი მხრივ, ხელს უწყობს იტონგის ბლოკი, რომელიც ცეცხლგამძლეობასთან ერთად ხანძარმედეგიცაა. სიმსუბუქის მიუხედავად, იტონგის აირბეტონი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ რამდენიმე სართულს გაუძლოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბუნებრივი აირი და მის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებია. საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის ამომცნობი დეტექტორებია დამონტაჟებული. ამ შემთხვევაში, თუ მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდან იქნება აცილებული.

ე. ი, არქი ითვალისწინებს ყველა იმ რეგულაციას და წესს, რომელიც მაცხოვრებლებისთვის ცხოვრებას უსაფრთხოს და ხარისხიანს ხდის. ეს კი სწორედ იმ ხარისხს ქმნის, რის გამოც არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში.

რაც შეეხება ზოგადად, არქის სერვისები მასლოუს პირამიდის მოთხოვნილების მიხედვით უმეტესწილად გადანაწილდება პირველ ოთხ მოთხოვნილებაში.

დასკვნა

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არქი ისანის კომპლექსი საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც მრავალსართულიან შენობებს აერთიანებს. ბინების ფართი 40 კვადრატული მეტრიდან იწყება, რაც მომავალ მაცხოვრებელს ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს. საბოლოო ჯამში, არქი ისანის კომპლექსი ის პროექტია, რომელიც მაცხოვრებლებისა და მათი ბავშვების კომფორტსა თუ უსაფრთხოებას ემსახურება და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას.

ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველა სახლი განსხვავებულია, ყველა საკითხი განსხვავებულია და ყველამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს ცხოვრებასა და სახლებში აურზაურს, ჩვენი საკუთარი ღირებულებების, განწყობების, გარემოებების და პრიორიტეტების საფუძველზე.