მაჯაზე გადაშლილი ეპოქა

ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე, IBSU
ბიზნესისა და ტქენოლოგიების ფაკულტეტი, მარკეტინგის პროგრამა
ხელმძღვანელი – პროფესორი კახაბერ ჯაყელი

მსოფლიოში მრავალი საათის ბრენდი არსებობს, თუმცა “ციკოლია” ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. საათი, რომელშიც ერთდროულად თავმოყრილია დახვეწილობა, ესთეტიურობა, სინატიფე და ამავდროულად მჭერმეტყველებაც. ამ ბრენდის აღმოჩენამ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ საათები უფრო მჭევრმეტყველურად საუბრობენ, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა, მესაკუთრის გემოვნებისა და სოციალური სტატუსის შესახებ.

ბავშვობიდან მჯეროდა იმის, რომ სილამაზის ერთ -ერთი საიდუმლო სწორედ დახვეწილ საათებში იმალებოდა, რადგან ის ყოველთვის ასოცირდებოდა რაღაც მდიდრულ, ექსტრავაგანტულ და ელეგანტურთან, თითქოს მეორე სიცოცხლეს სძენდა ადამიანს. სიცოცხლეს, რომლეშიც მხოლოდ მისი გემოვნება და შესაძლებლობა იმალებოდა. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი მაშინ, როცა ეს ბრენდი აღმოვაჩინე, თითქოს ჩემი გემოვნება “ვიპოვე”.

ალბათ საინტერესოა, რით იყო გამორჩეული ეს ბრენდი სხვა ბრენდის საათებისგან? ამაზე პასუხს დიდხანს ვერ ვპოულობდი, რადგან მიმაჩნდა, რომ მას მხოლოდ ერთი სიტყვით აღვწერდი ,,განსხვავებული“, ეს განსხვავება რაში იმალებოდა არ ვიცოდი, თუმცა ახლა ყველაფერი ცხადი და ნათელია. ეს არის ნამდვილი ქართული ბრენდი, საქართველოს ფესვებზე აღმოცენებული, ჩვენი ეროვნულობის ნაყოფი, რომელიც ყოველთვის შეძლებს თავისი სიტყვა თქვას ნებისმიერ ეპოქაში.

 

დრო, რომელშიც მხოლოდ გენიოსები იბადებიან

ბავშვობა ერთი სიტყვით ტკბილ, დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ ფრთიან გამონათქვამად რჩება ადამიანის გონებაში, რომელსაც მუდამ სჭირდება ხორცშესხმა და რეალობად ქცევა. ერთ -ერთი მთავრი მამამოძრავებელი ძალა მამის საათის გაატეხევა იყო. დიახ, ალბათ გიკვირთ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს საათის შექმნასთან, უცბად ყველა დავფიქრდებით, თურმე არც ისე მარტივადაა საქმე როგორც ჩვენ გვგონია. ჩვენ, ადამიანებს, ხორცილელ არსებებს ხომ მხოლოდ,,დიდი ხელოვნების იგავმიუწვდომელი ქმნილებით“ გვიყვარს თავის მოწონება, იმას კი საიდან მოვიდა არავინ კითხულობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ სულ მცირე დეტალებიდან იწყება მთავარი იდეოლოგიის ჩამოყალიბება, რომლიც შესაძლებელია წარმატებულ ბიზნესად გადაიქცეს.

ციკოლიას საათის ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1992 წელს, მაშინ როდესაც საქართველოში საბჭოთა კავშირის სიმკაცრე და ტოტალიტარული რეჟიმი სუფევდა და მის წინააღმდეგ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, სრულიად უბრალო საათმა ,,ხმა ამოიღო“. მის დიზაინში შეხვდებოდით,,საბჭოთა მექანიზმის დეტალებს. მართალია ამას მოჰყვა მარცხი, თუმცა ეს მარცხი გახლდათ ახალი სიცოხლის დასაწყისი ციკოლიას ბრენდისთვის. აღმავლობის პერიოდი 2006 წლიდან იწყება, როდესაც RedDot-ის კონკურსში ზვიად ციკოლიამ თავისი საათი წარადგინა. წარმოიდგინეთ, როდესაც სრულიად არაფერს ელი და უეცრად შენი ცხოვრება მთლიანად იცვლება -,,გავიმარჯვე“. ხელოვანს უეცრად დაეუფლა ყველა ის შეგრძნება, რომლიც მოასწავებდა ცხოვრების დასასრულს და ახალი ცხოვრების დასაწყისს. ჩვენც ხომ ასე ვართ, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და მანაც თავის დაშვებულ შეცდომებზე ბევრი ისწავლა, მიიღო ახალი გამოცდილება და გახდა ერთ -ერთი საუკეთეო დიზაინერი. 2011 წელს გამოუშვა პირველი საათი UNIQ -ის სახელწოდებით. სულ მალე ქართულ ბაზარე გაყიდვებში ჩაუშვა საათების მთელი რიგი ასორტიმენტი ახლა უკვე ციკოლიას სახელწოდებით.

 

ნამდვილი ქართველი ხელოვანი და გენიოსი

ზვიად ციკოლია – ქართველი დიზაინერია, რომლის გვარიც მომავალთან, ინოვაციებთან და დიზაინის სფეროში ახალ სიტყვასთან ასოცირდება.

მას შთაგონება და ხელოვნებისადმი სწრაფვა ბავშვობიდან გამოჰყვა. „ვთვლი, რომ მამაჩემის ნიჭი გამომყვა, მას შეეძლო ნივთები სხვა რაკურსით დაენახა“ – აღნიშნავს ხელოვანი. როცა რაღაცას აკეთებს ვერ აფასებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული დეტალის შექმნისას მთელ გულს და სულს დებს და საკუთარი ნაშრომის სიმძაფრე,,თხემით ტერფამდე“ აქვს გასიგრძეგანებული, გაშინაგნებული. სავსებით შემიძლია ვთქვა, რომ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ (გურამ რჩეულიშვილი) – ეს ფრაზა ზუსტად მიესადაგება მის ოსტატურ ხელოვნებას.

საათების გამოშვება 2011 წელს დაიწყო, საკუთარი გვარით კი 2016 წელს წარსდგა ბაზარზე, დღესაც უხერხულობის გრძნობა აქვს ამის გამო, თუმცა არ იცის რატომ.

RedDot -ის კონკურსიდან გამოგზავნილ შეფასებაში მისი ხელოვნება ასეთი სიტყვებით შეამკეს: „რამდენი საათი არსებობს, მაგრამ ზვიადი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის ფანტაზია არის ამოუწურავი და მისი საათის დიზაინი არის უნიკალური“. ეს ფაქტი კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ,,ციკოლიამ“ შექმნა საათების ახალი ისტორია, რომელსაც ქართული სული შთააბერა.

იცით რატომაა მისი სტრატეგია ნებისმიერ ადამიანთან ყველაზე ახლოს? რადგან ყველა გონიერ ადამიანს მოსწონს მისი მიდგომა:,,საქმე უნდა დაიმორჩილო ყველანაირად. შენ უნდა იყო მისი მბრძანებელი და არა ის, უნდა იმოძრაო მიზნისკენ და არ უნდა უღალატო საკუთარ თავს, შენ სიყვარულს და ინტერესებს”. ცხოვრება ხომ მართლაც ასეთია, როდესაც ბავშვობის – ოცნებების პერიოდიდან, უეცრად გადადიხარ ზრდასრულობის ასაკში – იწყებ ამ ოცნებების რეალობაში მოყვანას. ციკოლიამ სწორედ ეს შეძლო.

 

გამოფენიდან ახალი ქართული კონცეფციების კვალდაკვალ

Baselworld – მსოფლიოში საათების და საიუველირო ნაწარმის ყველაზე დიდი გამოფენაა და მასში ამ სფეროში მყოფი ყველაზე დიდი მოდის სახლები მონაწილეობენ. ისინი რამდენიმე მილიონს ხარჯავენ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მიიღონ მონაწილეობა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ციკოლიას საათი იმ ბრენდებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც თავისი დიზაინით და ინჟინერიით აოცებენ მსოფლიოს. ინტერესი ძალიან დიდი იყო. საქართველოს დროშას რომ ხედავდნენ აღნიშნავდნენ, რომ ესაა Georgia, თუმცა, საათები უკვირდათ. როდესაც დიზაინერი ესაუბრებოდა, რომ ქართული საათების ბრენდი მსოფლიოს საათების გამოფენაში პირველად იღებდა მონაწილეობას, კიდევ უფრო ინტერესდებოდნენ. მათთვის შოკის მომგვრელი იყო, რომ ეს ბრენდი გახლდათ ქართული და ამასთანავე წარმოებული შვეიცარიაში.

ციკოლიას საათების ბრენდი, რომელიც უნიკალური და თამამი დიზაინით გამოირჩევა, სტანდარტულ მექანიზმებს იყენებს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობს, რომ საკუთარი ნიშა დაიკავოს და თავისი კონცეფცია თვალსაჩინო და მიმზიდველი გახადოს.

 

ბრენდის, როგორც ლიდერის როლი ბაზარზე

ბრენდის ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ისაა პირველი ქართული საათების მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აქედან გამომდინარე, უდავოა ის ფაქტი, რომ ციკოლია ყოველთვის ინარჩუნებს ლიდერის როლს ბაზარზე.

„ინდივიდუალიზმითა და წარმატების მიღწევის სურვილით შთაგონებული“, – ასე აფასებენ ციკოლიას ნამუშევრებს, რომლის თითოეული მოდელი უნიკალურია.

ლიდერია იმ მხრივაც, რომ კომპანია არ მისდევს ტრენდებს, იქმნება ის საათები, რომლებიც იწვევენ ემოციებს ნებისმიერ ადამიანში, ციკოლიაც ხომ ის ბრენდია, რომელიც ავტორის ემოციის მატარებელია.

 

პროგრესისკენ მხოლოდ მეამბოხეებს მივყავართ

ზვიად ციკოლია დღეს მსოფლიოს სამრეწველო დიზაინის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. აღსანიშნავია, რომ მისი სახელი ტექნოლოგიურ პროგრესთან და სიახლეებთან ასოცირდება, თუმცა თავად კი ამბობს, რომ უბრალოდ აკეთებს იმას, რაც უყვარს.

საინტერესოა, რომ ზვიად ციკოლია ბავშვობიდანვე შთაგონებული იყო წინსვლის, წარმატებისა და განვითარებისკენ, ხოლო მის მთავარ მიზანს კი საერთაშორისო ასპარეზი წარმოადგენდა. შეძლო თუ არა ბავშვობის ოცნება რეალობად გადაექცია? ვფიქრობ, ეს სრულად შეძლო, რაზეც მეტყველებს მისი მიღწევები და ჯილდოები: „ციკოლიას დიზაინს ორჯერ მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული დიზაინის ჯილდო RED DOT. 2006 წელს “Fashion Watch” კონცეფციისთვის, ხოლო 2014 წელს “Uniq P -47” საათის შეფუთვის დიზაინისთვის“.

ციკოლია ქართულ და საერთაშრისო ბაზარზე რამდენიმე ათეული წელია რაც ძლიერ კონკურენციას უწევს სხვადსხვა გამორჩეულ ბრენდებს. მისი ასეთი სიძლიერის პასუხი კი მარტივია: ბრენდი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ, განსხვავებულ და მიმზიდველ მოდელებს, მაგალითად: შექმნა სამხედრო საათი, ასევე 2020 წლის ბოლოს სააათების კოლექციას კიდევ 4 ახალი მოდელი შემატა, რა თქმა უნდა, მისი წინსვლა ამით არ დამთავრებულა, უფრო მეტიც, ამაყად და ხმამაღლა აცხადებს, რომ ბაზარს მალე შესთავაზებს პირველ საათს, რომელიც საქართველოში აეწყობა და რომლესაც ზვიად ციკოლიას მეუღლის სახელი „მარინა“ დაერქმევა. აღსანიშნავია, რომ მარინა ხორავა 23 წელია მისი მუზაა, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეის განხორციელება კი სულ ახლახანს დაიწყო. ასევე გეგმავს სამომავლოდ საწარმოს საქართველოში გადმოტანას.

ზვიად ციკოლიას მიაჩნია, რომ საკუთარი შესაძლებლოებები ჯერ არ აქვს ამოწურული, სწორედ ამიტომ მისი მიზანია კოსმოსურ ტექნოლოგიებში ჩართვა და წვლილის შეტანა საფრენი აპარატების შემუშავებაში.

 

განვითარება, რომელიც მუდმივი და უწყვეტი პროცესია

არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ საათების ოსტატობის უკან სხვა რამეც იმალებოდა. ეს რაღაც კი მუდმივად წინსვლისკენ სწრაფვის სურვილი გახლდათ. საერთაშორისო ბაზარზე ზვიად ციკოლია ცნობილია, როგორც სამრეწველო და სატრანსპორტო დიზაინერი, როგორც ავტომობილების, „პეჟო 1007“, “ბუგატი”, “რუსო -ბალტიკი”, ჯავშანმანქანა “დიდგორი” და სხვა სამრეწველო გამორჩეული დიზაინების ავტორი. ასევე, მის სახელს უკავშირდება საკვები პროდუქტების შეფუთვა, ალკოჰოლური სასმელების ბოთლები, ავეჯი, უნიფორმა, ველოსიპედი, თვითმფრინავი და ბოლოს, შვეიცარიაში წარმოებული საათების ხაზი, რომელსაც ქართული გვარი „ციკოლია“ დაჰყვება ბრენდად.

ამით დიზაინერი ამტკიცებს, რომ ცხოვრებაში არასდროს უნდა შეწყვიტო პიროვნული წინსვლა და განვითარება, ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც მოგწონს, რათა,,იპოვო“ საკუთარი თავი, ნებისმიერი დაბრკოლება კი რაღაც ახლის, ინოვაციურის შექმნისკენ გიბიძგებს. უისტონ ჩერჩილიც ხომ ამას გვეუბნება:,,არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დანებდე“. ცხოვრება უწყვეტი პროცესია, რომელსაც წარმატებისკენ ან წარუმატებლობისკენ მივყავართ, რომელს აირჩევ ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. უდავოა, რომ ციკოლიამ ზუსტად ის გზა აირჩია, სადაც საკუთარი თავი,,იპოვა“.

 

ემოცია და არა უბრალოდ დროის მაჩვენებელი

იმისთვის, რომ ბაზარზე საკუთარი ბრენდის პოზიცინირება მოახდინო, ისეთი დიზაინი უნდა შექმნა, რომელიც ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებს. რას გულისხმობს ბაზარზე პოზიციონირება? ეს ის პროცესია, რომელიც მომხმარებლის გონებაში თითოეული პროდუქტისათვის კონკურენტულ პროდუქტებთან შედარებით საუკეთესო ადგილის მინიჭებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ყველა მარკეტოლოგს სურს თავიანთმა პროდუქციამ გამორჩეული ადგილი დაიკავოს ბაზარზე, რაც ერთგვარი უნიკალური არქეტიპის შემუშავებასთან ასოცირდება. ამას ემატება ხარისხი, ფასი და ემოცია, რომელიც თითოეულ ბრენდს პიროვნულობას სძენს. გულწრფელობა, კომპეტენტურობა, დახვეწილობა, აღელვებულობა, სიმკაცრე -ეს ის მახასიათებლებია, რომელიც ციკოლიას საათებს ქართულ ბაზარზე მეტი -მეტით პოზიციონირებას გულისხმობს ანუ ყველაზე მაღალი დონის პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებას და მაღალი ფასების დაწესებას, რათა მაღალი ხარჯები გადაიფაროს. მომხმარებლები ზოგჯერ კმაყოფილები არიან, როდესაც კატეგორიაში ახალი კონკურენტი შედის მაღალფასიანი შეთავაზებით. ციკოლიას მიაჩნია, რომ შესაფერის ფასად უზრუნველყოფს საუკეთსო ხარისხს, გამძლეობას, ფუნქციონირებას, დახვეწილობასა და ელეგანტურობას. რა თქმა უნდა, ასეთი პროდუქცია მყიდველს გარკვეულ პრესტიჟს ანიჭებს, თავად ბრენდს კი ბაზარზე პოზიციონირებაში ეხმარება.

 

ცხოვრება ჯაზივითაა. განავითარე საკუთარი იმპროვიზაცია მარკეტინგულად.

,,ცხოვრება ხომ ჯაზივითაა?! კომპოზიცია ცნობილი, მაგრამ იმპროვიზაციით შესრულებული.“

ცხოვრება მართლაც უცნაური რამაა. საამაყოა, როდესაც საკუთარ შექმნილის მომხმარებლამდე მიწოდებისთვის სხვადასხვა მარკეტინგულ სტრატეგიებს იყენებ.

საინტერესოა, რამდენად აკმაყოფილებს,,ციკოლიას“ საათების ბრენდი ადამიანის მოთხოვნილებებს, სურვილებს და მოთხოვნებს. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ადამიანისთვის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მოთხოვნილებებია. მასლოუს პირამიდა გვეუბნება, რომ ადამიანთა უმეტესობას სურს პირამიდის ბოლო საფეხურზე ასვლა, რათა მოახდინოს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია და თვითსრულყოფა. როგორ მიიღწევა ის? რა თქმა უნდა, ამაში ის ბრენდი გვეხმარება, რომელიც დახვეწილობის, კომპეტენტურობის, გულწრფელობის, აღელვებულობის პიროვნული მახასიათებლებითაა შემკული.

ციკოლიას ბრენდი მარკეტინგული სტრატეგიებით ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს მათ ფასეულობებს და განავითარებს მათთან ურთიერთობას – მომხმარებელთან, რომელიც ბაზრის მთავარი სამიზნეა.

როდესაც ამ ბრენდის შესახებ შევიტყვე, ჩავატარე აღწერითი კვლევა ბრენდის ფასეულობის, მყიდველის კაპიტალის შესახებ და მივხვდი, რომ ერთგულების თვალსაზრისით მე მისი,,ნამდვილი მეგობარი“ გავხდებოდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ძლიერი თანხვედრა არსებობდა ციკოლიას მიერ შემოთავაზებულ ბრენდებსა და ჩემს მოთხოვნებს შორის. მოლოდინმაც სავსებით გაამართლა.,,პეპლებად“ მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვისაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ აღნიშნული ბრენდის საათის შეეძინათ ან ისინი, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამ ბრენდის შესახებ. ვთვლი, რომ მათ საკმაოდ ბევრი დაკარგეს და ის დახვეწილი ნიუანსები ვერ აღმოჩინეს, რაც ამ ბრენდს პიროვნულობას სძენდა.

ციკოლია ძლიერი მარკეტინგული სტრატეგიებით ცდილობს ბაზარზე ადგილის დამკვიდებას, რაშიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებიც ეხმარება. ეს კი მომხმარებლის არჩევნის მოტივაციას განაპირობებს ბრენდის იმ მახასიათებლებთან ერთად, როგორიცაა ხარისხი, ფასი, დიზაინი, რომელიც პროდუქციის ინდივიდუალურობას მკაფიოდ წარმოაჩენს.

დამეთანხმებით, რომ მარკეტინგული კომუნიკაციის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება ონლაინ პლატფორმაა, რადგან ის არის კომპანიის სახე ანუ იმიჯი, შუამავალი მთელ მსოფლიოში. საინტერესოა, რომ იგი მომხმარებლებთან ახორციელებს ორმხრივ კომუნიკაციას და უწყობს ხელს მუდმივი ურთერთობის შენარჩუნებას. უდავოა, რომ დღეს მზარდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც იყენებენ ციფრულ მარკეტინგს, ვინაიდან, იგი ბრენდის წარმატების მთავარი იარაღია.

რა თქმა უნდა, ციკოლიას საკომუნიკაციო საშუალებები საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ კარგად იციან, რომ სწორედ ის არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს მომხმარებლებსა და ინვესტორებს თანამშრომლობისკენ. აღსანიშანავია, რომ ციკოლიას შინაარსობრივად და ვიზუალურად მიმზიდველი საკომუნიკაციო საშუალებები აქვს:

Facebook – https://www.facebook.com/Tsikoliawatches
Instagram – https://www.instagram.com/tsikoliawatches/
მთავარი ვებ -გვერდი https://tsikoliawatches.com

 

ინსპირაციის წყარო

ყველაფერი ხომ ინსპირაციით იწყება. ჯერ საკუთარ მიზნებს, იდეებს, გეგმებს, ინსპირაციას უყრი თავს, ერთ კოლოფში ათავსებ და შემდეგ იწყებ რაღაც ახლის შექმნას, რომელიც იქნება განსხვავებული, ექსტრავაგანტული, დახვეწილი და ყველასგან გამორჩეული. როდესაც ინსპირაცია მოდის, შემდეგ იწყებ ესკიზების შექმნას, შემდეგ ნახაზებს და ა.შ.

ციკოლიას საათების ძირითადი ინსპირაციის წყარო ავიაცია, სამხედრო ტექნიკა, სარბოლო მანქანებია, ამავდროულად დიდი ყურადღება ექცევა საათის ხარისხსა და დიზაინს.

ვინაიდან, ზვიად ციკოლიას თქმით თვითმფრინავები, მანქანები და სამხედრო ტექნიკა ყველა მამაკაცის ინტერესის სფეროა. ნუ, თუ ყველასი არა, უმეტესობის. არც ის არის გამონაკლისი.

მომხმარებლის მოხიბვლა პირველ რიგში დიზაინით იწყება. დიზაინი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახლავთ. ყველაზე კარგი დიზაინერი არის ბუნება, რადგან,,სივრცის განცდა არის ერთი მთავარი მახასიათებელი ხელოვნებისა“ (ნუგზარ შატაიძე), ციკოლიაც ჯერ სივრცეს განიცდის, აღიქვამს მას და შემდეგ ქმნის,,ხელოვნების ნიმუშს“, რომელიც ჩვენში ნამდვილ, ქართულ ემოციას იწვევს.

დიზაინერი ეპოქის შემქმნელი, გამომგონებელია, ეს წოდება თამამამად შეიძლება მივანიჭოთ ზვიად ციკოლიასაც.

საათების დიზაინი სამ კატეგორიად იყოფა: საავტომობილო, საავიაციო და საზღვაო. ყოველი მოდელი უნიკალურია და იმ საავტომობილო საშუალებების, თვითმფრიავებისა თუ გემების სახელს უკავშირდება, რომელთაც დიდი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში.

 

ციკოლიას არქეტიპული ანალიზი

ისტორია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ცხოვრების წინსვილისა და განვითარებისთვის, ვინაიდან, იგი გვატყობინებს და გვახსენებს ’’რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით’’. მაშინ როდესაც საქართველოს ისტორიაზე ვსაუბრობთ გვახსენდება ჩვენი წარსული, ძნელად მოპოვებული მიწა – წყალი, დიდებული მეფეები, მტერთა შემოსევები, სისხლიანი ომები, გაჩანაგებული სამშობლო და რა თქმა უნდა, ‘’ოქროს ხანად’’ წოდებული საქართველო, სწორედ ასევეა ბრენდიც. დამეთანხმებით, რომ ყველა ბრენდს აქვს თავისი ისტორია, რომლითაც ახდენს პოპულარიზაციას და მტკიცედ პოზიციონირებს ბაზარზე. კონკრეტული ბრენდი კონკრეტულ სიახლებთან, გამოწვევებთან ასოცირდება, მაგრამ საინტერესოა, რა განცდას და შეგრძენებას იწვევს ციკოლიას ბრენდი ადმიანში?

უდავოა, რომ ციკოლია მომავალთან, ინოვაციებთან და დიზაინის სფეროში ახალ სიტყვასთან ასოცირდება.,,ჩემი საათები, მოვლენას, ისტორიულ ფაქტს ან ტრანსპორტს უკავშირდება. არასოდეს არ არის ჰაერიდან მოტანილი.’’

ციკოლის ხსნებეაზე თვალწინ გვიდგება მისი უნიკალურობა და მიმზიდველობა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა ვიამაყოთ, რადგან ციკოლია პირველად საქართველოს ისტორიაში, მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოფენა – Baselworld 2017 -ზე იყო წარდგენილი. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის პირველი ბრენდი ქართული გვარით, რომელიც ამ გამოფენაზე მოხვდა. ციკოლიას ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design.

თითქოს დაუჯერებელია ასეთი ახალგაზრდა ბრენდის წარმატება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ციკოლიაზე ვსაუბრობთ, ეს არის ბრენდი, რომლიც ასწლოვან ბრენდებს უმკლავდება და მტკიცე კონურენციას უწევს როგორც ქართულ, ისე სერთაოშორისო ბაზრებზე. “მომეცით გზა თუ შეიძლება! – ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი იმ კომპანიებთან მიმართებით, რომელთაც 100 წლიანი ისტორია აქვთ” -აღნიშნავს ზვიად ციკოლია.

ციკოლიას ბრენდის ორიგინლაურობის მთავარი დეტალი ციფრი “7“ – ია, იგი არის ყველა სტილის საათის მამოძრავებელი ძალა, თუმცა ისმის კითხვა თუ საიდან არის საათი “Seven“ ინსპირირებული? “სევენი“ – ისევ და ისევ ბავშვობა, უწყვეტი ფანტაზია და ოცნებებში დაკარგული სამყარო. „ლოტუს 7“ – გახლავთ მთავარი ინსპირაციის წყარო. კვლავაც წარუმატებლობა, თუმცა შეუპოვრად სწრაფვა წარმატებისკენ. საათს,,კატერმახის“ ბრენდის სახელი არ დასდევს, თუმცა ციკოლიას გვარით გამოდის და საათი შვეიცარიაში იწყობა. ციკოლია კვლავაც აღწევს დიდ წარმატებას.

ციკოლას ბრენდის ასორტიმენტი მრავალფეროვანია, რომელიც გახლავთ შემდეგი:

P -47 Thunderbolt – შთაგონებულია ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი ლეგენდარული თვითმფრინავით P -47 Thunderbolt.

ციკოლიიას ერთ -ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისეთი საათების შექმნა, რომელიც ქალბატონებისთვისაც მისაღები და მიმზიდველი იქნებოდა, ამის შედეგია ის, რომ ბრენდის კოლექციას დაემატა

  • SEVEN ქალბატონებისთვის
  • SEVEN Mini ქალბატონებისთვის

მცირე დეტალებში გამოხატული დიზაინის სული, რომელიც აბედნიერებს მის მფლობელს. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, იგი იზიდავს გარშემომყოფთა მზერას, ხოლო მისი ლაკონური დიზაინი შესაძლებელს ხდის მის ყველა სტილთან შეხამებას. თუმცა აღსანიშავია ისიც, რომ ციკოლიამ ქალბატონებს არა მარტო საათების ასორტიმენტი შესთავაზა, არამედ სამკაულების წარმოებაც დაიწყო, რომელიც ლამაზი და მიზიდველია.

  • SEVEN
  • GAF 44 ქართული სამხედრო საათი

განსაკუთრებით აღსანიშნავია, GAF 44 ქართული სამახედრო საათი, რომელიც ზვიად ციკოლიას მიერ შეიქმნა ექსკლუზიურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რომლისთვისაც UNIQ საათების პირველი მიმწოდებელია. ამ საათის არსებული კოლექციების ემოციური ნაწილია მემკვიდრეობა, სიამაყის და ერთგულების, დამოუკიდებლობის და წარმატების სიმბოლო: რაღაც იმდენად ძლიერი, რაც ბრძოლის ტვირთს შეგიმსუბუქებს, თუმცა მარტივი და ფუნქციონალური.

  • VOGUE
  • Seven Automat
  • Seven 40MM

„ბრენდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ციკოლიას საათების სერია არასდროს იმეორებს საკუთარ თავს. მაშინაც კი, თუ საათი ერთი შეხედვით იგივე გეჩვენებათ, ის განსხვავდება დეტალებში, რაც მათ ორიგინალურ იერს სძენს.’’ სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრენდმა მოიპოვა უდიდესი აღიარება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

 

და მაინც, რატომ შვეიცარია?

 „Tsikolia Watches“ ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

ის გახლავთ შვეიცარიული და ქართული ბრენდების ნაზავი, რომელიც ქმნის იდეალურთან მიახლოებულ არქეტიპს – საათს, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

რატომ შევეიცარია? შვეიცარიული საათი მხოლოდ დროის მაჩვენებელი არ არის. გარდა იმისა, რომ საათი ვიზუალურ სიამოვნებას განიჭებთ, მის დიზაინში ასევე ასახულია თქვენი ხასიათი და მისწრაფებები. როდესაც მას ქართული სულისკვეთებით განმსჭვალავ, ნამდვილად შექმნის რაღაც იდეალურს და განსხვავებულს, რომელიც ნებისმიერი ადამიანის არსენალის განუყოფელი ნაწილია. ციკოლია გახლავთ ბრენდი, რომელიც აქტუალურობას არასდროს კარგავს.

ამგვარად, მიზანი რატომაც ამ ბრენდზე გავაკეთე არჩევანი გახლდათ ინოვაცია, რომელიც თანამედროვეობასთან და ისტორიასთან მიახლოებულ ბრენდს ქმნიდა. მისი ისტორია გვასწავლის, რომ განსხვავებული ადამიანები ქმნიან ეპოქას, ადამიანები, რომლებიც,,მედროვენი“ არიან, ყველა დროს ერგებიან, ცხოვრების დინებას მიჰყვებიან და არასდროს ნებდებიან. მათ იციან, რომ ყველა გამოწვევას უნდა გაუძლონ და თანამედროვე სამყაროში სინათლის სხივი შეიტანონ. ციკოლიამ ეს შეძლო,,,ტექნოლოგიების ეპოქაში“ რაღაც ახალი შესთავაზა მოხმარებელს, შვეიცარიულ -ქართულ ფესვებზე აღმოცენებული. ამ ბრენდის აღმოჩენამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ის გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო. დიახ, მე კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ,,ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა“ (თოლია ჯონათან ლივინგსტონი). ციკოლიას საათების ბრენდი ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც აჩვენებს არა მარტო დროს. ის განაგრძობს მეამბობოხეობას, რომელსაც მუდმივად წინსვლისკენ მივყავართ. ციკოლია ნამდვილი ქართული ბრენდია, მინიმალიზმში და ლაკონურობაში რომ გამოხატავს რეალობას და საკუთარ სათქმელს. სწორედ ამიტომ, ის ამართლებს თავის სლოგანს – მინიმალიზმში გამოხატული ელეგანტურობა, რომელიც მის არქეტიპს ზუსტად შეესაბამება. ციკოლიას საათი ისტორიას ასახავს, მაჯაზე გადაშლილ ეპოქას.

ბრენდი რომელიც არასდროს არ ნებდება.

ციკოლია ქმნის ეპოქას, საქართველოს ისტორიის ამსახველი კადრების ფონზე.

გამოყენებული რესურსები:

https://business -partner.ge/biznesi/2 -tveshi -zviad -tsikolias -saatebis -khazs -qvelaze -dzviradghirebuli -modeli -daemateba

https://bm.ge/ka/article/zviad -cikolia -qartuli -saatebis -brendi -saertashoriso -saxels -imkvidrebs/10774

https://metronome.ge/story/41780

https://www.marketer.ge/tsikolia -wristwatch/

http://tsikoliawatches.com/?fbclid=IwAR3vgNS54hti7GLeGoiJvPp1vHoWeWOUg2oFcUCTIgjg5dvGUbza0EdAxn4

https://bpi.ge/qartuli -saatis -brendi -tsikolia -warmoebulia -shveicariashi/?fbclid=IwAR2QoH782ixTkdv3XWxRo77ij0xSOOeNn3rohQJOXvaAWAV6iMez -rRYk2o

https://fortuna.ge/fortuna -plus/show -archive/akhalgazrda -brendi -vart -magram -aswlovan -brendebs -vumklavdebit -chvens -bazarze -zviad -cikolia -sakutari -warmatebebis -shesakheb?fbclid=IwAR2QoH782ixTkdv3XWxRo77ij0xSOOeNn3rohQJOXvaAWAV6iMez -rRYk2o

http://kvira.ge/213803?fbclid=IwAR0dMICVlBddxuhnuBAWO1PPxQE -Axh5XlmJ -Ivs8oflcW8o5s6jOXMwlD8

https://indigo.com.ge/articles/tsikolia/

https://www.facebook.com/Tsikoliawatches
https://www.instagram.com/tsikoliawatches/

https://tsikoliawatches.com