შვეიცარიის ბრენდების არქეტიპებად  განხილვა

მსოფლიოს თითოეული კომპანია ცოცხალი ორგანიზმია.

კომპნიები იბადებიან, ვითარდებიან ,აყალიბებენ ბრენდებს , და მოღვაწეობენ მსოფლიო  ბაზრებზე. მათი სასიცოცხლო ციკლი ,რა თქმა უნდა, განსხვავებულია  ზოგიერთი მათგანი საუკუნეებია არსებობს, ზოგიც ახლად ჩამოყალიბდა. კომპანიებს ადამინების მსგავსად გააჩნიათ ინსტინქტები და იბრძვიან თვითგადარჩენისთვის. ის თუ რამდენახანს იარსებებს ესა თუ ის კომპანია კი დამოკიდებულია მის ჯანმრთელობაზე.

ეს ზოგადი მსჯელობაა, რომლის მიხედვითაც პარალელს ვავლებთ ადამიანსა და კომპანიებს შორის და ვამტკიცებთ , რომ კომპანია ცოცხალი ოგანიზმია. თუმცა, ეს კავშირი ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე უბრალოდ სასიცოცხლო ციკლით მსგავსება.

ცნობილმა ფსიქიატრმა კარ გუსტავ იუნგმა ჩამოაყალიბა არქეტიპების თეორია, რომლის მიხედვითაც არქეტიპები წარმოადგენენ უნივერსალურ თანდაყოლილი ფსიქოლოგიურ კონსტრუქციებს, რომლებშიც აკუმულირებულია კაცობრიობის გამოცდილება, ეს არქეტიპები წარმოდგენილია თითოეული ადამიანის გონებაში, როგორც კოლექტიური არაცნობიერი(სადაც ადამიანის მიერ საკუთრი თავის გააზრება მცირე და ბუნდოვანია) . ისინი მოიცავენ ჩვენი წინაპრების გარემოსთან ადაპტაციის გამოცდილების მემკვიდრეობას.

მარტივად, რომ ვთქვათ ეს არის ინსტინქტები, რაც ჩაბეჭდილია ადამიანის სულში და რომლის მიხედვითაც შემდგომში ადამიანი მოქმედებს. იუნგის თანახმად, არქეტიპები თავს იჩენს ადამიანის ცნობიერებში ისეთი არამატერიალური გზით როგორიცაა ოცნებება, ფანტაზა და ესთეტიური შემოქმედება .

იუნგმა ჩამოაყალიბა პიროვნულობის 12 ძირითადი ვარიაცია, 12 არქეტიპი.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ადამიანში მხოლოდ ერთი არქეიტიპი არის დომინანტური , რომელიც განსაზღვრავს ადამიანის აზრებსა და გრძონობებს. თუმცა ადამიანი რთული არსებაა შესაბამისად მასში დომინანტურთან ერთად სხვა არქეტიპებსაც მოიცავს.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ადამიანისა და კომპანიის სასიცოცხლო ციკლის მსგავსება, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ის ფაქტი იმსახურებს, რომ ადამიანის მსგავსად თითოეულ კომპანიას გააჩნია საკუთარი არქეტიპები.

შვეიცარიული ბრენდები

ჩვენ შევეხებით მსოფლიოში ცნობილ 5 შვეიცარიულ ბრენდს და განვსაზღვრით მათ არქეტიპებს.

Rolex

დღესდღეობით Rolex-ი ერთ-ერთი უმსხვილესი და თავისი პოპულარობით გამორჩეული მაჯის საათების მწარმოებელი კომპანიაა, ეს ბრენდი გამოირჩევა  უნიკალურობით, სილამაზით და, რა თქმა უნდა, დროის ჩვენების სიზუსტით. ამ ბრენდის თავისებურება იმაშია, რომ ორიგინალი Rolex-ი ძვირფასი ლითონებისაგან მზადდება და ის მორთულია ბრწყინვალე და თვალის მომჭრელი ბრილიანტებით.

1905 წელს ჰანს ვილსდორფმა და მისმა სიძემ ალფრედ დევისმა დაარსეს კომპანია “Wilsdorf and Davis” . იმ დროისათვის მათი ბიზნესი იყო Hermann Aegler Swiss მექანიზმების იმპორტირება ლონდონში. ისინი თავიანთი წარმოების მაჯის საათებს ყიდდნენ იუველერების, რომლებიც შემდეგ მათ ასაღებდნენ როგორც თავიანთი წარმოებას.

1908 წელს ვილსდორფმა რეგისტრაციაში გაატარა ფაბრიკის ნიშანი “Rolex” შვეიცარიაში, მაშინ, როცა  მას უთხრეს რომ საჭირო იყო ისეთი სახელი, რომელიც თავისუფლად გამოითქმებოდა ნებისმიერ ენაზე და საათის სახეს კარგად წარმოაჩენდა

1926 წელს შეიქმნა მაჯის საათი Rolex – Oyster, რომელიც მსოფლიოს პირველი (hermetically-sealed) წყალგაუმტარი საათი იყო. ერთი წლის შემდეგ ვილსდორფმა სთხოვა ერთ-ერთ ახალგაზრდა მცურავს, მერსედეს გლეიტზე (Mercedes Gleitze) ინგლისის არხის გადაცურვა ისე რომ კეთებოდა Oyster – ი. არხის გადაცურვის შემდეგ გლეტზემ Oyster-ი წყლიდან უვნებელი ამოიტანა. ამის შემდეგ დორფმა გამოაქვეყნა რეკლამა Daily Mail – ის პირველ გვერდზე, რომელიც იტყობინებოდა Oyster – ის დებიუტისა და ძლევამოსილების შესახებ.

1931 Rolex-მა შექმნა პირველი ავტომატური საათი, როგორსაც ახლა ვიყენებთ. ამ საათმა ხალხი იხსნა მარადიული როტორისაგან, ეს იყო ავტომატურად მომართული მექანიზი, რომელიც საათს საშუალებას აძლევდა განუწყვეტლივ ემუშავა.

ბრენდირებული პროდუქციის ფასი საკმაოდ მაღალია.ბრენდის ზოგიერთი მოდელი იყიდება ზღაპრულად დიდ თანხად.Cosmograph Daytona- სთვის აუქციონზე “პოლ ნიუმენი” 17 მილიონ დოლარზე მეტს აძლევდა. ეს არის საათების ყველაზე მაღალი ღირებულება, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

არქეტიპი  როლექსის  ძირითადი არქეტიპი არის „მმართველი“. კომპანია ერთ-ერთი ლიდერია, როგორც შევიცარიის ისე მსოფლიო საათების ბაზარზე. მისთვის მიშვნელოვანია ის იმიჯი , რომლიც ძლევამოსილებასთან  და სიმდიდრესთან არის ასოცირებული.

Tissot

მარკა Tissot-ის ისტორია სათავეს 1853 წლიდან იღებს როდესაც მამა-შვილმა ტისოტებმა დააარსეს საათების კომპანია. ეს იყო პატარა საამქრო, სადაც თვითონ მფლობელები მუშაობდნენ. წარმოება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საიმპერატორო კარისგან ოფიცრებისათვის საათების დამზადების შეკვეთა მიიღეს.

Tissot- ის პოპულარულ კოლექციებში შედის:

  • T-Sport – მოდელები, რომლებიც ეძღვნება გარკვეულ სპორტებს;
  • T-Classic – კლასიკური დიზაინის მქონე პროდუქტები;
  • Touch Collection – უახლესი დიზაინები მრავალი მახასიათებლებით.

1971 წელს ტისოტმა  ისტორიაში პირველმა გამოუშვა საათი გამჭვირვალე კორპუსით,რითიც საფუძველი დაუდო Swatch ის დიზაინს.

1985 წელს ტისოტი შეუერთდა Swatch Group Ltd.-ს  რამაც მას საშუალება მისცა გაეგრძელებინა ინოვატორობა. ამის შემდგომ ტისოტმა გამოუშვა საათები გრანიტისგან (1985), პერლამუტისგან (1987) და ხისგან (1988).

არქეტიპი  ტისოტის არქეტიპი განსხვავდება მმართველი როლექსისგან. მოცემული ბრენდი არა სიძვირფასეზე არამედ ინოვციურობაზე აკეთებს აქცენტს. შესაბამისად მის არქეტიპად „გამომგონებელი, ხელოვანი“ უნდა მივიჩნიოთ, რადგან იგი ყოველთვის ცდილობს შექმნას ახალი იყოს კრეატიული.

Nestlé 

კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდია. მისი ერთნახევარი საუკუნის ისტორია შვეიცარიის ერთ პატარა ფრანგულენოვან დასახლებაში ბავშვთა კვების პროდუქციით დაიწყო, დღეს კი „ნესტლეს“ 2000-ზე მეტი სხვადასხვა პროდუქციის ბრენდი მთელს მსოფლიოში ვრცელდება.

ნესტლე ჩამოყალიბდა 1905 წელს, ძმები ჯორჯ და ჩარლ პეიჯების მიერ 1866 დაარსებული ანგლო–შვეიცარიული რძის კომპანიისა და ამავე წელს ანრი ნესტლეს მიერ დაარსებული Farine Lactée Henri Nestlé–ს (ანრი ნესტლეს რძის კომპანია) შერწყმის შედეგად. კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველი მსოფლიო ომის დროს, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს.

ბრენდის ისტორია მდიდარია საინტერესო ფაქტებით და შემთხვევებით. აი, რამდენიმე მათგანი:

„ნესტლე“ 1866 წელს იღებს დასაბამს, როგორც ინგლისურ-შვეიცარული შედედებული რძის წარმოება. წარმატებულმა მეწარმე ჰენრი ნესტლემ ყველაფერი მომავალზე ზრუნვით დაიწყო, – ბავშვთა კვების წარმოებით.  ამ დროს ევროპაში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებს, რომლებიც დედის რძით არ იკვებებიან, სიცოცხლის გაგრძელების უმცირესი შანსი აქვთ. 1867 წელს შვეიცარიის ქალაქ ვევეიში მცხოვრები ჰენრი ნესტლე ბავშვთა კვების ახალ ფორმულას შეიმუშავებს – ‘farine lactée’ (რძის ფხვნილი). ჩვილ ბავშვთათვის განკუთვნილი ფაფა ძროხის რძის, ხორბლის ფქვილისა და შაქრის შემადგენლობით მზადდებოდა და ბავშვებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ღირებულებებით ამარაგებდა. ამ წარმოებით დაიწყო „ნესტლეს“ ბრენდად ჩამოყალიბება

„ნესტლემ“ შექმნა პირველი ხსნადი ყავა 1938 წელს. კომპანია თავისი არსებობის მანძილზე ყოველთვის დიდ დროს უთმობდა ბიზნესში სოციალურ პასუხისმგებლობას. დღესდღეობით საქვეყნოდ ცნობილმა ყავის ბრენდმა „ნესკაფემ“ დასაბამი ბრაზილიაში აიღო ადრეულ 30-იან წლებში. . ამ ფორმულის შემუშავებით ბრენდმა ათასობით ბრაზილიელი ფერმერის ცხოვრება შეცვალა, – წარმოების ახალი პროცესით თავიდან აარიდა მათ მძიმე შრომა და დიდი რაოდენობით მოსავლის ნარჩენები.

1900 წლისათვის კომპანია ფლობდა ფაბრიკებს ამერიკის შეერთებული შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და გერმანიაში. 1905 წელს გაერთიანდა თავის ძველ მოწინააღმდეგესთან „ შედედებული რძის წამოების ანგლო-შვეიცარიულ კომპანიასთან“, 2005 წელს ფირმა ფლობდა 480 ფაბრიკას 86 ქვეყანაში და მსოფლიო კვების მრეწველობის ბრუნვის 2%-ს. ის არის მსოფლიოს ყველაზე ფიფი საწარმო ამ დარგში 99.20 მილიარდი დოლარის ბრუნვით. ნესტლეს დევიზი წამოადგეს „good food, good life”.

არქეტიპი  ნესტლეს არქეტიპი საკმაოდ საინტერესოა. იგი შეიძლება ჩავთვალოთ „მზრუნველად“. ნესტლე ძირითადად ბავშთა კვებაზე იყო ორიენტირებული, ბაშვებს კი ზრუნვა და სიყვარული ესაჭიროებათ. ნესტლეს არქეტიპს ხაზს უსვამს მისი ლოგოც.

კიტკეტი

კიტ-კეტი არის ნესტლეს ბრენდი, რომელიც მუდმივად ცდილობს სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს დღეს კიტ-კეტის მრავალი ვარიაციაა წარმოდგენილი.

კომპანია Nestlé-მ 19 იანვარს ვარდისფერი შოკოლადის KitKat გამოუშვა, რომელიც არ შეიცავს არც ქიმიურ ნივთიერებებს და არც სხვადასხვა დანამატებს. შოკოლადი ვარდისფერი კაკაოს მარცვლებისგანაა დამზადებული.

“ესაა ახალი გემო და ახალი გამოცდილება. შოკოლადი ნატურალურად წითელი კაკაოს მარცვლებით დამზადებული და კენკრის სურნელი აქვს” – ამბობს ნესტლე.

მას შემდეგ, რაც კიტკეტის გაყიდვა 50%-ით გაიზარდა, 2010 წელს, ნესტლემ იაპონიაში ახალი ქარხანა გახსნა და სხვადასხვა გემოს კიტკეტებზე მუშაობდა.იაპონიაში შოკოლადები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარია. 2016 წელს, ნესტლე კიტკეტის შოკოლადებს იმ სტუდენტებს ჩუქნიდა, რომლებიც სახლისგან შორს ცხოვრობდნენ. ასე ეხმარებოდა კომპანია მათ გამოცდებისგან მიღებულ სტრესის შემსუბუქებაში.

არქეტიპი კიტ-კეტის არქეტიპის განსაზვრა მარტივი არ არის. მის განსაზღვრასი გამოვიყენოთ ბრენდის დევიზი : „გაქვს შესვენება, მიირთვი კიტ-კეტი“ . შეიძლება ვთქვათ, რომ კიტ-კეტს აქვს პრეტენზია იყოს ადამიანების  ყოველდღიურ ცხოვრებაში. „რეგულარული“(member)  ასე შიძლეა ვუწოდოთ მის არქეტიპს.  კიტ-კეტის არქეტიპი ვლინდება მის რეკლამებშიც. მათში ხაზი აქვს გასმული იმ ფაქტს, რომ კიტ-კეტის დაგემოვნება ადამიანს ენერგიით ავსებს და გონებას ხსნის.

Nescafé

ნესკაფე – ხსნადი ყავის ბრენდია ნესტლესგან. სახელწოდება წარმოადგენს სიტყვა Nestlé–სა და café-ს სიტყვათშეთანხმებას. 1930 წელს, ბრაზილიამ კომპანია ნესტლეს მიმართა თხოვნით, რომ მოეძებნა ყავის მარცვლების შენახვისა ინდუსტრიულად დამუშავების გზა. მრავალი წლის ნამძილზე, ბრაზილიას მწვანე ყავის გადამუშავების პრობლემა აწუხედბა. სათანადო ტექნოლოგიების ნაკლებობის გამო, ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ყავა იკარგებოდა მარცვლის გამოშრობისა და გადამუშავების შემდეგ.

მაქს მორგენტალერი და მისი კოლეგა ვერონ ჩაპმენი შვიდ წელზე მეტი მუშაობდნენ, რათა შეექმნათ ე. წ. „ყავის კუბები“, რომელიც შეინარჩუნებდა ყავის მარცვლის ყველა თვისებას, ამავე დროს დიდხანს შეინახებოდა და წყლის დასხმის შემდეგ, დასალევად ვარგისი გახდებოდა.

1938 წლის 1 აპრილს, ნესკაფე პირველად დამზადდა ტექნოლოგიურ პირობებში. წარმოება დაიწყო შევიცარიის ქალაქ ორბში, რომელიც ვევეში მდებარე ნესტლეს სათავო ოფისიდან 50 კმ–ში მდებარეობდა. სულ მალე, ნესკაფემ მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა.

ბევრ ენაში, სიტყვა „Nescafé“ ზოგადად ხსნადი ყავის აღმნიშვნელი გახდა.

არქეტიპი

თუკი კიტ-კეტს აქვს პრეტენზია გახდეს „რეგულარული“(member), ნესკაფეზე შეიძლება ითქვას, რომ იგი უკვე დიდი ხანია არის შეჭრილი ადამიანების ცხოვრებაში. ბევრი ადამიანისთვის ხომ ყოველი დილა ნესკაფით იწყება.

ავტორები: ანი დავითაშვილი ნინო ბაგაური