SAVE – ახალი მარკეტინგული სტრატეგია

როგორი უნდა იყოს თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგია? ციფრული ერის წარმატებული მარკეტოლოგები ქმნიან ისეთ მარკეტინგულ სტრატეგიას, რომელიც ორ კრიტიკულ საკითხს ითვალისწინებს: პირველ რიგში, ისინი მომხმარებელს თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრში აყენებენ. მეორე რიგში, კი მათ გლობალურ მასშტაბს სძენენ. ამ სტატიაში უფრო დაწვრილებით გაგიზიარებთ იმას, თუ როგორ ხორციელდება თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგია და როგორ შეუძლიათ კომპანიებს მისი ეფექტურად გამოყენება.

თანამედროვე მარკეტინგულმა სტრატეგიებმა უნდა მომხმარებელი ყველაფერზე წინ დააყენონ.

მარკეტინგის კურსდამთავრებულებმა იციან ოთხი P-ის მეთოდის შესახებ: Price – ფასი, Product – პროდუქტი, Promo – პრომოცია და Place – მდებარეობა. ესენი ყოველი მარკეტინგული სტრატეგიის აუცილებელ კომპონენტებად ითვლებიან, მაგრამ ციფრულ სამყაროში მომხმარებლები მუდმივად ვითარდებიან. ოთხი P-ს მოდელი ასახავს კომპანიაზე ორიენტირებული ფიქრის მეთოდს და წყვეტს იმას, თუ როგორი კომუნიკაცია ექნება ბიზნესს მომხმარებლებთან. თანამედროვე მარკეტოლოგები კი სხვაგვარად მუშაობენ.

სწორედ ამ მიზეზთა გამო “ოთხი P” გარდაიქმნა SAVE მოდელად. ამ მოდელის მეშვეობით პროდუქტი – Solution, ადგილი – Access, ფასი – Value, ხოლო დაწინაურება Engagement ხდება.

ეს ოთხი ტერმინი აბრევიატურა SAVE-ს ქმნის – მექანიზმს რომელიც მარკეტოლოგებს მათი მომხმარებლების ცენტრში დაყენებაში ეხმარება. მომხმარებელი მარკეტინგული კომპანიის სტრატეგიის გულში უნდა იყოს.

გლობალური მარკეტინგი ადგილობრივი მომხმარებლების პრობლემების მოგვარებაშიც გვეხმარება.

რადგან უკვე ავხსენით თუ რატომ უნდა იყოს თქვენი მარკეტინგული სტრატეგია მომხმარებელზე ორიენტირებული, გავეცნოთ იმასაც თუ როგორ შეგვიძლია იგი, ადგილობრივი მომხმარებლებისათვის, გლობალური მასშტაბის გავხადოთ. როგორ შეგიძლიათ შექმნათ ისეთი მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც თქვენს ბიზნესთან ერთად გლობალური მასშტაბით განვითარდება? სინამდვილეში ეს საკმაოდ ადვილია: ადგილობრივი მომხმარებელი თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრში უნდა დააყენოთ.

მოდით, უფრო დეტალურად გავეცნოთ 4 P-ის ან SAVE მოდელის გამოყენების შედეგებს გლობალურ მარკეტინგში. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია რამოდენიმე მაგალითი:

ამრიგად, თანამედროვე მარკეტინგულმა სტრატეგიამ შემდეგი ორი რამ უნდა გაითვალისწინოს: თქვენი კომპანია მომხმარებელზე უფრო ორიენტირებული გახადოს და განაპირობოს გლობალური მასშტაბურობა.

ნატალი კელი