კომპანია “Tesla” პიტერ დრაკერის 5 სასიკვდილო ბიზნეს ცოდვის მიხედვით IV

IV

მოდით რამდენიმე სიტყვით ჩვენც მიმოვიხილოთ ტესლას პრობლემები.

დაბალი აწყობის ხარისხი

სურათი 69 Tesla – დაბალი აწყობის ხარისხი

დავიწყოთ იმით, რომ ტესლას აწყობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. ხშირად შენიშნავთ ასეთ დისონანსურ სურათს, რაც ზემოთაა გამოსახული. თუმცა აწყობის ხარისხი რომ გამაღიზიანებელია , მხოლოდ ამით არ მთავრდება ეს პრობლემა. ამის გარდა იმ შემთხვევაში თუ მანქანას რამე დაუზიანდა და მისი შეკეთება მოგინდათ ეს ძალიან ძვირი ჯდება. ალბათ იტყვით, რომ სწორედ ამისთვის არსებობს დაზღვევაო, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ტესლას დაზღვევა საკმაოდ ძვირი ჯდება, დაახლოებით 1602-დან 4143 დოლარამდე მერყეობს.

მოვლის მაღალი ხარჯები

სურათი 70 Tesla მოვლის მაღალი ხარჯები

EV-ის ყიდვის მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფრაგმენტი არის მოლოდინი, რომ ის დაზოგავს თქვენს ფულს მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ ტესლას არ სჭირდება ზეთის შეცვლა, ან ზეთის ფილტრები, ტესლა მძღოლებს ურჩევს ინვესტირება განახორციილონ ტექნიკურ საკითხებში, რაც მოიცავს ავტომობილის საფუძვლიან შემოწმებას ყოველ 12000 მილში.

ფასები განსხვავდება მანქანის წლისა და მოდელის მიხედვით, ასევე, თუ რომელი კონკრეტული გეგმის მიხედვით აირჩევს მძღოლი, მაგრამ დამოუკიდებელი ინსპექტირება მერყეობს $475-დან $750-მდე ყოველ ვიზიტზე (რემონტის გარეშე). ოთხწლიანი მოვლის გეგმა დაახლოებით $2,500 შეადგენს. გარდა ამისა საბურავებს უფრო ხშირად ესაჭიროებათ გამოცვლა, მანქანის წონის გამო და არც ბატარეა ძლებს სამუდამოდ.

სურათი 71 Tesla-ს საჭე

Tesla-ს რამდენიმე ახალ მფლობელს შეექმნა პრობლემები საჭის როტაციასთან დაკავშირებით. ამის გამო Tesla იძულებული გახდა დაებრუნებინა 40 000-ზე მეტი მანქანა, რომლებსაც იგივე პრობლემა სჭირდა. რომ დავფიქრდეთ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მართვისას ამ პრობლემის გამოკვეთა შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.

კონფიდენციალურობის პრობლემა

სურათი 72 Tesla Privacy

Teslas წარმოუდგენლად არის დაკავშირებული ინტერნეტთან და ციფრულ სამყაროსთან იმ დონემდე, რომ  პოტენციურად კომპანიას შეუძლია წინასწარ მოახდინოს პრედიქცია, თუ როდის აპირებთ მის მართვას და რა მარშრუტით. ილონ მასკი არ არის ცნობილი კონფიდენციალურობის პატივისცემით და მისი პირველი კომპანია, PayPal, სასამართლოშიც კი იყო ამის გამო. ალბათ მართლაც საინტერესოა რის გაკეთება შეუძლია თქვენზე ამხელა ინფორმაციით ადამიანს, რომელიც კაცობრიობისთვის ტვინის ჩიპის შექმნას ცდილობს.  იუმორით თუ მივუდგებით ტესლას მანქანა კრიმინალებს ნამდვილად არ გამოადგებოდათ.

Blind spot detection

სურათი 73 Tesla Blinde spot detection

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ძალიან ბევრ თანამედროვე ავტომობილზეა განთავსებული (როგორც ელექტროებზე ასევე სხვებზეც) არის ბრმა წერტილების ამოცნობის ფუნქცია. ეს საკმაოდ ეფექტიანი ფუნქციაა, რომელიც მძღოლებს მუდამ ეხმარება. ერთადერთი, რაც ტესლას განასხვავებს სხვა მწარმოებლებისგან, რომლებიც იყენებენ ბრმა წერტილების ამოცნობას, არის დეტექტორის განთავსების ადგილი.

ბრმა წერტილის ამოცნობა არ აფრთხილებს მძღოლებს საფრთხის შესახებ გვერდითი ხედვის სარკეებში, როგორც ამას მანქანების უმეტესობა აკეთებს. ამის ნაცვლად, სენსორულ ეკრანზე ჩნდება შეტყობინება. ეს საკმაოდ აბნორმალურად გამოიყურება, რადგან სწორედ იმ მომენტში, როცა მძღოლი ფიქრობს, რომ სარკეებს უნდა შეხედოს, მანქანა აიძულებს ეკრანს უყუროს.

ძველი ბატარეების გამოცვლის პრობლემა

სურათი 74 Tesla ძველი ბატარეების გამოცვლის პრობლემა

მიუხედავად იმისა, რომ EV-ს დატენვა საკმაოდ იაფია, Tesla-ს რომელიმე ნაწილის გამოცვლის ღირებულება საკმაოდ მძიმე  ტვირთია მძღოლებისთვის. მაგალითად, თუ მოდელი 3-ისთვის ახალი ბატარეის ყიდვა მოგიწევდათ, ბაზა ეღირება დაახლოებით $9,500-დან $16,000-მდე დაგიდჯებოდათ, გააჩნია დაბალი გაფართოების დიაპაზონით შეიძენდით თუ მაღალით.

დილერების პრობლემა

სურათი 75 Tesla დილერების პრობლემა

Tesla-მ ახლახან დაიწყო სერვის ცენტრების გახსნა იმ ადგილებში, სადაც დიდი მოძრაობაა, მაგრამ დილერების იდეა Tesla-სთვის წარსულის კონცეფციაა. ტრადიციული ავტომობილების მწარმოებლებისგან სრულიად განსხვავებული ბიზნეს მოდელის მიხედვით, Tesla ყიდის თავის მანქანებს პირდაპირ თავის მომხმარებლებს. ეს რა თქმა უნდა ტესლასთვის არაა პრობლემა თუმცა მათი რაოდენობიდან გამომდინარე მომხმარებლებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ავტოპილოტის პრობლემები

სურათი 76 Tesla ავტოპილოტის პრობლემები

 Tesla-ს ავტოპილოტი ხშირად უქმნის მის მძღოლებს სიცოცლისთვის საშიშ სიტუაციებს, რადგან  მათ ძინავთ, კითხულობენ ან მუშაობენ ავტომაგისტრალზე. მიუხედავად იმისა, რომ ტესლა უახლოვდება ინსტრუმენტებს, რომელთა დახმარებითაც ამ პრობლემის ოპტიმიზაციას მოახერხებს მძღოლები მაინც ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ საჭესთან.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ტოტალურად ავტონომიური მანქანა იქნება პრეამბულა ახალი,უსაფრთხო სამყაროსი სადაც მანქანის მართვას AI გადაიბარებს, რომელიც ადამიანზე რამდენიმე მილიარდჯერ უფრო ჭკვიანი არსებაა დღევანდელი მონაცემებით.

ცივი ამინდისა და ბატარეის ნეგატიური ურთიერთობა

სურათი 77 Tesla ცივ ამინდში

 ცივი ტემპერატურა ხელს უშლის ბატარეის რეგენერაციას იმ სიჩქარით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, რაც ზღუდავს აქსელერაციის დროს. ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ ტესლას მფლობელისთვის მერწმუნეთ, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთია.

სანდრო მაისურაძე და მარიამ თვარაძე, IBSU