რატომ დატოვა 5G memo-ს გამო თეთრი სახლი გენერალმა სპალდინგმა

გენერალი რობერტ სპალდინგი ანალიტიკოსია, იგი მიხვდა რომ ჩინეთის მიერ შემოტანილი 5G ინტერნეტი არის ის, რაც ამერიკის მსოფლიო ჰეგემონიას ეჭვის ქვეშ აყენებს. შესაბამისად რობერტმა შექმნა დოკუმენტი და ღია განაცხადი გააკეთა ამის შესახებ. ის საბოლოოდ, 5G-ის ქსელთან დაკავშირებით, ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა. იგი დაითხოვეს. მაგრამ იყო კი ეს დათხოვება რეალური შერისხვა თუ ახალი ანალიტიკური ბრძოლის ველის დასაწყისი?

რამდენჯერმე გადახედილი წინადადება სამთავრობო 5G ქსელის შექმნაზე არაპროგნოზირებად პოლიტიკურ შედეგებამდე მიგვიყვანს. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Washington Post-ს დაუდასტურა, რომ 5G ქსელის შექმნის მემორანდუმის ავტორმა, ბრიგადის გენერალმა Robert Spalding-მა ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის საბჭოს მთავარი დირექტორის პოსტი დატოვა და სამხედრო-საჰაერო ძალებში დაბრუნდა. როგორც ინსაიდერი ამტკიცებს, ის არ გაუნთავისუფლებიათ, გადაყვანა ინფორმაციის გაჟონვამ გამოიწვია. საბჭომ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ნაწილობრივ იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ Spalding-ის ჩინური 5G-ს პრობლემის წარმოჩენა “მისი სტატუსის ფარგლებს გასცდა” თეთრ სახლში, ბრიგადის გენერალის ყოფნის ბოლო დღე 31 იანვარი გახდა, ანუ Axios-ში მემოს გამოჩენიდან 3 დღის შემდეგ. Spalding-ს, ოფიციალური ბრალდება არ წაუყენეს, ამიტომ თავისუფლად გადავიდა სპეციალობიდან გამომდინარე სამსახურში.

ცნობილია, რომ გენერალი ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებელი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს ეს შემთხვევა განსაკუთრებულია. ცნობების მიხედვით, ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან, გენერალი ამ საკითხის პრომოციაში “საკმაოდ აგრესიული” იყო, სათათბირო პროცესის გვერდის ავლით იდეას ფართოდ და ეფექტურად ავრცელებდა. სავარუდოდ, ზოგიერთი ჩინოვნიკი მას, ამგვარი ქმედების გამო, ირიბად ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც თეთრმა სახლმა იდეის განხორციელება გვერდზე გადადო, ხოლო კომუნიკაციის ფედერალური კომისიის თავმჯდომარემ კონცეფცია უარყო. თქვენ შეიძლება შემეკამათოთ, რომ იდეა თავიდანვე ცუდი იყო. თუ საქმე აქითკენ წავიდა, მაშინ კერძო ოპერატორებს უპირატესობა უკვე აქვთ. სავარაუდოდ, ისინი კომუნიკაციის ფედერალური კომისიის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ – ან დაბლოკონ გეგმა ან დაჟინებით მოითხოვენ პროცესში ჩართვას.

მაგრამ ისმის ამგვარი კითხვა, რატომ „იჩხვლიტება“ ჩინელების მიერ 5G-ს პროგრამა ასე ძალიან?

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა