5 გზა, რომელიც თქვენი კონტენტ მარკეტინგის კამპანიას შეაფერხებს

გსურთ, სოციალური არხებით, სადაც საკუთარ კონტენტს ავრცელებთ, მეტი ყურადღების და ნაკადის მოზიდვა?

რათქმაუნდა, გსურთ.თუმცა, სოციალურ ქსელებში თანამედროვე კონტენტ მარკეტინგის და კამპანიების შემუშავება და ეფექტური მართვა სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი რთული. ახალი ათწლეულის დასაწყისში მარკეტოლოგები ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული და ღრმააზროვანი სტრატეგიების რეალიზაციისას სირთულეებს განიცდიან – კერძოდ, კონტენ მარკეტინგის და სოციალური მედიის გაერთიანებიას. არასოდეს იყო და არასოდეს იქნება საკმარისი კონტენტის უბრალოდ შეგროვება და სტანდარტული სოციალური ქსელების მეშვეობით ქაოსურად გაზიარება. ფაქტიურად, გამომდინარე იქიდან, რომ სულ უფრო მეტი ორგანიზაცია უფრო და უფრო მეტ კონტენტს ქმნის, საიმედო სტრუქტურისა და პროცესის უზრუნველყოფაზე დროის გამოყოფა მნიშვნელოვანი ხდება.

ქვემოთ მოყვანილია თქვენი კონტენტ მარკეტინგის და სოციალური ქსელების შემაფერხებელი 5 მეთოდი: ესენი ტიპიური ხაფანგებია, რომელსაც ორგანული ან ფასიანი კონტენტის საფუძველზე მრავალარხიანი კამპანიების აგორებისას მარკეტინგის განყოფილება აწყდება.

  1. თქვენი გამორჩეული კონტენტი არავის გაუზიაროთ

კონტენტ მარკეტინგის გარშემო უახლესი და მიმდინარე ხმაურის გათვალისწინებით, ადვილია ვივარაუდოთ, რომ გამარჯვებისაკენ გზა უბრალოდ დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი, გამორჩეული კონტენტის შექმნის დაწყებასა და გაზიარებაზე გადის.

თუმცა, უზარობაა ნებისმიერი დონის კონტენტის შექმნა, თუ არ არის საკმარისი დრო დახარჯული იმის განსაზღვრაზე, ვინ გამოიყენებს კონტენტს და სად შეიძლება ამ აუდიტორიის ნახვა. ნებისმიერი წარმატებული კონტენტ კამპანიის დაგეგმვის და შემუშავების პირველი აუცილებელი ნაბიჯი უნდა გახდეს აუდიტორიის ყოველმხრივი პერსონების შექმნაზე კონცენტრაცია.

განსაზღვრეთ, ვინ გსურთ წაიკითხოს, მოაწონოთ თავი და გაუზიაროთ თქვენი კონტენტი.

  • როგორია მათი სიმპატიები, ანტიპატიები და ემოციური დეტონატორები?
  • რომელ კითხვებზე სურთ პასუხების მიღება?
  • სად და როდის არის შესაძლებელი ამ ადამიანების პოვნა, რომლებიც ინტერნეტში კონტენტს მოიხმარენ?

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, ვინ და სად არის თქვენი აუდიტორია, მათი ნდობის მოპოვებაზე, აუცილებელია დროის მნიშვნელოვანი ნაწილის დახარჯვა. თუ გაცხადებული მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი აუდიტორიის წევრებს უყვარდეთ აზიარებდნენ და სხვა გზით მხარს უჭერდნენ თქვენს კონტენს (და, შესაბამისად ბრენდს), ისინი უნდა დაარწმუნოთ, რომ მართლაც ის ავტორიტეტი ხართ, რომლისკენაც ისწრაფვით.

აუტიდიტორიის შექმნის ერთი სტრატეგია მდგომარეობს:

  • თქვენ სივრცეში ინფლუენსერის გამოვლენა/მიდევნება.
  • მათთან ჩართულობა.
  • მომავლის იმედით გაუზიარეთ თქვენი კონტენტი.

რა საკვირველია, ნებისმიერი ნდობით აღჭურვილი ურთიერთობა განვითარებისათვის საკმარისს დროს მოითხოვს.

დროთა განმავლობაში, თუ სხვები იგრძნობენ, რომ თქვენი კონტენტი ფასეულია ან რაღაცნაირად საინტერესო, ისინი თქვენთვის საჭირო შეფასებას ლაიქების, კომენტარების, გაზიარების ან დაკლიკვით გამოხატავენ.

  1. გაზიარება გაართულეთ

თავად კონტენტის მომხარებლისა და მოყვარული/გამზიარებლის, მტკივნეული საკითხია ის,რომ ადვილად არ შემიძლია გავაზიარო რაც წავიკითხე, რაც ჩემი აზრით სარგებელს მოუტანს ზოგიერთ ჩემ მიმდევარს. ბლოგებში ან კონტენტის სხვა შაბლონებზე გაზიარების კარგად ხილვადი ღილაკები უბრალოდ მოცემულობაა და ხშირად არსად არ ჩანან. არის რამდენიმე ხელმისწავდომი პროგრამული გაფართოება, რომელიც მკითხველებს ციტატების ან ტექსტის სხვა გამოყოფილი ფრაგმენტების, უშუალოდ პოსტიდან გაზიარების საშუალებას აძლევს.

მაშინ, როდესაც კონტენტში მივესალმები გაზიარების ღილაკის არსებობას, მე უკმაყოფილო ვარ შეტყობინების სათაურის, ავტორის მიმართვის და/ან შეტყობინებაში ბრენდის ანგარიშის მართვის არ არსებობით, რომელთა გაზიარება სოციალური ქსელებით ხორციელდება. როგორც წესი, ეს პროგრამული გაფართოების პრობლემას წარმოადგენს.

რატომ არ სურს ბრენდს ან ავტორს საერთო კონტენტში საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის ჩართვა, თუ მათ ძირითადი მიზანი საკუთარი აუდიტორიის შექმნაა?

რა საჭიროა კონტენტის გამოქვეყნება, თუ ის, ფაქტიურად ანონიმურად გამოიყენება?

ამასთან დაკავშირებით, თუ თქვენ თქვენ კონტენტში დარწმუნებული ხართ, მზად ხართ გააზიაროთ, მაშინ რატომ არ უნდა კითხოთ?

არ მოგერიდოთ საკუთარ პოსტებში მოწოდებების ჩართვა. თუ, მართლაც დაამყარეთ ნდობაზე აგებული ურთიერთობები და შექმენით კონტენტი, რომელიც სხვებს სარგებელს მოუტანს, გააგრძელეტ და მოუწოდეთ თქვენს მკითხველებს – „გადასცენ სხვებს“

  1. შეტყობინების გაგზავნა, რომელსაც თანმიმდევრულობა აკლია.

შესაძლოა საღი აზრია, მაგრამ ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონტენტ გუნდები მიმოფანტულია (მაგალითად, სოციალური გუნდი, ბლოგის კონტენტის გუნდი) სოციალურიდან პირველად კონტენტზე შეტყობინებების გაცვლის ლოგიკურობა შესაძლოა დამახინჯდეს.

კერძოდ, გამოქვეყნებამდე ერთი ადამიანმა ან ჯგუფმა უნდა განიხილოს სოციალური შეტყობინებები და კონტენტი, რომელსაც ისინი, ბგერის, საკვანძო სიტყვების, ჰეშტეგებით და აქტივობებზე მოწოდების კუთხით თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად მიმართავენ.

თუ მათგან რომელი სინქრონიზირებული არ არის, მაშინ მომხარებლები გაურკვევლობაში ან გაღიაზიანებული რჩება, ვინაიდან დაკარგა დრო, დააჭირა ღილაკი ერთ შეტყობინებაზე, შემდეგ დაინახა სხვა ან ის რასაც არ ელოდა.

თუ მსგავსი ხშირად განმეორდება, ბრენდი ნდობას და ავტორიტეტს დაკარგავს, რომელსაც თქვენ ჯიუტად ავითარებდით.

  1. ყველა არხზე ერთი და იგივე შეტყობინების გამოყენება

არსებობს სოციალურ ქსელში გავრცელების რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც მარკეტოლოგებს რამდენიმე არხზე ერთი და იმავე კონტენტისთვის ლინკების გაცვლაში დროის ეკონომიის საშუალებას აძლევს.

რათქმაუნდა, ამგვარი ეფექტურობა მისასალმებელია და ფინანსური კუთხით გამართლებულია, მის მიღწევა სწორი აუდიტორიისათვის სწორი შეტყობინებების მომზადების ხარჯზე არ შეიძლება.

თუ შეიძლება, არ ამოჭრათ და არ ჩასვათ ერთი და იგივე შეტყობინება ყოველ არხში. ყოველ ბრენდს რამდენიმე მომხმარებელი ყავს, რომლებიც მათ ყველგან თან დაყვებიან. ეს უბრალოდ კარგი სანახავი არ არის. ყოველი სოციალური ქსელი კონტენტს თავისებურად აწვდის და როგორც ასეთი, სხვადასხვა მომხმარებელს, რომლებიც კონტენტს სხვადასხვანაირად იყენებს, იზიდავს.

მაგალითად, Twitter-ის ფორმატი და ისტორია მოკლე და ლაკონური შეტყობინებების შექმნის საშუალებას იძლევა, მაშინ, როდესაც Facebook-ზე გრძელი და სიღრმისეული შეიძლება იყოს. Instagram და YouTube, რათქმაუნდა, გამოსახულებებით და ვიდეოთი იმართება, მაგრამ ტესტს, ეშთეგებს, ლიკებს და აქტივობებზე მოწოდებებსაც გვთავაზობენ, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. მაგალითის სახით Instagram გამოვიყენოთ – ორგანული პოსტის სტანდარტული სტიმულატორი გახდა „დაკლიკეტ ლინკი ბიო“, ვინაიდან ორგანული ლინკები აქტივიზირებული არ არის.

თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ჩართეთ დასახსომებელი ბრენდული, მოკლე ლინკი (მაგ., brand.com/offer), როგორც დაკლიკვის ალტერნატივა. სხვა სიტყვებით, რატომ არ ვისარგებლოთ „დავკლიკოთ ლინკი ბიო-ში ან ვეწვიოთ brand.com/offer-ს.”

შესაძლოა, ვერ დაინახოთ მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობა, რომლებსაც brand.com/offer-ზე ვიზიტი ემახსოვრებათ, მაგრამ იქნება ზოგიერთი, რომლებისთვისაც თქვენ შეტყობინებებში დამატებითი ბრენდინგის ჩართვა ხელს არ შეუშლის.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ, თითოეულ სოციალურ ქსელში გამოიყენებთ უნიკალურ, შესაბამისად დაფორმირებულ შეტყობინებებს, სადაც კონტენტს გააზიარებთ.

  1. ოპტიმიზაციისათვის საჭირო მონაცემების გამოყენების შეუძლებლობა

რასაკვირველია, ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის ზრდა, მარკეტოლოგების მიერ მხარდაჭერილი იქნა, რომლებსაც ანალიტიკის აუდიტორიის ჩართულობის და რთული ROI-ის ძიებაში შეეძლოთ გამოეყენებინათ.

არსებობს თითოეული შეტყობინების და თითოეული ლინკის ჩართულობის გაზომვის შესაძლებლობა, რომელიც ყველა არხისათვის საერთო, მაგრამ უნიკალურია. როგორც ადრე იყო აღნიშნული, უნიკალური ლინკებიც ბრენდებზე, კამპანიებზე შეთავაზებაზე და/ან არხზე სპეციალურადაა მორგებული (მაგ. brand.com/campaign-offer-channel).

ანალიტიკა რეალურ დროში მოქნილ მარკეტოლოგებს კონტენტის ეფექტურობაზე სწრაფად აღქმის და რეაგირების საშუალებას აძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ჩართული სოციალური არხები არის, როგორც ორგანული, ასევე ფასიანი. მრავალარხიანი კამპანიები ზედა დონეზე ყველა ჩართულობის ნახვას მოითხოვს. რაც უფრო სწრაფად განსაზღვრავთ, რა მუშაობს, და მეტ ყურადღებას დაუთმობთ რაც გაქვთ, უკეთესი იქნება. მოლოდინის დღეები, სანამ კამპანია არ დასრულდება, რათა გადაწყვიტოთ, როგორ გააგრძელოთ, დასრულდა.

ბონუსი

#5-თან დაკავშირებით, კონტენტის კამპანია არ სრულდება, როგორც კი კონტენტი გავრცელდება.

სოციალური მედიის ფესვები – საუბარია. თქვენი საწყისი პოსტები – უბრალოდ საუბრის დასაწყისია. განავითარეთ თქვენი აუდიტორია და ავტორიტეტი. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ურთიერთობენ თქვენ კონტენტთან, ყურადღება დაუთმეთ და მოიზიდეთ მკითხველი.

ზუსტად ასევე, სოციალურ ქსელებში ყურადღება მიაქციეთ და მისდიეთ ტრენდულ თემებსა და ჰეშთეგებს, სადაც ადვილად შეძლებთ ხარისხიანი კონტენტის წარდგენას, რომელიც ეს ესაა შექმენით.

ეშმაკი დეტალებშია

ნებისმიერი წარმატებული კონტენტ კამპანია ზუსტ სტრატეგიულ და ტაქტიკურ დაგეგმვას მოითხოვს – აუდიტორიის განსაზღვრიდან და შემუშავებიდან დაწყებული კონტენტის ეფექტურობაზე მონიტორინგით და მუდმივი ოპტიმიზაციით დამთავრებული.

როგორც ზემოთ არის აღწერილი, დეტალებზე შესაბამისი ყურადღების გარეშე, თქვენ, უბრალოდ დარჩებით მარკეტინგის შემთხვევით მოქმედებეთან – ყვირილი სიცარიელეში, პრაქტიკულად უშანსოდ, რომ თქვენი კონტენტს წაიკითხავენ, შეიყვარებენ, გააზიარებენ, დაკლიკავენ ან საძიებო სისტემები ინდექსირებას და რანგირებას გაუკეთებენ.

ამ შემთხვევაში, თქვენ ამაოდ დახარჯეთ უზარმაზარი დრო, ენერგია და ფული.

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა (Tracey Jones)