2020 წლის პრაიმერის პოლიტიკური ბრენდინგის მაგალითები დემოკრატიულ პარტიაში

ამერიკის 2020 წლის არჩევნების საფეხური ისტორიული იქნება. დახარჯული თანხებით, გამოყენებული მარკეტინგული და ბრენდინგის კონცეფციებით ეს არჩევნები გახდება ახალი სიტყვა პოლიტიკურ მარკეტინგში.

მიუხედავად იმისა, მზად ხართ თუ არა ამ სიახლისათვის, „ფრეშ“ პოლიტიკური კანდიდატების მთელი ნაკადი გაჩნდა, რომლებსაც თქვენი ხმა სჭირდება. ფაქტია, უკანასკნელი გამოთვლებით, დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის სურვილი 24 კანდიდატმა გამოსთქვა.

მათზე თვალყურის მიდევნება რთულია. მაგრამ, ჩვენი მოვალეობაა დავკავდეთ პოლიტიკის მარკეტინგით. ჩვენ აქ მათი ბრენდინგისთვის „ვარსებობთ“.

ყოველ წინასაარჩევნო სეზონზე პოლიტიკური ბრენდინგის ახალ ტალღას ვეჯახებით.

მოზღვავებული პოლიტიკური რეკლამა, პლაკატები გაზონებზე, ბანერები და სტიკერები ბამპერებზე. მართლაც, ბრენდის პოლიტიკურ იდენტობაში იმდენად ბევრი ელემენტია, რომ ერთ სტატიაში თითოეული მათგანის განხილვა რთულია.

ჩვენ გთავაზობთ ძირითად წესებს.

ჩვენ ვიცით, რომ ბრენდი უფრო მეტს მოიცავს , ვიდრე პოლიტიკის დიზაინი. ეს აგრეთვე სიტყვებია, რომელსაც ამბობთ, აქტივობები, რომელსაც ახორციელებთ, გავლენა, რომელსაც ადამიანებზე ახდენთ და სამყარო, რომელიც თქვენს გარშემოა.

პოლიტიკური ბრენდინგი მოიცავს იმასაც, თუ როგორც აღიქვამს საზოგადოება პოლიტიკურ ინდივიდს, „გმირს“ ან ორგანიზაციას, ასევე პოლიტიკურ კამპანიას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პოლიტიკაში, როგორც ბიზნესში, თქვენი ბრენდი არ არის ის, რასაც თქვენ ამბობთ, არამედ ის, რასაც რეალურად სხვები ხედავენ. ანუ განსხვავებით კარაქის ბაზრისაგან, პოლიტიკაში ბრენდს აშენებენ მასები, რომლებიც გისმენენ, ან სულაც გაფურთხებენ და შემდეგ გისმენენ დედის გინებით მაგრამ შემდეგ დადუმდებიან და მათ თვალზე ცრემლი აკიაფდება.

ვინაიდან, Crowdspring-ში ბრენდის ვიზუალურ იდენტურობაზე ვართ დასპეციალიზირებული, ვაპირებთ კონცენტრაცია მოვახდინოთ ბრენდის ელემენტებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ძლიერი ბრენდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან  ვცდილობთ დავაკვირდეთ ბრენდის ვებ ელემენტებს: ლოგოს და ვებ-გვერდის დიზაინს, სლოგანს და შემომსმვლელთა აქტივობას. ასევე გვაინტერესებს როგორია შემომსმვლელთა დარჩენა. თუ დარჩნენ ესეიგი ისინი გვენდობიან. Retention Rate – ანუ მომხმარებელთა დარჩენის და ნელ-ნელა ერთგულ ამომრჩევლებად გადაქცევის საკითხს ვსწავლობთ, მაგრამ ეს ქიმერაა. ამომრჩეველი შეიძლება ცუდ ხასიათზე ადგეს დილას და ყველაფერი შეიცვალოს, მან ხმა სხვას მისცეს. ამინდიც კი მოქმედებს ამომრჩეველზე.

წარმოიდგინეთ, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში 220 000 დიზაინერისაგან შემდგარი ჩვენი თემი მრავალ ადგილობრივ, სახელმწიფო და ნაციონალურ პოლიტიკურ კანდიდატს საარჩევნო კამპანიის ბრენდინგში დაეხმარა. დიზაინერი არის ადამიანი ვინც პოლიტიკური განწყობის დიზაინს არამარტო ქმნის არამედ ფიზიკურად განათავსებს. ამოწმებს, ჩართავს და აგმორჩავს. აკრიფავს და გადაიტანს სადღაც სხვაგან. იქაც განათავსებს. პოლიტიკური კამპანიის დიზაინერები პოლიტ მარკეტერს ემორჩილება. ეს “ჩათლახი” კი ამბობს:

  • რთულ გზაზე ბევრი იდეა გაგვიჩნდა. ასე რომ, საინტერესოა ვინ მოქმედებს სწორად? და ვინ არის რეალობას მოწყვეტილი?

გთავაზობთ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერზე  მარკეტოლოგების მიერ გამოთქმულ  შეხედულებებს: კანდიდატების უმრავლესობამ, რომლებიც დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდნენ, საკუთარი ბრენდინგისათვის არაეფექტურად მოიქცნენ. მათ ვერ გაიგეს რომ წარმატებით დიფერენციაციისათვის, შრომა და კონცეფცია იყო საჭირო. უმრავლესობა კანდიდატებისა იყო  „name in a box“ ანუ  ყუთზე სახელი და მხოლოდ ეს, არაფერი სხვა, არაფერი განსხვავებული, არაფერი საინტერესო და მიმზიდველი.

ჩვეულებრივ, ყველა ზემოთ-ჩამოთვლილ კანდიდატს მეტ-ნაკლებად პროფესიონალური გარეგნობის ლოგოები გააჩნდათ. მხოლოდ ცოტაოდენი ახდენდა კანდიდატის კონკურენტებისაგან ეფექტურ დიფერენციაციას. ასევე მათ არ ქონდათ ამერიკაზე გარკვეული ხედვა.  გახსოვდეთ, რომ ეს დაკვირვება არ ასახავს ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს – საქმე ბრენდინგშია.ზემოთქმულის გათვალისწინებით, განვიხილოთ დემოკრატი კანდიდატების ბრენდინგის კარგი და ცუდი მაგალითები.

 

ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ