რბოლა სასურსათო მაღაზიების მარკეტინგული კონცეფციის ახლებურად გააზრებისთვის: როგორ ცდილობს Amazon, Walmart და სხვები სავაჭრო სივრცეების დაპყრობას

მიმდინარე კვირას, სიეტლში Amazon-მა სუპერმარკეტის სტილში სავაჭრო სივრცე გახსნა. უკანასკნელი მიუთითებს, რომ სასურსათო ინდუსტრია დრამატულ სიღრმისეულ ცვლილებებს განიცდის.

ახალ კონცეფციაში “Amazon Go Grocery” 10.400 კვადრატული ფუტის ფართობის სუპერმარკეტისათვის Amazon Just Walk Out  (Amazon უბრალოდ დემონსტრაციულად წასვლა) ტექნოლოგიაა გამოყენებული. Go Grocery-ის მარაგები 5000 დასახელების პროდუქტისაგან შედგება, მ.შ. საქონლის ხორცი დანამატების გარეშე, რძის პროდუქტები, პურპროდუქტები და ორგანული პროდუქტები. ავანპოსტში წარმოდგენილია კერძო ბრენდები, მათ შორის ამაზონის საკუთარი ეტიკეტი: Amazon Whole Foods 365, აგრეთვე ადგილობრივი ბრენდები, აღსანიშნავია Amazon Go ორიგინალური ფორმატის მნიშვნელოვანი გაფართოება, რომელიც, როგორც წესი შედარებით ნაკლებ ფართობზეა (1500-დან 3000 კვდრ. მეტრი) წარმოდგენილი და შესაბამისად, ნაკლებ საქონელს შეიცავს (1000 დასახელება).

თვის დასაწყისში Bloomberg-მა, ოფიციალურ წარდგენამდე,  საშუალება მოგვცა გავცნობოდით  ლოს-ანჟელესის გარეუბანში, ვუდლენდ-ჰილზში შემუშავებულ მაღაზიის ახალ კონცეფციას: 33.000 კვ. ფუტის მაღაზია, სადაც, როგორც იტყობინებიან, Amazon Go-ს ტექნოლოგია გამოყენებული არ იქნება. მოსალოდნელია, რომ ეს ახალი კონცეფცია პროდუქტების ნაკლებად შემოსავლიან მომხმარებლებზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე Whole Foods-ია.

სასურსათო მაღაზიების გამოცდილების გააზრების საკუთარ ძალისხმევებში Amazon მარტო არ არის: პროდუქტების სახლში მიწოდების შესამსუბუქებლად, მომხმარებლების მომსახურების ავტომატიზირებული ცენტრების შექმნის მიზნით, Kroger-ი ბრიტანულ სურსათით მოვაჭრესათან Ocado-თან თანამშრომლობს. “Restock Kroger”-ის ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული პირველ ობიექტს წარმოადგენს 335.000 კვადრ. ფუტის ფართობის, რობოტექნიკით ავტომატიზირებული შეკვეთების შესრულების ცენტრი, მონროში, ოჰაიოს შტატი. როგორც იტყობინებიან, ცენტრის მშენებლობა 55 მილიონი დოლარი დაჯდა. Kroger განცხადებით, ეს პარტნიორობა მას საშუალებას მისცემს „აშშ-ში დაინერგოს ელექტრონული კომერციის, განხორციელების და ლოჯისტიკის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიები და მომხმარებლებს ახალი საკვები მიეწოდოს სწრაფად, ვიდრე ოდესმე ეს იყო შესაძლებელი“.

მაშინ, როდესაც Whole Foods, Walmart და Kroger-ი სურსათის ადგილობრივ ციფრულ მოვაჭრეებთან, როგორიცაა Peapod და Fresh Direct-ი, ციფრული შეკვეთების მიღების და მიწოდების სფეროში კონკურირებენ, ბუნდოვანია, გაიმარჯვებს თუ არა აშშ-ში მიწოდების მსგავსი მოდელი.

სახლში მიწოდების ერთიანი ეკონომიკა რთული ამოცანაა, ვინაიდან მალფუჭებადი პროდუქტები, რომელიც, როგორც წესი, „წერტილიდან-წერტილში“ მიწოდებას ითხოვს, განსხვავებით უფრო ეკონომიური მარშრუტიდან, რომელსაც UPS-ის მძღოლი ჩვეულებრივი პროდუქტებისათვის იყენებს, საცალო მოვაჭრეებისაგან პროდუქტის გაყინვის ჯაჭვის ხელშეწყობას მოითხოვს. პუნქტიდან პუნქტში მიწოდების ღირებულება განსაკუთრებით მაღალია ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ სასოფლო-სამეურნეო რაიონებში. განსხვავებით ჩვეულებრივი საქონელისაგან, მალფუჭებადი პროდუქტების ზღურბლზე დატოვება არ შეიძლება, ამიტომ მიწოდების დრო მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, ანუ როდესაც ვინმე სახლშია.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად, სამ ქალაქში: პიტსბურგი, კანზას-სიტი და ვერო-ბიჩში, Walmart-ი  პროდუქტების უშუალოდ მომხმარებლების სახლში – და მაცივრებით – მიწოდების პროგრამას პილოტირებს.

სხვა საცალო მოვაჭრეები არა მიწოდებაზე, არამედ “pickup instead” -ზე ანუ – პიკაპ ტროტუარზე არიან კონცენტრირებულები. ამ თვეში Ahold Delhaize USA გეგმავს დახუროს საკუთარი პროდუქტების ქსელის Peapod online delivery შუადასავლეთის განყოფილება და Peapod-ის ციფრულ შეკვეთებზე მოთხოვნა აღმოსავლეთ სანაპიროს 7000 დაკლიკე-და-მიიღე ლოკაციაზე გააკეთოს. ამასთან, Walmart-მა პიკაპ ტროატუარზე – საკუთარი შეთავაზებების წრე გააფართოვა. ამჟამად, Walmart-ის 3570 სუპერცენტრიდან 3000 პროდუქტების ონლიან-მოიწოდებას სთავაზობს (შედარებით 1600-ს მაღაზიასთან, რომლებსაც სახლში მიწოდების შეთავაზებები აქვთ).  სურსათი ტროტუარზე მიმდინარე წლის პირველ სუპერ ბოულზეც რეკლამის სახით იქნა ნაჩვენები.

უნდა გითხრათ რომ ინოვაცია სახელწოდებით – ონლაინ პიკაპი, უკანასკნელი წლების განმავლობაში ელექტრონული კომერციის ზრდის ძირითადი ფაქტორი გახდა, როგორც Kroger, ასევე Walmart-ის ცნობებით  სურსათი ტროტუარზე, როდესმე გატესტილ მომხმარებლების კმაყოფილების მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე მაღალია.

ტროტუარის პიკაპს მომხმარებლისათვის ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, მაგრამ მას საკვები პროდუქტების შეკრების ამოცანა საცალო მოვაჭრეზე გადააქვს. ზოგიერთი საცალო მოვაჭრე ამ ახალ პრობლემის ხარჯებს სამუშაო ძალაზე ანაწილებს, ტრადიციული სასურსათო მაღაზიების განლაგების ადგილებში შესრულების მცირე ავტომატიზირებული  ცენტრებით ტესტავს (ე.წ. მიკრო-შესრულების ცენტრები).

მაგალითად,  Walmart Alphabet-ი, რობოტის, რომელიც შეკვეთების სწრაფად და ეფექტურად შესრულების შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუირების მიზნით Alert Innovation-თან თანამშრომლობს. სისტემა ოპერირებს 20.000 კვადრ. ფუტის საკონტეინერო ფართობში, რომელიც არსებული მაღაზიის გვერდითაა განლაგებული, თაროებიდან გაციებული და გაყინული პროდუქტების მოსაძიებლად გამოყენებულია ავტომატური ურიკები. მოძიების შემდეგ Alphabot პროდუქტები ასისტენტთან მიაქვს, რომელიც მას ფუთავს და საბოლოო შეკვეთას აწვდის. წინა წელს, Walmart-მა. ნიუ-ჰემშირის შტატში, სალემში საპილოტე ადგილას დაიწყო მიკროგანხორციელების მოდელის ტესტირება.

ანალოგიურად, Albertsons-ი Takeoff Technologies-თან თანამშრომლობს, რათა საკუთარი, გადაწყვეტილებების micro-fulfillment მიკრო-განხორციელება ააგოს, საპილოტე ადგილად სან-ფრანსისკოს სამხრეთი ლოკაცია Safeway შეირჩა.

იტყობინებიან, რომ ვუდლენდ-ჰილზში Amazon-ის ჯერ კიდევ უსახელო სასურსათო მაღაზიის კონცეფცია Dematic-ის მიკრო-განხორციელების შესაძლებლობას შეიცავდა. მიკრო-განხორციელებისათვის ტიპიური გადაწყვეტილება დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ღირს, შეიცავს 15.000 SKU 10.000 კვადრ. ფუტის სივრცეში და შეკვეთების შესრულება 10-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ადამიანს. წინა წლის ბოლოს, საფონდო კვლევითმა კომპანიამ Jefferies Kroger-ის რეიტინგი შეამცირა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ კომპანიის Ocado შეკვეთების შესრულების მსხვილფორმატიანი ცენტრები აშშ-ს გეოგრაფიული ფაქტორის, აგრეთვე მიკრო-განხორციელებასთან კონკურენტების მიდგომის შესაბამისი არ არის.

ამავე დროს, ჩინეთში, ელექტრო კომერციის მძიმეწონოსნებმა Alibaba-მ და JD.com-მა შეიმუშავეს სასურსათო მაღაზიების კონცეფცია, უფრო ხისტი ციფრული და ფიზიკური ინტეგრაციით. Alibaba Hema მაღაზიები (“ჯანსაღი ბეგემოტი”ინგლისურად) მომხმარებლებს მთელი მაღაზიის გასწვრივ, პროდუქტებზე და რეცეპტებზე დეტალური ციფრული ინფორმაციის მისაღებად, შტრიხ-კოდების სკანირების Hema მობილური აპლიკაციის გამოყენების საშუალებას აძლევს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შესყიდვების სიას შეადგენს, მას შეუძლია იგივე სია განმეორებით შეუკვეთოს, სახლში უფასოდ მიტანის სერვისით. Hema მაღაზიებს, ჭერში საკონტეინერო ხაზი აქვს ჩაშენებული, ამიტომ შეკვეთების პროფესიონალ შემკრებებს საქონელის სწრაფად თავმოყრა შეუძლიათ. მაღაზია, ასევე სთავაზობს სალაროს მოლარის გარეშე და რობოტიზირებულ რესტორანს. მაღაზიების Hema ონლაინ შეკვეთები საერთო შეკვეთების 60%-ს შეადგენს.

Alibaba-ს კონკურენტი JD.com-მი საკუთარი ახალი კონცეფციით, რომელიც შეყიდვებისათვის ავტონომიურ სმარტ კალათას სთავაზობს, კიდევ „უფრო წინ გავარდა“. კალათა მაღაზიაში მომხმარბელს “ძაღლივით” თან დაჰყვება, მასში შედის პროდუცტზე ინფორმაციით სავსე ციფრული ეკრანი და რეკომენდაციები.

ისღა დაგვრჩა დაველოდოთ, საბოლოო ჯამში, რომელი ციფრული სასურსათო ექსპერიმენტები მოიგებს ამერიკელი მომხმარებლების გულებს. ამჟამად, ციფრული შეკვეთები აშშ-ს პროდუქტების ბაზრის მხოლოდ მცირე წილს შეადგენს – სასურსათო და სასმელი პროდუქტების გაყიდვების მოცულობის დაახლოებით 3,5% (ბაზრის კვლევის კომპანიის Forrester მონაცემების მიხედვით). მიუხედავად ამისა, საცალო მოვაჭრეები განაგრძობენ ციფრულ გადაწყვეტილებებში ინვესტირებას, ვინაიდან მოსალოდნელია გაყიდვების სწრაფი ზრდა. eMarketer მონაცემებით, სურსათი და სასმელები აშშ-ს ელექტრონული კომერციის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია. გასულ წელს გაყიდვებმა $22.63 მლრდ. შეადგინა, პროგნოზების მიხედვით კი 2022 წლისთვის გაორმაგდება.

Walmart-ი აშშ-ს სასურსათო ბაზარზე 1987 წელს შემოვიდა და 2001 წლისათვის ქვეყნის სურსათით ყველაზე მსხვილი მოვაჭრე გახდა. ამჟამად, სასურსთო ვაჭრობა სერიოზული რყევების ბურუსშია გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ სურსათით ვაჭრობა დაბალი მარჟის კატეგორიაში შედის, ამერიკელი საცალო მოვაჭრეებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელიწადში 700 მრდ. დოლარით სურსათი და სასმელები სამომხმარებლო ხარჯების მსხვილ დამოუკიდებელ კატეგორიას წარმოადგენს. არც ერთი მსხვილი კატეგორია ასეთ ხშირ ვიზიტებს და საფულის წილს არ ითხოვს, როგორც სურსათით ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, Walmart-სა და Amazon-ს შორის ბრძოლაში ციფრული სასურსათო მაღაზია მოგების აუცილებელი კომპონენტი ხდება.

 

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა (Tracey Jones)