პროსტიტუციის მარკეტინგი შეწყდა COVID 19-ის მიერ

საუკუნეების განმავლობაში  ურბანული ცენტრები მეძავეთა დიდი კონცენტრაციით გამოირჩეოდა. მეძავეები მუდამ აგრესიული მარკეტინგით აწვდიან თავის სერვისს მომხმარებელს. პროსტიტუციის ისტორია ცივილიზაციის ისტორიაა. ჰეროდოტე აღწერს ტაძრებს სადაც ყოველი უცხოელი  შედიოდა რათა მეძავეს ფასზე გარიგებოდა. ეს მეძავე კი ქალაქის მაცხვრებელი იყო და არა მონა. ჩვენ არ ვიცით რა აიძულებს თავისუფალ ადამიანს გაყიდოს თავისი სხეული. ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ამგვარ გარიგებაზე მრავალია:

  • ფსიქოლოგიური დაავადება, შიში, ფობია, სერვისის მიმწოდებლის და მომხმარებლის მხრიდანაც;
  • ეკონომიკური სარგებელი;
  • თავგადასავალის ძებნა.

მეძავეები გარდა ქალაქების ცენტრში თავმოყრისა თან დაჰყვებოდნენ დიდ არმიებს. ცნობილია რომ ფრანგმა მარშალმა ან დე ბურბონმა 10 000 მეძავე ქალი დაახრჩობინა მდინარეში რადგან ისინი გაფრთხილების მიუხედავად თან მისდევდნენ ფრანგულ ლაშქარს, რომელიც საომრად მიემართებოდა.

მეძავობასთან მიმართებაში მსოფლიოს სახელმწიფოები სხვადასხვა ურთიერთობებით გამოირჩევიან:

  • არიან სახელმწიფოები, სადაც პროსტიტუცია, სრულიად არის აკრძალული, და მეძავე კრიმინალია;
  • ზოგ სახელმწიფოში გვხვდება პროსტიტუციის მხოლოდ ნაწილობრივი აკრძალვა და შესაბამისად მხოლოდ სამართლებრივ ფორმებში მოქცეული პროსტიტუცია არის ნებადართული;
  • არიან სახელმწიფოები სადაც სხეულით ვაჭრობა სრულიად არის დაშვებული  რაც იმას ნიშნავს, რომ ბორდელები, როგორც სხვა ბიზნესები ისე  საქმიანობენ და იხდიან გადასახადებს.

აქედან გამომდინარე საქართველოში პროსტიტუცია თითქოსდა სრულიად არის აკრძალული, მაგრამ იგი ფარულად მაინც ყვავის. ამავე დროს საქართველოში გავრცელებული მეძავობა იატაკქვეშეთში, უკონტროლოდ ვითარდება და მას სახელმწიფო თითქოსდა ვერც ამჩნევს. საქართველოში ამ მხრივ პროსტიტუციას კარგი დასაყრდენი აქვს – იგი ხომ არ არსებობს. შესაბამისად COVID – 19 ქართულ ჩრდილოვან უგარყვნილეს პროსტიტუციას ვერაფერს დააკლებს, სანამ იგი მრავალ ადამიანს არ დააინფიცირებს, არა მარტო ვენერიული სენით, არამედ იმ დაავადებით რასაც ვუხანის კორონა ვირუსი ეწოდება.

აქ გვინდა შევეხოთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც პროსტიტუცია ერთ-ერთ წამყვან ბიზნესად გადააქციეს და როლებში იმდენად შეიჭრნენ, რომ ვთქვათ ბერლინში – პროსტიტუციას კინაღამ ძველი ააეროპორტი არ გადასცეს, დიდი და მოდერნული ტიპის „ბორდელ“-ის მოსაწყობად.

კაცობრიობა გაირყვნა, მართლაც დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში სადაც პროსტიტუცია ტურიზმის მთავარი დასაყრდენი გახდა. მაგალითად ტოკიოში კორონავირუსის COVID – 19  ის გამოჩენამდე გერმანელი ტურისტები ჩადიოდნენ ცნობილი ბორდელის „დასაგემოვნებლად“.

ეხლა საინტერესოა რომელ ქვეყნებში იყო პროსტიტუცია ოფიციალური და როგორი იყო პროსტიტუციის მარკეტინგი:

  1. ახალი ზელანდია -2003 წლის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაკვირვების ქვეშ ოფიციალური ბორდელები გაიხსნა დიდი რაოდენობით.
  2. ავსტრალია – აქ მეძავობის დეკრიმინალიზაცია მოხდა. იგი გავრცელდა მრავალ შტატში როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი რომელიც ცდილობს მომხმარებელი მოიზიდოს ყოველგვარი ხერხით.
  3. ავსტრია – აქ პროსტიტუცია მთლიანად ლეგალურია, ადამიანს სჭირდება დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში, იყოს 19 წელზე ზევით, იხადოს გადასახადები და ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველას. მეძავე პერიოდულად უნდა გაესინჯოს სპეციალურ კლინიკაში.
  4. ბანგლადეში – ამ უბედურ ქვეყანაში მეძავობა ლეგალურია ქალებისათვის და კაცებისათვის მაინც არალეგალური. ქვეყანა სავსეა ბორდელებით სადაც ბავშვებსაც კი ჰყიდიან.
  5. ბელგია – იმდენად არის განვითარებული პროფესიონალური მეძავობა, რომ ამ პროცესის მონაწილეებს პროფესიული კავშირებიც აქვთ დაარსებული. ბელგიური პროსტიტუცია მარკეტინგის ყველა ხერხს იყენებს. დაწყებული რეკლამიდან დამთავრებული სპეციალურ გამოფენებამდე.
  6. ბრაზილია – ლეგალურია მეძავობა და გადასახადებსაც იხდიან.
  7. კანადა – პროსტიტუცია ლეგალურია მაგრამ სექსის მუშაკის დაქირავება არალეგალური. მოკლედ გაუგებარი სიტუაციაა. შეიძლება მომხმარებელი ციხეში მოხვდეს თუ კოიტუსის დროის გამოიჭირეს, ხოლო თავად სექს მუშაკს „გმირის“ წოდებაც კი მისცენ.
  8. კოლუმბია – ლეგალურია მეძავობა. ამ ქვეყანაში ყველაფერს საშიში ფორმები აქვს.
  9. დანია – ლეგალურია მეძავობა და ზოგიერთ ავადმყოფ ადამიანს სახელმწიფო დაზღვევა უხდის თვეში ერთხელ მეძავის დაქირავების თანხას.
  10. ეკვადორი – სექსისა და მეძავობის ყველა ფორმა დაშვებულია.
  11. საფრანგეთი – პროსტიტუციის კლასიკური ქვეყანაა, მეძავობა დაშვებულია მაგრამ ბორდელები ილეგალური. კომიკური სიტუაციაა.
  12. გერმანია – პროსტიტუცია ლეგალიზებულია 1927 წლიდან. საეჭვოა როგორ მოახერხეს კაიზერის გადაგდების შემდეგ, ასეთი ამაყი და ორთოდოქსალური, კონსერვატორული ქვეყნის გარყვნა ლიბერალებმა. როგორ მოხდა, რომ ფიურერმა არ აკრძალა გერმანიაში პროსტიტუცია ამის შემდეგ. მაგრამ ფაქტია გერმანია პროსტიტუციის მსოფლიო ცენტრია . ქალაქები ჰამბურგი და ფრანკფურტი მეძავობის გამოფენებს აწყობს. სოდომი და გომორი ყვავის. ტურისტს შეუძლია დაიქირავოს მეძავე ქალი და მეძავე კაციც. ეს უკანასკნელნი იხდიან გადასახადებს. ხანდახან ცოლები მუშაობენ მეძავებად და ქმრები საღამოს აკითხავენ მანქანით, რომ სახლში კომფორტულად წამოიყვანონ – ასეთებიც ხდება. გერმანული მეძავობა პროფკავშირებში იყო გაერთიანებული. კორონავირუსმა ეს ყოველივე მოსპო და ადამიანები შეიძლება ითქვას ცოდვიდან დაიხსნა. მარკეტინგი ჰყიდის გერმანული მეძავობის პროდუქტებს ძალიან ეფექტურად. ჩვეულებრივ გაზეთებშიც კი არის მეძავეთა რეკლამები. საწყალი გერმანელი ობივატელი ამ მას კულტურამ მის მორჩილად აქცია. სადღაა ძველი გერმანული სული? არსად, ქვეყანა ფულზე ყიდის ყოველ ფასეულობას.
  13. საბერძნეთი – ელინური კულტურის ქვეყანა დღეს პროსტიტუციის განვითარებაში „წარმატებებს“ აღწევდა. ბერძენი მეძავეები მათი გერმანელი კოლეგების მსგავსად პენსიებსაც ელიან.
  14. ინდონეზია – ამ ქვეყანაში იყიდება ყველაფერი. მეძავობაზე საერთოდ არ არის საუბარი ინდონეზიის კანონებში. ასევე ძალიან საშიშია მეძავეებისათვის მათი საქმის კეთება. სახელმწიფო მათ არ ცნობს, არც იცავს, მაგრამ არც ებრძვის.
  15. ნიდერლანდები – „წითელი ფანრების კვარტლები“ ამსტერდამში ცნობილია. მეძავობა ლეგალურია. კაცი და ქალი მეძავეები თავს ისე გრძნობენ, როგორც ინჟინრები და მასწავლებლები. აი ასეთი უბედური ლიბერალური მდგომარეობაა ამ ქვეყანაში.
  16. ინდოეთში პროსტიტუცია არსებობს, ლეგალური არ არის, მაგრამ მაინც ვითარდება.

კორონა ვირუსი განსაკუთრებით მეძავეთა მსოფლიო ინდუსტრიას დაეძგერა. გერმანიაში თავმოყრილმა ესპანელმა, ბრაზილიელმა, ჩილელმა, პოლონელმა, რუსმა, თურქმა და უკრაინელმა მეძავეებმა გამოაცხადეს, რომ ისინი „უეცრად დარჩნენ ჭერის გარეშე, რომ ისინი გამოყარეს ბორდელებიდან, სადაც ეს უკანასკნელები, ცხოვობდნენ და მათ ქუჩაში უწევთ ღამის-თევა, რომ ისინი ითხოვენ დახმარებას, რადგანაც უსახსროდ არიან და მათ უკვე არავინ ეკარება“ – ამას რეიტერი აცხადებს.

საქმე იმაშია რომ ბორდელები გერმანიაში სასტუმროების ბიზნეს მოდელით მუშაობდნენ. მაგალითად  პოლონელი მეძავე სახელად ანია, ქირაობდა ბორდელში ოთახას, დღეში 90 ევროდ, რაც 98 დოლარს ნიშნავს. სასტუმროს ტიპის ბორდელი თავის მხრივ  გარე ბანერებით და ქალაქის ტრადიციულ სამეძავო უბანში განთავსებით, ანუ ადგილის მარკეტინგით, ჩვეულებრივ იტყუებდა მეძავეთა მომხმარებელს, ჩვენს ენაზე მრუშს.  ასევე ჟურნალებში და  საკაბელო ტელევიზიაში ბორდელს ჰქონდა საკუთარი რეკლამები.

ბორდელები ეგრეთ წოდებულ „ღამის ეკონომიკას“ განეკუთვნებიან. მაგრამ რა ეკონომიკაა ეს თუ არა სოდომისა და გომორის აღზევება. ამიტომაც ამას ეკონომიკა არც შეიძლება დავარქვათ. ეს უბრალოდ გარყვნილების თემაა.

გერმანიაში – მაგალითად ქალაქ ჰამბურგში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბორდელებია ქალაქის ცენტრში, „რიპერ ბანზე“, ანუ საინტ პაულის უბანში. ამ უბანში, ყოველ დღეს ნახევარი მილიონი სექს მუშაკი  იტყებს  დაახლოვებით 50 მილიონ ტურისტს, რომელთა შორის, 60% პროცენტი საბოლოოდ მეძავის მკლავებში ექცევა. ნახევარი საათი „სექსი“ 60 ევრო ღირს ყველაზე ჩვეულებრივ, დამწყებ მეძავთან. ფასები იზრდება ქვეყნების მიხედვით, მაგრამ არიან იაფი საქონელიც. მაგალითად:

  • ჰამბურგში ყველაზე იაფად ითვლებოდნენ თურქი ქალები – რომელთა ფასია 5 დოლარი.
  • “რიპერბანზე” ყველაზე ძვირები იყვნენ ინგლისელი „არისტოკრატკები“ – საათში 250 ევრო და უფრო მაღლა.
  • მაგრამ იაპონელი „გეიშები“  ტოკიოში და კიოტოში ხომ ღამეში – 100 000 დოლარსაც იღებენ?! დიახ ასეა.
  • მაგრამ ეს „ცოდვის ინდუსტრია“ თავისივე მარკეტინგითა და მენეჯმენტით დაიხურა სწორედ კორონა ვირუსის მიერ.

საოცარია COVID-19 თავისთავად, ეგებ იგი ადამიანის გამოფხიზლების მისტიური იარაღია?

ავტორი: ივანე კერესელი