ისტორია თითოეულ ბოკალში (მიკრო და მაკრო გარემო)

ქართული ღვინის მიკრო და მაკრო გარემო განპირობებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან. იქედან გამომდინარე,რომ ნედლეული,რომელსაც კომპანია იყენებს,არის ქართული, თუმცა ნედლეულში სამწუხაროდ იგულისხმება მხოლოდ ყურძენი, რადგან გარდა ყურძნისა სხვა დანარჩენი პროდუქტი არის შემოტანილი უცხოეთიდან (სასუქი, საფუარები, ბოთლები, ეტიკეტი, კორპი), აქედან გამომდინარე მოქმედებს მსოფლიოში შექმნილი პროცესები საფასო კატეგორიებზე და პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ჩვენს მაკრო გარემოს ნაწილს წარმოადგენენ ის გლეხები,რომლებიც გვაწვდიან ყურძენს და ასევე, ვინაიდან ქარხანა მდებარეობს გორში,დასაქმებულთა 95% პროცენტი არის ადგილობრივი თანამშრომელი, შესაბამისად ჩვენი კომპანია, გარდა ღვინის ხარისხის განვითარებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისა,ასევე აქტიურად ეხმარება ადგილობრივ ბაზარს თავის დასაქმებულთა რაოდენობით. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვათ,რომ ეს კომპანია არ არის მხოლოდ იძულებითი სამუშაო ადგილი, კომპანიის მფლობელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კორპორაციული კულტურა იყოს ძალიან მაღალ დონეზე, ხშირად აქვთ გაცვლითი ტიპის ღონისძიებები, რითაც მუდმივად ხდება სტაფის მოტივირება.მათ აქტიურად აჰყავთ სტაჟიორები სხვადახვა უნივერსიტეტებიდან, აქვთ გაფორმებული მემორანდუმი სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, რომლებსაც აქვთ მევენახეობა-მეღვნეობის ფაკულტეტები, ამით ეხმარებიან სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში. კომპანიაში ღრმად სწამთ, რომ მათი საქმის წარმატება 90%-ით არის დამოკიდებული ადამიანებზე,რომლებიც ქმნიან პროდუქტს და 10%ით პროდუქციაზე,რომლებიც იქნება.

კომპანიას აქვს 150 ჰექტარი, რომელზე მოწეული ყურძნისგანაც იწარმოება პრემიალური სექტორის ღვინო, ხოლო მას სეგმენტზე გათვლილი ღვინო იწარმოება შესყიდული ყურძნისგან. ნედლეულის და პესტიციდების კონტროლი ხდება თავად კომპანიის მიერ წარმოების თითოეულ ეტაპზე.

ასევე მაკრო გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტები და სადისტრიბუციო არხები. სწორედ ეს  სადისტრიბუციო კომპანიები აწარმოებენ ექსკლუზიურად ქართული ღვინის სახლისათვის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება მაკრო გარემოში შემავალ ჩვენს კონკურენტებს, საქართველოს ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ღვინის მწარმოებლებით,როგორც მსხვილი კომპანიებით, ასევე მცირე საოჯახოებით.

ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და ფასის მიმართება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვირჩეოდეთ სხვა დიდი კომპანიებისგან, რომლებიც ბაზარზე არიან ცნობილები.

მიუხედავად იმ ფაქტორებისა, რომ ღვინის ძირითადიდი მაკომპლექტებელი პროდუქტები გარდა ღვინო მასალისა  ძირითადად არის შემოტანილი, რადგან ცნობილია, რომ საქართველოს ტერიოტორიაზე არხდება არც ბოთლის, არც ეტიკეტის და არც კორპის წარმოება, კომპანიას უწევს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ მაკომპლექტებელი ელემენტების შემოტანა მაგალითად: ყუთების შემოტანა ხდება თურქეთიდან, ეტიკეტები იბეჭდება უკრაინასა და მოლდოვაში. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც კი მყიდველთა უფრო აქტიურ ნაწილს წარმოპადგენენ ისევ და ისევ  უცხოელი მომხმარებლები.

ვიქტორია ალექსიძე და ქეთევან ბოჭოიძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
მარკეტინგის პროგრამა