არჩევნების შედეგებზე პოლიტიკური ნეირომარკეტინგის 2.0 გავლენა – V

ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ქეისი

 

აშშ-ში ამომრჩევლების ონლაინ-ტარგეთინგი

პოლიტიკური ნეირომარკეტინგის 2.0 სტრატეგიის, იქნება ეს პოლიტიკოსების თუ მათი პოლიტიკური პროდუქტების ბრენდინგი, ჩამოყალიბების და რეალიზაციის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას ონლაინ – მიკროტარგეთინგი წარმოადგენს. პოლიტიკური მიკროტარგეთინგის მრავალი კვლევა სტრატეგიულ პროცესზე იყო ადაპტირებული. სტრატეგიული პროცესი პოლიტიკის მომხმარებლებზე, სტიმულების, რომლებიც ძირითადად პერსონალური მახასიათებლების და პრეფერენციების საფუძველზე ყალიბდება, პირდაპირი გარდაცემის გზით ზემოქმედებისთვისაა განკუთვნილი. Rubinstein (2014, გვ. 882) ონლაინ – პოლიტიკურ მიკროტარგეთინგს განიხილავდა, როგორც „პოლიტიკური პირდაპირი მარკეტინგის ახალ ფორმას“, სადაც პოლიტიკური მსახიობები პერსონალიზირებულ მესიჯბს ცალკეულ ამომრჩეველზე მიმართავენ, ამასთან ამომრჩევლების მონაცემების უზარმაზარი მასასთან მიმართებაში იყენებენ პროგნოზირების მოდელირების ტექნოლოგიებს.“ გარდა ამისა, Gorton (2016) ამტკიცებდა, რომ ონლაინ – პოლიტიკური მიკროტარგეთინგი პოლიტიკურ მარკეტოლოგებს პოლიტიკის მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიებთან კონტაკტების თავიდან აცილების შესაძლებლობა შეუმსუბუქა, შედეგად პოლიტიკური მარკეტინგის ფოკუსის „წითელი ხაზის“ პრაქტიკის გატარებაში დაეხმარა. მან ასევე ივარაუდა, რომ მიკროტარგეთინგის ონლაინ-პოლიტიკური კამპანიების გავლენის ქვეშ პოლიტიკის მომხმარებლების ფასეულობები, შეხედულებები და ქცევა უფრო ხელოვნური ხდება, განსაკუთრებით თუ ეს ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციაა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად, მოცემულ სტატიაში ძირითადი ყურადღება 2016 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიას ეძღვნება, პოლიტიკური მიკროტარგეთინგი პირველად, შეზღუდული სახით 2000 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მიერ იქნა გამოყენებული (Panagopoulos, 2015). მას შემდეგ, პოლიტიკური მიკროტარგეთინგი, აშშ-ში მზარდი ახალი ტიპის პოლიტიკური ნეირომარკეტინგის ცენტრალური ელემენტი გახდა. 2004 წელს, როგორც Gorton (2016) აღნიშნავდა, George W. Bush-ის პოლიტიკური მარკეტინგის კონსულტანტებმა მიჩიგანის 5,7 მლნ. პოლიტიკის მომხმარებლის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც მონაცემების მსოფლიოში უმსხვილესმა საბროკერო კომპანიამ Acxiom-მ მიაწოდა. მიჩიგანის შტატის პოლიტიკის მომხმარებლების მიკროტარგეთინგის 34 სეგმენტად კლასიფიკაციის მიზნით, ეს მონაცემები კონსულტანტებმა საკუთარი გამოკითხვების მონაცემებთან გააერთიანეს. ამგვარი მონაცემების კომპლექსური ანალიზი ბუშის პოლიტიკურ კამპანიას მიჩიგანის შტატის პოლიტიკის მომხმარებელთა აზრების ზუსტ წაკითხვაში დაეხმარა და საშუალება მისცა სარეკლამო განცხადებების და მესიჯების სცენარების ფართო სპექტრი შეემუშავებინა, რომელიც სატელეფონო და პირდაპირი საფოსტო შეტყობინებების დახმარებით, პოლიტიკის მომხმარებელთა ვიწრო კატეგორიებზე იყო ორიენტირებული. დემოკრატიული პარტიისათვის პოლიტიკური მიკროტარგეთინგის კუთხით დიდი გამოღვიძება 2006 წელს მოხდა, როდესაც დემოკრატებმა მონტანის შტატის 15 000 პოლიტიკის მომხმარებლის, რომლებიც პარტიასთან არ თანამშრომლობდნენ, მაგრამ იმ წელს სენატში ხმა დემოკრატების კანდიდატს მისცეს, ტვინის ნეიროგამოსახულებისათვის მიკროტარგეთინგის წამყვანი მეთოდები გამოიყენეს. ხმის მიცემის წინა დღეს, ამ პოტენციური პოლიტიკის მომხმარებლებზე შეგროვებული მონაცემების ანალიზზე და მათ მიკროტარგეთინგზე კონცენტრაციით, Tester-მა პოლიტიკური მარკეტინგის სტრატეგიის გამოყენებით 3000 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა (Wayne, 2008).

2009 წელს ზუსტი ონლაინ-პოლიტიკური მიკროტარგეთინგის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იყო, როდესაც Chris Christie-მა, მაშინ ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორის პოსტზე კანდიდატმა, ჩაუშვა ონლაინ-რეკლამა, რომელიც ქალ-რესპუბლიკელებზე იყო მიმართული, რომლებიც ინტერნეტში სარძევე ჯირკვლების კიბოზე დამატებით ინფორმაციას ეძებდნენ. ეს ონლაინ-პოლიტიკური რეკლამა მის მიმართ, არჩევნებზე ოპონენტის შტატის გუბერნატორის John Corzine-ის ბრალდებებზე სწრაფი პასუხი იყო. გუბერნატორი Christie-ს მამოგრაფიაზე ხარჯების შემცირების მხარდაჭერას აბრალებდა. ინტერნეტში პოლიტიკურ რეკლამაში ნაჩვენები იყო სამზარეულოს მაგიდასთან მეუღლესთან ერთად მჯდომი Christie, რომელსაც საკუთარი დედის ისტორიას უყვებოდა, დედის, რომელიც მკერდის კიბოს ებრძოდა (Vega, 2012).

 

გაგრძელება იქნება

ავტორი: ტრეისი ჯონსი