ტრამპის ბრენდი სუსტდება და იგი შესაძლოა არჩევნებშიც დამარცხდეს

პრეზიდენტად არჩევის მომენტიდან დამატებითი ღირებულება, რომელიც სახელ ტრამპს სამომხმარებლო კატეგორიებისთვის მოაქვს, პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებების შედეგად პროგრესირდება.

იმპიჩმენტის პროცესი კიდევ უფრო ანგრევს ტრამპის ბრენდს. მომხმარებლები ტრამპში „მთავარ კონფერანსიეს“ ხედავენ – 30 წლის განმავლობაში, ემოციური ჩართულობის და ბრენდის მიმართ ლოიალობის დარგში მსოფლიო ლიდერის კომპანია Brand Keys-ის თანახმად, დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამომხმარებლო ბრენდი იყო. პრეზიდენტად არჩევის მომენტიდან დამატებითი ღირებულება, რომელიც, სახელ ტრამპს სამომხმარებლო კატეგორიებისთვის მოაქვს, პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებების შედეგად სუსტდება.

„აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ არენაზე, სამომხმარებლო ბაზართან შედარებით, ბრენდები განსხვავებულად მოქმედებენ,“ განაცხადა Brand Keys-ს დამფუძნებელმა რ. პასიკოფმა. „ერთ, თუნდაც ისეთი მძლავრი ბრენდისათვის, როგორც ტრამპია, ორივე მიმართულებით წარმატებით მუშაობა რთულია.“

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტზე იმპიჩმენტზე მიმდინარე მოსმენების ერთკვირიანი მარათონის შემდეგ, ბრენდ კეიმ ბრენდ ტრამპის მიმდინარე ეფექტურობის და პოტენციის გასაზომად კვლევების ახალი ტალღა ჩაატარა. 2019 წლის 22-30 ნოემბერს ჩატარებულ ნაციონალურ კვლევაში მონაწილეობა 1516 რესპუბლიკელმა, დემოკრატმა და დამოუკიდებელმა წარმომადგენელმა მიიღო. მიმდინარე კვლევაში ოთხი კატეგორია განიხილეს, სადაც Brand Key-მ ტრამპის ბრენდის ხანგრძლივი მონიტორინგი ჩაატარა.

ტრამპი „ჰუმანური ბრენდი“ აღმასვლა/დაცემა

Brand Keys-ს აზრით ბატონი ტრამპი, ჯერ კიდევ 30 წლის წინ, იყო ძალიან მიმზიდველი და „ჰუმანური ბრენდი“. იმ პერიოდში კომპანია რეალური, საინტერეს, მიმზიდველი ადამიანების იდენტიფიკაციას ახდენდა, რომლებიც ფასეულობების განსაზღვრული ნაკრების ცოცხალი განსახიერებები იყვნენ და წარმატებით, მდორედ და მომგებიანად ახდენდნენ ამ ფასეულობების გამოსხივებას. ამ შემთხვევაში ბრენდული პროდუქტის მზარდი ფასეულობა და მიმზიდველობა იზრდება. ქვემოთ მოყვანილი პროცენტები, ამ კონკრეტულ სამომხმარებლო სექტორებში, ტრამპის სახელის დამატების შემდეგ მიღებულ (ან შემცირებულ) დამატებით ღირებულებაზე მიუთითებს.

მიმდინარე დინებაში ტრამპი ბრენდმა, ოთხიდან სამ ნათვალთვალებ კატეგორიაში დამატებითი ღირებულების მკვეთრი ვარდნა დაინახა. მხოლოდ „TV/გართობა“-ში 2018 წლის მინიმუმს გასცდა. „მასობრივი საინფორმაციო საშუალებები პრეზიდენტს პოლიტიკური პრიზმის მიხედვით განხილვას განაგრძობენ,“. „მარკეტინგის მიხედვით მომხმარებლები სანახაობრივ ლინზებს იყენებენ. ისინი ტრამპში მთავარ კონფერანსიეს ხედავენ.“

პოლიტიკური საკითხი

იმის გამო, რომ ჰუმანური ბრენდები რეალური ადამიანის რეალური ფასეულობების განსახიერებაა, ადამიანს საკუთარი ქცევების მიმართ უფრო პასუხისმგებლიანს ხდის. „ბრენდი, რომელიც რეალურ ადამიანურ არსებაში ისე ძლიერაა ინვესტირებული, როგორც ტრამპი, რთულ დროში, ნეგატიური შედეგების გამო აუცილებლად დაზარალდება“, – განაცხადა პასიკოფმა „მას შემდეგ, რაც ტრამპმა სამომხმარებლო მარკეტინგიდან პოლიტიკისკენ მკვეთრი გადახვევა გააკეთა, ბრენდის წარმატებაში თავი იჩინა მომხმარებლების კლანურმა და პოლიტიკურმა დამოკიდებულებამ.“

ქვემოთ მოყვანილია, მომხმარებელთა პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, სპეციფიკური შეფასება:

თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები ტრამპს არ აწუხებს.

კორონავირუსის COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ამერიკის ადმინისტრაცია ხშირად დიდ ზარალს განიცდის ტრამპის მოუმზადებელი გამოთქმებისაგან. კორონავირუსი ტრამპისათვის შესაძლოა „ტროის ცხენი“ აღმოჩნდეს და მან ამ არჩევნებში დრამატული მარცხი იწვნიოს.

 

ავტორი: ტრეისი ჯონსი