ბრენდინგში დაშვებული შეცდომები

ბრენდინგის განხორციელებისას ვაწყდებით იმგვარ კაზუსებს რომლებიც შემდეგ ბრენდის კაპიტალის შემცირების ან სულაც ბრენდის დამარცხების მიზეზი ხდება. თუ წაგიკითხავთ „კაპიტან ვრუნგელის თავგადასავალი“ მაშინ გაგახსენდებათ რომ მან თავის იახტას „შურდული“ უწოდა, მაგრამ უკუნეთ ღამეში, ვრუნგელის მტრებმა, იახტის სახელს პირველი ასო „შ“ მოუშალეს და როდესაც რეგატა დაიწყო იახტას უკვე დამცინავი სახელი „ურდული“ ერქვა და ამიტომაც იგი ძალიან ცუდად ცურავდა.

განსაკუთრებით მარკეტინგულ კაზუსებს ვაწყდებით ბრენდის სლოგანისა და განმსაზღვრელი მესიჯის თარგმნის დროს. ამიტომაც ბრენდს იმგვარი სახელი და სლოგანი უნდა შეურჩიოთ რომ იგი ხატოვნად იმგვარ აზრის გადმოსცემდეს რომელიც მასში, მშობლიურ ენაზეა ჩადებული.

მარკეტინგში მრავალი მნიშვნელოვანი შეცდომა იქნა დაშვებული ცნობილი ბრენდების მიერ მათი ელემენტების შერჩევის დროს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ მაშინ ვხვდებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგ ლიგნვისტს ვკითხოთ აზრი მანამ სანამ პროდუქტს საექსპორტოდ მოვამზადებდეთ.

შემცოდმების სიღრმეს კი თავად დაუკვირდით:

  1. როდესაც Braniff-მა სლოგანი, რომელიც მის გადასაკრავ მასალას უკეთებდა რეკლამას ესპანურად „იფრინე ტყავში“ თარგმნა, ის ამგვარად ჟღერდა – „იფრინე შიშველმა“.
  2. Coors-მა სლოგანად აირჩია „გაანთავისუფლე“, რაც ესპანეთში იკითხებოდა, როგორც „ვიტანჯები დიარეისაგან“.
  3. ქათმების მაგნატის Frank Perdue-ს სლოგანი „იმისათვის, რომ ქათამი გახდეს „ალერსიანი“ საჭიროა ჯიუტი ადამიანი“, ესპანურად უფრო საინტერესოდ ჟღერდა – „იმისათვის, რომ ქათამი „ალერსიანი“ გახდეს საჭიროა სექსუალურად სტიმულირებული მამრი“.
  4. როდესაც Pepsi-მ საკუთარი პროდუქციის ჩინეთში გაყიდვები დაიწყო, მან პირდაპირი მნიშვნელობით ჩინურად თარგმნა სლოგანი „Pepsi თქვენ სიცოცხლეს გიბრუნებთ“, რაც ჩინურ ენაზე ნიშნავდა „Pepsi თქვენს წინაპრებს საიქიოდან აბრუნებს“.
  5. Clairol-მა გერმანიაში შეიტანა თმის დასახვევი მაშები „Mist Stick – ნისლის ჯოხი“, მაშინ როდესაც გერმანულში mist სლენგია და იგი არცთუ კარგი მნიშვნელობით გამოიყენება.
  6. იაპონური Mitsubishi Motors-ი იძულებული გახდა მოდელის სახელი Pajero ესპანურენოვან ქვეყნებში შეეცვალა, ვინაიდან ის ესპანურად მასტრუბაციას ნიშნავს. წარმოიდგინეთ იაპონელი ბიჭი ესპანელ გოგოს „პაჯეროთი“ გასეირნებას ჰპირდება. რას იტყვის გოგონა? შედგება კი ასეთი პაემანი?

ექსკლუზიურად მარკეტინგული სახლისათვის, ავტორი: ივანე კერესელი