ინტერვიუ “მაი ტურსის” დამფუძნებელთან ბ-ნ გიორგი გიორგაშვილთან

ჩვენი ძვირფასი რესპონდენტი, ბატონი გიორგი გიორგაშვილი გახლავთ პირველი ფართო მასშტაბიანი ჯგუფურ-კომბინირებული  ტურისტული კომპანია “მაი ტურსს” საქართველოს დამფუძნებელი. მარკეტინგის სახლის რედაქციამ ამ ახალგაზრდა და ნიჭიერ ანტრეპრენიორს დაუსვა 9 კითხვა ბიზნესის საკითხების შესახებ. გაგაცნობთ ბატონი გიორგის პასუხებს.

ბატონო გიორგი მოგესალმებით, გთხოვთ მოგვითხროთ თუ როგორ გახდით ბიზნესმენი?

  • ჩემი ჰობი ბავშვობიდან გახლდათ მოგზაურობა, უცხო ქალაქების არქიტექტურა, თვისობრივად განსავავებული კულტურები, საოცარი მრავალფეროვანი სამყარო რომელიც მიზიდავდა. ამიტომაც ბევრს ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყნებში, ვსწავლობდი მათ ისტორიას, არქიტექტურას, კულტურასა და ყველაზე მეტად ვაკვირდებოდი მათ თავისუფალ თუ სიახლით გამორჩეულ ცხოვრების წეს.გავიდა პერიოდი და მომინდა ჩემი ჰობი მექცია რაიმე განსაკუთრებულ საქმედ, ისეთ პროფესიად, რომელიც ყველა მსგავს საქმიანობისაგან იქნებოდა გამორჩეული ყველაზე დიდი სიყვარულითა და გულწრფელობით, რომელსაც დაამშვენებდა ხარისხი და ყველაზე მაგარი ფასები, რომლებიც ერთ სეგმენტზე არ იქნებოდა გათვლილი.

ტერმინი ბიზნესმენი, ვთვლი ზედმეტად მაღალი ნათქვამია ჩემს საქმიანობაში, რადგან მე ვქმნი პირველ რიგში დიდ ოჯახს, რომელსაც საერთო სიმდიდრე აქვს. როგორც ამბობენ, რამდენი ქვეყანაც გაქვს შემოვლილი, იმდენი ადამიანი ხარო, იმდენი კულტურა და ადათი გაქვს დანახული და აღთქმული. ყველა კომპანიის მმართველმა, ვთვლი ამაყად, რომ თავიაანთი საქმიანობა უნდა აქციოს ხელოვნებად და დიახ, მე ჩემს ხალხთან ერთად ყოველ გასვლით ტურზე ვქმნი  განსაკუთღებით ფასეულსა და სულიერ სიმდიდრეს.

თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი თანამედროვე პროექტის შესახებ, რომელსაც ეხლა მართავთ.

  • ჩვენი საქმიანობა მოიცავს გასვლით ტურებს გიდთან ერთად მსოფლიოს ოცდაათამდე ქალაქში.ყოველი ტური ერთმანეთისაგან გამორჩეულია რაღაც ახლით, რომლის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია.ვცდილობთ პირველივე წუთიდან, აეროპორტისკენ მიმავალთ ბედნიერების ღიმილი მოვფინოთ სახეზე, ავუხსნათ, რომ ისინი ჩვენთვის ბევრად მეტნი არიან, ვიდრე მომხმარებლები, ვინაიდან ჩვენ რამოდენიმე დღის ერთად ყოფნა უცხო მიწაზე გვიწევს.ვცდილობთ ყოველ ჯერზე შევმატოთ სიახლეები ჩვენს მგზავრობას და გავხადოთ ბევრად გამორჩეული.ჩვენი კომპანიისთვის მთავარია ხელმისაწვდომობა, ყველაზე ბედნიერი მომენტი კი პირველად წამოსული მოგზაურის ემოციებია, ის რომელიც ადამიანს ვერ გამოეპარება.

ყოველი ტური არის შეძლებისდაგვარად გამორჩეული როგორც მომლოცველობითი, სათავგადასავლო, ისტორიული და შემეცნებითი, თავისი კულტურითა თუ სამზარეულოთი, გართობითა თუ თვალწარმტაცი ხედებით.

ჩვენთვის ჩვენი ბედნიერი ტურისტი ჩვენი წარმატებაა და ეს ფრაზა დევიზად გავიხადეთ პირველვე დღიდან.კომპანიის ყველაზე დიდი რეკლამა ხომ თავად ჩვენი დიდი ოჯახის წევრები, ჩვენი ტურისტები არიან.

თქვენი ბიზნესი მომხმარებლის რომელ სეგმენტზე არის მიმართული?

  • ჩვენი სფერო გათვლილია ძირითადად დაბალ შემოსავლიან და საშუალო შემოსავლიან ინტელექტუალურ ფენებზე, ვინაიდან მაქსიმალურად მაღალი ხარისხსა და დაბალ ფასებს მოიცავს ყოველი ტური.

ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ეზიაროს უცხო მიწა წყლის მონახულებას და თუნდაც მათი ყოველდღიური ცხოვრების პარალელის გავლება შეძლოს ჩვენს ყოველდღიურობასთან, დააფასოს უკეთ ან გადმოიღოს და აითვისოს, ის რაც მათთვის დასაფასებელი და სულიერი სიმდიდრის ტოლფასია.

ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ყველა ადამიანს ხომ აქვს რაღაც გამორჩეული, რითაც განსხვავდება სხვისაგან.მიზანი ერთადერთია, შეძლოს ბევრმა ჩვენმა ახალმა თუ ნაცნობმა მომხმარებელმა ეზიაროს ამ  განსხვავებულ ხელოვნებას, აისრულოს ოცნებები, რადგან მოგზაურობა ალბათ ყველა ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანი და სანატრელია, თუმცა ხშირად რჩება პრობლემად ენობრივი ბარიერი, ზოგისთვის უცხო მიწა-წყლის შიში და ზოგისთვისაც ალბათ მარტოდმარტო მოგზაურობის კომპლექსი.ამიტომ ჩვენ ერთად ვქმნით ყველა პირობას ამ პრობლემების გადაჭრაში და რაც მთავარია ახალი წრის აღმოჩენაში.

გყავთ ერთგული მომხმარებელი?

  • მოდით ასე ვიტყვი, ჩვენ ერთგული მომხმარებელი ჯერ არ გვყავს, ჩვენ გვყავს ერთგული ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ეს სიტყვები კარგად ნაცნობი და ბევრის მთქმელია.დამატებით კომენტარზე კი თავს შევიკავებ.

გთხოვთ გვითხრათ რა თვისებები უნდა გამოარჩევდეს ძლიერ კომპანიას და მის ლიდერ ბიზნესმენს?

  • ძლიერი კომპანია მაშინ ხარ, როდესაც შენს საქმეს გამოარჩევს შენივე მომხმარებელი, ძლიერი ხარ, როდესაც შენს საქმეს თან ერთვის შენი გული და სული, რომელიც რაღათქმაუნდა გულწრფელია.მომხმარებელი არ უნდა იყოს რიგითი ფულის შოვნის წყარო ბიზნესმენისათვის,  ის უნდა იყო ჯერ ფასეული და ღირებული შენთვის და შემდგომ შემოსავლის მომტანი.რაც შეეხება ბიზმესმენს, ის უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს კომპანიის ყველა სფეროში, მისთვის საყურადღებო უნდა იყოს თავისი კომპანიის რეპუტაცია, პატიოსნება, მომხმარებელი და რათქმაუნდა თანამშრომელი.

ეს ყოველივე ქმნის ძლიერ უკონკურენტო ძალას, რომლის დამარცხებაც საკმაოდ რთულია. იყო კონკურენტული,  მაგრამ თვლიდე უკონკურენტოდ თავს ეს ყველაზე დიდი მიღწევაა.

დაახლოვებით რამდენი % -ით მოახდინა უარყოფითი / დადებითი გავლენა კორონა ვირუსმა თქვენს ბიზნესზე?

მოგეხსენებათ მომხდარმა ამბებმა მსოფლიო მაშტაბით შეაჩერა და ერთ ადგილზე გაყინა ტურიზმი, როგორც გამყვანი ასევე შემომყვანი.გააჩერა ყველა ის ბიზნესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ სფეროსთან.ჩვენი კომპანიისთვისაც უარყოფითი აღმოჩნდა სრული 100 %-ით ეს სიტუაცია. გაუქმდა რამდენიმე ფრენა და გადაიდო ორიოდე ქალაქი იტალიის მიმართულებით მომავალ წლამდე, თუმცა ამ თემაზე ნეგატიურ მიმართებით საუბარს მოვერიდები, რადგან ჩვენი კომპანიისთვის და პირველ რიგში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ , ადამიანები ვართ.

მთავარია ჯანმრთელობა  და მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება, ჩვენთვის რა არის იმაზე ღირებული ვიდრე ჩვენი პატარა თუ უფროსი თაობის ტურისტების ჯამრთელობის ტოლფასი.აქვე ვიტყვი რომ სკოლამდელი ტურისტებიც გვყავს საკუთარი პაწია ჩანთებითა და არაერთი ბევრად უფროსი ბებია-ბაბუების ასაკის ქალბატონები და ბატონები, რომელთა უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორ უყურებთ მომავალს?

  • მომავალი მშვიდობაშია, როდესაც იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება მსოფლიოში, მაშინ  ტურებიც განახლდება ეტაპობრივად,  რასაც ვფიქრობთ ეს საკმაოდ მალე მოხდება, თუმცა შიში და ღელვა დიდი ხნის მანძილზე გაჰყვება ადამიანთ.

ჩვენ ყველა წესს დაიცავთ უსაფრთხოებისთვის, ავირჩევთ ყველაზე მშვიდ ქვეყნებს,  ამ ვირუსის კუთხითაც და განვაგრძობთ უამრავი ქართული სიმღერის პრეზენტაციას უცხო ქვეყნის დედაქალაქებსა თუ საზღვაო სანაპიოებზე,   ასევე მოვაწყობთ არაერთ , , გიჟურ „ ფლეშმობებსა და გავაცნობთ მსოფლიოს თავს,  როგორც პოზიტიური და ლაღი ერი.

დაე ისმოდეს მარად და ყველგან ქართული სულისკვეთება.

ტურებამდე კი  ჩვენს მომხმარებელთან, ასე ვთქვათ ოჯახის წევრებთან გვაქვს კონტაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით, ვსაუბრობთ და ვეფერებით ერთმანეთს შორი-ახლოდან.

მშვიდობას გისურვებთ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს.

ღმერთი იყოს მფარეველი.

ჩვენც,  მარკეტინგის სახლის რედკოლეგია ,  დიდ მადლობას ვუხდით ასეთ საინტერესო პიროვნებას,  მისი შესანიშნავი პასუხებისათვის და ვუსურვებთ მას წარმატებას.

მარკეტინგის სახლი