მგლური კულტურა Huawei-ს კომპანიაში და ცივი ომი ამერიკასთან

ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის პროფესორი ბილ კირბი Bill Kirby, კვლევაში: „Huawei: ციფრული ცივი ომის ჯვარედინ ცეცხლში გლობალური ტექნოლოგიური გიგანტი“, სწორედ Huawei-ის სამეწარმეო სტარტს, სამომავლო მიმართულებას, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს და კორონავირუსზე ჩინეთის ხელისუფლების რეაქციას განიხილავს. გადაცემაში სახელად Cold Call, წარიმართა ინტერვიუ სახელწოდებით: „Huawei: ციფრული ცივი ომის ჯვარედინ ცეცხლში გლობალური ტექნოლოგიური გიგანტი“. წამყვანი Brian Kenny ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის სტუდიაში Klarman Hall-ში გახლდათ და იქედან უსვამდა კითხვებს თავის რესპონდენტს:

– ბრიან კენი Brian Kenny: სავარაუდოდ, ჰონგკონგიდან მექსიკის მიმართულებით ფრენისას, ვანკუვერის აეროპორტში ეს უნდა ყოფილიყო 12 სთ-იანი გაჩერება. მაგრამ, დაფრენისთანავე, 2018 წლის 1 დეკემბერს, Meng Wanzhou კანადის სამეფო ცხენოსანმა პოლიციამ დააპატიმრა. ეს გახდა მოვლენების ჯაჭვის დაწყების საბაბი, რომლის შედეგებს დღესაც ვხედავთ. Meng, რომელიც ასევე Sabrina სახელთაცაა ცნობილი, Huawei-ის, ჩინეთის უმსხვილესი კერძო კომპანიის ფინანსურ დირექტორს წარმოადგენს. ის, კომპანიის დამფუძნებელის Ren Zhengfei-ის ქალიშვილია. Meng აშშ-ს მოთხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს. მას ბრალი რამდენიმე ფინანსური დაწესებულების მოტყუებასა და ირანთან ვაჭრობაზე დადებული ემბარგოს წესების დარღვევაში წაუყენეს. Meng-ის დაპატიმრების შემდეგ პრეზიდენტმა Donald J. Trump-მა არსებულ ვითარებაში პირადად ჩართვის სურვილი გამოთქვა, რათა ჩინეთთან გაუარესებული ურთიერთობა უფრო შორს არ წასულიყო.

– კენი: თავდაპირველად გთხოვთ, რომ წარმოიდგინოთ, თითქოს აუდიტორიაში იმყოფებით. როგორი იქნება თქვენი cold call, როგორ აიძულებთ სტუდენტებს ჩაერთონ დისკუსიაში?

– კირბი: ამის წარმოდგენის აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ეს ქეისი გუშინ საღამოს განვიხილეთ. სტუმრების სახით მოვიწვიეთ Huawei-ის რამდენიმე ხელმძღვანელი. მაშ ასე, ქოლდ ქოლი შემდეგნაირად დაიწყო: ტექნიკურ ომი – გამარჯვებადი ომია? არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებენ, და მე არ ვცდები, რომ საბოლოო ჯამში სავაჭრო ომი იოლი ომი არ არის. უახლესი, ამერიკა-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის მაგალითზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ომი, რომელსაც რომელიმე მხარისათვის მნიშვნელოვანი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით ზარალი უდრო დიდია. ტექნიკური ომი, ომი ტექნოლოგიებისათვის ან დომინირება ტექნოლოგიების კუთხით არის კი ის რაღაც, რომელიც ისეთ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, როგორიც ჩვენია, გამარჯვების საშუალებას მოგვცემს? მის დასწყებად საკმაოდ გაჭიანურებული ქოლდ ქოლია.

– კენი: ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ჩინეთში არსებულ სიტუაციაზე, მითუმეტეს ახალი პანდემიის პირობებში, რომელიც სცენაზე გამოჩნდა და რომელთანაც ბევრი საინტერესო რამ არის კავშირში. თქვენ ბიზნესის ისტორიკოსი ხართ, ჩინეთის შესახებ ბევრი რამ იცით. ჩინეთს ათწლეულებია სწავლობთ. რატომ გადაწყვიტეთ ამ ქეისის შესახებ საუბარი? და როგორ თანხვედრაშია ქეისი იმსათან, რასაც თქვენ იკვლევთ?

– კირბი: მრავალი განსხვავებული მიზეზია. უპირველეს ყოვლისა, სატელეკომუნიკაციო სისტემების სფეროში და სმარტფონების წარმოებაში, კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტია. ბაზრაზე არსებულ საუკეთესო სმარტფონების შორის Huawei-ის ტელეფონები დომინირებს. მეორე, კომპანია ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული დავის ძირითადი მიზეზია. მოცემულ სიტუაციაში ეს არის გარდატეხის მომენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება უახლოეს ათწლეულებში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები, ვინაიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობები საკმაოდ არამდგრადი იყო, ხოლო ქალბატონ Meng-ის დაპატიმებამ ჩინეთში, ასევე აშშ-იც, დუღილის ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე აწია.

მესამე, ეს მიმზიდველი კომპანია მათთვის, ვინც ბიზნესის ისტორიითაა დაინტერესებული ამგვარია: ბატონი Ren Zhengfei პედაგოგების ოჯახში დაიბადა, რომლებიც კომუნისტური პარტიის იდეოლოგიით არ იყვნენ განმსჭვალულები და სიმპატიებს 1949 წლამდე არსებული ხელისუფლების მიმართ ინარჩუნებდნენ. ის იზრდებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილ პროვინციაში Guizhou. მისი მშობლები დისკრიმინაციის მსხვერპლი იყვნენ. მათ, სხვა, ძველ ხელისფლებასთან კავშირში მხილებულ ადამიანებთან ერთად აგენტობაში დასდეს ბრალი. Ren Zhengfei აქვს ყველაფერი ის, რასაც ცუდი კლასობრივი სტატუსი ეწოდება.

ის საკუთარ გზას ირჩევს, ცდილობს მოხვდეს უნივერსიტეტში. აბარებს Chongqing-ში არსებულ ტექნიკურ უნივერსიტეტში. მონაწილეობას იღებს ტექნოლოგიურ პროცესებში, რომელსაც სახალხო-განმათავისუფლებელი არმია ხელმძღვანელობს. და ბოლოს, საკუთარ მომავალს, როგორც ამჟამად, ჩინელების უმრავლესობა ცდილობს, ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით არსებულ ეკონომიკურ ზონას Shenzhen უკავშირებს.

ის Shenzhen-ში რამდენიმე მეგობართან და ოჯახთან ჩავიდა. ეს იყო ფულის შოვნის ერთადერთი საშუალება, რომელიც მთავრობასთან არ იყო დაკავშირებული. მან კომპანიის დაარსების მიზნით, რომელსაც დღეს Huawei-ის სახლით ვიცნობთ, 5000 დოლარი შეაგროვა.
ამგვარად, ამაში არის საწყისი ჩატვირთვის ელემენტი, რომლის დავიწყებაც ადვილია, როდესაც ხედავთ რას ნიშნავს განსაკუთრებულად მსხვილი კომპანია და ამჟამად, რას წარმოადგენს გლობალური კომპანია Huawei.

– კენი: როგორია დღევანდელ დღეს, ან თუნდაც საწყის ეტაპზე, იყო ანტერპრენიორი ჩინეთში? არის კი განსხვავება დღევანდელ და გუშინდელ დღესთან შედარებით?

– კირბი: რათქმაუნდა, სხვაობა თვალსაჩინოა. ფინანსირების ხელმისაწვდომი წყაროების მცირე რაოდენობა არსებობს. სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ 1980-იანი წლების დასაწყიზე და შუა პერიოდზე, თითქმის ყველაფერი, კვლავინდებურად სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. კრედიტის მიღება ან სახელმწიფოს, ან არალეგალური ბანკებითაა შესაძლებელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი 60-დან 100%-მდეა, რაც საკმაოდ მაღალია.
კომპანიის ზრდასთან ერთად, სახელმწიფო ბანკებში შედარებით იაფ კრედიტებზე წვდომა თითქმის შეუძლებელი იყო. დროთა განმავლობაში, Ren Zhengfei თანხას სხვა კერძო ორგანიზაციებიდან იღებს, რომლებიც ახალი ეკონომიკური ზონის, Shenzhen-ის კერძო საქმიანი კულტურის ძირითადი ნაწილი გახდნენ. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი 30-დან 50%-მდე მერყეობს.

ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა. მაგრამ ის ხედავს, მშობლიურ პროვინციაში Guizhou, როგორ შეჭირვებაში ცხოვრობს ხალხი. ეს არის ჩინური კომუნიზმის ყველაზე ცუდი პერიოდი, პერიოდი, რომელშიც ის იზრდებოდა. ისინი იბრძვიან, აარსებენ ორგანიზაციებს, რომელიც უკანონოდ გამოცხადდება, მაგრამ ცალკეული პირის არსებობისათვის მათი სიცოცხლისუნარიანობა აუცილებელია.

არსებობს რაღაც, რომელსაც შეიძლება ვუწოდეთ ადგილობრივი სახელმწიფო მეწარმეობა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია მდინარე Yangtze-ის სამხრეთით, სადაც ადგილობრივი პარტიული მუშაკები და გუბერნატორები საწარმოების, რომლებიც ადგილობრივების დასაქმებას და მხარის ეკონომიკურ გაუმჯობესებას აპირებენ, წახალისებას ცდილობენ.

– კენი: მოდით ცოტა ვისაუბროთ Huawei-ზე. როგორია მათთვის ბიზნეს-ლანდშაფტი? ვინ არიან მათი კონკურენტები? ვისაუბროთ მათ გიგანტურ ზომებზე. რას წარმოადგენს ლანდშაფტი, სადაც ისინი იმყოფებიან?

– კირბი: კარგით, ისინი გიგანტურ ზომამდე გაიზარდნენ. ეს არის თავბრუდამხვევი ისტორია, ისტორია კომპანიაზე, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სამჯერ იყო გაქრობის პირისპირ. თავდაპირველად, ჩინეთში წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვერ განავრცეს 3G პლატფორმა, ამის მიზეზი ნაწილობრივ გახდა კომპანია China Mobile, რომელიც კავშირგაბმულობის სფეროში წამყავნი ოპერატორი იყო. კომპანია ექსპერიმენტების ჩატარებაზე უარს არ ამბობდა, ცდილობდა დაენერგა CDMA, მობილური ტელეფონებისათვის ტექნოლოგიების გარკვეული ფორმა. მაშ ასე, კომპანია ვა-ბანკზე წავიდა, Ren Zhengfei-მა ფსონი საერთაშორისო სტანდარტზე დადო, მიუხედავად იმისა, რომ შედეგად ჩინეთის ბაზარზე წინსვლა შეუძლებელი გახდა.

– კენი: ვაუ!

– კირბი: ის, ძალიან მაღალ დონეზე, ატარებდა სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს. რასაც კი, კომპანიის მოცულობის გათვალისწინებით, შემოსავლის 14%-ი კვლევით სამუშაოებს ხმარდება. ამგვარად, მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, Huawei სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ყველაზე ინტენსიურად ატარებს. ის საზღვარგარეთ მიემგზავრება და კონტრაქტებს აფორმებს British Telecom-თან, გერმანულ კომპანიებთან, სხვა ევროპულ კომპანიებთან, ევროპაში წარმატებას აღწევს. კომპანია წარმატებული ხდება რუსეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. თქვენ შეიძლება მიღწეულ წარმატებაზე იკამათოთ, გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა და ფაქტიურად ყველა დიდ ქვეყანაში, გარდა აშშ-სა და ჩინეთისა.
ჩინეთში მისი წარმატება ევროპაში მიღწეულ წარმატებას და იმ ფაქტს ეფუძნება, რომ China Mobile და სხვა მობილური ოპერატორები აღიარებენ – მობილურ ტექნოლოგიებში საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა აუცილებელია. მათ სურთ, რომ China Mobile გახდეს პლატფორმა, რომელიც დროთა განმავლობაში გლობალური გახდება. ამიტომ საერთაშორისო სტანდარტებზე ფსონის დადების შედეგად უკუგება საკმაოდ მაღალია. 4G-ის დანერგვის შემდეგ, კომპანია ჩინეთის ბაზარზე დომინირებას იწყებს.
Huawei-ის მეპატრონეები 996 სთ-იანი სამუშაო კულტურით არიან ცნობილები. ისინი დღეში ცხრა საათი და კვირაში ექვსი დღე მუშაობენ. შესაძლოა ეს თავშეკავებულად გამოთქმული აზრია. უკვე ბრენდად ცნობილი “996” განრიგი ნიშნავს მუშაობას დილიდან 9am საღამოს 9pm -დე, 6 დღე კვირაში.

– კენი: ეს არის ის, რასაც მოცემულ შემთხვევაში მგლურ კულტურას უწოდებთ?

– კირბი: მგლური კულტურა – გადაჭარბებაა. ეს არის ის, რაც 2018 წელს Ren-მა ინტერვიუში განაცხადა. მისი სიტყვებით Huawei ყოველთვის მგლური კულტურით იქნება გამორჩეული. მგელი გრძნობს და ყნოსვის გამოყენებით საზღვრავს თავდასხმის შესაძლებლობებს. მგელი ხროვასთან ერთად იბრძვის და ინდივიდუალურ გმირობას არ ეყრდნობა. მაშასადამე, ეს კოლექტივია.

– კენი: მოდით დავუბრუნდეთ სცენას, რომელიც თითქოსდა გავხსენით, კერძოდ, ადგილს როდესაც მისი ქალიშვილი ვანკუვერის აეროპორტში დააპატიმრეს. როგორ იყო Ren-ის რეაქცია?
კირბი: მე მას ამის შესახებ ვკითხე. პასუხი პირდაპირი იყო. მან მითხრა: “მე ამის შესახებ მოგვიანებით გავიგე“, საინტერესო პასუხია, დამეთანხმებით. შესაძლოა, ის საინფრომაციო გადაცემებს არ უყურებდა, რაც გასაკვირია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია. როდესაც გაიგო სინამდვილეში რა მოხდა, არაფერი გააკეთა, არავის არაფერი უთხრა. მაგრამ, ჩაჯდა თვითმფრინავში, წაიყვანა მხოლოდ პირადი მდივანი და გაფრინდა ბუენოს-აირესში, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო. არგენტინის დედაქალაქში წარმოთქვა სიტყვა, ჩაჯდა თვითმფრინავში და სახლში დაბრუნდა.

– კენი: გასაგებია.

– კირბი: ესეთი გახდათ მისი პასუხი.

– კენი: და არა ის, რასაც ელოდით.

– კირბი: მართალია. ვფიქრობ მისი პასუხის მეორე ნაწილი შორს გამიზნული, თუნდაც იმ აზრით, რომ, როდესაც მას ესაუბრებით, იკვეთება შეურაცხყოფის შეგრძნება ამერიკის მთავრობის მიმართებაში – რომელიც ცდილობს კომპანიის შევიწროებას და, რათქმაუნდა, ეს არის მამის წყენა დაპატიმრებული შვილის გამო.

– კენი: ასე, რომ რატომ არ შეგვიძლია გავანულოთ 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით? ჩვენ გვაქვს დაპატიმრების ფქატი ვანკუვერში. ის ამის თაობაზე გაფრთხილებული იყო. არსებობდა კი ბრალდების საფუძვლიანი არგუმენტები, რომელიც აშშ-მ წარმოადგინა?

– კირბი: ძირითადი ბრალდება მდგომარეობს შემდეგში: Huawei-მ, როგორც მეორე ჩინურმა კომპანიამ ZTE-მ, ამერიკის მთავრობის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაარღვია და ირანს, ამერიკის მხრიდან საპასუხო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, საქონელი არასამართლებრივი გზით მიჰყიდა. რით განსხვავდება ამერიკის რეაქცია ამ ორი კომპანიის ქმედებაზე? პირველ რიგში, ZTE, კომპანია, რომელიც Shenzhen-ში ფუნქციონირებს, უზარმაზარ საჯარიმო თანხას იხდის, დაახლოებით მილიარდ დოლარს და პირობას დებს, რომ მომავალში კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედება გამორიცხულია. თუმცა პირობას არღვევენ. მაშინ ამერიკის ადმინისტრაციას ეძლევა შესაძლებლობა ZTE-ს წინააღმდეგ განახორციელოს ის ქმედება, რაც Huawei-ის მიმართ არ განუხორციელებია, ჩამოაცილოს იგი ბიზნეს საქმიანობას.

მაგრამ ამერიკელები თვალს ხუჭავენ და ბატონი ტრამპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან Xi-თან მოლაპარაკებებს იწყებს, რათა ZTE-მ ბიზნესი განაახლოს და გადახდილ საჯარიმო თანხას კიდევ ერთი მილიარდი დაამატოს. ამგვარად, ხდება ZTE-ს კრიმინალიზირება და დაჯარიმება, მაგრამ ის ბიზნესში ბრუნდება და განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. ამის გამო არავის აპატიმრებენ. ამგვარად, ქალბატონ Meng-ის, როგორც Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაპატიმრებით, ამერიკის მთავრობა ამბობს, რომ ZTE-ის კომპანიის არცერი წარმომადგენელი არ დაიჭირეს, ვინაიდან მსგავსი შესაძლებლობა არ მიეცათ. შესაძლოა ეს ასეც არის. მე არ ვიცი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს შერჩევითი სამართალის კლასიკური ნიმუშია.

– კენი: და საჯაროდ დამცირება.

– კირბი: და რათქმაუნდა, საჯაროდ დამცირება.

– კენი: და პირადად მისი, ვინაიდან მისი ქალიშვილია დაპატიმრებული.

– კირბი: აბსოლუტურად. გონება აურიეს ჩვენ კანადელ მეგობრებსაც.

– კენი: მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთს ამერიკული ტექნოლოგიების უკუ ინჟინირინგში, კორპორატიულ შპიონაჟსა და ბინძურ თამაშებში ადანაშაულებენ. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ქმედებები მრავალი ადამიანის მხარდაჭერით სარგებლობს. არის კი აზრი ამ ბრალდებებში? დაინახეთ გარკვეული სახის ფუნდამენტური კატალიზატორი იმაში, რაც მოხდა?

– კირბი: საინტერესოა, ქალბატონ Meng-თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის მუხლის გარდა არაფერი არ არის, საუბარიც კი არ არის რეინჟინირინგსა და რაიმე მსგავსზე. საუბარი მართლაც, რომ ირანზე მიდის. ამიტომ, ეს ორი რამ ერთმანეთისაგან უნდა განვაცალკევოთ. აშშ-სა და ამ კომპანიას შორის დავა დიდი ხანია არსებობს. ეს არის ეჭვი, რომ მსხვილი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც კავშირგაბმულობის სფეროში პირველობას ინარჩუნებს, საბოლოო ჯამში ჩინური დაზვერვის ინტერესებს ემსახურება.

მოამზადა ტრეისი ჯონსმა