ემილ დიურკჰეიმმა დღევანდელი ქაოსი იწინასწარმეტყველმა

COVID-19 გლობალურად გავრცელების პირობებში, დღესდღეობით უზარმაზარი სოციალური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. ინსტიტუციონალურ დონეზე, ლიბერალური დემოკრატია, ავტორიტარიზმის და რადიკალური მემარჯვენეობის ზრდის საფრთხის წინაშე დგას. ჩვენ მუდმივად ზრდადი „შფოთვის ხანაში“ ვცხოვრობთ, რაც გამოწვეულია არასაიმედო ეკონომიკური პირობებით და საერთო სოციალური ნორმების თანდათანობითი ეროზიით. სწორედ ამიტომ, როგორ შეგვიძლია ამ რთულ და დამაბნეველ პერიოდთან გამკლავება?

ცნობილი სოციოლოგი ემილი დიურკჰეიმი 101 წლის წინ, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მეცნიერებათა განყოფილებების გარეთ მისი სახელი ძირითადად უცხოა, მისმა ინტელექტუალურმა მემკვიდრეობამ დიდი გავლენა მოახდინა სახოგადოების თანამედროვე აზროვნების ჩამოყალიბებაზე. მისმა ნაშრომებმა შესაძლოა ნათელი მოჰფინონ, იმას თუ როგორ შეგვიძლია თანამედროვეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.

ხშირად, როდესაც კომენტატორები ამტკიცებენ იმას, რომ სოციალური პრობლემა ”სტრუქტურული” ხასიათისაა, ისინი გაუთვიცნობიერებლად დიურკჰეიმის იდეებზე საუბრობენ. პირველად სწორედ დიურკჰეიმმა შემოიტანა აზრი იმის შესახებ, რომ საზოგადოება შედგება არა მხოლოდ ინდივიდების ერთობლიობისაგან, არამედ სოციალური და კულტურული სტრუქტურებისაგან, რომლებიც ადამიანთა მოქმედებასა და აზროვნებაზე გავლენას ახდენენ. წიგნში „სოციოლოგიური მეთოდების წესები“ მან ამ სტრუქტურებს „სოციალური ფაქტები“ უწოდა.

სოციალური ფაქტის ცნობილი მაგალითი დიურკჰეიმის კვლევაში – „თვითმკვლელობაში“ გვხვდება. ამ წიგნში დიურკემი ამტკიცებს, რომ ქვეყნაში თვითმკვლელობის დონე შემთხვევითი არ არის და საზოგადოებაში სოციალური ერთიანობის ხარისხს ასახავს. ნაშრომში იგი ადარებს პროტესტანტულ და კათოლიკურ ქვეყნებში სუიციდის მაჩვენებელს და ასკვნის, რომ პროტესტანტულ ქვეყნებში სიხშირე უფრო მაღალია, რადგან პროტესტანტიზმი მხარს უჭერს უხეშ ინდივიდუალიზმს, ხოლო კათოლიციზმი პირიქით კოლექტივიზმის ფორმის ჩამოყალიბებას ემხრობა.

ამ თეორიაში ყველაზე ინოვაციური იყო ის, რომ მან ეჭვქვეშ დააყენა ვარაუდები ინდივიდუალური პათოლოგიების შესახებ, რომელიც მანამდე ინდივიდუალური ფსიქოლოგიის უბრალო დანამატად ითვლებოდა. ამ თეორიის თანამედროვე ეპოქასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებებში სუიციდისა და მენტალური აშლილობების სიხშირე ვერ აიხსნება მხოლოდ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მეშვეობით, რადგან გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი მაკრო გარემოებები როგორიცაა: საზოგადოების კულტურა და ინსტიტუციები (სოციალური ფაქტები).

ცვლილებები პრემოდერნიზაციიდან მოდერნიზაციამდე

დაბადებული საფრანგეთში 1858 წელს, რაბინის შვილი დიურკჰეიმი აბსოლიტური სოციალური ცვლიბების ფონზე გაიზარდა. ინდუსტრიულმა რევოლუციამ მკვეთრად შეცვალა სოციალური წესრიგი და განმანათლებლობამ კი ეჭვქვეშ დააყენა მრავალი, უწინ გავრცელებული ვარაუდები ადამიანის ბუნებასა და რელიგიურ(განსაკუთრებით იუდეო-ქრისტიანულ) დოქტრინაზე.

დიურჰეიმმა წინასწარ განსჭვრიტა ის, რომ პრემოდერნულიდან თანამედროვე საზოგადოებაში გადასვლისთანავე, ერთი მხრივ, მოხდებოდა ინდივიდუალური ავტონომიისა და პროდუქტიულობის საოცარი ემანსიპაცია, ხოლო მეორე მხრივ, სოციალური კავშირების რადიკალური ეროზია.

დიურკჰეიმი, როგორც განმანათლებლობის მემკვიდრე, მხარს უჭერდა ინდივიდების რელიგიური დოგმებისგან განთავისუფლებას, მაგრამ იგი ასევე შიშობდა, რომ ტრადიციიდან განთავისუფლებით ადამიანები ანომიის მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ – მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს „არანორმალურად“ ცხოვრებას – რაც დიურკჰეიმს თანამედროვე ცხოვრების ძირითად პათოლოგიად მიაჩნდა.

ამ მიზეზთა გამო, იგი მისი მთლიანი კარიერის განმავლობაში თანამედროვე სოციალური სოლიდარობის საფუძვლების დადგენას ცდილობა. გატაცებული იყო ლიბერალურ დემოკრატიებში ინდივიდუალური თავისუფლებისა და საზოგადოების საჭიროებების, შეჯერებით.

მომავალ წლებში, დიურკჰეიმმა ამ გადაუჭრელი პრობლემის პასუხს მიაგნო: რელიგია. მაგრამ არა პირობითად გაგებული “რელიგია”. სოციოლოგიური მრწამსის ერთგულმა დიურკჰეიმმა გააცნობიერა ის, რომ რელიგია – მორიგი სოციალური ფაქტია.

ნაშრომში „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ მან განსაზღვრა „რელიგია“ შემდეგნაირად:

„რელიგია სარწმუნოებისა და პრაქტიკის ერთიანი სისტემაა, რომელიც წმინდა ნივთებს უკავშირდება. ეს მოიცავს ცალკეულ და აკრძალულ საგნებს – რწმენასა და პრაქტიკას, რაც ერთიანდება საერთო ზნეობის მქონე საზოგადოებად ანუ ეკლესიად.“

სიწმინდე და სწრაფვა სოლიდარობისკენ

დიურკჰემისთვის რელიგია სოციალური ცხოვრების ენდემია, რადგან ის ყველა საზოგადოების აუცილებელ ასპექტს წარმოადგენს. მთავარი ტერმინი აქ „წმინდაა“. „წმინდაში“ დიურკჰეიმი უდავოს, დამაკავშირებელს ან განსაკუთრებული ენერგიის გამომცემს გულისხმობდა. მის მიხედვით, სადაც ადამიანი „სიწმინდეს“ აღმოაჩენს, რელიგიაც იქვე იქნება.

დიურკჰეიმისეული შეხედულება „სიწმინდეზე“ დღესდღეობით ბევრგან გვხვდება. როდესაც ადამიანები, მაგალითად, ევროპული ფეხბურთის გულშემატკივრებზე ამბობენ, რომ მათი ერთგულება საყვარელი გუნდის მიმართ უკვე „რელიგიურია“, გაუთვიცნობიერებლად დიურკჰეიმისეულ კონცეფციას ხმარობენ. ამით ისინი მიანიშნებენ იმ ფაქტზე, რომ ეს გულშემატკივრები იმდენად ერთგულნი არიან თავიანთი გუნდის მიმართ, რომ შეიძლება ითქვას, თავად გუნდს სიწმინდესთან ასოცირებენ.

სიწმინდე სოციალური ცხოვრების აუცილებელი მახასიათებელია, რადგან ის ინდივიდებს, ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას და მოტივაციას აძლევს. ადამიანები სწორედ, სიწმინდის რაიმე ფორმის ერთგულების წყალობით, ღრმად და განსსაკუთრებულად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიწმინდე ყოველთვის კარგია. ჩვენ სიწმინდეს სიძულვილით სავსე ჯგუფებში, ტერორისტულ დაჯგუფებებსა და რევანშისტულ პოლიტიკურ მოძრაობებში ვხვდებით.

ამავე დროს ყოველი პროგრესული ჯგუფის გულში სიწმინდეს უკავია ადგილი. გაიხსენეთ სამოქალაქო უფლებების, ფემინისტური და „ქვიარ“ განმათავისუფლებელი მოძრაობები, რომლებმაც ადამიანის უფლებათა და მორალური თანასწორობის ლიბერალური იდეალების განკურნვა მოახდინეს. სოციალური პროგრესი შეუძლებელია სიწმინდის საერთო აღქმის გარეშე.

დიურკჰეიმის მიხედვით, მიუხედავად სიწმინდესთან დაკავშირებული ნეგატიური რისკებისა, ადამიანებს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. იგი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებაში სოციალური სოლიდარობის არარსებობა არა მხოლოდ ინდივიდებს ანომიისა და გაუცხოებისკენ უბიძგებს, არამედ შესაძლოა მათ ხელი შეუწყოს ექსტრემისტული პოლიტიკის გატარებაში. რატომ? იმის გამო, რომ ექსტრემისტული პოლიტიკა დააკმაყოფილებს მათი კოლექტივის წევრობის სურვილს.

ამრიგად, ლიბერალური თანამედროვების უდიდესი დილემა შემდეგნაირად შეგვიძლია შევაჯამოთ: როგორ უნდა შევქმნათ სიწმინდის კონცეფცია, რომელიც საერთო სიკეთის გატარებისათვის დაგვაკავშირებს, ისე რომ ძალადობის მსხვერპლნი თვითონ არ გავხდეთ?

ეს საკითხი, რომელიდ დიურკჰეიმს მთელი ცხოვრება აწუხებდა, დღეს ისე აქტუალურია როგორც არასდროს.

ლინდა მორნინგსტარი