მეცნიერები გასაგებად ამბობენ: ქვეყნები, რომლის ლიდერები ქალები არიან, პანდემიას უკეთ უმკლავდებიან

ახალმა, ყოველმხრივმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალი ლიდერები COVID-19-ზე უფრო სწრაფად რეაგირებდნენ, მეცნიერების მოსაზრებებსა და მითითებებს ზუსტად მისდევდნენ და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად, ანალოგიურ სიტუაციებში მამაკაცი კოლეგებისგან განსხვავებით, ეკონომიკურ რისკზე წასასვლელად მზად იყვნენ.

ვინაიდან, ყველა ჩვენთაგანი, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, გლობალური პანდემიისგან გამოწვეულ სასტიკ და დამანგრეველ შიშს ვებრძვით, ადრეული სამეცნიერო კვლევები, სულ მცირე ერთ მკაფიო და თანმიმდევრულ გაცნობიერებას გვთავაზობს: თქვენ შედარებით უსაფრთხოდ ხართ, თუ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ქალი მართავს.

ბოლო და ყოვლისმომცველი ლივერპულის უნივერსიტეტის კვლევაა, რომელიც პროფესორმა Supriya Garikipati-მა კოლეგასთან რედინგის უნივერსიტეტიდან Uma Kambhampati-თან ერთად ჩაატარა. კვლევის თანახმად, ქვეყნები, რომლის ლიდერები ქალები არიან, უფრო ადრე ჩაიკეტა, ისინი უფრო მკაცრად მისდევდენ და ითვალისწინებდნენ ექსპერტების რჩევებს, შედეგად ამ ქვეყნებში Covid-19-ით გამოწვეული ლეტალური შედეგები ორჯერ ნაკლებია.

„არსებულ კრიზისში ქალმა ლიდერებმა საკუთარი ქვეყნების უპირატესობა უზრუნველყვეს“, – დაასკვნა Garikipati-მა: „ჩვენი შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ქალი ლიდერები, პოტენციური ლეტალური შემთხვევების წინაშე, უფრო სწრაფ და მტკიცე რეაქციას აჩვენებდნენ. თითქმის ყველა შემთხვევაში, ქვეყნები, რომლის მეთაურები ქალები იყვნენ უფრო ადრე ჩაიკეტა, ვიდრე ქვეყნები, სადაც ლიდერები მამაკაცები იყვნენ […] ეს, რათქმაუნდა, ქვეყნებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარა.“

კვლევაში გაერთიანდა 194 ქვეყნის მონაცემები 19 მაისის მდგომარეობით, ამასთან მხოლოდ 19 ქვეყნის მეთაური გახლდათ ქალი. კვლევაში არ შევიდა ტაივანი და ჰონგ-კონგი – ორივე ქვეყნის მეთაური ქალია – ვინაიდან მსოფლიო ბანკი (კვლევის მუდმივად შესადარებელი მაკროეკონომიკური მონაცემების ძირითადი წყარო) არც ერთ და არც მეორე ქვეყანას არ ფარავს.

კვლევაში ეს ქვეყნებიც, რომ შესულიყო – გასათვალისიწინებელია, რომ ჰონგ-კონგი და ტაივანი ვირუსის შეჩერების მხრივ მსოფლიოში წარმატებულ ქვეყნებად ითვლებიან – Garikipati-ის კვლევები უფრო მძლავრ დასკვნებს მოგვცემდა Covid-19-ის პერიოდში ქალი ლიდერების მიერ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.

ლივერპულის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს დუბლინის ტრინიტი კოლეჯის და ლონდონის სამეფო კოლეჯის ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (ქალთა ლიდერობის გლობალურ ინსტიტუტთან კოლაბორაციაში) ჯგუფების მიერ მაისში ჩატარებული კვლევების შედეგებს.

ტრინიტი კოლეჯის კვლევა მხოლოდ 35 ქვეყანაში ჩატარდა და აჩვენა, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც ლიდერი ქალია დადასტურებული ლეტალური შედეგების რაოდენობა ექვსჯერ ნაკლებია, შედარებით სწრაფია „მრუდის გათანაბრება“ და დატვირთვის პიკები ექვსჯერ ნაკლებია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ლიდერები მამაკაცები არიან.

ყურადღება გამახვილდა სკანდინავიაზე, სადაც ქალი ლიდერების ხელმძღვანელობით, დანიამ, ნორვეგიამ და ფინეთმა უფრო ეფექტურად იმოქმედეს, ვიდრე შვეციამ, სადაც ქვეყნის სათავეში მამაკაცია: „მთავრობები ქალის ხელმძღვანელობით, გაცილებით მეტ მნიშვნელობას სოციალურ და ეკოლოგიურ კეთილდღეობას ანიჭებდნენ, თანხების უმეტესობის ინვესტირებას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ახდენდნენ და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ხელს უწყობდნენ“, – ამბობენ ავტორები.

ლივერპულის გუნდა ეს დაკვნა დაამტკიცა: „ახლო მეზობლების ანალიზი ნათლად ამტკიცებს, რომ როდესაც ქალი ლიდერებით მართული ქვეყნების შედარება ხდება ქვეყნებთან, რომლებიც მათი მსგავსია რიგი მახასიათებლებით, ისინი უკეთ მუშაობენ, დაავადების შემთხვევები ნაკლებია, ასევე მცირეა ლეტალური შემთხვევების რიცხვიც“, – წერდა Garikipati.

მონრეალში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული პარიტეტის ყოველწლიური მონაცემების საფუძველზე, გენდერულ საკითხებში „მსოფლიო ჩემპიონის“ Louise Champoux-Paille-ის და მისი კოლეგის Anne-Marie Croteau-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს ქალების მიერ ნაჩვენები უკეთესი შედეგები აიხსნება „საერთო ნიშნებით“: მოქნილობა, პრაგმატიზმი, კოლექტიური საღი აზრისადმი ნდობა, ურთიერთდახმარება და თავდაჭერილობა: „გენდერულად დაბალანსირებული გარემო უფრო საიმედო გადაწყვეტილებებს წარმოშობს“, – აღნიშნავდნენ ისინი The Conversation -ის მაისის სტატიაში.

ერთი მკვლევარი ამბობს – „მე არ ვეთანხმები მხოლოდ იმას, რომ ეს „საერთო ნიშნები“ არ არის მრავალი მამრობითი სქესის ლიდერების მიერ გაზიარებული, მაგარმა მოდით ეს გამოწვევა მომავლისთვის მოვიტოვოთ“.

ლივერპულის კვლევა ეს არის გამოწვევა ფათოდ გავრცელებულ ზოგადად მიღებულ მოსაზრებაზე, რომ ქალი ლიდერები რისკებისადმი მეტად არიან მიდრეკილები: „მაშინ, როდესაც ქალი ლიდერები ცხოვრებისეულ საკითხებში რისკების მიმართ მიდრეკილები არიან, ისინი მზად იყვენენ ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაშიც მნიშვნელოვან რისკებზე წასულიყვნენ. მათ საკუთარი ქვეყნების საზღვრები ადრე ჩაკეტეს“, – განაცხადა Garikipati-მა. „რისკის მიმართ ანტიპათია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვანაირად ვლინდება, ამასთან ქალი ლიდერები ადამიანურ ცხოვრების სფეროში რისკებისადმი უფრო მიდრეკილები არიან, ვიდრე – ეკონომიკის სფეროში.“

პანდემიაზე, როგორც „ეროვნული კრიზისების მენეჯმენტის უნიკალურ გლობალურ ექსპერიმენტზე“ კვლევები თანხვედრაშია იმასთან, რომ ზოგადად, მამაკაცი ლიდერები პანდემიის დროს საკუთარ ქვეყნებს კარგად ემსახურებოდნენ. თუმცა ისეთი ლიდერების მაგალითებზე, როგორებიცაა დონალდ ტრამპი, ჯაირ ბოლსონარო და ბორის ჯონსონი, დასკვნა საკმაოდ საკამათოა.

გახსოვთ, ტესტოსტერონით გატანჯული ბოლსონარო Covid-19-ს „პატარა გრიპს“ ან „პატარა გაციებას“ ეძახდა? ან ჯონსონი იმდენად უცერემონიოდ ცდილობდა „მაჩოს“ თვისებების გამოვლენას, რომ კორონავირუსით დაავადებულებით სავსე საავადმყოფოში ყველას ხელს ართმევდა?

განსხვავებით, ბოლო თვეების ყველაზე მტკიცე და ნდობის ღირსი ლიდერები არიან ანგელა მერკელი გერმანიიდან და ჯასინდა არდერნი ახალი ზელანდიიდან – მათი სიმტკიცე ათასობით გადარჩენილი სიცოცხლით დაჯილდოვდა.

მიუხედვად ამისა, Garikipati ცდილობს ხაზი გაუსვას იმას, რომ ეს ჯერ კიდევ გლობალური პანდემიის გავრცელების ჯერ კიდევ ადრეული სტადიაა და მათი კვლევები პირველ ტალღაზე უშუალო რეაქციებზე იყო დაფუძნებული. აშკარაა, რომ კვლევები ხელმეორედ უნდა ჩატარდეს, როდესაც პანდემიიდან გამოწვეული ზარალი საბოლოოდ დაითვლება – როგორც ადამიანის სიცოცხლის კუთხით, ასევე ეკონომიკური ხარჯებიდან გამომდინარე – შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ.

მაგრამ, ადრეულ ეტაპზეც კი, ზოგიერთი შედეგი თვალსაჩინოა: როდესაც ქვეყნებს ქალები მართავენ, პოლიტიკის შემუშავების ეფექტურობაში არსებობს სისტემური და სტატისტიკური გაზომვადი განსხვავებები, რომ „გენდერულად დაბალანსირებულ პოლიტიკას საიმედო გადაწყვეტილების მიღებამდე მივყავართ, რომ თვისება, ჩვეულებრივ განიხილული, როგორც „ქალური“ – ემპათია, თანაგრძნობა, მოსმენის უნარი და თანამშრომლობა – განსაკუთრებით ფასეულია არა მარტო პანდემიის, ან ჯანდაცვაში არსებული ნებისმიერი კრიზისის დროს, არამედ საკითხებში, რომელიც მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას მოითხოვს, როგორიცაა კლიმატის კრიზისი, გარემოს დაბინძურება, რესურსების მართვა, დაბერება და უნარების დეფიციტი.

განსხავევბები რისკებისადმი მიდგომებში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც Garikipati-მა აღნიშნა: „მაშინ როდესაც, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები ხშირად თვითდაჯერებულები არიან, მამაკაცები გაურკვეველ სიტუაციებში წარმატებაში უფრო დარწმუნებულები არიან. შესაძლოა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ნეგატიური გამოცდილებაზე ან წარუმატებლობებზე „მამაკაცები უფრო მრისხანედ რეაგირებენ, ვიდრე ქალები. ქალები მეტ სიფრთხილეს იჩენენ.“

არა მარტო ქვეყნების არამედ კომპანიების მაგალითიც შეგვიძლია განვიხილოთ ქალი ლიდერების მაღალი მოსწრების გამოსავლენად: მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგის წამყვანი გაზეთის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ლამ ჩანგი – მთლიანობაში Carrie Lam Cheng Yuet-ngor, კომპანიის დონეზე- პანდემიის გამოწვევას გონივრული ოსტატობით გაუმკლავდა, მართვის ნებისმიერი სხვა სფეროში ნაკლები ნდობა მოიპოვა. ის არავითარ შემთხვევაში, როგორც სანდო ლიდერობის წყარო, მერკელის ან არდენის გვერდით ვერ დადგება, როგორც ჩანს, იგი უფრო მიანმარელ აუნგ სუ-კუის Aung San Suu Kyi წააგავს. მაგრამ, რათქმაუნდა, ეს უკვე მომავალი სტატიის ისტორიაა, რომელსაც დაერქმევა- კორონავირუსი და ბიზნესის ქალი ლიდერები.

დავუბრუნდეთ სახელმწიფო ლიდერობას, საჯარო ადმინისტრირებას და გენდერს. დღეს ქალები 194 ქვეყნიდან მხოლოდ 19 ქვეყნის სათავეში არიან. ნათელია, გავა გარკვეული დრო, მივიღებთ ქალი ლიდერების საკმარის რაოდენობას, იმ ქალებისას, რომლებიც იკავებენ მაღალ თანამდებობებს.

დევიდ დოდველი