2. Caterpillar vs Komatsu – კაბინეტური მარკეტინგული კვლევა

ავტორი: სანდრო მაისურაძე, IBSU
ხელმძღვანელი: პროფესორი, კახაბერ ჯაყელი

თავი III – კომპანია „Caterpillar”-ის ბიზნეს პორტფელი

ბიზნეს პორტფელის გაანალიზებისას დავფიქრდი და მივხდი, რომ კომპანია „Caterpillar”-ს ძალიან დიფერენცირებული პროდუქცია აქვს. მე რა თქმა უნდა შემეძლო ყველა სათითაოდ ჩამომეწერა მათი პროდუქტები და სერვისები მაგრამ კვლევისათვის უფრო ეფექტიანი იქნება , თუ ვისაუბრებ კომპანია „CATERPILLAR“- ის მიმართულებებზე შემდგომ კი დედუქციურად და არგუმენტირებულად აგიხსნით რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა სწორედ კომპანია „Caterpillar”-ის პროდუქტი და არა „komatsu“-ს. კომპანია „Caterpillar”-ი 4 გამოსაჩენი მიმართულებით ფუნქციონირებს, ესენი გახლავთ:

  • სამშენებლო და საგზაო სარემონტო ინდუსტრია. ამ ადგილებში, Caterpillar უზრუნველყოფს ფართო სპექტრს სპეციალიზებული აღჭურვილობით: საავტომობილო დისკები, ბულდოზერები, ასფალტის პაუვერები, ჩვეულებრივი, ტელესკოპური და მინი-მტვირთავებით , გზის საჭრელები, გზის ზედაპირის რეგენერაციის მანქანები, ნაგავსაყრელი (გამავლობის გზაზე hinged ჩარჩო), skidders, posseters, ტრაქტორები გაწმენდის, ბეჭდების, earthmoving-ის აღჭურვილობა.
  • ძრავებიდა ტურბინები. Caterpillar-ს აქვს წამყვანი მწარმოებელი ძრავები, რომლებიც მოქმედებს დიზელის საწვავზე. მას მიერ წარმოებული დრაივები წარმატებით ახორციელებენ საზღვაო გემებს, სახმელეთო ტრანსპორტს, ელექტროსადგურებს, სპეციალურ აღჭურვილობას, მრავალფეროვან აღჭურვილობას. მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის გამო, CAT ® ძრავები უზრუნველყოფს მაღალი სიმძლავრის მაქსიმალურ ეკოლოგიასა და მინიმალურ საწვავის ხარჯებს. ასევე ხელმისაწვდომია ტურბინები და ტურბოლერები ძრავებისთვის.
  • Caterpillar Financial Services Corporation გთავაზობთ საცალო დაფინანსების გადაწყვეტილებებს. კომპანია გთავაზობთ გაზის ტურბინების, მანქანების, კომპაქტური მოწყობილობების, ძრავებისა და ლიფტით სატვირთო მანქანების დაფინანსებასა და საიჯარო მომსახურებას. Caterpillar Financial Services ემსახურება მომხმარებელს მთელ მსოფლიოში.
  • სხვა საქონელი ამჟამად, მისი ასორტიმენტი წარმოგიდგენთ საშუალო და მცირე ზომის მტვირთავებს, ბულდოზერებს, ნიადაგის ბეჭდებს მასით (20 ± 2) T, ისევე როგორც სხვა დედამიწის, სამშენებლო და სარემონტო, კომუნალურ და საგზაო ტექნიკას. SEM აღჭურვილობა აერთიანებს მაღალი საიმედოობას, ფასების ხელმისაწვდომობას. კლიენტები უზრუნველყოფენ საოპერაციო მომსახურების მხარდაჭერას.

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში Caterpillar– ის პროდუქტების საერთო რაოდენობამ 4 მილიონი შეადგინა. მან დღემდე 20 მილიონზე მეტი ძრავა გააკეთა. (Pratap, 2021)

რა შეიძლება ითქვას Caterpillar– ის ბიზნეს პორტფელზე? ამ კომპანიას საკმაოდ დიფერენცირებული პროდუქცია აქვს და დიფერენცირება კი კონკურენტუნარიანობის გაზრდის ერთ-ერთი ძირითადი შესაძლებლობაა.

ვინაიდან და რადგანაც მოკლედ გავეცანით „Caterpillar”-ის ბიზნეს პორტფელს, მოდით საუკუნის კითხვაზე გადავიდეთ, რატომ „Caterpillar”-ის პროდუქცია და არა „komatsu“-ს. ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს და მოდით სათითაოდ გავყვეთ.ზემოთ უკვე ვახსენე  „Caterpillar”-ის პირველი უპირატესობა იმის შესახებ , რომ მისი პროდუქცია ბევრად მეტ ქვეყანაში შედის, ეს უპირატესობა „Caterpillar”-ს საშუალებას აძლევს მომხმარებელთა მეტად ფართო სეგმენტზე გავიდეს ვიდრე კომპანია „komatsu“ . მეორე უპირატესობაც ზემოთ ვახსენე, „Caterpillar”-ი გამოცდილებით უდაოდ ჯობნის „komatsu“-ს. მესამე უპირატესობა , რომელიც „Caterpillar”-ს გააჩნია „komatsu“-სთან შედარებით არის ის , რომ მისი მინი ექსკავატორის ხაზის დანადგარები ზომით უფრო პატარაა, ვიდრე „komatsu“-ს. ალბათ კითხვაც გაგიჩდებოდათ თუ რა შუაშია ზომები ? ამაზე პასუხს დეტერმინისტულად  გაგცემთ. სამშენებლო და სოფლის მეურნეობის დარგში არსებობს მომხმარებელთა ის სეგმენტი, რომელიც ეძებს პატარა მსუბუქ და სწრაფ დანადგარს, რომლის საშუალებითაც სამუშაოს უფრო სწრაფად გააკეთებს. რა თქმა უნდა ის სეგმენტი, რომელიც ამ სპეციფიკაციებს ეძებს პროდუქტში, „Caterpillar”-ის პროდუქციას აირჩევს. “Caterpillar”-ის შემდეგი უპირატესობა ინოვაციურობაა. Caterpillar– ის ყურადღების ცენტრში დარჩა ინოვაციები გაყიდვების ზრდისა და ბაზრის წილისთვის. კომპანია აგრძელებს ინვესტიციებს კვლევასა და განვითარებაში, რათა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და ინდუსტრიის პოზიცია. ეს გასაკვირი არაა, რადგან ინდუსტრიაში უფრო მაღალი კონკურენციის გამო, ინოვაციებზე ფოკუსირება გაიზარდა. უფრო მეტი ინვესტიცია ტექნოლოგიურ ინოვაციებში დაეხმარება კომპანიას უფრო დიდი წილის დაკავებაში და ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შემოტანაში, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა მრავალფეროვანი სეგმენტების უკეთესად დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ინოვაცია ასევე ეხმარება კომპანიას განასხვაოს თავისი პროდუქტები და ბრენდი კონკურენტებისგან და უფრო სწრაფი ზრდა ნახოს. ზემოთ ბაზრის წილი ვახსენე, შემდეგი და უკიდურესი უპირატესობა “Caterpillar”-ს სწორედ ბაზრის წილში გააჩნია. იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდეს ეს უპირატესობა მოდით ამას გაჩვენებთ  ჯერ ბაზრის წილის დიაგრამაზე და შემდგომ ვიფიქროთ ბაზრის წილის მატრიცაზეც.

Heavy Equipment Company Market Share (Sharry, 2020)

როგორც დიაგრამიდან გამოჩნდა , მძიმე ტექნიკის კომპანიების ბაზრის წილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კომპანია “Caterpillar”-ს აქვს. არ ვამბობ , რომ „komatsu“ ბევრით ჩამორჩება , თუმცა აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. დამტკიცება აღარაფერს სჭირდება, ბაზრის წილის უმეტესი ნაწილის ფლობა უკვე კომპანია “Caterpillar”-ის გამარჯვებაზე მეტყველებს ამ ბრძოლაში, თუმცა მე გადავწყვიტე უფრო ჩავღრმავებოდი ამ ნაშრომს. შესაბამისად მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს კომპანია „komatsu“-სთვის ეს სტატისტიკა. შეგახსენებთ, რომ მაიკლ პორტერმა ჩამოაყალიბა ბაზარზე პოზიციონირების სამი ძირითადი გზა კონკურენტების მიმართ, რაც კონკურენტუნარიანობას უზრდის კომპანიებს. ესენია: დაბალი ფასებით, დიფერენცირებით და ფოკუსირებით“. მოდით დავრჩეთ ობიექტურები და ვაღიაროთ, რომ კომპანია „komatsu“-ს სამივე მათგანი გააჩნია, ხოლო კომპანია „Caterpillar”-ს მხოლოდ 2(რადგან აქვს მაღალი ფასები)მაშინ დავფიქრდეთ და ამ ყველაფერს სისტემური მიდგომით შევხედოთ.„komatsu“-ს   კომპანიას გააჩნია ხარისხიანი პროდუქცია , სამივე ძირითადი პოზიციონირების გზა , პრაქტიკულად ყველაფერი რაც ბაზარზე ლიდერად აქცევს, თუმცა ის ბაზარზე ლიდერი მაინც  არ არის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს კომპანია “Caterpillar”-ის კონკურენტუნარიანობას, პროდუქტიულობას, ხარისხს და პერფექციონისტულ ფუნქციონირებას, რადგან “Caterpillar”-ი არა სუსტი კომპანიებით სავსე ბაზარზე , არამედ  კონკურენტულ ბაზარზე ახერხებს ლიდერობის შენარჩუნებას.