დემოკრატების პოლიტიკური ბრენდინგის წამახალისებელი მაგალითები – 2020

2020 წლის დემოკრატების საპრეზიდენტო წინასაარჩევნო მარათონში იმდენად ბევრი კანდიდატია, რომ მოცემულ სტატიაში ყველას აღნიშვნა შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კანდიდატის ბრენდინგი მართლაც, რომ მთლიანობაში გამორჩეულია ან კარგი ან ცუდი კუთხით, ჩვენ უყურადღებობაში ჩაგვეთლებოდა, თუ რამოდენიმე მნიშვნელოვან მაგალითს არ მოვიყვანდით.

აი ისინიც…

საუკეთესო ლოგოდ შეფასდა Best Logo – John Hickenlooper

შესაძლოა, John Hickenlooper-ზე არაფერი გსმენიათ. მაგრამ ამჟამინდელ დემოკრატიულ კანდიდატებს შორის მისი ლოგო საუკეთესოა. თანაც ეტყობა რომ ეგვიპტეში ახლახანს იყო და პირამიდების შთაბეჭდილება ჯერ არ განელებია. გაასეირნეთ კანიონებზე , იქნებ უშველოს.

მისი ლოგო სამზოლიან მთებს გამოსახავს. მთები მარცხნიდან მარჯვნივ სიმაღლეში იზრდება. მათ თავზე ერთადერთი ვარსკვლავი ანათებს. ძირითადი მთა მისი სახელის და მიმდინარე წლის ფუძეა. ისე მთებია ეს თუ „პირამიდები“?

Hickenlooper-ის ლოგო ყოველი მომდევნო მთის გავლენის ზრდაზე გვაუწყებს. ზემოდან მოკაშკაშე ვარსკვლავი, ოცენებებსა და მიზნებს გულისხმობს. ხოლო ის, რომ სახელი Hickenlooper ქვემოთაა მოთავსებული, ნათლად გვამცნობს, რომ ზრდის და ოცნებების მიღწევის შესაძლებლობა პირადად მასზე გადის.

მიუხედავად ამისა, Hickenlooper-ის ვებ-გვერდი და სლოგანი მისი ლოგოს დაპირებების შესაბამისი არ არის. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი სახელი „საუკეთესოებში“ ვერ შევიტანეთ.

ყველაზე სუსტი ლოგო – Seth Moulton

სეთ მოულტონის Seth Moulton მოვიხსენით იმიტომ, რომ მას ყველაზე სუსტი ლოგო აქვს.

Moulton-ის ლოგო ვიზუალურად მის სახელს უსვამს ხაზს, მაგრამ, როგორც უცნობი კანდიდატი, თან აუთსაიდერი, ეს არც ისე კარგი სტრატეგიაა. ხოლო ვიზუალური დიზაინი ელექტორატისათვის უფრო მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად თითქმის არაფერს აკეთებს.

Moulton-ის ლოგოს საერთო სქემაში თეთრი სივრცე საკმაოდ ჭარბადაა. სტრიქონებს შორის ინტერვალი იმდენად ფართოა, რომ მთელი ლოგო მოტივტივედ და დაბნეულად ჩანს. მერჩანდაიზინგზე და საიდენტიფიკაციო კომპლექტზე განთავსებისას, ეს ყოველივე აგრეთვე ასუსტებს ლოგოს გავლენას.

ლოგოს ყველაზე საინტერესო ასპექტი, მის გარშემო, არც ისე საინტერესო ტექსტით, სრულად გადატვირთულია. Moulton-ის სახელის ქვეშ ჩანს მარტოსული ვარსკვლავი კურსორით, რომელიც პირდაპირაა მიმართული.

ამერიკის პოლიტიკური მარკეტინგის შეფასებით აშშ-ს 2020 საპრეზიდენტო არჩევნების საუკეთესო მერჩანდაიზერი არის – ენდრიუ იანგი Andrew Yang

პოლიტიკურ მარკეტინგში მერჩაინდაზინგი მეტდ მნიშვნელოვანი საკითხია. თუ საცალო ვაჭრობაში მერჩანდაიზინგი საცალო ქსელის არქიტექტურა, დახლების და თაროების განაწილების ფილოსოფიაა და თავად საქონლის მიმზიდველობის შენარჩუნებაა მაშინ პოლიტიკურ კამპანიაში მერჩანდაიზინგი, თავად კამპანიის თანმიმდევრულად სწორად განვითარება, მესიჯების, სლოგანების, ლოგოს, მხარდამჭერი მასალების, სატელევიზიო დროის, ბანერების, გადაადგილებისა და მონიტორინგის ერთად აწყობილი სისტემაა. ამის გარეშე პოლიტიკური ბრენდი ვერ იბრენდებს. შესაბამისად პოლიტიკურ მარკეტინგში მერჩაინდაზინგს უპყრია წარმატების საფუძვლები.

Andrew Yang მართლაც, რომ ზღაპრული მერჩანდაიზინგის წყალობით მოხვდა ჩვენს საპატიო სიაში.

მისი პროდუქტები გონებამახვილურია, უნიკალური და მისი კამპანიის ბრენდს თანმიმდევრულად უწყობენ ფეხს.  თუ არ იცით, რატომ მიუძღვენა Yang-მა მერჩანდაიზინგის კამპანიის  მთელი ხაზი MATH-ს, მის გასაგებად საკმარისი ინტერესი უნდა გამოიჩინოთ. ეს ეფექტური ბრენდინგია.

ჭეშმარიტად, ვის არ სჭირდება MATH-ის ქუდი? მე MATH-ში კარგად ვერკვევი და ძალიან მჭირდება. შესანიშნავად შესრულებული სამუშაოა, ყოჩაღ Andrew Yang.

სანამ პოდიუმს მოვცილდებით

საუკეთესო პოლიტიკური ბრენდინგი – როგორც ნებისმიერი ბრენდინგი – კონკურენტებისაგან გამოგარჩევთ, აჩვენებს თქვენ უნიკალურ ინდივიდუალურობას, პერსპექტივებსა და ფასეულ შეთავაზებებს.

ეს არც ისე ადვილია.

ასე რომ წარმატებით 2020-ში, ვნახოთ ვინ გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.

ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ