ტოტალიტარიზმის აჩრდილი – III

ანტიტოლერანტობის ახალი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში უდიდესი დანაშაული ჩვენ უნივერსიტეტებს მიუძღვის.

ედვარდ სკიდელსკი

 

ნაწილი III

დღეს უნივერსიტეტებზე თავდასხმა ახალი მიმართულებით ხორციელდება. „სასწავლო პროგრამის დეკონოლიზაცია“ პირველად, 2016 წელს აქტივისტების მიერ იქნა შემოთავაზებული. ამჟამად, ბევრი ბრიტანული უნივერსიტეტის ოფიციალურ განრიგში შედის. მოძრაობის მიზნები ბოლომდე მკაფიო არ არის, მაგრამ შეიცავს, როგორც მინიმუმ, ლიტერატურის ჩამონათვალში დიდი რაოდენობით არაევროპული წარმოშობის ავტორების დამატებას და, როგორც მაქსიმუმ, არაევროპული და ევროპული აზროვნების სისტემებისათვის თანაბარი წონის მინიჭებას.

განსაზღვრული კონტექსტით ორივე მიზანი გონივრულია. XX საუკუნის ბოლოს ინგლისურენოვანი ლიტერატურის კურსში უნდა შედიოდეს V.S. Naipaul და Wole Soyinka; რელიგიათმცოდნეობის კათედრა არასრული იქნებოდა ინდუიზმის და ბუდიზმის სპეციალისტების გარეშე. სხვა კონტექსტებში ეს იდეა ნაკლებად პერსპექტიულად მოსჩანს. როგორ უნდა მივიდეთ სტომატოლოგიის ან ძველბერძნული ფილოსოფიის დეკონოლიზაციამდე? როგორც ჩანს, ჩვენ არ გვსურს „ებრაულ ფიზიკაზე“  საუბრები ნაცისტურ სტილში ავაღორძინოთ.

ამ შემთხვევაში, დეკონოლიზაციის უარყოფით და დადებით მხარეებზე საუბრები შესაძლებელია. მაგრამ, მიმდინარე პროექტში გვაღელვებს არა მარტო მიზანი, არამედ რეალიზაციის მეთოდიც. მოსალოდნელია, რომ რეფლექსიის ენდოგენური პროცესები მრავალ დისციპლინას გლობალისტური მიმართულებით დაძრავს, ვინაიდან დასავლეთის ბატონობის ეპოქა წარსულში რჩება. მაგრამ მათი იძულება, გარე პოლიტიკური ზეწოლის მორჩილება და მათი შინაგანი მთლიანობის გაუთვალისწინება – სულ სხვა რამეა. ეს უნივერსიტეტების Gleichschaltung-ის ტოლფასია – ან, უფრო სწორად, ეს ასე იქნებოდა, თუ ჩანაფიქრი სერიოზული იქნებოდა (Gleichschaltung გერმანულად ნიშნავს “კოორდინაციას” და გულისხმობს ყველა სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ორგანიზაციის რეორგანიზაციის აქტს, რომელიც უნდა კონტროლდებოდეს და იმართებოდეს ნაცისტური იდეოლოგიისა და პოლიტიკის შესაბამისად).

ამჟამინდელი სახით ეს,  PR სავარჯიშოზე ოდნავ მეტია. მიუხედავად ამისა, სახიფათო პრეცენდენტის ქმნის. ოპოზიციის არარსებობა, რომელმაც ოპონირება უნდა გაუწიოს, შეშფოთების მიზეზია. ეჭვგარეშეა, აკადემიური პერსონალიდან ზოგიერთი დეკონოლიზაციის პროგრამას აქტიურად უჭერს მხარს, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ბევრი შიშის გამო გაჩუმებულია. ლენინელმა ან-ან თავისი საქმე უკვე გააკეთა.

ენა ძირითადი საზოგადოებრივი სიკეთეა, რომელზედაც ყველაფერი სხვა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ეს ჩვენი საერთო სახლია, სადა მეგობრებს, მოწინააღმდეგეებს ან მტრებსაც კი ვხვდებით (ვინაიდან ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ პირობებზე, მანამ სანამ არსებით შეთანხმებას მივაღწევთ). ენა სტატიკური არ არის. მუდმივად ხდება ახალი ტერმინების შეყვანა, ხშირად პოლემიკური განზრახვით.

რა მიზანს ემსახურება ახალი სიტყვების გავრცელება, თუ არა უთანხმოების და შეურაცხყოფის ზრდას?

თუმცა, ტრადიციულად, ამგვარი ტერმინები საერთო საუბრების ნაწილი ათწლეულების ან ასწლეულების მანძილზე გახდა და მხოლოდ მილიონობით ორდინარული მწერლის და ორატორის აქტიური თანამშრომლობით. ენობრივი ცვლილებები თანდათანობით და შეუმჩნევლად ხდებოდა, როგორც ეს ხის ან დედამიწის ქერქის ძვრის შემთხვევაშია. დროის ნებისმიერ მომენტში ენის სპიკერები აშკარა ნდობით, როგორც მყარ ნიადაგს, ისე შეიძლება დაეყრდნონ.

მე-20 საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ეს ყოველივე შეცვალეს. აქ პირველი სიტყვები შეკვეთით მზადდებოდა, როგორიცაა ტანკები და თვითმფრინავები, და მთელი ძალით ესხმოდა თავს არაკეთილგანწყობილ საზოგადოებას. „ახალი სიტყვები, ახალი ბრუნვები და ახალი გამონათქვამები ენაში შეუჩერებელი ნაკადივით შემოიჭრა“, – 1921 წელს დანანებით განაცხადა რუსმა კრიტიკოსმა Arkady Gornfeld-მა.

ნარკომი, ჩკ, კომკავშირი და კომინტერი შესამაბისი რუსული სიტყვების ნაწილებით იქნა საბჭოების მიერ სინთეზირებული. მოგვიანებით ნაცისტების მიერ მიღებულმა პროცედურამ, რომლებიც ასევე (საბჭოებისაგან განსხვავებით) კიჩური არქაიზმებით იყვნენ დაინტერესებულები, როგორიცაა Sippe (Kin – სისხლით ნათესაობა) და Gau (province-პროვინცია). ბარბარიზმაბიდან არც ერთმა მკაფიობას და ურთიერთობის სიმარტივეს ხელი არ შეუწყო. ეს მისი მიზანი არ იყო. მიზანი დაშინება და დაბნევა გახლდათ. ტოტალიტარიზმი რეალობის შეგრძნებაზე გათვლილი თავდასხმაა, რომელიც ახალი სიტყვების მუდმივი ნაკადით ხორციელდება.

ეს ყველაფერი, ცოტა ხნის წინ გავიაზრე, როდესაც ერთმა მეგობარმა კეთილისმსურველმა, შესაძლოა, დაინახა, რომ დამატებითი მასალები მჭირდებოდა, მომცა  ტუზიდან შვიდიანამდე: პატარა წიგნი ლგბტ ტერმინოლოგიის შესახებ. იქ აღმოვაჩინე პანგენდერის – pangender მნიშვნელობა („ადამიანი, რომლის სექსუალური იდენტურობა მრავალფეროვანი სქესის ადამიანებისაგან“), ნოვოსექსუალი – novosexual („ადამიანი, რომლის სექსუალური იდენტურობა სქესის, რომელსაც იმ მომენტში თავად განსაზღვრავენ, მიხედვით განსხვავებულია“) და ზედსექსუალი – zedsexual (ის, ვინც სხვა ადამიანების მიმართ სექსუალურ ლტოლვას გრძნობს). წიგნში შესულია 160 ტერმინი, რომლის დიდი ნაწილი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზეა მოგონილი და მომდევნო ხუთ წელიწადში გაქრობისთვისაა განწირული.

რა მიზანს ემსახურებოდა ახალი სიტყვების გავრცელება, გავიფიქრე, გარდა იმისა, რომ გაზრდოს გაუგებრობის და წყენის შემთხვევების რაოდენობა. მაგრამ, რათქმაუნდა, ეს მისი მიზანია, მისი ზუსტი მიზანი. როგორც საბჭოთა რუსეთში, ასევე ნაცისტურ გერმანიაში – თუმცა, ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ის, რომ სუფთა მორალური უპირატესობის წყალობით – მცირე დაჯგუფებამ საკუთარი ჟარგონის დანარჩენზე თავზე მოხვევით წარმატებას მიაღწია. ამგვარად, ეს დანარჩენი ნაწილი იძულებული გახდა ფეხი აუწყოს მუდმივად ცვლად არკანას (arcana). მიზანი, კვლავინდებურად, დაპირებაში არ არის. ეს მისტიფიკაცია და ძალაუფლებაა.

ტოტალიტარიზმი არა მხოლოდ ნეოლოგიზმია, არამედ დაუნდობლად ტენდეციური. ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ყველაფრის მიმართ სწორ დამოკიდებულებას გამოვხატავდეთ, ჩვენ ვამბობთ არა უბრალოდ „მეწარმეობას“ ან „რაციონალიზმს“, არამედ წვრილბურჟუაზიულ მეწარმეობას და ებრაულ რაციონალიზმს. ან, უფრო დახვეწილად, ის საგნებს სახელებს არქმევს, რომელიც თავის მხრივ სწორ დამოკიდებულებას გამოხატავს, საშუალებას გვაძლევს ზედსართავი მარკერებისაგან განვთავისუფლდეთ. ნაცისტური ენის უდიდესი მკვლევარი Victor Klemperer გვეუბნება, რომ ჰიტლერის გერმანიაში ვეიმარის რესპუბლიკა ყოველთვის „სისტემა“ იყო, სიტყვა, რომელიც რაღაც მშრალს, უხეშსა და შემაკავებელს გვახსენებდა, მსგავსად კანტის ან მეტრული სისტემისა.

მეორე მხრივ, ნაციონალ-სოციალიზმი ყოველთვის იყო „მოძრაობა“, დინამიური და შთამაგონებელი. ტოტალიტარული ენა მსგავსი სიტყვებით მდიდარია – სიტყვებით, რომელიც, როგორც Klemperer ამბობს „ჩვენს ნაცვლად წერს და ფიქრობს“. ჩვენ მათი გამოყენება დაუდევრად,  დაფარულ შედეგებზე ყურადღების გარეშე შეგვიძლია, მაგრამ მათი ჩვენზე გავლენა არ იკარგებ. დარიშხანის მარცვლების მსგავსად, რომელიც ჩვენი ყოველდღიური საკვებშია დამალული, ახალი სიტყვები ნელ-ნელა აღწევს ჩვენს გულებსა და ტვინში და გაუფრთხილებლად გვწამლავს.

უკანასკნელი ათწლეულები „სიტყვების, რომელიც ჩვენს ნაცვლად ფიქრობს“ გავრცელების მოწმე გახდა, ვინაიდან პოლიტიკური კამათის გრავიატაციულმა ცენტრმა ეკონომიკიდან კულტურის და „იდენტურობის“ უფრო ბნელ ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ბოლო წლებში, ძალიან ხშირად, პატივმოყვარეობა და სისულელე სააშკარაოზე გამოტანილია, როგორც „ხალხის ნება“, ხოლო გონივრული შეთავაზებები კორუმპირებულ, ანგარებიან „ელიტას“ ან კოსმოპოლიტურ ელიტას მიეწერება, როგოც ზოგჯერ ამბობენ, თითქოსდა ეფექტის მოსახდენად. ყველაფერი ეს ფაშიზმის ნაცნობ რიტორიკას მიეკუთვნება.

ნაკლებად მედიდური, მაგრამ არა ნაკლებ მავნებლურია სიტყვები, რომლითაც მემარცხენე პროგრესისტი ნიშანს აძლევს იმაზე, რომ განსაზღვრული იდეები და ქცევა დაუსვებელია. „შეუფერებელი“ და „მიუღებელი“ – ორი ნაცნობი ხუმრობაა. „ტოქსიკური“ – უფრო ახალი და უსიამოვნო მოვლენაა. შემდეგ მოდის „ფობიების“ ოჯახი: „ჰომპფობიური“, „ისლამოფობიური“, „ტრანსფობიური“.

მათი ფუნქცია განსახილველი საგნის კრიტიკის განიარაღებაა, პათოლოგიურ შიშის ან ზიზღის მიღწევამდე მისი მონიტორინგი. „უარმყოფელი“ ნიშანიც ანალოგიურად მუშაობს. აზროვნების და განსჯის ჩვეულებრივი პროცესების შეზღუდვისკენ მიმართული ყველა ეს სიტყვა საგნებს იმგვარად აღწერს, რომ მათ შესახებ  მსჯელობა თავისთავად მოდის.

ტოტალიტარიზმი არა მარტო ქმნის ახალ, არამედ ანგრევს ძველ სიტყვებს, ჩვეულებრივ სრულად არ ანადგურებს, არამედ მათ მნიშვნელობას აკნინებს. „ბიუროკრატიული ჟარგონი“ (Newspeak) მიზანმიმართულად შეიქმნა (როგორც Orwell ამბობს), რათა შეემცირებულიყო სიტყვების, შესაბამისად აზრების მარაგი. ეს იყო რომანისტის პატივმოყვარეობა. რეალურ ცხოვრებაში  კონცეფციები იშვიათად ინგრევა წინასწარ განზრახვით. უფრო მეტიც, ისინი ჩუმად გამოდიან ხმარებიდან, ვინაიდან მათზე საჭიროება კლებულობს.

„უანგარობა“ და „დისკრიმინაცია“ – აი, მაგალლითები. ორივე სიტყვა ჯერ კიდევ ხმარებაშია, მაგრამ მათი ადრინელი მნიშვნელობა თითქმის სრულად დავიწყებულია – გასაკვირი არ არის, ვინაიდან თანამედროვე ხასიათი ამაღლებულ უანგარობაში შექების საბაბს ვერ პოულობს ან  არ შეუძლია  დახვეწილი ღირებული განსხვავების გაკეთება. „ლიბერალი“ კიდევ ერთი უახლესი მსხვერპლია. ერთ დროს ლიბერალობა პირადი თავისუფლების უნივერსალური პრინციპების მხარდაჭერას ნიშნავდა, ასევე ლიბერალური ჭკუის გამოვლენას, თავისუფალი და გულუხვი გზა იდეებისაკენ. დღეს, ეს უბრალოდ  განსზღვრული შეხედულებების დაფიქსირებაა აბორტებზე, რასების, გეების უფლებებზე და ა.შ. ამ შეზღუდული მნიშვნელობით შეიძლება იყო „ლიბერალი“ და ამავე დროს სავსებით გულგრილი ან მტრულად განწყობილი თავისუფლების მიმართ!

მაშასადამე, ტოტალიტარიზმი მკვდარი არ არის. მისი წინაპრები გარდაიცვალნენ, მაგრამ დატოვეს შვილები და შვილიშვილები, რომლების დინასტიის ნაცნობ ნიშნებს ატარებენ: გონების შეზღუდულობა და დიქციის შბოჭილობა. საკვანძო საკითხი შემდეგშია: შეუძლია თუ არა „კულტურულ“ ტოტალიტარული მოძრაობიდან რომელიმეს საკმარისი მხარდაჭერის მიღება რეჟიმის დასამყარებლად, რომელიც ტოტალიტარულია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ იძულების და დარწმუნების საშუალებებზე მონოპოლია გააჩნია?

ამჟამად, „გამოღვიძებული“ მემარცხენეები ამ მიზანს Gramscian-ის „ინსტიტუტებისკენ გრძელი მარშით“ ახორციელებენ – სკოლების, უნივერსიტეტების, სახელმწიფო ბიუროკრატიის და მსხვილი კორპორაციების პროგრესული კოოპტაცია.

ამასთან, როგორც უმცირესობის მოძრაობამ, ვერ შესძლო არჩევითი თანამდებობების დაკავება, სადაც სუვერინიტეტი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ეს თანამდებობები სულ უფრო ხშირად ხდებიან მემარჯვენეების კონტრრადიკალიზმის საშუალებად. არავინ იცის, როგორ განვითარდება უცნაური პოზიციური ომი მომდევნო რამდენიმე ათწლეულში. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, დემოკრატია, სავარაუდოდ, წააგებს, ვინაიდან თითოეული მხარე საკუთარ გეგმებთან მტკიცედაა მიჯაჭვული, ვიდრე კანონებთან და ინსტიტუციებთან, რომლებმაც ორივე მხარე უნდა მართოს. ვეიმარის გერმანია ცნობილი იყო, როგორც „რესპუბლიკა რესპუბლიკელების გარეშე“ – მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული გარსი, სადაც მტრული ფრაქციები კბილებით და ფრჩხილებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ფრთხილად იყავით, არ გაიზიაროთ მისი ბედი.