მარიანა ვილიამსონი (Marianne Williamson) და მისი პოლიტიკური ბრენდინგი 2020-ში

კანდიდატ Marianne Williamson-ის ბრენდინგი კომუნიკაციისათვის კარგ სამუშაოს ატარებს – ის ჩვეულებრივი საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის, ვინაიდან მისი ბრენდინგი მას პოლიტიკურ კანდიდატისაგან განსხვავებულად წარმოაჩენს.

Williamson-ის ლოგო უბრალოდ, მუქ-ლურჯ ფერებში, ბეჭდური ასოებით მის სახელს წარმოგვიდგენს, შემდეგ „2020“ წარწერა საბავშო საღეჭი რეზინის ვარდისფერი ფერის მსგავსი შრიფტითაა გაკეთებული.

საინტერესოა ვინ შესთავაზა საღეჭი რეზინის ფერთა გამა ქალბატონ მარიანას?

სამწუხაროდ, ახალი შრიფტის გარჩევა მხოლოდ ახლო მანძილზეა შესაძლებელი. ამრიგად, იმის ნაცვლად, რომ დავინახოთ „Marianne 2020“, ნაცვლად “Marianne”-ს ვხედავთ, რასაც 4 მოვარდისფრო ტალღისებური ზოლი მოსდევს. საოცარია. საბავშვო გადაცემის, ან ტკბილეულის, ბეზეს, კრემის, საწუწნელა კომფეტის ეტიკეტთან ხომ არ გვაქვს საქმე? 350 მილიონიანი ქვეყნის, აშშ-ს და თანაც მსოფლიო ჰეგემონი დემოკრატიის ბედი ჩაუგდო ქალს, რომლის ბრენდი საბავშვო საღეჭი რეზინის ფერთა გამას მოიცავს, ხომ არასერიოზულია? დიახ ასეა!

გარდა ამისა, Williamson-ის ბრენდინგი გაზავებულია გულებითა და ვარდისფერი გრძნობების  აქცენტით, რაც მის მიერ პოლიტიკურ მისიაზე აღებულ პასუხისმგებლობას – და მისი ბრძოლის სერიოზულობას ეჭქვეშ აყენებს.

ასევე აქვეა სლოგანის  გაურკვევლობა, მის ბრენდს საკუთარი პოლიტიკური მისწრაფებებიდან კიდევ უფრო აშორებს. მისი ვებ-გვერდი ვიზიტორებს მოუწოდებს „დადექ  Marianne-ს გვერდით“. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ რომ დავდგეთ? იქნებ საღეჭ რეზინებს დაგვირიგებენ ბოლოს?

სავსებით გასაგებია, რომ Marianne Williamson-ს სურს მკაფიოდ აჩვენოს დისტანცია საკუთარ გამოცდილებასა და „ჩვეულებრივი“ პოლიტიკური კონკურენტების გამოცდილებას შორის. მაგრამ, მისი ბრენდინგი წარუმატებლობას განიცდის, ვინაიდან მხოლოდ აჩვენებს, როგორი არ არის Marianne, მაგრამ არ მოგვითხრობს თუ ვინ არის ქალბატონი მარიანე Marianne.

 

ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ