2. ფილიპ კოტლერი: არის კი ამერიკა ნორდიკული კაპიტალიზმისათვის მზად?

თარგმნეს: ტრეისი ჯონსმა და კახაბერ ჯაყელმა

 

ნაწილი II

რატომ არის ამერიკულ კაპიტალიზმში ძირითადი პრობლემები შენარჩუნებული?

არსებობს დაახლოებით ოთხი მიზეზი, რომლის გამოც კონგრესის წევრები და აშშ-ს პრეზიდენტები, ამ პრობლემათაგან ერთის ან რამდენიმეს შერბილების მიზნით, ეფექტურ ქმედებებს არ მიმართავენ.

პირველი, მუშები პირველები მოითხოვენ პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ ისინი უძლურები არიან. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქვეყანაში პროფკავშირების ორგანიზებით უამრავი გაფიცვა მოეწყო. AFL და CIO ძლიერი პროფკავშირები იყვნენ და კორპორაციებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით წარმატებებს მიაღწიეს. კორპორაციები იძულებულები გახდნენ გაეზარდათ ხელფასები, დასაქმებულებისთვის შეეთავაზებინათ სამედიცინო შეღავათები და უკეთესი სამუშაო პირობები. მენეჯმენტი, ნაცვლად იმისა, რომ ეს სარგებელი განეხილა, როგორც ინვესტიციები, რომელიც დასაქმებულების კმაყოფილებასა და ლოიალობას ზრდიდა, მათ, როგორც კომპანიის შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ისე განიხილავდა.

შედეგად, ბიზნესმენები, მდიდარი ოჯახების დახმარებით, მოითხოვდნენ კონგრესს მიეღო ახალი კანონები, რომელიც პროფკავშირების ძალაუფლებას შეზღუდავდა. მაგალითად, კონგრესმა 1947 წელს მიიღო Taft-Hartley-ის კანონი, რომელიც პროფკავშირების მოღვაწეობასა და ძალაუფლებას ზღუდავდა. Taft-Hartley-მ, 1935 წელს, კანონში „შრომითი ურთიერთობების შესახებ“ (NLRA) შესწორებები შეიტანა და პროფკავშირებს ზოგიერთ „დასაქმებულთა უფლებების დაცვის“ კუთხით, (როგორიცაა იურისდიქციასთან დაკავშირებული გაფიცვების, სტიქიური გაფიცვების, სოლიდარობის ან პოლიტიკური გაფიცვების, განმეორებითი ბოიკოტების, განმეორებითი და მასობრივი პიკეტირებების, მაღაზიების დახურვა და სხვა) ფედერალურ პოლიტიკურ კამპანიებში ფულადი შენატანების გაკეთება აუკრძალა. NLRA-მ შტატებს უფლება მისცა მიეღო შრომის უფლებების შესახებ კანონი, რომელიც პროფკავშირებს კრძალავდა.

შედეგად, დასაქმებულებმა საკუთარი, პროფკავშირის ხმა, რომელიც კომპანიაზე და ეკონომიკაზე გავლენას მოახდენდა, დაკარგეს.

მეორე, კონსერვატორები პროგრესულ ზომებზე, როგორც სოციალიზმის მიმანიშნებელზე, ისე გაჰყვიროდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ამერიკაში სოციალისტური და კომუნისტური პარტიები არსებობდა. თავდაპირველად, ორივე პარტია 1917 წლის რუსული რევოლუციით (რომელმაც მეფის რუსეთი კომუნისტური ხელმძღვანელობით ჩაანაცვლა და მშრომელების უფლებების დაცვისათვის გამოდიოდა) იყო შთაგონებული. ამერიკაში სოციალისტურ პარტიას სათავეში ევგები დებსი Eugene V. Debs ედგა. მან, ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში ხუთჯერ მიიღო მონაწილეობა, საკმარისი რაოდენობის ამერიკელების გულიც დაიპყრო, მაგრამ ხუთჯერვე დამარცხდა. რესპუბლიკელები განაგრძობდნენ ამერიკელების გაფრთხილებას – სოციალიზმი და Debs მიუღებელია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სოციალიზმი კაპიტალიზმის, „ძრავას, რომელიც ამერიკის უდიდეს ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს“ გაანადგურებდა.

კონსერვატორები აფრთხილებდნენ, რომ იქნებოდა უფრო ნაკლები საწარმო, ნაკლები სამუშაო ადგილები, მეტი უმუშევრობა, შემოსავლების კლება, ნაკლები ფილანტროპია და ნაკლები გრძელვადიანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. „ყველა გაღარიბდებოდა“.

ეს ჩერჩილის გამონათქვამს გვაგონებს: „კაპიტალიზმის თანდაყოლილი ნაკლი არის სიმდიდრის არათანაბარი განაწილება. სოციალიზმის თანდაყოლილი ნაკლი – სიღარიბის თანაბრად განაწილება“.

დღეს, ტრამპის ადმინისტრაცია თითოეულ პროგრესულ შეთავაზებას სოციალიზმს უწოდებს. ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატები ამერიკულ ოცნებას „დაამსხვრევენ“. ამერიკას „თავზე ხელაღებული ანარქისტები“ დაიპყრობენ. ჯო ბაიდენი ამერიკას დაქცევს და ქვეყანას ვენესუელას სტეროიდებში გადააქცევს.

მესამე, ამერიკული კაპიტალიზმის დამცველები, მას, როგორც ყველა ამერიკელის ცხოვრების დონის ზრდის საშუალებად აღწერენ. ამ გამოთქმებში შედის კაპიტალიზმთან ერთად „ნავები ზევით იწევს“, და „თითოეულს აქვს შესაძლებლობა გახდეს მდიდარი“. რიტორიკა ღაღადებს:

  • მდიდრები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხოლო სიმდიდრე დასაქმებულებისკენ მიედინება.
  • არ გაზარდოთ ხელფასები, ეს სამუშაო ადგილებს მოსპობს.
  • არ გაუზარდოთ მდიდრებს გადასახადები, ეს სამუშაო ადგილებს მოსპობს.

მეტიც, შეხედეთ კაპიტალიზმიდან გამომდინარე ახალ პროდუქტებსა და აპლიკაციებს. ცხოვრება უმჯობესდება. რა საჭიროა ნავის შენჯღრევა?

თუმცა, გთავაზობთ „აღმავალი კურსის“ კარიკატურას- ნავში, ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან: ისინი, ვინც დაუღალავად მუშაობენ, რათა ნავი დაღუპვისაგან გადაარჩინონ და ისინი, ვისაც ეს პრობლემა საერთოდ არ აღელვებს.

კრიტიკოსებს უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კაპიტალიზმი დასუსტებული არ არის: ის ზემდიდრების მიერ იქნა გაძარცვული. ჩვენ, კაპიტალიზმის მიერ შექმნილი სიმდიდრის უკეთ გადანაწილებას ვსაჭიროებთ. იხილეთ ცხრილი 2, სადაც ამერიკულ კაპიტალიზმში მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უზარმაზარ უფსკრულზე არის ინფორმაცია.

ცხრილი 2. ამერიკის შემოსავლის და სიმდიდრის განაწილება

  • კაპიტალიზმა ბევრი სიმდიდრე შვა, მაგრამ ის ცუდად არის გადანაწილებული.
  • ამერიკელების 13% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს.
  • ამერიკელების 40% ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს და ბევრი, ხელფასის დღეს, ჩეკის მიღების შემდეგ, კომპანიისაგან ფულს სესხულობს.
  • სრულწლოვანი ამერიკელების 40%-ს არ გააჩნია საკმარისი ნაღდი ფული იმისათვის, რომ დაფაროს მნიშვნელოვანი ხარჯები 400 დოლარის ფარგლებში (აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა).
  • ასაკოვანი ამერიკელების 29%-ს არ აქვს დანიშნული პენსია, არც დანაზოგი პენსიაზე გასვლის შემდეგ. (U.S. GAO)
  • ახალი სამუშაო ადგილების უმრავლესობა – არის სამუშაო ადგილები სოციალური უზრუნველყოფის, სამედიცინო დაზღვევის ან პენსიის გარეშე.
  • კოლეჯის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ვალებში იხრჩობა და ბევრი მათგანი უმუშევარია.
  • ბობოქარი 20-იანი წლების შემდეგ შემოსავლების და სიმდიდრის კონცენტრაცია ეგზომ მაღალი არ ყოფილა. Oxfam, თანამედროვე მსოფლიოში ამ გარემოებებს აფასებს.
  • სამი უმდიდრესი ამერიკელი, ქვეყნის მოსახლეობის 50%-ის ერთად აღებულ ქონებას ფლობს.
  • 2018 წელს მსოფლიოს უმდიდრესი 2200 მილიარდერის ქონება 12%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მსოფლიოს უღარიბეს ნაწილს ქონება 11%-ით შეუმცირდა.
  • ამერიკელი ეკონომისტი იოსებ სტიგლიცი Joseph Stiglitz ამტკიცებდა, რომ „მსოფლიო სიმდიდრის 40% -მოსახლეობის 1%-ის მიერ კონტროლირდება“.
  • რამდენად მდიდრები არიან ზემდიდარი ადამიანები?
  • ყოველ 10 წმ-ში, Amazon-ის მფლობელი Jeff Bezos უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე კომპანიის ერთი თანამშრომელი საშუალოდ მთელი წლის განმავლობაში.
  • 2018 წელს, Disney-ის გენერალურმა დირექტორმა Bob Iger $65.6 მილიონი მიიღო (Disney-ის თანამშრომლის საშუალო ხელფასს 1424-ჯერ აღემატება). Abigail Disney შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ ანაზღაურების ეს დონე „სრული სიგიჟე“ იყო. მაგრამ Bob Iger-მა განაცხადა, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ჩვეულებრივ, მისი წლიური ხელფასი სულ რაღაც 39 მილიონ დოლარს შეადგენს.
  • ციფრებში რამდენიმე ადამიანის ქონებას გთავაზობთ (Forbes, ოქტომბერი 31, 2018)
  • Jeff Bezos $160 მილიარდი (განქორწინებამდე)
  • Bill Gates $97 მილიარდი
  • Warren Buffett $88 მილიარდი
  • Mark Zuckerberg $61 მილიარდი
  • Larry Ellison $58 მილიარდი
  • Larry Page $54 მილიარდი
  • Charles და David Koch-ები, თითოეული $53 მილიარდი
  • იუხედავად ამისა, 2018 წელს 400 ყველაზე მდიდარი ადამიანი უფრო დაბალი განაკვეთის გადასახადით დაიბეგრა, ვიდრე ქვეყნის 50% უღარიბესი ოჯახები.
  • შემოსავლების კუთხით გადაჭარბებულ სხვაობასთან დაკავშირებით მრავალი ცნობილი მოღვაწის კომენტარი ასეთია:
  • პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი ხშირად გამოდიოდა იმგვარი საგადასახადო სისტემის მხარდასაჭერად, რომელიც უფრო მეტ თანასწორობას შეუწყობდა ხელს. მან თქვა: „მნიშვნელოვანია ყველა გონივრულ ზღვარს გადაცილებულ, უზარმაზარი სიმდიდრის დაგროვებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა“.
  • 1930-იან წლებში პრეზიდენტმა ფრანკლინ თეოდორ რუზველტმა ახალ კურსზე განაცხადა, რომ მან პირობა დადო „კაპიტალიზმი კაპიტალიზმისაგან დაეცვა“.
  • კრისტინ ლეგარდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი: „გადაჭარბებული უთანასწორობა ზრდისთვის დამღუპველია; ის საზოგადოებთვის დამღუპველია. ეკონომისტები და პოლიტიკური საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე აკნინებდა უთანასწორობის მნიშვნელობას“. (2013)

მეოთხე ფაქტორი, რომელიც პროგრესული პოლიტიკის მიმართულებით სრულმასშტაბიან მოქმედებებს აბრკოლებს მდგომარეობს იმაში, რომ კონგრესი იძულებული გახდა დახმარება აღმოეჩინა მათთვის, ვინც უბედურების წინაშე დადგა. ეს ზომები გულისხმობდა სოციალურ უზრუნველყოფას, უმუშევრობის დაზღვევას და სოციალური დახმარების ორგანიზებას. ეს, ერთგვარი, დროებითი ზომებია, რომელიც სინამდვილეში იმ პრობლების საწყისს, რომელიც დასაქმებულებს, ამერიკული კაპიტალიზმის მიერ გამომცხვარი ეკონომიკური ღვეზელიდან საუკეთესო წილის მიღებაში ხელს უშლიდა, ვერც კი აღმოფხვრიდა.