ფაიზერი  

ანი დავითაშვილი

ხშირად ბიზნესის დაწყების საფუძველი კარგი იდეა ხდება, თუმცა კარგი იდეიდან წარმატებულ ბიზესსაქმიანობამდე გრძელი გზის გავლაა საჭირო.  ექსპრომტად მოქმედება  ბიზნესში საკმაოდ ხშირია, მაგრამ საწყის ეტაპზე საჭიროა კარგად ჩამოყაბებული მარკეტინგული  გეგმის შედგენა , რომელიც გახდება ფირმის წარმატების გარანტი.

მარკეტინგული სტრატეგის შემუშაების პირველი ნაბიჯი არის  ორგანიზაციის ბიზნესის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა. ამ პროცესში ექვსი მთავარი კითხვის გააზრება არის საჭირო, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.  როდესაც უკვე არსებულ და ჩამოყალიბებულ მომგებიან ბიზნესებზე ვსაუბრობთ, ორგანიზაციის მისია ხშირად პატარა წინადადებით არის გამოხატული. მიუხედავად ამ სიმცირისა, რეალურად ორგანიზაციები იმდენად სახელმოხვეჭილნი არიან, რომ მათი ეს მცირე ფრაზაც კი მრავლისმთქმელია.  კომპანიას, რომელის მისიის ანალიზსაც შემოგთავაზებთ მოცემულ ესეში, მსოფლიო უკვე კარგად იცნობს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თავისი პოპულარობის პიკზე არის. სანამ უშუალოდ მიისას შევეხებოდე თავად ფაიზერის ისტორიას მოგიყვებით.

“Pfizer“-ი ერთ-ერთი უძველესი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. მისმა შემოსავალმა 2019 წელს 52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 3 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 167 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 214 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 90 ათასი ადამიანი.

კომპანია ფაიზერი ჩვენთვის ნამდვილად ახალია და ალბათ ბევრსთვის გასაკვირიც იქნება იმის აღმოჩენა, რომ მისი ისტორია მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო.
“ძალიან ბევრი რამ შეიცვალა 1849 წელს ჩვენი დაარსების შემდეგ. მაგრამ არა ჩვენი ვალდებულება ვიპოვოთ ინოვაციები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს”- წერია კომპანიის ოფიციალურ გვერძე.

კომპანია “Pfizer“ 1849 წელს გერმანული წარმომავლობის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჩარლზ პფაიზერმა და მისმა ბიძაშვილმა, ჩარლზ ერჰარტმა დაარსეს ნიუ იორკში, აგურის პატარა შენობაში. ამ დროს ჩარლზ პფაიზერი 25 წლის იყო და ბიზნესი მამისგან მიღებული 2,500 დოლარით დაიწყო. მათი წარმოებული პირველი მედიკამენტი ანტიპარაზიტული საშუალება “სანტონინი“იყო .

ფაიზერმა და ერტჰარტმა დაუყოვნებელ წარმატებას პირველივე პროდუქტით მიაღწიეს. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861–65) სადეზინფექციო საშუალებებზე, კონსერვანტებზე და ტკივილგამაყუჩებლებზე შემდგომმა მოთხოვნამ გააორმაგა კომპანიის შემოსავალი და გაზარდა მისი გაფართოების საშუალება. საუკუნის მიწურულს კი კომპანია ლიმონმჟავას აწარმოებდა , რაც მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამპერიოდში იწყებდა აღმასვლას  კოლა სასმელების წარმოება.  კომპანიამ მეცხრამეტე საუკუნშივე გადაიტანა ოფისი მანჰეტენზე( 1868 ). სადაც დღემდე არის განთავსებული.  ფაიზერები კომპანიას “Pfizer“ 1941 წლამდე მართავდნენ. ამის შემდეგ პფაიზერების ოჯახის წევრი კომპანიის მმართველი აღარ ყოფილა.

კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი 1936 წელი გახდა, როდესაც ექიმმა რიჩარდ პასტერნაკმა ვიტამინი ც-ს წარმოების მეთოდი შეიმუშავა. ვიტამინი ც-ს საწარმოებლად “Pfizer“-მა ახალი ქარხანა ააშენა, რომელიც კვირაში 7 დღე, დღეში 24 საათი მუშაობდა და კომპანია ვიტამინ ც-ს ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდა მსოფლიოში.

1941 წელს “პფაიზერმა“ პენიცილინის წარმოება დაიწყო, რომელზეც დიდი მოთხოვნა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. კომპანიის წარმოებული პენიცილინით ამერიკელი ჯარისკაცები მარაგდებოდნენ. “Pfizer“-ი პენიცილინის წარმოებითაც მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. კომპანიის წარმატეის ერთ-ერთი საფუძველი გახდა სწორედ ის რომ მიღებული შემოსავლებით კომპანია კვლევით საქმიანობას აფინანსებდა და თანდათან ფართოვდებოდა.

კომპანიამ მნიშვნელოვანი გაფართოება განიცადა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მისი საერთაშორისო და სასოფლო-სამეურნეო განყოფილებების და Pfizer ფარმაცევტული გაყიდვების ძალის შექმნით, ასევე მისი პარტნიორობით იაპონურ კომპანია Taito-სთან ანტიბიოტიკების წარმოებისა და გავრცელების მიზნით (1955; Pfizer სრულად შეიძინა Taito 1983 წელს). . Pfizer-მა გააგრძელა გაფართოება 1970-იან წლებში, ისეთი შესყიდვებით, როგორიცაა ფარმაცევტული და ქიმიური მწარმოებელი Mack Illertissen (1971).

1942 წელს, “Pfizer“-ი საჯარო კომპანია გახდა, 240 ათასი აქცია გაყიდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე. 1950 წელს ახალი ანტიბიოტიკი ტერამიცინი გამოუშვა, რომელიც სრულად მის ბაზაზე იყო შექმნილი, საკუთარი კვლევებით. “Pfizer“-ი კვლევებზე დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია გახდა.

თავისთავად ცხადია, ახალი საუკუნე კომპანიისთვის ახალი გამოწვევების მომასწავლებელი გახდა, საკუნუის დასაწყისში იგი აგრძელებდა ფარმაცევტული კომპანიების შეძენას. ასე გამოიყურება კომპანიის მოკლე ისტორია 21-ე საუკუნემდე.იქამდე სანამ მისი სახელი მსოფლიოს თითოეულ კუთხეში ჩააღწევდა.

ვაქცინის შექმნიის დაანონსებამ, რომელსაც კორონა ვირუსის საწინააღმდეგოდ ,  90%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს, კომპანიის აქციების ფასი 14%-ით გაზარდა,  . ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “Pfizer“ და გერმანულმა კომპანია “BioNTech“-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ერთად იმუშავეს, კვლევით სამუშაოებს ძირითადად “BioNTech“ აწარმოებდა, “Pfizer“-ი კი მართვის, დაფინანსების და მარკეტინგის კუთხით იყო ჩართული.

დღეს კომპანია ფაიზერი არის ფარმაცევტული კომპანია, რომლის  საყოველთაოდ ცნობილი პროდუქტებია ანტიდეპრესანტი Zoloft, ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგო პრეპარატი Viagra და ანტიდეპრესანტი და შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატი Xanax.  ის იყო სიდიდით მეორე ფარმაცევტული კომპანია 2020 წელს შემოსავლით. 2021 წლის 23 აგვისტოს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დაამტკიცა Pfizer-ის COVID-19 ვაქცინა.

დავუბრუნდეთ კომპანიის მისიას.  კომპანიას, რომლის ისტორიაც 150 წელზე მეტს ითვლის არ ექნებოდა მისია, რომელიც დროთა განმავლობაში ცვლილებას არ განიცდიდა. ბოლო წლებში კი მისია ასე ჟღერს “ჩვენი მისიაა გავხდეთ მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანია პაციენტებისთვის, მომხმარებლებისთვის, კოლეგებისთვის, ინვესტორებისთვის, ბიზნეს პარტნიორებისთვის და იმ თემებისთვის, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და ვცხოვრობთ.”  ცხადია , ამ შემთხევაში ღირებულება არ მოიაზრბს მატერიალიზმს.

დავიწყოთ მისი მისიის ანალიზი. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ხშირად დიდი ორგანიზაციების მისიის ჩამოყალიბება სულ რამოდენიმე წინადადებით ხება, თუმცა ისინი მაინც მოიაზრებენ საკმაოდ მოცულობით ინფორმაციას.  პირველ რიგში მისია უნდა ეხებოდეს მომხმარებელს. რას ვიგებთ ფაიზერის მომხმარებლების შესახებ? მთავარი ინფორმაცია არის ის, რომ კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით, ვიგებთ, რომ იგი დაკავშირებულია ფარმაკოლოგიასთან და მომხმარებლების ფართო სპექტრი ყავს. ე.ი არა მხოლოდ უშუალოდ პაციენტები, რომლებიც მისი პროდუქციის საბოლოო მომხმარებლები არიან.

რას აწარმოებს კომპანა?  გასაგებია, რომ ამ კითხვაზე მთავარი პასუხი არის ფარმაცევტიკა. მაგრამ უფრო თუ ჩავუღრმავდებით მისი მისიის პირველ კომპონენტში Pfizer ხაზს უსვამს კომპანიის ვალდებულებას შექმნას პროდუქტები, რომლებიც უფრო ეფექტურად მოერგება არსებულ პირობებს. კომპანიამ აჩვენა თავისი ჭეშმარიტება ამ კომპონენტის მიმართ თავისი ინოვაციური მედიკამენტებით, მიუხედავად მეცნიერული გამოწვევებისა, რომ ასეთი პროდუქტები მიეტანა პაციენტებთან.

უნიკალურ კომპეტენცებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კომპანიის ისტორიას, რომელშიც ნათლად ჩანდა რომ იგი იყო არაერთი ინოვაციის შემქმნელი კომპანია რომელმაც ბევრი ტრიუმფი მოიპოვა. მან აღმოაჩინა ლიმონის მჟავა. მასიურად გამოიმუშავებს პენიცილინს და C ვიტამინს.   უდიდესი ისტორია არის გამოცდილება, რომელიც კომპანიამ დააგროვა და მისი კომპეტენციის საფუძველია , დამატებით ვფიქრობ ხაზის გასმა არ სჭირდეა იმ მატერიალურ რესურს, რომელსაც კომპანია ფლობს და დებს კვლევებში, რათა შექმნას ახალი ინოვაციური პრეპარატები. და ამის ერთ -ერთი თვალნათელი მაგალითი  არის სწორედ  ვაქცინა.

ფაიზერის სლოგანი “Breakthroughs that change patients’ lives,” სლოგანის შემთხვევაში რომელიც ქართულად ასე ჟღერს „გარღვევა, რომელიც ცვლის პაციენტების ცხოვრებას“ გვერდს ვერ ავუვლით მარკეტინგის მთავარ ნაწილს -მომხმარებელს. ცხადია მოცემულ სლოგანში ასახულია დამოკიდებულება მათ მიმართ. ფაქტი, რომ პაციენტების( მომხმარებლების) გარეშე კომპანიის არსებობა წარმოუდგენელია და ფაიზერიც მათ დაკმაყოფილებასა და კომფორტზე ზრუნავს.

კომპანიის მისიაზე საუბრისას უნდა ვისაუბროთ მის დასაქმებულებზეც. ჩვენ ვსაუბრობტ მსოფლიო მაშტაბის ორგანიზაციაზე და მისი თანამშრომელთა რაოდენობაც ცხადია საკმაოდ დიდია იგი 90 ათასამდეა როგორც აღვნიშნე  ზემოთ.  ის, რომ მუშაობ ორგანიზაციაში, რომელიც ჯანდაცვის სფეროში ოღვაწეობს უკვე არის გარკვეული სახის პატივი.მიუხედავად იმისა, რომ  ფაიზერი მსოფლიო დონის კომპანია დასაქმების თვალსაზრისით რთულია ანალიზის გაკეთება მაშინ, როდესაც ორგანიზაციასთან პირდაპირი შეხება არ გაქვს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავეყრდნოთ  ფიდბექებს ცნობილი საიტებიდან. მათ თანახმად დასაქმებულთათვის მთავარი მოტივატორებია:

პირადი მიზნების მიღწევის უნარი

ახლის სწავლის უნარი

მიზნის ნათელი გრძნობა

ყველა  მიღწევა დამოკიდებულია ორგანიზაციის  მისიასა და ხედვის განაცხადებზე. კორპორატიული ხედვა ნათელს ჰფენს  კომპანიის სამომავლო ბიზნეს ამბიციებს. ამ შემთხვევაში, Pfizer-ის ხედვა  ასახავს იმ ზემოქმედებას, რომელიც კომპანია სურს ჰქონდეს თავისი პაციენტების მოვლაზე.

მისიაში ძირითადი ღირებულებების ასახვა ხდება. ძრითადი ღირებულებები კი არის მორალური ნორმები რომელიც არის გარანტია იმისა, რომ კომპანია მუდმივად იმოძრავებს დასახული მიზნისკენ. Pfizer-ის შემთხვევაში, მისმა ფასეულობებმა, მათ შორის მომხმარებელზე ფოკუსირებამ, ლიდერობამ, ხარისხიანმა ინოვაციებმა, თანამშრომლობამ, ადამიანების პატივისცემამ და  ზოგადად პერფორმანსმა მსოფლიო ბაზარზე შეუნარჩუნა კომპანიას  სიმყარე და პროგრესულობა.