საქართველო – დემოგრაფიული სეგმენტირების მიხედვით ბეიბიბუმერები, X და Y თაობა

ლიზა ოდიშელიძე, IBSU, მარკეტინგის პროგრამა

 

გონივრული მარკეტინგის ძირითადი დანიშნულებაა სწორად შერჩეულ მყიდველთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება. მაღალი შედეგიანობისთვის აუცილებელია მარკეტინგული კომპლექსის მისადაგება იმ მომხმარებლებზე, რომლებთან ურთიერთობებსაც ყველაზე მეტი შემოსავლის და მოგების მოტანა შეუძლიათ კომპანიისთვის. ამის მისაღწევად პირველი საფეხურია ბაზრის სეგმენტაცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი განვიხილავთ დემოგრაფიული სეგმენტაციის მიხედვით 3 სხვადასხვა თაობას.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ მომხმარებელთა ჯგუფებად დაყოფის ყველაზე პოპულარული სეგმენტაციის საფუძველს დემოგრაფიული ფაქტორები წარმოადგენენ. ამის ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებები, სურვილები და პროდუქტის გამოყენების სიხშირე მჭიდროდ უკავშირდება დემოგრაფიულ მახასიათებლებს. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ, სხვა ტიპის მახასიათებლებთან შედარებით, დემოგრაფიული მახასიათებლების შეფასება უფრო ადვილია.

საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ, 2020 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 716 000 ადამიანს შეადგენს, რომლის 57% ქალაქში ცხოვრობს.

ბეიბი ბუმერებზე საუბრის დაწყებამდე განვმარტავ, რომ აღნიშნულში შედიან პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1946-1964 წლებში დაიბადნენ. ყველაზე ახალგაზრდა ბუმერებს 57 წლის საზოგადოება წარმოადგენს, ხანში შესულებს კი-75. ბეიბი ბუმერებმა ცხოვრების ყველა სფეროში შეაბიჯეს და ბიზნესისთვის მრავალფეროვანი მიზნობრივი სეგმენტი შექმნეს. საქართველოში იშვიათად თუ შევხვდებით მდიდარ ბუმერებს, რომლებიც ძირითადად 57-60 წლის წარმომადგენლები არიან, დანარჩენი ამ თაობის საზოგადოების უმეტესობა კი უკვე სტაბილურად უდგება ცხოვრებას. ისინი ძირითადად ორიენტირებულნი არიან ოჯახის წევრების სიამოვნებაზე და ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა წამოიწყონ ახალი ბიზნესი, ან თუნდაც დაინტერესდნენ ინოვაციური ტექნოლოგიებით. ამავე სეგმენტს განეკუთვნება პენსიონერებიც. პენსიები საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური საკითხია. მეტიც, ის ასიათასობით ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ბეიბი ბუმერების უმეტესობა ხშირად თამამად, ხალხში გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას და ამტკიცებენ რომ 240 ლარი მიზერული თანხაა. რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. კარგი იქნება თუ საქართველო ევროპულ ღირებულებებს ფეხს აუწყობს. უცხო ქვეყნების მაგალითზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეიბი ბუმერების ცხოვრება უზრუნველყოფილია, სასიამოვნოა. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე და ჩემთვის ეს დიდ დისკომფორტს წარმოადგენს.

ბეიბი ბუმერების შემდეგ, 1965-1976 წლებში იბადებიან X თაობა. 45-56 წლის საზოგადოება. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სამუშაო ადგილზე სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობების. ამ თაობის წარმომადგენლები ორგანიზაციის შიგნით ნაკლებად აფასებენ ტრენინგების ქონასა და მენტორების ყოლას, რაც საშუალებას არ აძლევთ მუდმივად განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები. მათთვის ერთ-ერთი და უმთარესი მაინც კარგი ანაზღაურებაა. აშკარაა, საქართველოში სწორედ ეს თაობა მართავს ბიზნეს სექტორს, და რაც არუნდა გასაკვირი იყოს ყველაზე მეტად დასაქმებული თაობაა. თუმცა ასპარეზზე გამოდის Y თაობა, რომელსაც 1977-1996 წლებში დაბადებული საზოგადოება მიეკუთვნება.

როგორც თაობათა თეორიის ავტორები განიხილავენ, თაობის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს გარემოში მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკური ძვრები ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწნებით.

90-იან წლებში, მაშინ როდესაც ამ თაობის ნაწილი მოზარდობის პერიოდს გადიოდა ქვეყანაში ძირეულ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. დაიშალა საბჭოთა კავშირი, ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გადაიტანა სამოქალაქო ომი და მისი თანმხლები მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობები. ამ პერიოდშივე, ქვეყანამ ეტაპობრივად დაიწყო განვითარება და მისი პოლიტიკური კურსი მკვეთრად დასავლური გახდა. ფაქტობრივად, ქართველმა Y თაობამ ცხოვრების შეგნებული წლების გატარება დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიწყეს. მოგვიანებით, ისინი აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო გაცვლით პროგრამებში ევროპასა და ამერიკაში, გაჩნდა შესაძლებლობები, მონაწილეობა მიეღოთ არაფორმალური განათლების აქტივობებში, შეიცვალა განათლების სისტემა და ჩატარდა რეფორმა. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ქართველი Y თაობის ღირებულებათა სისტემა, ინდივიდუალური მსოფლმხედველობა და შრომითი ღირებულებები განსხვავებული იქნება წინა თაობებისგან.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ რომ მარკეტოლოგების მთავარ სამიზნეს X, Y თაობები უნდა წარმოადგენდნენ. მათ ხელი მიუწვდებათ ტელევიზორთან, მობილურთან, ინტერნეტთან. ისინი ჩვენი საზოგაოების ყველაზე აქტიური წევრები არიან და შესაბამისად სხვადასხვა პროდუქტის აქტიური მომხმარებლებიც.