ფასეულობათა მატრიცა & ქართული ლუდის ბრენდები

იაკობ ჯანგავაძე, IBSU

ფასეულობების მატრიცა პასუხობს მნიშვნელოვან კითხვას “რატომ უნდა ვიყიდო თქვენი ბრენდი?”

პროდუქტის პოზიციონირება და დიფერენცირება გადამწყვეტია მომხმარებლის სურვილებისა და საჭიროებებისათვის.

არსებობს ხუთი მნიშნელოვანი ფასეულობა, რომელიც განსაზღვრავს ბრენდის პოზიციონირებას ბაზარზე. ესენია :

  • „მეტი-მეტით“: შედგება მდიდრული ფუფუნების საგნებისგან, რომლებიც მის მომხმარებლებს პრესტიჟს ანიჭებს. ლუი ვიტონი არის More for More წინადადებების მაგალითი. Louis Vuitton- ის ყველა მაღაზია გთავაზობთ მომხმარებელთა შესანიშნავ მომსახურებას და გრძნობთ თავს დაფასებულ მომხმარებლად.
  • „მეტი-იმავეთი“: კომპანიები გვთავაზობენ იგივე ხარისხის მქონე პროდუქციას, როგორიც გვხვდება კატეგორიაში „მეტი-მეტით“ მაგრამ დაბალ ფასებში. მაგალითად, Toyota Corporation უზრუნველყოფს მათ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ავტომობილებით მაგრამ ხელმისაწვდომი ფასებით. ტოიოტას ავტომობილების ფასი დაახლოებით 36,000 აშშ დოლარია, ბევრად ნაკლები ვიდრე Lexus, რომლის ღირებულებაც 72,000 აშშ დოლარია.
  • „იგივე ნაკლებით“: სტრატეგია, როდესაც კომპანიები არ აცხადებენ, რომ უკეთეს ან განსხვავებულ პროდუქტებს გვთავაზობენ, მაგრამ სხვადასხვა ბრენდის პროდუქტს, გვთავაზობენ უნივერმაღებში არსებულ ფასებზე, იაფად. კომპანიების მაგალითი, რომლებიც იყენებენ ამ სტრატეგიას, არიან Ross, Amazon და Ebay.
  • “ნაკლები ბევრად ნაკლებით”: კომპანიები, რომლებიც გვთავაზობენ უფრო დაბალ ფასებს. Costco Corporation ამ კატეგორიის მაგალითია, რადგან ის მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ნაკლებ არჩევანს, მომსახურების დაბალ დონეს მაგრამ დაბალ ფასს.
  • „მეტი ნაკლებით“: არის სტრატეგია, სადაც კომპანიები უფრო მეტ არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს. კომპანიები გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, დაბალ ფასებში. Home Depot არის მაგალითი ამ სტრატეგიის მომხმარებლისთვის. Home Depot არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას, შეიძინონ ხარისხიანი პროდუქტი დაბალ ფასებში.

ქართული ლუდის ბრენდები:

ქართული ლუდის ბაზარი, გამოირჩევა კონკურენტუნარიანობით, შესაბამისად, მათი კლასიფიკაცია მარტივად არის შესაძლებელი ზემოთ ჩამოთვლილი, ბაზარზე პოზიციონირებისათვის აუცილებელი ფასეულობების გათვალისწინებით :

1. „მეტი-მეტით“ – „კაიაკი“ არის ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტით, რომელიც შედარებით მსუბუქ ლუდად ითვლება, სხვა კონკურენტ კომპანიებთან შედარებით, სწორედ ამ სახის ფასეულობით ცდილობს მოახდინოს პოზიციონირება ბაზარზე.

მისი საცალო ფასი: 0.5ლ ქილის ლუდზე გახლავთ 3,35ლ, რაც შედარებით მაღალი ფასია ბაზარზე.

  1. „მეტი-იმავეთი“ – „აისი“ ზუსტად იგივე ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რასაც „კაიაკი“ მაგრამ შედარებით დაბალ ფასად, რაც ამ ბრენდის „მეტი-იმავეთი“ კატეგორიით მოქმედების საშუალებას აძლევს.

მაგალითად: 0.5ლ ქილის „აისი“-ს ფასი არის 3.25ლ, რაც ნაკლებია „კაიაკი“-ს ფასთან შედარებით.

  1. „იგივე ნაკლებით“ – „ყაზბეგი“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონდე კომპანიაა საქართველოში.

ის, მომხმარებელს სთავაზობს იგივე ხარისხის პროდუქციას, როგორიც მაგალითად წინა ორი კომპანიის შემთვევაში გვხვდებოდა, მას არ აქვს მეტის პრეტენზია, ზოგჯერ უფრო დაბალი ხარისხის მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებლებს მაგრამ ბევრად იაფი პროდუქციის საშუალებით მაინც ახდენს მომხმარებლის მოზიდვას.

მაგალითად: 0.5ლ „ყაზბეგი“-ს ფასი არის 2,75ლ, რაც ბევრად დაბალი ფასია წინა ორი ბრენდის ფასებთან შედარებით.

  1. “ნაკლები ბევრად ნაკლებით” – „ზედაზენი“ მომხარებლებს სთავაზობს, ხარისხიან მომსახურებას, კიდევ უფრო დაბალი ფასით ვიდრე ეს არის „ყაზბეგი“-ს შემთვევაში, რაც საბოლოო ჯამში ამ პროდუქტს აქცევს მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელ პროდუქტად და გარკვეულწილად, ის ყველაზე ფართო სეგმენტზე მუშაობს.

მაგალითად: 0.5ლ „ზედაზენი“-ს ფასი არის 2.65ლ.

  1. „მეტი ნაკლებით“ – „ნატახტარი“ საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, ყველაზე პოპულარულობით გამოირჩევა მისი ფასიდან გამომდინარე, რადგან ლუდი „ნატახტარი“ წარმატების მთავარ საწინდარს სწორედ დაბალ ფასებში ხედავს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ყველა სახის პროდუქციას ახასიათებს პოზიციონირებისათვის აუცილებელი ფასეულობები, რაც ეხმარება თითოეულ მათგანს იყვნენ კონკურენტუნარიანები და მოთხოვნადები ბაზარზე.