ტრამპის პოლიტიკური ბრენდინგი

ამბობდნენ ასე: ტრამპი ვერასოდეს გახდება პრეზიდენტი“, მაგრამ ძლევამოსილი ბრენდი დეველოპმენტისა ეხლა უკვე პოლიტიკის ხალიჩაზე გამოჩნდა, ისე როგორც კინგბოქსინგის დაუმარცხებელი ფალავანი რომელიც ეძებს მეტოქეს რათა მასაც მოსტეხოს ცხვირი.

ექსპერტები, სოციოლოგები, პოლიტიკოსები – უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ტრამპის პრეზიდენტობა „დაუჯერებელი“ იყო. მაგრამ დაუჯერებელი უნდა გვჯეროდეს და მის საფუძვლებში უნდა გავერკვეთ.

როდესაც, ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში, ლამაზი ქალების მოყვარულმა დეველოპერმა და მშენებელმა, თავისი კანდიდატურა პრეზიდენტობაზე წარადგინა, ყველა ვინც ფიქრობდა, რომ ტრამპს რესპუბლიკელების პრაიმერში, არ ვაბმობთ საპრეზიდენტო რბოლაში გაიმარჯვების შანსი ჰქონდა, უბრალოდ გიჟად სთვლიდნენ.

ეს სავსებით გასაგებია. როგორ შეეძლო ტრამპს, რომელსაც არასოდეს ეკევა პოლიტიკური თანამდებობები და არ მსახურობდა არმიაში, გაემარჯვა ისეთი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსზე, როგორიც ჰილარი კლინტონი იყო?

თეორიულად კლინტონი უზადო კამპანიას აწარმოებდა: უფრო მეტ თანხას აგროვებდა, დებატებში კარგად გამოდიოდა, უტაქტოდ არ იქცეოდა და შეურაცხყოფელი სიტყვებით მოწინააღმდეგეებს არ მიმართავდა.

მის გამარჯვებაში მრავალი კომპლექსური მიზეზი არსებობს, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, ეს არა პოლიტიკის, არამედ პოლიტიკური ბრენდინგის საკითხია. ტრამპის ბრენდმა დაამარცხა ბრენდი კლინტონი.

განვიხილოთ ბრენდის სახელი – რათქმაუნდა, ბრენდი უფრო მეტია, ვიდრე ლოგო ან ტერმინი, თუმცა ორივე ბრენდის მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კლინტონის კამპანია, იმ იმედით, რომ თავად ჰილარი მეუღლის ჩრდილიდან გამოეყვანა, კანდიდატს როგორც „ჰილარის“ და არა როგორც „კლინტონს“ მიმართვადა. ეს ალბათ კლინტონების გუნდის არჩეული სტრატეგია იყო, რადგანაც ამერიკა გადაიღალა კლინტონებით და ამ სახელს ისინი დროებით აღარ სცნობდნენ. ჰილარიზე, და არა კლინტონზე ყურადღების გამახვილება, გონივრული ნაბიჯი იყო. სახელებს მნიშვნელობა აქვს . ამაზე თუნდაც მეტყველებს გვარი ობამა-ადამიანის ტალანტი, რომლის მეორე სახელია – ჰუსეინი, ხოლო გვარი – მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება მსოფლიოში სამწუხაროდ ცნობილი ტერორისტის გვარისაგან. მაგრამ, რათქმაუნდა, ბრენდი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

ერთმა მარკეტოლოგმა თქვა – „მისი ჰილარის სახით განსაზღვრამ ჩვეულებრივი ადამიანის – მეგობრის აურა შექმნა“. მართლაც ასე იყო, „ჰილარი“ მეგობრის არქეტიპს ქმნიდა და არა მმართველისას. დაიბადა მოწოდება – მზადყოფნა ჰილარისათვის 2016.

ეხლა ტრამპის სახელის ეტიმოლოგია განვიხილოთ: მიუხედავად იმისა, რომ ზუსტ თარიღზე კამათი გრძელდება, ცნობილია, რომ ტრამპის ერთ-ერთმა წინაპარმა გვარი Drumpf თუ Drumpf, Trump-ით შესცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ-ჰოლანდიური გვარსახელის ანგლო-საქსონურ მანერაზე შეცვლა ლინგვისტიკური შეცდომა იყო, თავად სიტყვა „ტრამპი“ – ტრიუმფს ნიშნავს.

აზრობრივად სიტყვა ტრიუმფი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც გვარი კეისარი.

გვარი დატვირთულია მორფიმებით რომელიც აზრის შექმნის გარდა მოტივაციის შემქმნელიცაა. იგი შეიძლება მოქმედებდეს როგორც „გადამწყვეტი მნიშვნელოვანი ფაქტორი ან საბოლოო რესურსი“ ან „საიმედო და სანიმუშო ადამიანის შექმნელი“.

ტრიუმფატორის ზმნა ტრამპინგი შეიძლება ნიშნავდეს „აიღოს ყველაფერი საუკეთესო: გადალახოს.“ ყველა დაბრკოლება, კონკურენტულ სამყაროში!

განვიხილოთ ეხლა ბრენდის ასოციაციები – ფორბსის თანახმად, ბრენდი არის ის, რაზეც თქვენი პოტენციური მომხმარებელი ფიქრობს, როდესაც ბრენდის სახელი ესმის… თქვენი ბრენდი ობიექტურად არსებობს, ადამიანებს მისი დანახვა შეუძლიათ. ის კონტროლ ქვეშაა. მაგრამ თქვენი ბრენდი მხოლოდ ვიღაცის გონებაში არსებობს“.

ტექნიკა, რომელიც ადამიანის ფიქრის გაგების საშუალებას იძლევა არის სიტყვიერი ასოციაცია. ისეთი განსხვავებულ ბრენდებს, როგორიცაა Disney, Kellogg’S და Gillette სხვა სიტყვეთან ძლიერი ასოციაცია აქვთ. მაგალითად, მომხმარებლების 74% სიტყვას „ხრაშუნი“ Kellogg-თან აიგივებს.

არჩევნებამდე რომელ სიტყვებთან აიგივებდნენ ადამიანები ბრენდებს ტრამპი და ჰილარი? გელაპის კვლევის თანახმად, მაშინ როდესაც ტრამპის ჩამონათვალის სათავეში პოზიტიური და ნეიტრალური სიტყვების ასორტიმენტი ჭარბობდა – როგორიცაა „სპიჩი“, „იმიგრაცია“, „პრეზიდენტი“ და ასე შემდეგ, ჰილარის ბრენდი ასოციაციურ ჩიხში შევიდა, იმდენჯერ დააბრალეს მას ელექტრო მეილის არასწორი გამოყენება რომ საზოგადოება – ჰილარის სახელის გაგონებისას ფიქრობდა მის „ელექტრონული ფოსტაზე“.

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა