როგორ იყენებს Starbucks-ი COVID-19-ით შექმნილ სიტუაციას

დღეს ქართული ჰო-რე-კა დიდ სირთულეშია ჩავარდნილი. ამიტომაც ნებისმიერი მარკეტინგული ხერხი უნდა გამოვიყენოთ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. ქართული მარკეტინგი არ უნდა იყოს შეჩერებული. ამ დროს საქართველოში სამუშაო ადგილების გადარჩენა მარკეტერებს და მათ მიგნებებს შეუძლიათ.

მარკეტინგის სახლი გაგაცნობთ ყველა იმ მარკეტინგულ მეთოდს, რომელსაც ეფექტურად იყენებენ კორონავირუსის პერიოდში გადარჩენისათვის მებრძოლი კომპანიები. მათ შორისაა ყველაზე ეფექტური – სტარბაქსი.

Starbucks, ყავის სახლების ქსელი, COVID-19 -ით შექმნილ მდგომარეობას იყენებს, რათა “განვითარდეს და კიდევ უფრო განასხვაოს” მისი ბრენდი კონკურენტებისაგან.

კევინ ჯონსონმა, კომპანიის CEO-მ ამაზე, ინვესტორებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წლიური შემოსავალი 38%-ით შემცირდა, კევინმა განაცხადა, რომ დადებითად არის განწყობილი კომპანიის გრძელვადიანი შესრულების შესახებ.

ყოველ ინდურსტრიაში არის „შეფერხებითი პერიოდები“, რომლებიც ბიზნესმენებს საშუალებას აძლევენ, რომ სიტუაციას მოერგონ, ინვესტირება სხვადასხვა გზით განახორციელონ და კომპანიის დიფერენციაცია გააძლიერონ.“

„მე ვთვლი, რომ [COVID-19] ერთ-ერთი იშვიათი შესაძლებლობაა ინდუსტრიაში წინ სვლისა და Starbucks- ის, ჩვენი კონკურენტებისაგან კიდევ უფრო დიფერენცირებისათვის“- ასეთ საოცარ მარკეტინგულ სიახლეს აცხადებს ბატონი ჯონსონი.

starbucks rewards-ის ერთგულების (ლოიალურობის) პროგრამამ, წლის ბოლო მეოთხედში მომხმარებლების ჩართულობისა და მოთხოვნის ზრდა შეამჩნია, სწორედ ამიტომ ამჟამად დიფერენციაციის სტრატეგიებზე მუშაობის შუაგულში იმყოფებიან მისი წევრები.

„ჩვენ აქ უშუალოდ, მომხმარებელთა ფიზიკური და ციფრული მოთხოვნების – ინტეგრირების ძალას ვხედავთ, რომელიც კომპანიის სტუმრების კომფორტის მზარდი საჭიროების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.“

„წლის ბოლო მეოთხედის განმავლობაში შევამჩნიეთ მნიშნელოვანი ზრდა იმ მომხმარებელთა რაოდენობაში, რომლებმაც Starbuck-ის აპლიკაცია გადმოწერეს და Starbucks rewards პროგრამას შეუერთდნენ. ბოლო მეოთხედში მაჩვენებელი – 3 მილიონით გაიზარდა და 17% ით მეტი Q2 გახდა.

შედეგად, Starbucks Reward Q3, წინა წლის 4 %-იდან 46%-დე გაიზარდა, რაც პრე-COVID_19 ის ტენდენციას აღემატება. ეს ხაზს უსვამს ჩვენს წარმატებას ახალი ერთგული მომხმარებლების მოპოვებაში და ძველი მომხმარებელთა ბაზის ხელახლა მოზიდვასა და ჩართვაში.

ჯონსონის მიხედვით გაყიდვების მოცულობების თითქმის 90% Q3ში ხდებოდა მობილური შეკვეთების, drive through- სა და მიტანის სერვისების მეშვეობით.

„Starbuck-ის მიტანის ტრანზაქციები Q2-დან გასამმაგდა Q3-ში, ხოლო მონაცემების მიხედვით მოთხოვნების ყველაზე დიდი რაოდენობა დილასა და შუადღეს ფიქსირდებოდა “ ამბობს ჯონსონი.

ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლები თავიანთი რეჟიმის ადაპტირებას ახდენენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი სურვილია რომ ვიზიტორებს გავუზარდოთ უსაფრთხო, კომფორტული და ნაცნობი გამოცდილებები, რომლებსაც ისინი, ამ პანდემიის პირობებში ძალიან ისაჭიროებენ.“

სწორედ ეს არის საჭირო ქართველი ბიზნესმენებისათვის. ვისწავლოთ სტარბაქსის მარკეტინგი მეგობრებო.

სტატია მოამზადა ივანე კერესელმა