ოქროს აღმოჩენა სჭირდება – სპორტის მარკეტინგი

კორპორაციების მიერ პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ მომხმარებლების ინფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა სპორტის ფეისების სოციალურ მარკეტინგში გამოყენება.

მარკეტინგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ „გამოჩენილი სპორტსმენები საკუთარ სახელებს უკავშირებენ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა საპონი, სოდა, ავტომობილები, ქვედა საცვლები, მომსახურება, ფინანსები, ინტერნეტი, საღეჭი რეზინა და სხვა მრავალი სპეციალიზირებული სპორტული პროდუქცია“. სპორტის „ფეისების“ რეკლამაში გამოყენება კომპანიებს საშუალებას აძლევს მოიზიდოს ტელევიზორებთან, პლაკატებთან, სარეკლამო ფარებთან, ან გაზეთებისა და ჟურნალების მეშვეობით ის აუდიტორია რომელსაც სპორტი „ტესტოსტერონებს“ გამოუმუშავებს. ახალზელანდიური მამაკაცების ჟურნალში M2 წარმოჩენილია ახალზელანდიელი მამაკაცების ცხოვრების წესი. მასში არის სპეციალური გვერდი, რომელიც, როგორც წესი, მიძღვნილია წარმატებულ ქალებსა და მამაკაცებზე; სექციაში „სათამაშოები“მოყვანილია ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების, ავტომობილების და გაჯეტების მაგალითები; ფართო ნაწილი დათმობილია მოდაზე და თავის მოვლის საშუალებებზე, განხილულია ფილმები, წიგნები, მუსიკა და სასმელები. ეს ჟურნალი თანამედროვე მამაკაცზეა ორიენტირებული და იძლევა საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ შეიძლება რეკლამებში გამოჩენილი ადამიანების გამოყენება.

მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ წინა ივლისის ნომერი. გარეკანზე განთავსებულია დევიდ ბეკჰემის ფოტო წარწერით, რომელიც სტატიის სათაურზე მიუთითებს „ბეკჰემის შეძენა: კაცის მარკეტინგი“. რამდენიმე ფოტოზე ნათლად ჩანს კავშირი ბეკჰემსა და ადიდასის ბრენდს შორის: ბეკჰემი მიუთითებს კედელზე, სადაც ადიდასის მოწოდებაა რომელიც ასე ჟღერს – „შეუძლებელი არაფერია“.

მარკეტინგს უყვარს ასევე ცნობილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი რომელიც Tissot-ის უახლოეს საათს Quadratto იკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ წარმოადგენს სარეკლამო კამპანიის ნაწილს, ახალი ზელანდიის გუნდი, Louis Vuitton-ის თასზე იტალიის გუნდთან Luna Rossa გამარჯვების შემდეგ გადაღებულ ფოტოზე Fly Emirates-ის მაისურებით არიან.

როგორც მარკეტინგის გურუ მორმანი ვარაუდობს, პროდუქტების რეკლამირება სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია, რომელიც ხშირად ხელფასს აღემატება. თუმცა, სპორტსმენი სარეკლამო ბიუჯეტის დაზოგვის საშუალებაცაა.

ეხლა განვიხილოთ  დამოკიდებულება პროდუქტის სასიცოცხლო ციკლსა და რეკლამის ურთიერთკავშირს შორის:

  • პროდუქტის ზრდის და სიმწიფის ფაზაში, რეკლამა თავისი ხასიათიდან გამომდინარე სარწმუნო უნდა იყოს. მომხმარებლებს კი საჭიროა შევახსენოთ პროდუქტის მოხმარების გზით მიღებული უპირატესობების და/ან სასურველი ატრიბუტების შესახებ. ამ მხრივ იდეალურია „სპორტის ვარსკვლავის გმირად დასახვის კონცეფცია“, რომელიც თავის მხრივ ბრენდის სარეკლამოდ გამოდგება და სოციალური მიზნის მიღწევაშიც დაეხმარება იმ სოციუმს რომელსაც სპორტსმენი გმირის ავტორიტეტი როგორც მარილი ისე სჭირდება;
  • როგორია „სპორტის ვარსკვლავის გმირად დასახვის კონცეფცია“;
  • საზოგადოება აღმოაჩენს სპორტის უცნობ გმირს რომელიც რეკორდებს აღწევს მაგრამ მისი ცხოვრება სავსეა სირთულეებით, თუმცა ეს საამაყო ადამიანი ამ სირთულეებს ჩუმად სძლევს;
  • ცნობადობა ფართოვდება, მაგრამ არა მომაბეზრებელი ინტერვიუების ხარჯზე რომლებიც თითქმის არაფერს ცვლიან, არამედ რაიმე მოვლენის საშუალებით, რომელიც სპორტის ვარსკვლავის გმირულ ხასიათს უსვამს ხაზს. ამგვარი ადამიანები შესაძლოა ბევრია ჩვენს გვერდით, მაგრამ მათ არსებობას არც კი ამჩნევენ, ისინი, რომლებსაც ბევრი რამ ძალუძთ სწორედ მარკეტინგის დახმარებით;
  • შემდეგი ნაბიჯია სოციალური პროექტის მოფიქრება, რომელსაც სწორედ ეს გმირი უძღვება – სიკეთეს რა უდგას წინ? მოხუცების, ბავშვების, ადამიანების სხვადასხვა ჯგუფის დახმარება, სწორედ განხორციელებული სოციალური კამპანიისა და სოციალური მარკეტინგის სინთეზით უნდა მოხდეს;
  • მთავარია მნახველმა თქვა „ვააჰ“, აი აქედან იწყება მომხმარებლის, გულისყური და აღფრთოვანება. ამის მიღწევა არ არის სიყალბე, ის მოითხოვს მარკეტერების უფრო მეტ ყურადღებას სპორტსმენების პორტრეტების და ბიოგრაფიების მიმართ. ოქროს აღმოჩენა სჭირდება.