Six Sigma მარკეტინგში

1986 წელს მოტოროლას კორპორაციის საკომუნიკაციო დეპარტამენტის მმართველმა მენეჯერმა, რომელსაც ფართო გამოცდილება ჰქონდა მიღებული კომპანიის საქმიანობის იმ სფეროს მიმართ, რომელსაც ეწოდება ხარისხის განვითარება გადაწყვიტა გამოეყენებინა სრულიად ახლებური მიდგომა პროცესების მიმართ.

ბილ სმიტი გახლდათ მეცნიერი და მენეჯერი, მას დიდი ხანია სურდა გამოემუშავებინა რაღაც ერთიანი, ახალი მიდგომა დილერების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებზე და კრიტიკაზე, რომელიც მოტოროლას საგარნტიო საკითხებს ეხებოდა.

მთავარი იყო კომპანიაში განვითარებული პროცესების შეფასება და ეგრეთწოდებული საწარმოო დეფექტების დათვლა. ამიტომაც სმიტმა შექმნა სრულიად ახალი მიდგომა, მან სტატისტიკის გამოყენებით შეადგინა 6 სიგმას ჩანასახი და მოტოროლას ხელმძღვანელობას წარუდგინა.

მოტოროლას მაშინდელი CEO ანუ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ ბობ გალვინი. მან უმალ დაინახა სმიტის ინოვაციის საინტერესო ხასიათი და 6 სიგმა უეცრად მოტოროლას კომპანიის მთავარ სტრატეგიად იქცა.

ექვსი სიგმა თავიდანვე მოითხოვდა, მთელი პროცესების დოკუმენტირებას რადგანაც მთავარი გახდა შეცდომების აღმოჩენა, დათვლა და მათი გავლენის გაზომვა. შეცდომებიდან გამომდინარე მთავარია ბიზნესის პრობლემის განსაზღვრა – შეცნობა და ამიტომაც შემდეგმა ინგლისურმა სიტყვამ – DEFINE თავისი საწყისი ადგილი მოძებნა.

პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი 6 სიგმა ანალიზში დაიკავა სიტყვამ – MEASURE, რაც ქართულად ნიშნავს არა მარტო გაზომვას არამედ პირველ რიგში დათვლას. ამასთან ერთად სმიტის კონცებციაში მნიშვნელოვანი სიტყვები იყო: ANALUZE, ანუ მოახდინე ანალიზი, გაანალიზე.

შიდა პროცესების ანალიზის მოთხოვნამ კომპანია შეცვალა, იგი მთლიანად დაემსგავსა ჩაფიქრებულ ადამიანს, რომელიც თავის ნებისმიერ ქმედებას დაფიქრებული სწავლობს და აანალიზებს. მაგრამ რატომ შვება იგი ამას – იქნებოდა ლოგიკური კითხვა.

IMPROVE – გააუმჯობესე, აი პასუხი. მთელი სისტემა სახელად 6 სიგმა, მოწოდებულია ამ ტერმინისათვის – გააუმჯობესე, ყოველდღიურად, შეუჩერებლად, მოკვდი მაგრამ გააუმჯობესე – აი სისტემის დედააზრი.

თეორიიდანაც ცნობილია და პრაქტიკაც გვასწავლის რომ სისტემას, რომელსაც შევქმნით – შემოწმება სჭირდება. აქედან გამომდინარე კონცებციაში უკვე ბოლო სიტყვა – CONTROL, გააკონტროლე მკვიდრდება.

საინტერესოა ალბათ, თუ რითი განსხვავდება კონცებცია 6 სიგმა, ხარისხის უზრუნველყოფის სხვა სისტემებისაგან? მათ ბარნის აზრით გვაქვს ამგვარი განმასხვავებელი ტაბულა:

ტაბულა 1: განსხვავებები 6 სიგმასა და ხარისხის ტოტალური მენეჯმენტს შორის. (წყარო მატ ბარნი 2002 წელი)

ექვსი სიგმის მთლიანი პროცესი შესაძლოა ამ აბრევიატურით გამოისახოს: DMAIC (Define, Measure, Improve, Control). ქართულ ენაზე მას შეესაბამება: გგაკ:

  • განსაზღვრე ბიზნესის პრობლემა სადაც საჭიროა მუდმივი გაუმჯობესება
  • გაზომე და დაითვალე წარუმატებლობა, წუნი, ჭარბი მოძრაობა და არასწორი ქმედება.
  • ანალიზი გაუკეთე მიღებულ მაჩვენებლებს
  • კონტროლი მოახდინე არსებული პროცესების როლებიც ბიზნესის იმ რგოლში ხდება სადაც საჭიროა მუდმივი გაუმჯობესება.

მალე მოტოროლას კორპორაციამ იგრძნო რომ 6 სიგმა მთლიანი ბიზნესის მართვის სტრატეგიად გამოდგებოდა. საჭირო იყო შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • სწორი (მართალი) მიზნების ირგვლივ მენეჯერთა გაერთიანება
  • გამაუმჯობესებელი გუნდების შექმნა
  • რეზულტატის ზრდა
  • მდგრადი და უწყვეტი გ
  • აუმჯობესების მმართველობა

სწორი მიზნების ირგვლივ მენეჯერთა გაერთიანება

ზოგადად ჩვენ ვიცით რომ იდეების ირგვლივ ადამიანების გაერთიანება რთულია. სხვადასხვა კონცებციების მიხედვით განსხვავებული მეთოდები არსებობს კომპანიაში, ადამიანური კაპიტალის მობიზილებისა და ადამიანური რესურსის სწორ მიზნებზე ფოკუსირებისათვის.

თანამდეროვე ექვსი სიგმის კონცებცია გულისხმობს – მონაცემთა ბარათების (ინგლისურად:balanced scorecard ) დაბალანსებული მეთოდის გამოყენებას. ამ მეთოდით უნდა მოხდეს სტრატეგიული მიზნების, საზომის (Metrics ), შექმნას და ამ ყოველივეს ირგვლივ კომპანიის ადამიანური და მატერიალური ძალების გაერთიანებას.

გამაუმჯობესებელი გუნდების შექმნა

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საჭიროა შემოვიტანოთ ყველა ის ცნება რაც 6 სიგმის მეთოდს და მის შესაძლო დაგეგმვას ეხება. გამაუმჯობესებელი გუნდების შექმნა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ექვსი სიგმის საკითხში. გამაუმჯობესებელთა გუნდების შექმნისათვის აუცილებელია:

  • კომპანიისათვის თავდადებული პირების მოძებნა გამოცდილთა შორის
  • კომპანიისათვის თავდადებულთა გამოკითხვა და მათი აზრის გაგება სხვადასხვა მიმართულებით, პრობლემების მოძებისა და გაუმჯობესების მიმართ
  • გუნდის შექმნისათვის სხვადასხვა პრონციპების მოძიება
  • გუნდის ფორმირება
  • გუნდის შტურმის მეთოდით გამოცდა
  • გუნდის იდეების განვითარება
  • პრინციპების გამოკვეთვა
  • წუნის აღმოჩენისას შეფასების სისტემის შექმნა

დადებითი რეზულტატის გამოკვეთა.

მომავალი პროცესები ეკუთვნის ხარისხის დაცვის სისტემების განვითარებას.

ავტორი: კ.ჯაყელი