ტრეილერის მარკეტინგი – გავლენის შექმნა

ფილმის მარკეტინგული ციკლი რთულ პროცესს წარმოადგენს. თუ იგი გამოსვლის თარიღთან ახლოსაა მაშინ ნიჭიერი ადამიანის გამოყენება, გამოჩენილი მსახიობის ან რეჟისორის საჯარო საუბარი, ფილმის მიმართ ინტერესს გაზრდის. თუ გამორჩეული ფილმი გამოგდით, ელოდებით, რომ მსახიობების შემადგენლობა ფურორს მოახდენს, თქვენ შეიძლება დაგეგმოთ პრესკონფერენცია, რომელსაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები დაესწრებიან. ყველა მსხვილი მედია, პრესკონფერენციის ადგილზე საკუთარ ჟურნალისტებს გიგზავნით და ეს მომავალი წარმატების უზარმაზრი ნაწილია.

დღეს ფილმის პოპულარიზება მისი ტრეილერით იწყება. თავად ტრეილერი პირველად 1913 წელს გამოჩნდა და მან ერთ-ერთი მუზიკლი The Pleasure Seekers – წარმოაჩინა, როგორც საუკეთესო დადგმა თეატრში. რა არის ტრეილერი? ეს არის მცირე ზომის ვიდეო რეკლამა რომლის მოვალეობაა ფილმზე ან თეატრალურ დადგმაზე, შესაძლოა ოპერაზე ან რაიმე წარმოდგენაზე, ვთქვათ ცირკის შოუ-ზე პოზიტიური და მიმზიდველი ცნობიერების შექმნა საზოგადოებაში. ტრეილერები შესაძლოა დამზადდეს წიგნის პრომოციისათვის.

თუ ტრეილერი აჩვენებს, რომ მთავარი გმირი ფილმის დასახელების ლოგოზე ხტება, მაშინ ეს აგრესიული, პერსონალურ ბრენდზე ორიენტირებული ტრეილერია.

ხოლო თუ მთავარ გმირს ცვლის შინაარსი, რომელიც დამატყვევებელია – მაშინ საქმე გვაქვს თხრობითი სტილის, სენსორულ ტრეილერთან რომლის შექმნა საკმაოდ ძნელია. ამგვარ ტრეილერებს უფრო ადრე მიმართავდნენ.

მუვი ტრეილერის მარკეტინგი 16 ტიპის სტრატეგიას შეიცავს, მათგან ყველაზე მთავარია:

  • ბრენდ აგრესიული ტრეილერი
  • თხრობითი ტრეილერი
  • ფსიქოლოგიური ტრეილერი
  • არქეტიპებზე ორიენტირებული ტრეილერი
  • გართობის ტრეილერ – ბოქსი
  • გლობალური ტრეილერი
  • წმინდა სენსორული ტრეილერ მარკეტინგი

 

როგორ მუშაობს ტრეილერების სააგენტო?

თუ თქვენ მიიღეთ შეკვეთა, ტრეილერის შექმნაზე, უნდა აირჩიოთ მარკეტინგის სტრატეგია რომელსაც გამოიყენებთ, მაგრამ მანამდე უნდა იცოდეთ ვინ იქნება ამ ფილმის მთავარი მომხმარებელი. შემდეგ კი იწყება დეტალების გარკვევა.

ტრეილერ სააგენტოებს ჩვენ რამოდენიმე კითხვა დაუსვით, მათი საქმიანობის მთავარი მიმართულებების შესახებ. აი მათი პასუხებიც:

ტრეილერების შექმნა მარკეტინგისა და კინოს ღრმა ცოდნას მოითხოვს, მსოლფიოში დრეს ცოტაა სპეციალური ბიზნეს სკოლები რომლებიც ამგვარ ცოდნას აწვდის ახალგაზრდას. ამიტომაც ცოდნას გამოცდილებით ვივსებთ. ჩვენ ვარკვევთ ფილმის მომხმარებლის არქეტიპს, შემდეგ კი ვქმნით ტრეილერის მარკეტინგულ სტრატეგიას. როცა განხილვა დასრულებულია მაშინ ვქმნით გრაფიკას, არა მხოლოდ ტიტრებს, არამედ ბარათებსაც, სადაც ნათქვამია „ეწვიეთ კინოთეატრებს“ ან „აუცილებლად ნახეთ წლის ფილმი“, ან რაღაც ამგვარი. ჩვენ მის ლოკალიზებას ფილმიდან ფონტის მეშვეობით მოვახდენთ, და თუ ეს სივრცეა, სადაც სუბტიტრების ხმარება შესაძლებელია, განვათავსებთ სუბტიტრებს, როგორც კი თარგმანს მოვრჩებით. შემდეგ ერთად შევიკრიბებით, კლიენტს განხილვის და სანქცირების შესაძლებლობას ვაძლევთ და მზა პროდუქციას ვაწვდით. ტრეილერი სოციალურ კონტენტად რომ იქცეს, საჭიროა მისი შექმნისას გლოკალური მარკეტინგის გამოყენება. მიზანი ასეთია : ტელევიზიის შემთხვევაში, სამაუწყებლო სადგურში რეკლამის მიწოდებისას, ტრეილერმა უნდა აღძრას მომხმარებლის ცნობისმოყვარეობა!

მას შემდეგ, რაც აუდიტორია ნაპოვნია, ტრეილერი დასრულებული, თარგმნა შესრულებული, ხოლო სოციალური მედია-აქტივები დასრულებული, კამპანია ფართო საზოგადოებისათვის შეიძლება დაიწყოს.

ცხადია, რომ ტრეილერი ინტერნეტში, კინოთეატრებსა და ტელევიზიაში ჩაეშვება. თუმცა, როგორც სააგენტო გვეუბნება ამჟამად, გაცილებით მეტი სარეკლამო ხარჯები სოციალურ ქსელებში მარკეტინგზე მოდის:

„ვფიქრობ, ერთი წლის წინ ჩვენი პროდუქციის 50% სატელევიზიო რეკლამაზე მოდიოდა, ხოლო 50% – ონლაინ და სოციალურ ქსელებზე. ეხლა, მისი 75% სოციალური ქსელებისა და ინტერნეტისაგან შედგება და მხოლოდ 25% ეხება სატელევიზიო რეკლამას. ჩვენი მხიდან კონტენტში წინსვლა შესამჩნევია, ეს სტუდიის მხრიდან სტრატეგიითა და მარკეტინგული ხარჯებითაა განპირობებული.“

ტრეილერების სოციალურ ქსელებში გადანაცვლებამ მისი მოცულობა გაზარდა. თუ კონტენტის ნაწილი სრულად გამოიყენება, მაშინ საქმე გაკეთებულია. მაშინ ხვალისთვის, ზეგისათვის და ა.შ. კონტენტის კიდევ ერთი ნაჭერი დაგჭირდებათ. ასე, რომ მარკეტინგთან და კონტენტის მოცულობასთან, რომელთანაც საქმე გვაქვს, მიდგომა შეიცვალა. ჩვენ შევქმნით კონტენტს, დავგეგმავთ სტრატეგიას, თავდაპირველად სოციალურ ინფორმაციას წარვადგენთ, რათა სტუდიას გარკვეულ მითითებები მივცემთ, რაც სტრატეგიის შექმნაში დაგვეხმარება. შემდეგ განთავსების გეგმას, კონტენტის შექმნასთან ერთად კამპანიის მანეჯმენტს ვახორციელებთ, რათა ეს გზა გავიაროთ.

„ჩვენ სოციალური ქსელების გაკონტროლებას ვიწყებთ, Facebook, Instagram და ა.შ. ჩვენ ვპოსტავთ და პოსტების მთელ გეგმას ვადგენთ, რათა თითოეულ აქტივს, რომელსაც ვპოსტავთ, თვალყური ვადევნოთ. ჩვენ ამ გეგმას კამპანიის მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე ვადგენთ. იმის გამო, რომ ამას ვაკეთებთ, ვიცით კონტენტი, რომლის შექმნაც გვსურს და რომელიცმოთხოვნებთან შესაბამისობაშია.“

თუ მაგარი ტრეილერი გინდათ, ტრადიციულად, თქვენს განკარგულებაშია სამი ან ოთხი განსხვავებული სააგენტო, რომელიც ყველაფერს ამას მოგაწვდით. ჩვენ ყველაფერს ერთი სახურავის ქვეშ ვაკეთებთ, კონტენტის შექმნისათვის, სოციალური კამპანიების მენეჯმენტისათვის ერთი გუნდი გვყავს, გვაქვს სოციალური იდეები.

ეხლა როგორია სოციალური მედია სტრატეგია?

„ჩვენ საკუთარ პლატფორმაზე ანალიზის მეთოდს და აგრეთვე სოციალური მიყურადების ინსტრუმენტს ვიყენებთ, რათა გავიგოთ, აქაუნთის ფოლოვერები და ადამიანები, რომლებიც განსაზღვრულ ტიტრებზე საუბრობენ ქსელში. მათი ოდენობა შეიძლება დღის ან საათის მიხედვით მერყეობდეს. თარგეთ აუდიტორიიდან გამომდინარე, უკეთ შევძლებთ ჩვენი ინტერესების სფეროში შემავალი კონკრეტული სეგმენტის ქცევითი მოდელების და ინტერესების შეცნობას.

როგორია პირველ ტრეილერზე რეაქციის ძალის შეფასება ?

პირველი ტრეილერის ჩაშვების შემდეგ, ფილმი საზოგადოების ყურადღების გენერირებას იწყებს.

ზოგიერთ ფილმს, პირველივე ტრეილერის გამოსვლის შემდეგ გასაოცრად პოზიტიური რეაქცია აქვს. განსხვავებით სხვა ტრეილერებს შეიძლება იმედგაცრუება და გაღიზიანება მოყვეს.

„ჩვენ მედიას სამუშაო პროცესების ანალიზის საშუალება გვაქვს, ამიტომ რამდენიმე სტუდიას მედიის გლობალურ მონიტორინგს ვუკეთებთ. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პრესას, რადიოს, ტელევიზიას და ინტერნეტს. აგრეთვე ყოველდღიურ სოციალურ ლისტინგს. ჩვენ ყოველ ჯერზე ინფორმაციას, როდესაც ვინმე კლიენტს ფილმს ახსენებს, ვაგროვებთ.

„პირველ ტრეილერზე მაყურებლის რეაქცია საკმაოდ ინფორმატიულია. მაგალითად, თუ პერსონაჟი ცუდად აღიქმება, ჩვენ ამის შესახებ სტუდიას ვაცნობებთ, რათა მომდევნო ტრეილერის ან მარკეტინგის ზოგიერთი სხვა ნაწილის შექმნისას მათ შეძლონ და გადაწყვიტონ, როგორ შეიძლება ცვლილების განხორციელება. მათ, მომდევნო ტრეილერში შეუძლიათ უფრო მეტი დადებითი გამოსახულების ჩასმა ან პერსონაჟის სხვაგვარად წარმოდგენა.

„ვინაიდან პირველი ტრეილერი პრეს-რელიზისგან შორსაა, კამპანიის შესაცვლელად საკმარისი დროა. კონტენტის მომდევნო ფრაგმენტის დახმარებით ვეცდებით უფრო პოზიტიური რეაქციის გამოწვევას, რათა იმ დროს, როდესაც ფილმამდე მივალთ, ისინი, ვინც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები, მოვიზიდოთ.“

„ტიტრის მონიტორინგს რაც შეიძლება ადრე ვიწყებთ, რათა ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობის მიმართულებაზე ინფორმირების საშუალება გვქონდეს, მ.შ. სოციალური ქსელების აქტივაცია. სოცილაურ ქსელებში მუდმივ მონიტორინგს დიდი მნიშვნელობა აქვს – ძალიან ადრე შეგვიძლია ნებისმიერი კრიზისის ან ნეგატიური რეკლამის გამოვლენა და დროულად რეაგირება. გარდა ამისა, ჩვენ სოციალურ მიყურადებას სოციალურ მედიაში პირდაპირ მესიჯებსა და კრეატიულ ნაწილში ვიყენებთ.“

„სოციალურ ქსელებში კამპანიამდე და კამპანიის დროს კონტენტის და მესიჯების გაზიარების ჩვენ სტრატეგიაზე ინფორმაციის გასავრცელებლად სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და მიდგომებს ვიყენებთ. მასში შედის შესაბამის თემებზე, ტალანტებზე, კონკურენტებზე და ა.შ. საუბრების კონსერვაციული და საკუთარი ანალიზი, აგრეთვე აუდიტორიის მონიტორინგი, რათა ერთიანი წარმოდგენა მივიღოთ იმაზე, როგორ, როდის და სად საუბრობენ ისინი ამა თუ იმ თემატურ საკითხებზე.“

მეორე და მესამე ტრეილერებში შეიძლება გამოყენებული იქნას პირველ ტრეილერზე რეაქცია, რათა მარკეტინგულ მესიჯში რაიმე სახის კორექტივი შევიტანოთ.

ჩვენ, მედია გაფრთხილებებს გავავრცელებთ, რაც ახალი კონტენტის ხელმისაწვდომობაზე მიუთითებს. ნათელია, რომ სტუდია კონტენტს რეალიზაციამდე იწონებს, სწორედ იქ მიდის მედია, რათა ახალი ამბებისათვის სიუჟეტი მოამზადოს.

რათქმაუნდა, როგორც კი ფილმი გამოდის მარკეტინგული ციკლი სრულდება, ეს ის დროა, როდესაც ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ – ფილმები საოჯახო ჩვენებისათვის!

რათქმაუნდა, ყველანაირი ცვლილების შესაძლებლობაა. მაგალითად, თუ ფილმი დიდ ჯილდოზე, „ოსკარზეა“ ნომინირებული, მაშინ ახალი მარკეტინგული მასალები იქმნება, რათა მისი პოპულარიზაცია სიღრმისეულად მოხდეს.

თუ ფილმი ფსიქოლოგიურია მაშინ ტრეილერის სტრატეგიაც ფსიქოლოგიური მარკეტინგია, რომელსაც საბაბად ნეირომარკეტინგი შეიძლება დაუდოთ.

ფარნა თოფურია
ქართულ – ევროპული მარკეტინგული ასოციაცია